მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)

მოწინავე მულტიმედია მოძრაობაში

გამორჩეული გამოცდილება

კომფორტი გზაში ინტუიციური მულტიმედიური სისტემით

მიიღეთ მეტი თითოეული მომენტიდან Toyota-ს შემდეგი დონის მულტიმედიით. მრავალფეროვანი ფუნქციებით აღჭურვილი და მარტივად გამოსაყენებელი Toyota-ს სისტემები მოიცავს ნავიგაციას, ხმოვან ასისტენტს და მედია ფუნქციებს იმისთვის, რომ ყოველი მგზავრობა უფრო უსაფრთხო და ეფექტური გახდეს.

მულტიმედია
  1. მულტიმედიის ძირითადი სერვისები
    1. პერსონალიზებული გამოცდილება
      თქვენი ავტომობილის მულტიმედია პერსონალიზებულ, დაკავშირებულ მგზავრობას უზრუნველყოფს. MyToyota-ს აპლიკაციის პროფილის მულტიმედიაში რეგისტრაციისას, შეინახეთ თქვენი პარამეტრები, როგორიცაა: გვერდითი სარკის პოზიცია, კონტაქტები და მედია არხები. შემდეგ ჯერზე მგზავრობისას თქვენს Toyota-ს ყველაფერი წინასწარ ექნება მზად.
      იხილეთ სრული ინსტრუქციის ვიდეო
    2. Toyota-ს მფლობელი მულტიმედიურ სენსორულ ეკრანზე Apple CarPlay-ით სარგებლობისას
      ტელეფონთან კავშირი Apple CarPlay™-ის და Android Auto™-ს საშუალებით
      Bluetooth-ით სმარტფონთან უსადენო ინტეგრაციის წყალობით უკონტაქტო კომუნიკაციის შესაძლებლობა გეძლევათ.
    3. Battery preconditioning options on a Toyota’s multimedia touchscreen
      ბატარეის წინასწარი მომზადება სრული კონტროლისთვის
      აკონტროლეთ თქვენი ავტომობილის ელექტრული სვლის მარაგი იმის მიუხედავად, დილით ყინვიან ამინდში მიემგზავრებით თუ გეგმავთ ავტომობილის სწრაფად დასამუხტად გზაში გაჩერებას, ბატარეის წინასწარი მომზადებით ელემენტი იდეალურ ტემპერატურას მიაღწევს, რაც მაქსიმალურ ეფექტურობას, უფრო სწრაფ დამუხტვასა და სვლის მარაგის გაზრდას უზრუნველყოფს.
      გაიგეთ მეტი თქვენი Toyota-ს დამუხტვის შესახებ
    4. ღრუბლოვან ნავიგაციაზე დაფუძნებული Toyota-ს მულტიმედიური მონიტორი
  2. განაახლეთ თქვენი მულტიმედია
    1. უკონტაქტო მართვა
      შემდეგი თაობის ხმოვანი ასისტენტის წყალობით, არც საჭიდან ხელის აღება დაგჭირდებათ და არც ყურადღება გაგეფანტებათ. სისტემის გასააქტიურებლად წარმოთქვით "ჰეი ტოიოტა", შემდეგ დარეკვის, ხმის დაწევის თუ ახალ მისამართზე წასვლის ბრძანება. ონლაინ ხმოვანი ასისტენტი ჭკვიანი სერვისების ან Connect & Drive კომპლექტის საშუალებით აფართოებს ფუნქციებს, მათ შორის მოთხოვნების უფრო ფართო სპექტრზე რეაგირების შესაძლებლობას.
      გაიგეთ მეტი კომპლექტების შესახებ
    2. მუდამ განახლებული
      თქვენი Toyota იყენებს უსადენო ქსელური კავშირის განახლებებს ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოსატვირთად, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება. ამ შეუფერხებელი და უფასო განახლებების საშუალებით, ყოველთვის ისარგებლებთ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით. შედეგად იღებთ გაუმჯობესებულ, უფრო მოსახერხებელ მულტიმედიურ სისტემას, რომელიც მუდმივად ვითარდება.
      გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს

Toyota-ს მულტიმედიის არჩევანი

თქვენი ავტომობილი - თქვენი მულტიმედია

თითოეულ მოდელს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური ფუნქციები, რომლებიც შექმნილია ფუნქციონალობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.

მულტიმედიის ტიპები
  1. ToyotaConnect სისტემა
    1. Toyota-ს მფლობელი გადაადგილდება მზიანი ქალაქის ქუჩებში მულტიმედიურ ეკრანზე ToyotaConnect-ის თანხლებით
      ToyotaConnect სისტემა
      ToyotaConnect უახლესი თაობის მულტიმედიური სისტემაა, რომელიც ცვლის ციფრულ ხელსაწყოთა პანელით სარგებლობის გამოცდილებას თავისი პერსონალიზებადი მთავარი გვერდით, ინტეგრირებული ჭკვიანი ასისტენტით, მობილური სიჩქარის კონტროლის სერვისით და ვიდეო რეგისტრატორით.
      აღმოაჩინეთ ჩვენი მულტიმედიური სახელმძღვანელოები
    2. ToyotaConnect და MyToyota-ს აპლიკაცია - მძლავრი კომბინაცია
      ToyotaConnect მულტიმედიისა და MyToyota-ს აპლიკაციის კომბინაციით გეძლევათ სრული კონტროლი და წვდომა დაკავშირებული სერვისების დამატებით პაკეტებზე, როგორიცაა: Connect & Drive და Connect & Secure, გაფართოებული და გაუმჯობესებული მულტიმედიური გამოცდილებისთვის.
      გაიგეთ მეტი MyToyota-ს აპლიკაციის შესახებ
    3. ღრუბლოვან ნავიგაციაზე დაფუძნებული Toyota-ს მულტიმედიური მონიტორი
  2. Configure Chapter
  3. Configure Chapter
  4. Configure Chapter
  • კავშირის შესაბამისობა

  • თითოეულ მოდელს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური ფუნქციები, რომლებიც შექმნილია ფუნქციონალობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით. აღმოაჩინეთ თქვენი Toyota-ს სრული პოტენციალი დაკავშირების ხელსაწყოს გამოყენებით. უბრალოდ შეიყვანეთ თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) და გაეცანით ხელმისაწვდომ ფუნქციებსა და სერვისებს.

ხშირად დასმული კითხვები

მომხმარებლის პროფილი ინახავს პერსონალიზებულ პარამეტრებს, როგორიცაა: სავარძლის პოზიცია, სარკეების რეგულირება, მულტიმედიის პარამეტრები, ასევე გათბობა-ვენტილაცია-ჰაერის კონდიცირების (HVAC) კონფიგურაციები. ეს პროფილები შეიძლება ავტომატურად ჩაიტვირთოს მომხმარებლის იდენტიფიკაციის საფუძველზე.

დიახ, პირად სატრანსპორტო საშუალებებში სისტემას შეუძლია ჩატვირთოს ბოლო ჩატვირთული პროფილი (LLP) ავტორიზაციის გარეშე (მხოლოდ შერჩეული მოდელებისთვის). მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ ეს პარამეტრი და გამორთონ ან ჩართონ LLP-ის ფუნქცია.

ჭკვიანი სერვისების გასააქტიურებლად, უნდა ჩამოტვირთოთ MyToyota-ს აპლიკაცია და დაუკავშიროთ ის თქვენს ავტომობილებს. უბრალოდ მიჰყევით ვიდეოში განმარტებულ რეგისტრაციის ეტაპებს.

ხმოვანი ასისტენტი აფართოებს ტრადიციულ, ხმოვან ბრძანებათა სისტემის შესაძლებლობებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხმოვანი ბრძანებების დახმარებით ავტომობილის ფუნქციებით უფრო ბუნებრივად და მოხერხებულად ისარგებლონ. გთხოვთ, იხილოთ MyToyota-ს აპლიკაცია, რათა გაეცნოთ თქვენი ავტომობილის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, ასევე თქვენს სააბონენტო სერვისებს.

OTA (უსადენო განახლება) საშუალებას გაძლევთ განაახლოთ თქვენი ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა ავტომობილის ქსელის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს როგორც ახალი ფუნქციების დამატებას, ასევე შეფერხებების აღმოფხვრას.