მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

გამორჩეული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში

ახალი Corolla Cross შექმნილია ნებისმიერი პირობებისთვის, მოწინავე ტექნოლოგიით, ეფექტური ჰიბრიდული სიმძლავრითა და ნამდვილი ქროსოვერის შესაძლებლობებით. უსაფრთხო, ფართო სივრცით და Toyota-ს ლეგენდარული ხარისხით, Corolla Cross ელეგანტურობასა და პრაქტიკულობას აერთიანებს.

arrow right
arrow left
  • Toyota Corolla Cross-ის მფლობელი თავისი ელეგანტური, თანამედროვე სახლის წინ

    ნამდვილი ქროსოვერის დიზაინი

    ახალი Corolla Cross თავისი შემაღლებული ძარითა და დიდი თვლებით, მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.

  • ახალი Corolla Cross ქალაქის ქუჩებში

    ეკონომიური ჰიბრიდული მართვა

    ჰიბრიდული სიმძლავრისა და ეკონომიური ბენზინის ძრავის კომბინაციით, ახალი Corolla Cross როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე გზატკეცილებზე თავს ჩინებულად გრძნობს.

  • Toyota Corolla Cross-ის მფლობელი ქუჩაზე გადასვლისას ააქტიურებს ჭკვიან ციფრულ გასაღებს

    მოწინავე დონის კავშირი

    10.5" მულტიმედიური მონიტორით, 12.3" კომბიმეტრით და დაუბრკოლებელი კავშირით, Corolla Cross თქვენი ციფრული მოგზაურობის ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იქნება.

  • Corolla Cross-ის მფლობელი სარგებლობს სენსორული მონიტორით

    კომფორტული მართვა

    ინტუიციური, 10.5 დუიმიანი სენსორული მონიტორის წყალობით, დაკავშირებული სამყარო თქვენთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

  • ოჯახი თავის Corolla Cross-ში ალაგებს ბარგს და ემზადება მგზავრობისთვის

    შექმნილი უსაფრთხო მგზავრობისთვის

    Toyota-ს სახელგანთქმული ხარისხით შექმნილი, ახალი Corolla Cross აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიით.

  • ოჯახი ბავშვებთან ერთად ემზადება თავისი Corolla Cross-ით სამგზავროდ

    სივრცე ცხოვრებისთვის

    ახალ Corolla Cross-ს გააჩნია ის უნივერსალურობა, რაც თქვენს დატვირთულ ცხოვრების რიტმს სიმშვიდეს შესძენს.

  • Toyota Corolla Cross-ის მფლობელი საჭესთან

    ისიამოვნეთ ხედებით

    კომფორტული სავარძლები და მძღოლის შემაღლებული პოზიცია ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოთავსდეთ კომფორტულად, დაისვენოთ და დატკბეთ თქვენს ირგვლივ არსებული შთამბეჭდავი ხედებით.

  • Corolla Cross-ის მფლობელი დგას ავტომობილის გარეთ, ლამაზ გარემოში

    Toyota - სულიერი სიმშვიდე

    Toyota-ს 10 წლამდე ვადით და 100,000 კმ-მდე გარანტიით თქვენი სულიერი სიმშვიდე უზრუნველყოფილი იქნება.

Forced client side injection based on cached strategy

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=aed6cffc-96a7-4068-806e-be22ce401878&utm_source=DV_360&utm_medium=Banners&utm_campaign=TCA_GEO_2025_COROLLA_CROSS_DV360&dclid=CI-7xvO4h48DFeEAvwQdCpcVOQ&gad_source=7&gclid=EAIaIQobChMIzNyD7biHjwMVPlj2CB2eIRrPEAEYASAAEgIWjfD_BwE

  • ჰიბრიდი 200

    საწვავის მოხმარება (კომბინირებული)
    4.99 – 5.32 ლ/100კმ
    HV სისტემა
    მაქს. სიმძლავრე 132 კვტ = 180 ცხენის ძალა
    CO2-ის ემისიები (კომბინირებული)
    112.50 - 120.04 გ/კმ
    აჩქარება
    0-100 კმ/სთ 7.7 წმ
    ამძრავი თვლები
    FWD
    გადაცემათა კოლოფი
    ვარიატორი e-CVT

დამატებითი სერვისები

გაეცანით ინფორმაციას თქვენი Toyota Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივის, ტოიოტა კასკოსა და გარანტიის შესახებ.

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრიფიცირებული სიმძლავრე: პასუხები თქვენს კითხვებზე

უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.

Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.