1. Discover Toyota
  2. Environmental policy

კომპანიის ეკოლოგიური პოლიტიკა

შპს „ტოიოტა კავკასიას“ საქმიანობა მოიცავს იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკის ავტომობილების, საავტომობილო ნაწილების და საპოხი მასალების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციას. კომპანიის მენეჯმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოზე ზემოქმედების მართვას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

2015 წლიდან „ტოიოტა კავკასია“-ში დანერგილია და ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015 მოთხოვნებთან. წინამდებარე ეკოლოგიური პოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემის საბაზისო დოკუმენტს და მიმართულია მისი მუდმივი სრულყოფისაკენ.

 

გარემოზე ზემოქმედების მართვის მიზნით

  • „ტოიოტა კავკასიას“ ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს კომპანიის გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას და უზრუნველყოს შესაბამისი რესურსები მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის; 
  • კომპანია მონიტორინგს უწევს ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცვლილებებს და ზედმიწევნით იცავს საკანონმდებლო მოთხოვნებს;
  • „ტოიოტა კავკასიას“ მენეჯმენტს გამოვლენილი და დოკუმენტირებული აქვს მისი საქმიანობით (მათ შორის ეკოლოგიაზე ზემოქმედებით) დაინტერესებული მხარეები და მათი მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებს სამუშაოთა დაგეგმვის პროცესში;
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის გამართული ფუნქციონირების და კომპანიის გარემოზე ზემოქმედების კონტროლის მიზნით, შპს „ტოიოტა კავკასია“-ში შექმნილია სპეციალური ჯგუფი - Midori Group;
  • გარემოსდაცვითი ჯგუფი ყოველწლიურად და, საჭიროების შემთხვევაში, მეტი სიხშირით, აფასებს კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა პროცესის გარემოზე ზეგავლენას და განსაზღვრავს ეკოლოგიურ ასპექტებს, მათგან მომდინარე რისკებს და გეგმავს კონტროლის ღონისძიებებს;
  • ეკოლოგიური პოლიტიკის საფუძველზე განსაზღვრული პერიოდულობით დგება გარემოსდაცვითი მიზნები, რომლებიც ემსახურება კომპანიის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შერბილებას;
  • კომპანიის გარემოსდაცვითი ჯგუფი ზრუნავს ეკოლოგიური საკითხების შესახებ თანამშრომლების ინფორმირებასა და პოტენციური ინციდენტებისათვის მათ მზადყოფნაზე; უზრუნველყოფილია თანამშრომლებს შორის გარემოსდაცვითი პოლიტიკის, მიზნებისა და სხვადასხვა ვალდებულებების გავრცელება, ასევე კონტრაქტორების ინფორმირება აუცილებელ ეკოლოგიურ საკითხებზე;
  • „ტოიოტა კავკასია“ ზრუნავს ატმოსფეროს დაბინძურების შემცირებაზე ეკო-მეგობრული ტიპის ავტომობილების პოპულარიზაციით და საკუთარი ოპერირების ფარგლებში ემისიების კონტროლით;
  • კომპანიას დანერგილი აქვს ნარჩენების სეპარირების და სასმელი წყლის ფილტრაციის სისტემები, რაც ხელს უწყობს ნარჩენების რეციკლირებას და მათ მინიმიზებას;
  • კომპანიამ დანერგა საოფისე ნარჩენების სეპარირების სისტემა (პლასტმასის, ქაღალდისა და ბატარეებისთვის) და დაამონტაჟა სასმელი წყლის ფილტრაციის მოწყობილობა, რაც ხელს უწყობს ნარჩენების რეციკლირებას და მინიმიზებას;
  • კომპანია იცავს საჯაროობას გარემოსდაცვით საკითხებში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

შპს „ტოიოტა კავკასიას“  პრეზიდენტი:

კოჯი მათსუნო