მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

ტექნიკური სპეციფიკაციები

Battery electric

ამძრავი სისტემა

ეს მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ შედარების მიზნით. შეადარეთ ისინი მხოლოდ იმავე ტექნიკური პროცედურებით გამოცდილ სხვა ავტომობილებს. ყველა ავტომობილი სერტიფიცირებულია მსოფლიოში ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილების ტესტირების პროცედურის (WLTP) შესაბამისად. ეს მაჩვენებლები შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს რეალურ შედეგებს გზაზე. არჩეულმა დამატებითმა ოპციებმა და აქსესუარებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ენერგიის მოხმარებისა და სვლის მარაგის ოფიციალურ მაჩვენებლებზე, ავტომობილის გადასახადსა და საბოლოო ღირებულებაზე (რეგისტრაციამდე). საბოლოო მონაცემები ასევე დამოკიდებულია მართვის სტილსა და სხვა ფაქტორებზე (როგორიცაა საგზაო პირობები, რელიეფი, საცობები, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, საბურავების წნევა, დატვირთვა, მგზავრების რაოდენობა, გარე ტემპერატურა, ბატარეის მდგომარეობა და ა.შ.). გაიგეთ მეტი WLTP-ის შესახებ ბმულზე: https://dxp-global-en-prod.toyota.eu/electrification/what-is-wltp ან დაუკავშირდით Toyota-ს ადგილობრივ ცენტრს.

FWD/AWD

სიმძლავრე

224 - 380 DIN ც.ძ.

აჩქარება (0 - 100 კმ/სთ)

4.4 - 7.2 წამი

საბარგულის ტევადობა

669 ლიტრი

მზად ხართ მოქმედებისთვის? გაიცანით bZ4X Touring

Toyota bZ4X Touring არის სრულად ელექტრული საოჯახო ქროსოვერი, რომელსაც გააჩნია საკმარისი სივრცე, სვლის მარაგი და სიმძლავრე. მრავალმხრივი დიზაინის წყალობით, ის თანაბრად კომფორტულია როგორც ქალაქში, ისე ბუნებაში.

  • მტკიცე დიზაინი

    ჩანჩქერის წინ გაჩერებული Toyota bZ4X Touring

    bZ4X Touring-ის ეფექტურ დიზაინს გამოკვეთს მტკიცე ბამპერები, სახურავის საიმედო სადგამები და 18 დუიმიანი დისკები.

  • პრაქტიკულობა

    მძღოლი სახლის წინ მდგომ bZ4X Touring-ს უახლოვდება

    ქალაქში მოძრაობიდან მთის თავგადასავლებამდე - ეს ტევადი და მრავალმხრივი, სრულად ელექტრული ქროსოვერი მუდამ თქვენ გვერდით იქნება.

  • ინტერიერი

    bZ4X Touring-ის ტევადი სალონი

    ტევადი და თანამედროვე სალონი, პრემიალური ხარისხის მასალებითა და ინტუიციური ტექნოლოგიებით, საგანგებოდ საოჯახო მოგზაურობისთვისაა შექმნილი.

  • უგზოობა

    ქალაქგარეთ გზაზე მოძრავი bZ4X Touring

    თავგადასავალი გზის დასასრულთან ერთად არ სრულდება. ნებისმიერი რელიეფის დაძლევის უნარით, bZ4X Touring მზადაა ახალი აღმოჩენებისთვის ნაცნობ მარშრუტებს მიღმა.

  • დინამიკა გზაზე

    ქალაქში მოძრავი bZ4X Touring

    დახვეწილი და მგრძნობიარე, bZ4X Touring-ის შთამბეჭდავი მართვის დინამიკა თითოეულ მგზავრობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს

  • სრულად ელექტრული

    ქალაქის საჯარო დამტენთან მდგომი bZ4X Touring

    გამოცადეთ სრულად ელექტრული სიმძლავრე - შთამბეჭდავი დინამიკით, მსუბუქი სვლითა და 591 კმ-მდე* სვლის მარაგით.* მხოლოდ წინაამძრავიანი (FWD) ვერსიისთვის.

  • ტექნოლოგია

    bZ4X Touring-ის ინტუიციური სალონი მძღოლის თვალით

    შეუფერხებელი კავშირი უზრუნველყოფს bZ4X Touring-ის საოჯახო კომფორტს - მძლავრი მულტიმედიითა და დისტანციური მართვით, MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით.

  • საბარგულის სივრცე

    bZ4X Touring-ის ტევადი საბარგული ბარგით

    სამგზავრო ჩანთები, ველოსიპედები, ჩემოდნები თუ საყიდლები - bZ4X Touring-ის 669-ლიტრიან საბარგულში ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება.

Read timed out

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=005b05cd-028a-4116-9df3-e6ee345cd7a8

გამორჩეული დიზაინი

შექმნილი თავგადასავლებისთვის

შთამბეჭდავი და ფუნქციური bZ4X Touring საოჯახო ავტომობილის სრულიად ახალი თაობაა - სრულად ელექტრული და შექმნილი ახალი აღმოჩენებისთვის. ქროსოვერის სიმძლავრის, უნივერსალის სტილისა და ტევადობის იდეალური სინთეზით, bZ4X Touring ავტოდიზაინის სრულიად ახალ, პროგრესულ სტანდარტს ამკვიდრებს.

დიზაინი
  1. ექსტერიერი
    1. Film showing bZ4X Touring’s rugged design
      იყავით გამორჩეული
      bZ4X Touring-ში ეფექტური სტილი ერწყმის ათლეტურ დიზაინს - დომინანტური იერსახე ყველგან, სადაც კი მიემართება. თავისი გამოკვეთილი, ჩაქუჩისებრი ფორმით, ტევადი პროპორციებითა და მტკიცე დგომით, ამ გამორჩეული სტილის ქროსოვერის იგნორირება უბრალოდ შეუძლებელია.
    2. bZ4X ქალაქში მოძრაობისას
      შექმნილი, იყოს გამორჩეული
      გააფართოეთ შესაძლებლობების საზღვრები ინოვაციურ bZ4X Touring-თან ერთად. მისი სათავგადასავლო ხასიათი ერთი შეხედვითაც იცნობა - მასიური წინა და უკანა ბამპერები ნებისმიერ გზაზე შეუზღუდავი გადაადგილების უნარს უსვამს ხაზს. 20 დუიმიანი დისკები და სახურავის მყარი სადგამები ამ შთამბეჭდავ საოჯახო ავტომობილს სრულყოფილებას ანიჭებს.
    3. Animation showing airflow over bZ4X Touring’s aerodynamic exterior
      მცირე წინააღმდეგობა, შთამბეჭდავი შედეგი
      ეფექტიანობის მაქსიმიზაციისთვის შექმნილი bZ4X Touring, თავისი აეროდინამიკური ფორმებით კიდევ უფრო შორს მიდის. გლუვი ძირისა და სახურავის დაყოფილი სპოილერის წყალობით, ის მარტივად მიუყვება ჰაერის ნაკადს - ეს ფორმისა და ფუნქციის იდეალური სინთეზია.
    4. bZ4X Touring-ის ტევადი საბარგული ბარგით
  2. პრაქტიკულობა
    1. Animation showing bZ4X Touring’s practical storage, roof rails and towing
      მზად ყველაფრისთვის
      მოქმედებისთვის შექმნილი, მძლავრი და ტევადი bZ4X Touring არის სრულად ელექტრული ავტომობილი მათთვის, ვინც კომპრომისებზე არ მიდის. ტევადი საბარგული და მოხერხებული სათავსოები უზრუნველყოფს სივრცეს ყველაფრისთვის, ხოლო მტკიცე სადგამები და ბუქსირების შთამბეჭდავი სიმძლავრე მას ნებისმიერი ტვირთის გადასაზიდად უნივერსალურ ავტომობილად აქცევს.
    2. bZ4X Touring-ის ტევადი საბარგული ბარგით
      სივრცე საზღვრების გარეშე
      უფრო მეტი ბარგი? არანაირი დაბრკოლება! 669 ლიტრი მოცულობის საბარგულით bZ4X Touring იდეალურად ერგება აქტიურ რიტმსა და ოჯახურ მოგზაურობას. საბარგულის კარის გახსნისთანავე თქვენ განკარგულებაშია ეს უსაზღვროდ ტრანსფორმირებადი სივრცე, ხოლო უკანა სავარძლების სექციური დასაკეცი სათავსო შეგიძლიათ ზუსტად ისე მოაწყოთ, როგორც გესაჭიროებათ.
    3. bZ4X Touring-ის კომფორტული და მყუდრო სალონი
  3. ინტერიერი
    1. bZ4X Touring-ის კომფორტული და მყუდრო სალონი
      სივრცე მთელი ოჯახისთვის
      თანამედროვე დიზაინი, შთამბეჭდავი სიგანე და სივრცის უსაზღვრო შეგრძნება - bZ4X Touring-ის სალონში ყოველი მგზავრობა ნამდვილ განტვირთვად და სიამოვნებად იქცევა. ავტომობილის დახვეწილი სილუეტისა და კომპაქტური ძრავის სინთეზი საოცრად ვრცელ შიდა სივრცეს ქმნის.
    2. bZ4X Touring-ის ტევადი ინტერიერი მძღოლის ფანჯრიდან
      მოეშვით და ისიამოვნეთ მგზავრობით
      bZ4X Touring-ის უხმაურო, სრულყოფილი სვლა და გამორჩეული კომფორტი ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობასაც კი ნამდვილ სიამოვნებად აქცევს. ელეგანტური და თანამედროვე ინტერიერი აერთიანებს პრემიალური ხარისხის დეტალებს, მათ შორის ბრინჯაოსფერ მართვის ღილაკებსა და სათავგადასავლო განწყობის შავ-ხაკისფერ ტონებს.
    3. *მხოლოდ მაღალი კომპლექტაციის მოდელებისთვის.
      bZ4X Touring-ის დიდი პანორამული სახურავი (ზედხედი)
      მეტი სინათლე სალონში
      პანორამული სახურავი ტიხარის გარეშე*, სალონს სინათლითა და სივრცის შეგრძნებით ავსებს, რაც bZ4X Touring-ის ინტერიერში კიდევ უფრო ამაღლებულ განწყობას ქმნის. ელექტრული მზის დამცავი კი საიმედოდ იცავს სალონს სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
    4. bZ4X Touring-ის ხელსაწყოთა პანელის გარემომცველი განათება
      განათება თქვენი განწყობისთვის
      სალონის სუფთა და თანამედროვე არქიტექტურაში ჰარმონიულად ინტეგრირებული გარემომცველი განათება bZ4X Touring-ის ინტერიერისთვის გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის. შექმენით სასურველი განწყობა 64 ინდივიდუალური ფერიდან ერთ-ერთის შერჩევით. გარდა ამისა, მართვის რეჟიმის შეცვლისას განათებაც იცვლის ფერს, რაც ავტომობილთან კავშირის გრძნობას კიდევ უფრო ზრდის.

სრულამძრავიანი სისტემა

მიმზიდველი დინამიკა და სრული კონტროლი

Toyota-ს სრულად ელექტრული მოდელების ხაზში ყველაზე მძლავრ, bZ4X Touring-ს უსაფრთხო სამუშაო მაჩვენებლები სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. შთამბეჭდავი 380 ცხენის ძალის მქონე ორძრავიანი ძალური აგრეგატი დინამიკურ აჩქარებას, ელექტრომობილის სრულ დაჯერებულობასა და ნებისმიერ პირობებში უგზოობის დაძლევის შესაძლებლობას ჰარმონიულად აერთიანებს.

სრულამძრავიანი სისტემა
  1. მართვის რეჟიმები
    1. Film showing bZ4X Touring’s all wheel drive capability
      მართეთ ავტომობილი თავდაჯერებულად X-რეჟიმით
      ძალა არაფერია კონტროლის გარეშე - bZ4X Touring-ის ინტელექტუალური სრულამძრავიანი სისტემა X-რეჟიმი უზრუნველყოფს მტკიცე მოჭიდებასა და წევას ნებისმიერ პირობებში. ის თანაბრად საიმედოა როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე უგზოობაში და ამინდის მიუხედავად, აბსოლუტური სიმშვიდის გარანტია.
    2. Animation showing bZ4X Touring’s all-wheel drive capability in snowing conditions
      საუკეთესო ხილვადობა მულტირელიეფური მონიტორის დახმარებით
      მულტირელიეფური მონიტორის მეშვეობით შეგიძლიათ დაინახოთ ის, რაც სალონიდან არ ჩანს, რაც მძღოლის თავდაჯერებულობას, ავტომობილის მართვადობასა და უსაფრთხოებას მაქსიმალურად ზრდის. წინა კამერით აღჭურვილი სისტემა ავტომობილის გარშემო არსებულ გარემოს მულტიმედიის ეკრანზე სრულიად შეუზღუდავად ასახავს, რაც რთულ, უგზოო პირობებში ხილვადობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
    3. bZ4X Touring-ის ინტერიერის დეტალი: X-რეჟიმის ღილაკი
      გაეცანით X-რეჟიმს
      Snow/Dirt და Deep Snow/Mud რეჟიმებზე მორგებული X‑რეჟიმი მოჭიდების კონტროლის ფუნქციით უზრუნველყოფს შეუფერხებელ მოძრაობას ყველაზე რთულ პირობებშიც კი.
    4. bZ4X Touring ქალაქში მოძრაობისას
  2. მართვადობა
    1. bZ4X Touring ქალაქში მოძრაობისას
      გზის მბრძანებელი
      სრულად კონტროლირებადი და შთამბეჭდავი მართვის გამოცდილებისთვის შექმნილი Toyota bZ4X Touring დაუბრკოლებელი და ამავდროულად სასიამოვნო დინამიკით გამოირჩევა. ინტუიციური მართვადობა და ზუსტი საჭის მექანიზმი გზაზე აბსოლუტურ კონტროლსა და თავდაჯერებულობას უზრუნველყოფს. ქალაქის ყოველდღიური მგზავრობიდან დაწყებული, ქალაქგარეთ მოგზაურობით დამთავრებული, bZ4X Touring ნებისმიერ გამოწვევას უმარტივესად უმკლავდება.
    2. Toyota bZ4X Touring-ის შასი და ბატარეა
      მოქნილობა, როგორც ხასიათის თვისება
      ინოვაციური, სრულიად ელექტრული ძალოვანი აგრეგატის გარშემო ნულიდან შექმნილი bZ4X Touring-ის ბატარეა სალონის ძირის ქვეშ არის განთავსებული. ეს უზრუნველყოფს ინტერიერის სივრცის მაქსიმიზაციას, დაწეულია ავტომობილის სიმძიმის ცენტრი, რაც მართვის დინამიკას ოპტიმალურს ხდის.

სამუშაო მაჩვენებლები საზღვრების გარეშე

ელექტრული სიმძლავრე

Toyota-ს ლეგენდარული საიმედოობის წყალობით, bZ4X Touring ნებისმიერი მოგზაურობისთვის მზად არის. სწრაფი დამუხტვის და დიდი მანძილის დაფარვის შესაძლებლობით, ახალი მძლავრი bZ4X Touring სრულად ელექტრული თავდაჯერებულობის გამოხატულებაა.

სრულად ელექტრული

ელექრტოენერგიაზე მომუშავე

57.7 კვტ.სთ ტევადობის ბატარეის მქონე წინა წამყვანთვლიანი (FWD) ავტომობილების მგზავრობის დისტანცია WLTP (კომბინირებული) ტესტირებით შეადგენს 456 კმ-ს; 77 კვტ.სთ ტევადობის ბატარეის მქონე წინა წამყვანთვლიანი (FWD) ავტომობილებისთვის - 609 კმ-ს; ხოლო 77 კვტ.სთ ტევადობის ბატარეის მქონე სრულამძრავიანი (AWD) ავტომობილებისთვის - 609 კმ-ს. მნიშვნელოვანია: აღნიშნული მაჩვენებლები წარმოადგენს WLTP (კომბინირებული) ტესტირების მონაცემებს და არა რეალური მართვის მონაცემებს. მონაცემები მიახლოებითია, რომელიც ეფუძნება კონტროლირებად გარემოში (WLTP) ოფიციალურად მიღებულ მაჩვენებლებს.  ეს მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ შედარების მიზნით. შეადარეთ ისინი მხოლოდ იმავე ტექნიკური პროცედურებით გამოცდილ სხვა ავტომობილებს. თქვენი ავტომობილის რეალური სვლის მანძილი ელექტრულ რეჟიმში განსხვავდება ამ გამოთვლილი მონაცემებისგან, რადგან აღნიშნულზე გავლენას ახდენს არაერთი ფაქტორი, მათ შორის: არჩეული კომპლექტაცია, დამატებითი აღჭურვილობა და აქსესუარები, მართვის სტილი, სიჩქარე, გზის პირობები, რელიეფი (მაგ., აღმართი და დაღმართი), საგზაო მოძრაობა, ავტომობილის მდგომარეობა, საბურავის ტიპი (ზაფხული/ზამთარი) და წნევა, ავტომობილის დატვირთვა, მგზავრების რაოდენობა, გარე ტემპერატურა, ბატარეის ტემპერატურა და ა.შ. WLTP-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს https://dxp-global-en-prod.toyota.eu/electrification/what-is-wltp

479 - 591 კმ
4.4 - 7.2 წამი
გასავლელი მანძილი დრო ახალი თავგადასავლებისთვის 591 კმ-მდე სვლის მარაგით, ახალ bZ4X Touring-ს გააჩნია იმის სიმძლავრე და გამძლეობა, რომ წაგიყვანოთ ყველგან, სადაც გზა მიგიყვანთ - და მის ფარგლებს მიღმაც. გზაში ბატარეის შევსების საჭიროებისას, მძლავრი მუდმივი დენის (DC) სწრაფი დამტენის წყალობით, მისი დამუხტვა 10%-იდან 80%-მდე სულ რაღაც 28 წუთშია შესაძლებელი, -10°C ტემპერატურაზეც კი.** გაიგეთ მეტი სვლის მარაგის შესახებ *მხოლოდ წინა ამძრავიანი (FWD) ვერსიისთვის. **150 კვტ-მდე. ტექნოლოგია კიდევ უფრო შორი გზისთვის bZ4X Touring შექმნილია შორ მანძილზე მოგზაურობისთვის და თავს იდეალურად გრძნობს როგორც სიცხეში, ისე ყინვაში. 74.7 კვტ.სთ ტევადობის ბატარეის ტემპერატურის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს სვლის მარაგის მაქსიმალურ ეფექტურობას, ხოლო სითბური ტუმბო ამცირებს კლიმატ-კონტროლის მიერ ენერგიის ხარჯვას ცივ ამინდში - შეუფერხებელი მუშაობისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს. დააწკაპუნეთ სვლის მარაგის მაქსიმიზაციასთან დაკავშირებული რჩევებისთვის დინამიკა და სიზუსტე საიმედო მართვადობით, სიმარჯვითა და სწრაფი რეაგირებით, bZ4X Touring მართვისას სიმძლავრისა და სიზუსტის გამორჩეული მართვის შეგრძნებას გიტოვებთ. დამუხტვა ელექტრომობილის ფლობის კომფორტული გამოცდილება ჭკვიანი ტექნოლოგიები ამარტივებს ელემენტის მუხტის კონტროლს, გაჩერებების დაგეგმვასა და დამუხტვის დისტანციურად მართვას. ხოლო bZ4X Touring-ის მძლავრი, სწრაფი მუდმივი დენის (DC) დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გზა რამდენიმე წუთში გააგრძელოთ. Toyota-ს დამუხტვის ეკოსისტემა Toyota HomeCharge, საჯარო დამტენები, MyToyota-ს აპლიკაცია და ელექტრომობილის ჭკვიანი ნავიგაცია - Toyota-ს დამუხტვის ეკოსისტემა ამ ყველაფერს ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა დამუხტვა ნებისმიერ ადგილას მარტივი და კომფორტული იყოს. იხილეთ სახლის დამუხტვის ვარიანტები Toyota HomeCharge MyToyota-ს აპლიკაციის მიერ კონტროლირებადი ეკოსისტემა HomeCharge მარტივად და საიმედოდ აკავშირებს დამტენ მოწყობილობას ავტომობილთან. ჭკვიანი ფუნქციონალისა და მრავალტარიფიანი მხარდაჭერის წყალობით, HomeCharge გეხმარებათ დამუხტვის ხარჯების შემცირებაში. სრული კომპლექტაცია, მონტაჟი და ოფიციალური გარანტია კი თქვენს ხანგრძლივ სიმშვიდისა და კომფორტის გარანტიაა. დააჭირეთ აქ Toyota Homecharge-ის შესახებ მეტის გასაგებად როგორ მუშაობს ელექტრომობილი? ყველაფერი სრულად ელექტრული სისტემის შესახებ რბილი სვლით, შთამბეჭდავი სიმძლავრითა და მართვის უნიკალური ემოციით, სრულად ელექტრული ავტომობილები ბენზინისა და დიზელის საუკეთესო ალტერნატივაა. იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებს შიდა წვის ძრავი და საწვავის ავზი აქვთ, ელექტრომობილებს ელექტროძრავები და დამუხტვადი ბატარეა გააჩნიათ. მართვისას ძრავები ბატარეის ელექტრული ენერგიის ძალით აბრუნებენ თვლებს და უზრუნველყოფენ ავტომობილის სვლას. დამუხტვა ელექტრომობილის სახლში დამუხტვა მარტივია Toyota HomeCharge-ის კედლის დამტენის გამოყენებით. ხოლო სწრაფი საჯარო დამტენების წყალობით ხანგრძლივი მგზავრობა კომფორტულად, სტრესის გარეშე ჩაივლის. მართვა მიუხედავად იმისა, რომ ამძრავი სისტემები განსხვავებულია, ელექტრომობილის მართვა ჩვეულებრივი ავტომობილის მართვის მსგავსია. ბატარეა ენერგიით უზრუნველყოფს ერთ ან რამდენიმე ელექტროძრავას, რომლებიც აბრუნებენ თვლებს და უზრუნველყოფენ ავტომობილის მოძრაობას. რეგენერაციული დამუხრუჭება ბენზინისა და დიზელის ავტომობილებისგან განსხვავებით, ელექტრომობილებს შეუძლიათ დაამუხრუჭებისას ჩვეულებრივ დაკარგული ენერგიის ნაწილის აღდგენა და მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა, რაც ზრდის ავტომობილის სვლის მარაგს. გაიგეთ მეტი დამუხტვის შესახებ

იხილეთ ჩვენი შემეცნებითი ვიდეოები ელექტრიფიცირებული ავტომობილების შესახებ

დასაფარი მანძილი

<p>   </p>

გაიგეთ მარტივად ელექტრომობილის დასაფარი მანძლი

ელემენტის ეფექტურობა ცივ ამინდში

<p>   </p>

ელემენტის ეფექტურობა ცივ ამინდში

რჩევები სვლის მარაგთან დაკავშირებით

<p>   </p>

რჩევები სვლის მარაგთან დაკავშირებით

შორ მანძილზე მგზავრობა

<p>    </p>

ბმული ვიდეოზე: რჩევები შორი მგზავრობის დაგეგმვისთვის

ელექტრომობილის დამხმარე ხელსაწყოები

სვლის მარაგის კალკულატორი

<p>   </p>

ლოკაციის მაჩვენებელი

ხარჯების დაზოგვის კალკულატორი

<p>    </p>

შეაფასეთ თქვენი დანაზოგი

დამუხტვის დროის კალკულატორი

<p>  </p>

ისრებიანი საათის გამოსახულება

ტექნოლოგია

უწყვეტი კავშირი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ

ინტუიციური bZ4X Touring მულტიმედიური სამყაროს ცენტრში მოგაქცევთ. მოძრაობისას ციფრული სალონი თანამედროვე, სრულყოფილ კონტროლს უზრუნველყოფს. ხოლო როცა ავტომობილს არ მართავთ, MyToyota-ს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაარეგულიროთ სალონის ტემპერატურა და მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია - სვლის მარაგით დაწყებული, დამუხტვის სტატუსით დამთავრებული.

ტექნოლოგია
  1. ციფრული სალონი
    1. bZ4X Touring-ის ციფრული ხელსაწყოების პანელი დეტალურად
      მყისიერი თვალსაჩინოება
      bZ4X Touring-ის კომბიმეტრი დახვეწილი და ინფორმაციული ციფრული ეკრანია. პროცენტული ინდიკატორისა და წრიული გრაფიკის წყალობით, ელემენტის მუხტის გაკონტროლება მაქსიმალურად მარტივია. საჭის უკან განლაგებული გადამრთველები საშუალებას გაძლევთ იოლად დაარეგულიროთ რეგენერაციული დამუხტვის დონე, რაც ზრდის მართვადობას, ეფექტიანობასა და მართვით მიღებულ სიამოვნებას.
    2. bZ4X Touring-ის 14 დუიმიანი მულტიმედიური ეკრანი ახლო ხედით
      მყისიერი წვდომა, უსაზღვრო თავისუფლება
      bZ4X Touring-ის დახვეწილი 14 დუიმიანი TFT ეკრანი ავტომობილის ყველა ფუნქციაზე სრულ წვდომას განიჭებთ - ავტომობილის ფუნქციებიდან დაწყებული, მედია-ფაილების სტრიმინგით დამთავრებული. ღრუბლოვანი ნავიგაცია (ჭკვიანი სერვისების ნაწილი) ელექტრომობილის სპეციალური მარშრუტიზაციით ყველაზე ამბიციურ მოგზაურობასაც კი ამარტივებს: ის ავტომატურად გეგმავს გაჩერებებს დამუხტვის მიზნით, რათა გზაში დიდი დრო არ დაკარგოთ. ხოლო დისტანციური განახლებების წყალობით ყოველთვის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით ისარგებლებთ.
    3. bZ4X Touring-ის სალონი - მძღოლის ხედი
      სრული თავდაჯერებულობა და კონტროლი
      კომბიმეტრი მოხერხებულადაა განთავსებული ოპტიმალური ხილვადობისთვის და მკაფიოდ, ზედმეტი დეტალების გარეშე ასახავს მართვისთვის საჭირო ძირითად მონაცემებს - მათ შორის სიჩქარესა და ელემენტის მუხტის დონეს. ის უშუალოდ ხედვის არეალში მდებარეობს, რაც საშუალებას გაძლევთ თვალის ერთი შევლებით შეამოწმოთ ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი. საჭეზე განთავსებული ღილაკებით კი მყისიერი წვდომა გექნებათ ხშირად გამოყენებად ფუნქციებზე ისე, რომ საჭეს ხელები არ მოაცილოთ.
    4. ცენტრალური კონსოლის ორი უსადენო დამტენი პანელი (ახლო ხედი)
      უსადენო კომფორტი
      მოხერხებულად განთავსებული bZ4X Touring-ის სალონი - მძღოლის მხარე გამორჩეულია ციფრული მართვის ცენტრით, სადაც მოწყობილობების დასაკავშირებელი და მართვის ძირითადი ელემენტებია გაერთიანებული. ორი უსადენო დამტენი პანელი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი სმარტფონები ყოველთვის მზადყოფნაში იყოს, ხოლო უკანა სავარძლებთან განთავსებული 60W USB პორტები მგზავრების მოწყობილობების სწრაფ და სრულფასოვან დამუხტვაზე ზრუნავს.
    5. bZ4X Touring-ის მძღოლი მობილური ტელეფონით ამოწმებს ავტომობილის სტატუსის შემოწმებისას
  2. Configure Chapter

მუდამ უსაფრთხოდ

თავის კლასში წამყვანი უსაფრთხოებისთვის ახალი bZ4X Touring აღჭურვილია T-Mate სისტემით - თქვენი დამხმარე პარტნიორი მართვისას. ეს მოწინავე სისტემების კომპლექსი მოიცავს Toyota Safety Sense-ის უახლეს თაობას და უსადენო (OTA) განახლებებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი Toyota-ს მუდმივ განახლებას უახლესი პროგრამული უზრუნველყოფითა და ფუნქციებით. T-Mate-თან ერთად მუდამ უსაფრთხოდ იქნებით.

გაიგეთ მეტი Toyota Safety Sense-ის შესახებ
უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა (SEA)

ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონის კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გარე სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.

უკანა სავარძლის შეხსენების სისტემა (RSRS)

ეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს, თუ უკანა სავარძელზე დარჩნენ მგზავრები ან ნივთები დაავიწყდათ. შეხსენება გულისხმობს: გაფრთხილებას ციფრულ მრიცხველზე და შემდგომ, მოდელიდან გამომდინარე, ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ ჩაირთვება ავარიული მაშუქები და ხმოვანი სიგნალი.

შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან შეჯახება. ის მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება. დამატებით, გზაჯვარედინზე შეჯახების აცილების და ექსტრემალურ ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემები მძღოლს ეხმარება გზაჯვარედინებზე მოხვევისა და არიდების მანევრების შესრულებისას.

Toyota Teammate Advanced Park - პარკირების დამხმარე სისტემა

ეს სისტემა აკონტროლებს აჩქარებას, საჭის მართვას, დამუხრუჭებასა და სიჩქარეთა გადართვას*, რათა დაგეხმაროთ უსაფრთხოდ პარკირებაში. მას ასევე შეუძლია დაიმახსოვროს თქვენი რჩეული პარკირების ადგილები, რომლებიც არ არის მონიშნული ხაზებით ან გარშემო არსებული ობიექტებით.

*არ არის ხელმისაწვდომი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებზე.

მოახდინეთ თქვენი bZ4X Touring-ის პერსონალიზება

აღმოაჩინეთ, თუ რაოდენ მარტივია თქვენი Toyota bZ4X Touring-ის პერსონალიზება ჩვენი საგანგებოდ შერჩეული აქსესუარებით. აირჩიეთ დეტალები, რომლებიც ხაზს უსვამს ავტომობილის გამორჩეულ სტილს, დაამატეთ პრაქტიკული სათავსოები ან უზრუნველყავით ავტომობილის საიმედო დაცვა, რათა თქვენმა ავტომობილმა პირვანდელი იერი დიდხანს შეინარჩუნოს.

აღმოაჩინეთ მეტი აქსესუარი
კომპლექტი Styling

გახადეთ თქვენი Toyota bZ4X Touring უფრო გამორჩეული Style კომპლექტით - 20 დუიმიანი გლუვი შავი ალუმინის დისკებითა და დახვეწილი გვერდითი სხმულებით.

კომპლექტი Transport

გაზარდეთ თქვენი bZ4X Touring-ის სამგზავრო შესაძლებლობები რიგელების, ტევადი სახურავის სათავსოსა და მძლავრი საბუქსირე სისტემის მეშვეობით.

ველოსიპედის უკანა მჭერი

Toyota bZ4X Touring-ის ველოსიპედის უკანა მჭერი უზრუნველყოფს ველოსიპედის უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას, მისი საიმედოობა და სიმარტივე თითოეულ მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

საბარგულის დაცვა

დაიცავით bZ4X Touring-ის საბარგულის განყოფილება გამძლე საბარგულის საფენითა და საზურგის დამცავით, რაც უზრუნველყოფს სალონის სისუფთავეს ნებისმიერი მოგზაურობისას.

დამატებითი სერვისები

გაეცანით ინფორმაციას თქვენი Toyota BZ4X Touring-ის ტესტ-დრაივის, ტოიოტა კასკოსა და გარანტიის შესახებ.

მოითხოვეთ ბროშურა

ჩამოტვირთეთ ბროშურა და გაეცანით ამ მოდელს უფრო დეტალურად.

ტოიოტა კასკო

ახალი სადაზღვევო შემოთავაზება ტოიოტასგან.

MyToyota-ს აპლიკაცია

ეს აპლიკაცია გთავაზობთ თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად შექმნილი დაკავშირებული სერვისების ერთობლიობას. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, სმარტფონის აპლიკაციის გამოყენებით შეგიძლიათ თქვენს ავტომობილთან კავშირი ნებისმიერ დროს დაამყაროთ.

ყოველთვის დაკავშირებული

MyToyota-ს აპლიკაცია შექმნილია მომავლისთვის, რომელიც მძღოლსა და ავტომობილს შორის შეხების ძირითად წერტილად უნდა იქცეს. გაეცანით აპლიკაციით ხელმისაწვდომ, დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს.

Toyota-ს დამუხტვის ეკოსისტემა

Toyota-ს დამუხტვის ეკოსისტემა გთავაზობთ შეუფერხებელ გამოცდილებას, იქნება ეს საზოგადოებრივი დამუხტვის პუნქტი თუ სახლის დამუხტვის (HomeCharging) ოპტიმიზაცია ჭკვიანი დამუხტვით (SmartCharging) MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით.

შემდეგი თაობის ნავიგაცია

RAV4-ის საბორტო ნავიგაციის დახმარებით, თქვენი მგზავრობა მუდმივად დაკავშირებული იქნება*. სისტემა პერიდოულად აკეთებს განახლებებს ბოლო მონაცემებით და აერთიანებს გაფრთხილებებს სიჩქარის კონტროლის კამერების შესახებ, ინფორმაციას დამუხტვის პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ და თქვენთვის საინტერესო ადგილებს (POI). *მოიცავს ჭკვიანი სერვისების ფარგლებში ავტომობილის ფლობის პირველ 4 წელს, გამოწერის საფუძველზე მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.

გარანტია

გაიგეთ მეტი Toyota-ს გარანტიის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

  1. ყველა

სრულად ელექტრულ ავტომობილს არ აქვს შიდა წვის ძრავა და ის მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს, სადაც ბატარეა ერთ ან მეტ ელექტროძრავს ამარაგებს. ჰიბრიდული ავტომობილი აერთიანებს ტრადიციულ ძრავსა და ელექტრო ძალოვანი გადაცემის სისტემას - როგორც წესი, თვითდამუხტვად ბატარეასა და ელექტროძრავს. ჰიბრიდულ ავტომობილში შიდა წვის ძრავა, ელექტროძრავა და ბატარეა ერთობლივად მუშაობს. ელექტროძრავა ზრდის ეფექტურობას და ამავდროულად გენერატორის როლსაც ასრულებს, შიდა წვის ძრავიდან მიღებულ ზედმეტ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის, რაც თავის მხრივ ამცირებს საწვავის მოხმარებას.

ჩვენი სრულად ელექტრული ავტომობილები იმავე მაღალი ხარისხის, გამძლეობისა და სანდოობის სტანდარტებით არის შექმნილი, როგორც Toyota-ს ნებისმიერი სხვა მოდელი, ხოლო მათი ბატარეები გათვლილი ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე. bZ4X-ის ბატარეის გარანტია ვრცელდება ბატარეის საწყისი ტევადობის მინიმუმ 70%-ის შენარჩუნებაზე, 8 წლამდე ან 160,000 კმ-მდე, რომელიც პირველი დადგება. ასევე, ვრცელდება ფუნქციურ დეფექტებზე ხუთი წლის ან 100 000 კმ-ის განმავლობაში, ხოლო ელექტრომობილის რეგულარული შემოწმების წყალობით, გარანტია შეიძლება გაიზარდოს 10 წლამდე ან ერთ მილიონ კილომეტრამდე, რომელიც პირველი დადგება.

ელექტრომობილის დამუხტვა მარტივი და მოსახერხებელია. დამუხტეთ თქვენთვის სასურველ დროს - სახლში, საზოგადოებრივ ან სამსახურის ავტოსადგომებზე, ასევე გზაში, ევროპის მასშტაბით ხელმისაწვდომი სწრაფი დამტენების ქსელის ფარგლებში. სახლში დასამუხტად შეგიძლიათ გამოიყენოთ თანმხლები კაბელი და სტანდარტული საყოფაცხოვრებო როზეტი, ან დამონტაჟებული სახლის დამტენი Toyota HomeCharge-ის საშუალებით, რომელიც თქვენს ავტომობილს დაახლოებით 5 საათში* (11 კვტ) 10%-დან 80%-მდე დამუხტავს. შეაერთეთ ღამით და დილით გაღვიძებისას სრულად დამუხტული ბატარეა დაგხვდებათ.

გზაში სწრაფი დამუხტვისთვის თქვენთვის ხელმისაწვდომია Toyota-ს დასამუხტი ქსელი ევროპის მასშტაბით, მზარდი 850,000-ზე მეტი საზოგადოებრივი დამუხტვის ქსელით. სწრაფი დამტენის გამოყენებით შესაძლებელია 10%-დან 80%-მდე დამუხტვა დაახლოებით 30 წუთში*. დამატებითი ინფორმაციისთვის  ისარგებლეთ ჩვენი დამუხტვის კალკულატორით.

*10%-დან 80%-მდე დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 30 წუთში 150 კვტ მუდმივი დენის (DC) დამტენით, -10°C გარე ტემპერატურაზე და ბატარეის წინასწარი კონდიცირების აქტივაციით დამუხტვამდე 40 წუთით ადრე.

გამოიყენეთ ბატარეის წინასწარი კონდიცირება სწრაფი დამუხტვის დროის შესამცირებლად. ბატარეის კონდიცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნავიგაციასთან - ის ავტომატურად გააქტიურდება, როდესაც დამტენის მისამართს დანიშნულების წერტილად მონიშნავთ. ასევე შესაძლებელია ბატარეის წინასწარი კონდიცირების ხელით გააქტიურება მულტიმედიის ეკრანზე არსებული ღილაკით ან მგზავრობამდე მისი წინასწარ პროგრამირება.

არსებობს ჰიბრიდული ავტომობილის სამი ტიპი: რბილი ჰიბრიდი (Mild Hybrid), ჰიბრიდი (Hybrid) და დამუხტვადი ჰიბრიდი (Plug-in Hybrid). 
რბილი ჰიბრიდები იყენებენ ერთ ან მეტ ელექტროძრავას მხოლოდ აჩქარებისა და თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას შიდაწვის ძრავის დასახმარებლად - მათ არ შეუძლიათ ავტომობილის დამოუკიდებლად, შიდაწვის ძრავის გარეშე ამოძრავება.
სრული ჰიბრიდები, შედარებით მძლავრი ელექტროგადაცემის სისტემის წყალობით, საშუალებას იძლევა მცირე მანძილებზე მხოლოდ ელექტროენერგიით იმოძრაოთ.
დამუხტვადი ჰიბრიდები იმავე პრინციპით მუშაობენ, როგორც სრული ჰიბრიდები, თუმცა აღჭურვილი არიან უფრო დიდი ტევადობის ბატარეით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს დინამიკასა და მხოლოდ ელექტრორეჟიმში (EV mode) სვლის გაზრდილ მარაგს.

WLTP სვლის მარაგი წარმოადგენს შეფასებით მაჩვენებელს, რომელიც ეფუძნება WLTP-ის (მსოფლიოს მასშტაბით ჰარმონიზებული მსუბუქი ავტომობილის ტესტირების პროცედურა) რეგულაციებს. ეს არის გლობალური სტანდარტი, რომელსაც Toyota მკაცრად იცავს. რეალური სვლის მარაგი შესაძლოა განსხვავდებოდეს WLTP-ის მაჩვენებლისგან, თუ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა სიჩქარე, გზის საფარი, მართვის სტილი და გარემოს ტემპერატურა არ შეესაბამება WLTP-ის ტესტირების ციკლის პირობებს. კონკრეტულ პირობებში რეალური სვლის მარაგის უკეთ შესაფასებლად, გთხოვთ, ისარგებლოთ ჩვენი სვლის მარაგის კალკულატორით.

თქვენი ავტომობილის რეალური ელექტრო სვლის მარაგი შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოთვლილი მაჩვენებლებისგან, რადგან მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა: არჩეული კომპლექტაცია, დამატებითი აღჭურვილობა და აქსესუარები, მართვის სტილი, სიჩქარე, გზის პირობები, რელიეფი (მაგალითად, აღმართი ან დაღმართი), მოძრაობის ინტენსივობა, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა, საბურავების ტიპი (ზაფხულის/ზამთრის) და წნევა, ავტომობილის დატვირთვა, მგზავრთა რაოდენობა, გარე ტემპერატურა, ბატარეის ტემპერატურა და სხვა.

Eco მართვის რეჟიმის არჩევა აუმჯობესებს ეკონომიურობას და მაქსიმალურად ზრდის სვლის მარაგს. ამავე მიზანს ემსახურება გათბობის სისტემისთვის Auto Eco რეჟიმის გააქტიურებაც. თუ კონდიციონერის გამოყენება საჭირო არ არის, მისი გამორთვა ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ასევე გახსოვდეთ, რომ სავარძლებისა და საჭის გათბობა სითბოს შესანარჩუნებლად უფრო ენერგოეფექტური საშუალებაა, ვიდრე გათბობის სისტემის მაღალ სიმძლავრეზე გამოყენება. სასურველია სალონის წინასწარი კონდიცირება ავტომობილის დამუხტვის დროს. ამის მართვა შესაძლებელია MyToyota-ს აპლიკაციიდან ან ავტომობილის მულტიმედიური სისტემის ეკრანიდან.

დარწმუნდით, რომ საბურავებში წნევა რეკომენდებულ დონეზეა. დაბალი წნევა ზრდის ენერგიის მოხმარებას და ამცირებს სვლის მარაგს. ზამთრის საბურავებიც, მშრალ გზაზე, ზაფხულის საბურავებთან შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. ავტომობილში ზედმეტი ტვირთის გადატანა ასევე ზრდის ენერგიის დანახარჯს, ამიტომ სასურველია, არასაჭირო ნივთები ავტომობილს მოაშოროთ. და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ მართვის სტილს. მუდმივი და ზომიერი სიჩქარით მოძრაობა, ასევე მკვეთრი აჩქარებისა და დამუხრუჭების თავიდან აცილება, ერთ დამუხტვაზე უფრო დიდი მანძილის გავლაში დაგეხმარებათ. ხოლო როდესაც სიჩქარის შეცვლა აუცილებელია, გააკეთეთ ეს შეუფერხებლად, რათა ენერგიის მოხმარება შეამციროთ.

თქვენი ავტომობილის რეალური სვლის მარაგზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, მათ შორის გარე ტემპერატურა, მართვის სტილი და კონდიცირების სისტემის გამოყენება.

ჭკვიანი დამუხტვა გთავაზობთ თქვენი ელექტრომობილის ან plug-in ჰიბრიდის უფრო ჭკვიან და ეფექტიან დამუხტვას. ის შესაძლებლობას გაძლევთ აკონტროლოთ, როდის და როგორ დაიმუხტოს თქვენი ავტომობილი. ამგვარად, ჭკვიანი დამუხტვა დაგეხმარებათ შეამციროთ დამუხტვის ხარჯები, უფრო ეფექტიანად გამოიყენოთ ენერგია და შეამციროთ დატვირთვა ელექტროენერგიის ქსელზე.

ჭკვიანი დამუხტვის გასააქტიურებლად დაგჭირდებათ Toyota-ს ან Lexus-ის ელექტრომობილი (EV) ან plug-in ჰიბრიდი (PHEV), Toyota HomeCharge ან Lexus HomeCharge-ის დამტენი, ასევე წვდომა სახლის ელექტროენერგიის მრიცხველთან. ფუნქციის კონფიგურაციისა და მართვისთვის აუცილებელია MyToyota-ს აპლიკაციაც. დაყენების პროცესში ყველა დეტალს ერთად განვიხილავთ.

ჭკვიანი დამუხტვა მიზნად ისახავს თქვენი ავტომობილის დამუხტვის დროის ოპტიმიზაციას, რათა დამუხტვა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ელექტროენერგია უფრო ხელმისაწვდომი და მისი მოხმარება ეკოლოგიურად უფრო მიზანშეწონილი იქნება. ასევე, შეგიძლიათ შეამციროთ სახლის საერთო ენერგომოხმარება ბატარეის სასურველი დამუხტვის დონის წინასწარ განსაზღვრით იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მისი 100%-ით დამუხტვა არ არის საჭირო.

ჭკვიანი დამუხტვა დაგეხმარებათ სახლში დამუხტვის ხარჯების შემცირებაში, რადგან ის დამუხტვას თქვენი ელექტროენერგიის ტარიფისა და პირადი პრეფერენციების მიხედვით უწევს ოპტიმიზაციას. სისტემა ქმნის ინდივიდუალურ განრიგს, რათა დამუხტვა ყველაზე ეკონომიურ პერიოდში განხორციელდეს და პიკის საათებში თავიდან აიცილოს მაღალი ტარიფები.

ჭკვიანი დამუხტვის გააქტიურება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც MyToyota-ს აპლიკაციაში დაამატებთ თქვენს ავტომობილსა და HomeCharge კედლის მოწყობილობას. გააქტიურების შემდეგ საკმარისია მიუთითოთ თქვენი სახლის ელექტროენერგიის ტარიფი, გამგზავრების დრო და ბატარეის სასურველი დამუხტვის დონე. ამის საფუძველზე სისტემა ავტომატურად ქმნის თქვენზე მორგებულ დამუხტვის განრიგს, რომელიც მიზნად ისახავს დამუხტვის ხარჯების შემცირებას და ამავდროულად თქვენი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებას.

ჭკვიანი დამუხტვის მეშვეობით მიღებული დანაზოგი შესაძლოა განსხვავდებოდეს ელექტროენერგიის ტარიფის ტიპისა და განაკვეთის, თქვენი დამუხტვის ჩვევებისა და ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით.

თქვენი ტარიფის განახლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. დააჭირეთ ბატარეის სტატუსს და გახსენით "ჭკვიანი დამუხტვა". შემდეგ აირჩიეთ "ჭკვიანი დამუხტვის პარამეტრები" და განაახლეთ ინფორმაცია "ენერგოტარიფის" შესახებ.