სტანდარტული აღჭურვილობა

პერსონალიზაცია

ჭკვიანი უსაფრთხოების სისტემებით დაწყებული და ინტერიერის ინტუიციური ფუნქციებით დამთავრებული, Toyota-ს თითოეული ავტომობილი ქარხანას ტოვებს სტანდარტულ კომპლექტაციაში შემავალი ძირითადი აღჭურვილობის მრავალი ფუნქციით. გაიგეთ მეტი თქვენი Toyota-ს სტანდარტული აღჭურვილობის შესახებ ქვევით:

17" ალუმინის დისკები დამუშავებული ზედაპირით (6 ქიმით) 0
17" ალუმინის დისკები დამუშავებული ზედაპირით (6 ქიმით)
სრული ზომის, ალუმინის სათადარიგო დისკი
საბურავები ყველა რელიეფისთვის

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/equipment-standard/ge/ka?modelId=97f96026-1b94-4dbb-a862-f3dce0ebb68f&carId=c4a3e4ea-9bf0-4c68-b4db-b8c291256942&carColourId=b4da34a1-391c-4b57-a153-13ac02e8da7f

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/equipment-optional/ge/ka?modelId=97f96026-1b94-4dbb-a862-f3dce0ebb68f&carId=c4a3e4ea-9bf0-4c68-b4db-b8c291256942&carColourId=b4da34a1-391c-4b57-a153-13ac02e8da7f

ინტერიერის ტექნოლოგია

მულტიმედიური სისტემა

იყო გამძლე, არ ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნები ჭკვიანი. სწორედ ამიტომ Fortuner გთავაზობთ გარკვეულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად. Toyota Touch® 2-ის 8-დუიმიანი პლანშეტის ტიპის მონიტორი აღჭურვილია არაერთი მულტიმედიური ფუნქციით, რაც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ Bluetooth-ის აუდიო სტრიმინგი და განახორციელოთ ზარები handsfree რეჟიმში.

გარანტია

Toyota-ს თითოეული ავტომობილი შექმნილია ხარისხის, გამძლეობის და საიმედოობის გამორჩეულ დონეზე. თქვენი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად, ჩვენ გთავაზობთ მწარმოებლის 3 წლიან გარანტიას + 2 წლიან დამატებით დაფარვას ყველა ავტომობილზე, რომელიც გამოშვებულია 2020 წლიდან.

  • მწარმოებლის გარანტია

    ქარხნული საგარანტიო პერიოდი ტოიოტას ახალ ავტომობილზე შეადგენს ავტომობილის მიწოდების თარიღიდან სამ (3) წელიწადს ან 100,000 კმ გარბენს (იმის მიხედვით თუ რომელი დადგება პირველი).

  • დამატებითი დაფარვა

    ქარხნულ გარანტიასთან ერთად Toyota გთავაზობთ დამატებით დაფარვას. დამატებითი დაფარვა ავტომატურად გააქტიურდება მას შემდეგ რაც ამოიწურება ქარხნული გარანტია და იქნება აქტიური ავტომობილის მიწოდებიდან 60 თვემდე მაქსიმალური გარბენით 160,000 კილომეტრამდე (იმის მიხედვით თუ რომელი დადგება პირველი).

    დამატებითი დაფარვა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ტოიოტა კავკასიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი დილერების მიერ გაყიდულ ავტომობილებზე (მხოლოდ 2020 წლის იანვრის და შემდგომ წარმოებული ავტომობილებისთვის).

    დამატებითი დაფარვა აქტიურდება მწარმოებლის გარანტიის დასრულებისთანავე.

    დამატებითი დაფარვა არ შეეხება ძარას, საღებავს, შიდა მოპირკეთებას და ცვეთად სათადარიგო ნაწილებს.

    დამატებითი დაფარვის პირობები მითითებულია საგარანტიო წიგნაკში.

  • ჰიბრიდული კომპონენტების ტექნიკური მდგომარეობის ყოველწლიური შემოწმება

TOYOTA-ს უსაფრთხოების დაპირება

ათწლეულების განმავლობაში მონიტორინგით მიღებული ცოდნა და შეუჩერებელი კვლევები არის იმის გარანტია, რომ თითოეული ახალი Toyota არა მარტო მზად არის მოქმედებისთვის, არამედ შეგიძლიათ გქონდეთ მისი იმედი, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდებათ, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ ასე არაა. ჩვენს მოწინავე Toyota Safety Sense ტექნოლოგიასთან ერთად, ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევების სრულად აღმოფხვრა და ავტომობილით გადაადგილებისას ყველასთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

შეკეთება

ავარია შეიძლება ყველაზე ფრთხილ მძღოლებსაც კი მოუვიდეთ. საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, მცირე თუ სერიოზული ავარიაა, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Toyota-ს ავტორიზებული შემკეთებლის ქსელს. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები მზად არიან მოგაწოდონ სერვისი "თავიდან ბოლომდე", რაც გამიზნულია, რომ თქვენს Toyota-ს თავდაპირველი მდგომარეობა დაუბრუნდეს.