ვებგვერდის ხელმისაწვდომობის განცხადება
წინამდებარე ხელმისაწვდომობის განცხადება ეხება Toyota საქართველოს ვებგვერდს.
წინამდებარე ხელმისაწვდომობის განცხადება ეხება:
- ვებგვერდს: https://www.toyota.ge
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროპის ხელმისაწვდომობის აქტის (დირექტივა (EU) 2019/882) შესაბამისად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიმდინარე განცხადება არ ვრცელდება სხვა კონტენტზე ან ვებგვერდებზე, რომელიც გამოქვეყნებულია მესამე მხარის მომწოდებლების რომელიმე ქვედომენზე ან სერვისების ფარგლებში. ამ ვებგვერდებს და მათ კონტენტს ან სერვისებს გააჩნიათ საკუთარი სპეციფიკური ხელმისაწვდომობის განცხადებები.
მომსახურების ზოგადი აღწერა
ვებგვერდი გთავაზობთ ინფორმაციას Toyota-ს პროდუქტების, სერვისების და ჩვენი კომპანიის დეტალების შესახებ. საიტი შექმნილია ისე, რომ ყველა სტუმარმა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მომხმარებლის სახით შეუფერხებელი გამოცდილება მიიღონ. ვებგვერდი, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს განყოფილებებს ავტომობილების მოდელების, საცალო გამყიდველთა მდებარეობის, მომხმარებელთა მხარდაჭერის მომსახურებისა და კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციას.
შესაბამისობის სტატუსი
ვებგვერდი ნაწილობრივ შეესაბამება ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპებს (WCAG) 2.1, დონე AA . Toyota-ს ვებგვერდებზე გამოყენებულმა ძირითადმა კომპონენტებმა და შაბლონებმა გაიარეს ხელმისაწვდომობის აუდიტი, მათ შორის როგორც ავტომატური, ასევე ხელით შემოწმების პროცესი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროისთვის Toyota საქართველო ხელმისაწვდომობაზე ინდივიდუალურად ტესტირებული არ არის. ჩვენ ვგეგმავთ და ვატარებთ აღნიშნულ ტესტებს იმისთვის, რომ ადგილობრივი დანერგვის შედეგი ასევე აკმაყოფილებდეს ჩვენს ხელმისაწვდომობის სტანდარტებს.
ხელმისაწვდომობის ფუნქციები
ვებგვერდი ისეა სტრუქტურირებული, რომ შესაძლებელი იყოს მარტივი ნავიგაცია და ხელმისაწვდომობა. ვებგვერდის მიერ დაკმაყოფილებულ 12 WCAG კრიტერიუმიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებზეც უნდა გქონდეთ წვდომა, არის შემდეგი:
- WCAG კრიტერიუმი „2.4.5 – მრავალი გზა“: ვებგვერდი გთავაზობთ ნავიგაციის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის გლობალურ ნავიგაციას (მთავარი ნავიგაცია), ქვედა კოლონტიტულის ნავიგაციას, კონტექსტურ ნავიგაციასა და ძიების ფუნქციებს.
- WCAG კრიტერიუმი „3.1.1 – გვერდის ენა“: განსაზღვრულია გვერდის ნაგულისხმევი ენა
- WCAG კრიტერიუმი „3.2.2 – შეყვანისას“: შეყვანის მნიშვნელობების შეცვლისას გაუთვალისწინებელი ცვლილებები არ ხდება.
- WCAG კრიტერიუმი „3.2.3 – თანმიმდევრული ნავიგაცია“: თანმიმდევრული ნავიგაცია უზრუნველყოფილია ყველა გვერდზე.
- WCAG კრიტერიუმი „3.3.2 – იარლიყები ან ინსტრუქციები“: იარლიყები და ინსტრუქციები მოცემულია მომხმარებლის მიერ შესაყვანი მონაცემებისთვის
მიუწვდომელი კონტენტი
მიუხედავად იმ ძალისხმევისა, რასაც ჩვენი ვებგვერდის ხელმისაწვდომობისთვის არ ვიშურებთ, ჩვენთვის ცნობილია გარკვეული შეზღუდვების შესახებ, რომელთა გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. 30 WCAG კრიტერიუმიდან, რომლისთვისაც ვებგვერდი ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, 7 კრიტერიუმიდან, რომელიც არ არსებობს და 1 წარმატების კრიტერიუმიდან, რომლის ტესტირებაც ვერ მოხერხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობილი შეზღუდვები ჩამოთვლილია ქვემოთ:
- WCAG კრიტერიუმი „1.1.1 – არატექსტური შინაარსი (ტექსტის ალტერნატივა)“: ყველა ტექსტი და დასახელება არასწორი ან არასრულია
- WCAG კრიტერიუმი „1.3.1– ინფორმაცია და კავშირები“. საორიენტირო სემანტიკის არასწორი გამოყენება
- WCAG კრიტერიუმი „1.4.4 ტექსტის ზომის შეცვლა“: ტექსტის 200%-ით მასშტაბირება ვერ ხერხდება ინფორმაციის დაკარგვის გარეშე
- WCAG კრიტერიუმი „2.1.1 – კლავიატურა“: ინტერაქტიული ელემენტები მიუწვდომელია კლავიატურით
- WCAG კრიტერიუმი „2.4.7– ხილული ფოკუსი“: ფოკუსის მდგომარეობა არ არის ხილვადი
გამოხმაურება და საკონტაქტო ინფორმაცია
მოხარული ვიქნებით, თუ გამოგვეხმაურებით ჩვენი ვებგვერდის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ შეფერხებებს წააწყდებით:
- ტელეფონი: +995322720046 (107 )
- ელ. ფოსტა: cr@toyota-caucasus.com
ჩვენ ვცდილობთ, გამოხმაურებას მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში ვუპასუხოთ.
თავსებადობა ბრაუზერებთან და დამხმარე ტექნოლოგიებთან
ძირითადი კომპონენტები და შაბლონები შექმნილია შემდეგ დამხმარე ტექნოლოგიებთან თავსებადობისთვის:
ოპერაციული სისტემები და ბრაუზერები:
- Chrome-ის ვერსია: 122.0.6261.70
- Edge-ის ვერსია: 121.0.2277.128
- Firefox-ის ვერსია: 123.0
- Safari-ს ვერსია: 17.3
- Windows-ის ვერსია: Windows 11 Pro
- MacOS-ის ვერსია: Sanoma 14.1.1
- Android-ის ვერსია: Android 13
- iOS-ის ვერსია: iOS 17.3.1
ეკრანის წამკითხველები:
- NVDA ვერსია 2023.10
- გახმოვანება (VoiceOver)
- ეკრანის წამკითხველი (Talkback)
ტექნიკური სპეციფიკაციები
ჩვენი ვებგვერდის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ფუნქციონირებენ ვებ-ბრაუზერისა და თქვენს კომპიუტერში დაინსტალირებული ნებისმიერი დამხმარე ტექნოლოგიის ან პროგრამული მოდულების (plugins) კომბინაციასთან ერთად. კერძოდ:
- HTML
- WAI-ARIA
- CSS
- JavaScript
გაუმჯობესების გეგმა
Toyota საქართველო კვლავაც ისწრაფვის გააუმჯობესოს ვებგვერდის ხელმისაწვდომობა უახლოეს მომავალში. ხელმისაწვდომობის აუდიტის დახმარებით, ვებგვერდი სისტემატურად იხვეწება.
უახლოეს მომავალში, Toyota საქართველო იღებს ვალდებულებას ჩაატაროს ვებგვერდის სიღრმისეული აუდიტი. ძირითადი კომპონენტებისა და შაბლონების ანალიზთან ერთად, ეს უზრუნველყოფს მთელი ვებგვერდის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის სრულ მიმოხილვას.
მიმდინარე განცხადების მომზადება
ამ ვებგვერდის კომპონენტებს და შაბლონებს ტესტირება ბოლოს 2024 წლის მარტში ჩაუტარდა.
წინამდებარე განცხადების მომზადების თარიღია 09.06.2025წ.