მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)

MyToyota-ს აპლიკაცია

MyToyota-ს აპლიკაცია

სრული კონტროლი თქვენი სმარტფონიდან

MyToyota-ს აპლიკაცია - ახლა უფრო გამოსადეგი და მოსახერხებელია. ის შესაძლებლობას გაძლევთ, ავტომობილი თქვენი სმარტფონიდან აკონტროლოთ. შექმნილი იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული, უსაფრთხო და საინტერესო გახდეს, ამ აპლიკაციას Toyota-ს დაკავშირებულ სერვისებს შორის მთავარი ადგილი უჭირავს. ეს არის ფუნქციების მთელი სამყარო თქვენს ჯიბეში, რომელიც მოიცავს დამუხტვის დისტანციურ მართვას, გასავლელი მანძილის ოპტიმიზაციას, სალონის წინასწარ რეგულირებას თუ მგზავრობების დაგეგმვას.

MyToyota-ს აპლიკაცია
  1. მართვის ანალიტიკა
    1. მართვის ანალიტიკა
      ყოველი მგზავრობა MyToyota-სთან ერთად სწავლის შესაძლებლობაა. მისი ანალიტიკური ფუნქციის დახმარებით, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს აჩქარებას, დამუხრუჭებასა და სიჩქარეს, ახლა უფრო უსაფრთხოდ და ეფექტურად იმგზავრებთ. აპლიკაცია აფასებს თქვენი მართვის სტილს და ყოველ ჯერზე, როცა საჭესთან ჯდებით, იღებთ უკუკავშირს, რაც თქვენი გამოცდილების გაღრმავებას ემსახურება.
    2. მიიღეთ მეტი თქვენი ჰიბრიდისგან
      MyToyota-ს აპლიკაციაში ჰიბრიდის მწვრთნელის საშუალებით, თქვენი Toyota ჰიბრიდი თავის სრულ პოტენციალს გამოავლენს. ის ასახავს და აანალიზებს თქვენს მგზავრობებს ეფექტურობის მაქსიმიზაციის მიზნით, გაჩვენებთ, თუ რა დროს ატარებთ ელექტრულ რეჟიმში და გთავაზობთ ინდივიდუალურ უკუკავშირს, რაც მძღოლის უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
    3. ელექტრომობილის ეკრანი MyToyota-ს აპლიკაციაში
      გამოავლინეთ თქვენი ელექტრომობილის სრული პოტენციალი
      ელექტრომობილის მწვრთნელის სპეციალური ფუნქციით, MyToyota-ს აპლიკაცია დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი სრულიად ელექტრული Toyota-ს გასავლელი მანძილი და ეფექტურობა. თქვენი მართვის მონაცემებზე დაყრდნობით, ის გთავაზობთ პერსონალიზებულ რჩევებს, რაც ხელს შეგიწყობთ ენერგომოხმარების შემცირებაში და თითოეული დამუხტვით მეტი მანძილის დაფარვაში.
    4. რუკის სერვისები MyToyota-ს აპლიკაციაში
  2. Configure Chapter
  3. დისტანციური კონტროლი
    1. უსაფრთხო და დაცული
      MyToyota-ს აპლიკაციაში დისტანციური ჩაკეტვის და გაღების ფუნქცია თქვენი სულიერი სიმშვიდის გარანტიაა. შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის სტატუსი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის კარის გაღება და შემდეგ ხელახლა ჩაკეტვა ისეთივე მარტივია, როგორც ეკრანზე შეხება.
    2. A video explaining how the remote climate function works within the MyToyota app
      დაიწყეთ ყოველი მგზავრობა კომფორტულად
      დისტანციური კლიმატ-კონტროლის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, სასურველი ტემპერატურა მართვის დაწყებამდე დააყენოთ. MyToyota-ს მთავარი ეკრანიდან შეგიძლიათ მყისიერად ჩართოთ ან წინასწარ დაგეგმოთ სასურველი კლიმატის პარამეტრები. დაარეგულირეთ ტემპერატურა, გაააქტიურეთ სავარძლების გათბობის ფუნქცია და გაალღვეთ ფანჯრები სახლიდან გასვლამდე.
    3. მეტი ინფორმაცია ფუნქციების შესახებ
  4. Configure Chapter

ხშირად დასმული კითხვები

  1. ყველა

MyToyota-ს აპლიკაცია და მომხმარებლის პორტალი (პერსონალური გვერდი) დაგაკავშირებთ თქვენს ავტომობილთან, თუმცა ისინი ოდნავ განსხვავებულ მიზნებს ემსახურებიან:
 

  •  MyToyota-ს აპლიკაცია: შექმნილია გზაში სარგებლობისთვის. ის საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ და თვალყური ადევნოთ თქვენს ავტომობილს - დაქოქოთ, ჩაკეტოთ კარები, შეამოწმოთ ავტომობილის სტატუსი, დაგეგმოთ მგზავრობა, მართოთ დამუხტვის სესია და მიიღოთ შეტყობინებები - ეს ყველაფერი თქვენი სმარტფონიდან.
  • მომხმარებლის პორტალი / პერსონალური გვერდი: ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერის მეშვეობით, ფოკუსირებულია ბრენდის საერთო გამოცდილებაზე და გთავაზობთ უფრო ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა: მფლობელის სახელმძღვანელოების ჩამოტვირთვა, სერვისის დეტალური ისტორიის ნახვა, მულტიმედიური ფუნქციების ჩართვა (მაგ., რუკის განახლებები, Wi-Fi პაკეტები) და ანგარიშების გენერირება. ის ასევე გთავაზობთ შესაძლო გამოწერების მიმოხილვას, მათ შორის სტატუსისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფფორმაციას შესაბამისი მომხმარებლებისთვის. ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა: ონლაინ სერვისის დაჯავშნა და ტექნიკური მომსახურებისთვის თვალყურის დევნება, ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმაზე და შეუფერხებელი სარგებლობისთვის ერთსა და იმავე ავტორიზაციის მონაცემებს იყენებს.

MyToyota-ს აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ, დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი, მისი მდგომარეობა, დაგეგმოთ მგზავრობა, მართოთ დამუხტვის სესია და მუდმივად მიიღოთ ძირითადი განახლებები - ეს ყველაფერი თქვენი სმარტფონიდან.

ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ MyToyota-ს აპლიკაციით:

ავტომობილის დისტანციური კონტროლი

  • ძრავის დაქოქვა/გამორთვა: დისტანციურად დაქოქეთ ან გამორთეთ თქვენი ავტომობილი.
  • კარების ჩაკეტვა/გაღება: დაიცავით თქვენი ავტომობილი ან შეინარჩუნეთ წვდომა მასზე ნებისმიერი ადგილიდან.
  • კლიმატ-კონტროლი: ავტომობილში ჩაჯდომამდე წინასწარ განსაზღვრეთ სალონის ტემპერატურა.
  • საავარიო მაშუქების ჩართვა: ჩართეთ საავარიო მაშუქები, რათა ხალხმრავალ ადგილებში თქვენი ავტომობილი მარტივად იპოვოთ.

ლოკაცია და ნავიგაცია

  • ჩემი ავტომობილის პოვნა: დაადგინეთ მარტივად თქვენი გაჩერებული ავტომობილის ადგილმდებარეობა.
  • მგზავრობის დაგეგმვა: დაგეგმეთ მარშრუტები და გადააგზავნეთ  პირდაპირ თქვენი ავტომობილის სანავიგაციო სისტემაში.
  • საინტერესო ადგილები: მოძებნეთ და შეინახეთ დანიშნულების ადგილები მომავალი მოგზაურობისთვის.

 ავტომობილის მდგომარეობა და ტექნიკური მომსახურება

  • სერვისის შეხსენებები: მიიღეთ შეტყობინებები იმის შესახებ, თუ როდის უწევს თქვენს ავტომობილს ტექნიკური მომსახურება.
  • ავტომობილის სტატუსი: შეამოწმეთ საწვავის დონე, გარბენი, ბატარეის დამუხტვისა და საბურავების წნევის დონე.
  • მართვის ანალიტიკა: გადახედეთ მგზავრობის ისტორიას და ინფორმაციას მართვის სტილის შესახებ.

ელექტრომობილი და დამუხტვის ფუნქციები (ელექტრიფიცირებულ მოდელებზე)

  • სახლის დამუხტვის მართვა: სახლის დამუხტვის სესიების მონიტორინგი და დაგეგმვა.
  • ჭკვიანი დამუხტვა: დამუხტვის დროის ოპტიმიზაცია ენერგო ტარიფების ან ავტომობილის მართვის საჭიროებების მიხედვით.
  • საზოგადოებრივი დამუხტვის პუნქტების ხელმისაწვდომობა: ახლომდებარე დასამუხტი სადგურების პოვნა და მათი ხელმისაწვდომობის შემოწმება.
  • ბატარეის მონიტორინგი: მიმდინარე დამუხტვის დონის და სავარაუდო გასავლელი მანძილის შემოწმება.

ციფრული გასაღები (ზოგიერთ მოდელზე)

  • გამოიყენეთ თქვენი სმარტფონი ავტომობილის გასაღებად, დასაქოქად და სამართავად, ფიზიკური გასაღების გარეშე.

 

შეტყობინებები და პერსონალიზაცია

  • შეტყობინებები რეალურ დროში: მიიღეთ განახლებები ავტომობილის სტატუსის, მომსახურების საჭიროებების და დამუხტვის დონის შესახებ.
  • მომხმარებლის პანელი: მოახდინეთ მთავარი ეკრანის პერსონალიზება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

 

MyToyot-ს აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, უფრო მოსახერხებელი და უფრო დაკავშირებული გახადოს - იქნება ეს ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული თუ სრულად ელექტრული Toyota-ს ავტომობილი. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღოთ.

მგზავრობის მონაცემები შეიძლება არ იყოს ასახული მართვის ანალიტიკაში, ჰიბრიდის ან ელექტრომობილის მართვის მწვრთნელის მიერ რამდენიმე მიზეზის გამო:

 

  • დაკავშირებული სერვისები არ არის გააქტიურებული: დარწმუნდით, რომ სტანდარტული სერვისები გააქტიურებულია   დაკავშირებული სერვისების ცენტრში - აპლიკაციაში "ჩემი ავტოფარეხი".
  • პროფილი არ არის დაკავშირებული: დაუკავშირეთ პროფილი თქვენი ავტომობილის მულტიმედიურ სისტემას (მთავარი ბლოკი), რათა მგზავრობის მონაცემები ჩაიწეროს თქვენს აპლიკაციაში.
  • კონფიდენციალურობის რეჟიმი ჩართულია: მგზავრობის ბოლოს, თუ თქვენი ავტომობილის მდებარეობის გაზიარების ფუნქცია გამორთულია, მაშინ მგზავრობის მონაცემები არ შეინახება. თუ გსურთ მგზავრობის მონაცემების ხილვა, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ მდებარეობის გაზიარების ფუნქცია ჩართულია. მდებარეობის მონაცემების გაზიარების სტატუსის სანახავად, შეამოწმეთ კონფიდენციალურობის რეჟიმის განყოფილება (ჩემი ავტოფარეხი). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვები კონფიდენციალურობის რეჟიმის შესახებ, კატეგორიაში "ანგარიში".
  • მგზავრობები არ არის: მართვის ანალიტიკა ხელმისაწვდომი ხდება თქვენი პირველი ჩაწერილი მგზავრობის შემდეგ.
  • მოკლე მგზავრობები: ძალზე მოკლე მგზავრობები (დაახლოებით 50 მეტრსა და 10 წამზე ნაკლები) შეიძლება არ შეინახოს აპლიკაციაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად.
  • GPS სიგნალის სირთულეები: მგზავრობა შეიძლება სწორად არ ჩაიწეროს, თუ ავტომობილს აჩერებთ ისეთ ადგილას, სადაც GPS-სიგნალს სუსტად ან საერთოდ ვერ იჭერს (მაგალითად, მიწისქვეშა პარკინგი). მონაცემები შეიძლება გამოჩნდეს მოგვიანებით, სიგნალის გაუმჯობესების შემდეგ.
  • მონაცემთა სინქრონიზაციის შეფერხება: მგზავრობის მონაცემების გამოჩენას შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს.
  • სისტემის ტექნიკური მომსახურება: დროებითმა გათიშვამ ან განახლებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მგზავრობის ჩაწერის პროცესზე.

 

თუ მგზავრობის მონაცემები კვლავ არ ჩანს, გთხოვთ, გადახვიდეთ აპლიკაციის "დაგვიკავშირდით" ან "აპლიკაციის მხარდაჭერის" განყოფილებებში.

თქვენი მართვის ეფექტურობის ქულა აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად და შეუფერხებლად მართავთ ავტომობილს, თითოეული მგზავრობისას თქვენი ავტომობილიდან შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.

ის გამოითვლება თქვენი მგზავრობის ქულების საშუალო მაჩვენებლის სახით, თითოეული მგზავრობისას გავლილი სრული მანძილის გათვალისწინებით. საერთო ქულა ფოკუსირებულია ორ მთავარ ასპექტზე: აჩქარებასა და დამუხრუჭებაზე.

  • რბილი აჩქარება ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურობის ზრდას და ავტომობილის ცვეთის შემცირებას.
  • რბილი დამუხრუჭება გეხმარებათ უსაფრთხოდ მგზავრობაში, მანძილის შენარჩუნებისა და დაბრკოლებების წინასწარი ამოცნობის წყალობით.

 

სერვისი ასევე გთავაზობთ თქვენი მართვის დეტალურ შეფასებას თითოეული მგზავრობისა და ყოველთვიური პერიოდისთვის. ეს მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა აჩქარება, დამუხრუჭება და მუდმივი სიჩქარე, რაც ასახავს, თუ რამდენად თანმიმდევრულად ინარჩუნებდით სიჩქარეს. თუ ავტომობილის მართვის უმეტესი დრო ქალაქის პირობებში მიმდინარეობს, თქვენი საშუალო სიჩქარე შეიძლება ძალზე დაბალი იყოს მუდმივი სიჩქარის ქულის ასახვისთვის.

 

მართვის ეფექტურობის ქულა და მისი დეტალები მიზნად ისახავს დაგეხმაროთ თქვენი მართვის ჩვევების უკეთ აღქმაში და შემოგთავაზოთ მცირე ცვლილებები, რითაც შესაძლოა, დროთა განმავლობაში, მართვის ეფექტურობა და თქვენი ავტომობილის საერთო პროდუქტიულობაც გაუმჯობესდეს.

დისტანციური სერვისების გაუმართაობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ყველაზე ხშირი შემთხვევები:

  • შესაძლოა, თქვენი ავტომობილი არ იყოს მხარდაჭერილი  დისტანციური სერვისებით - ნაწილობრივ ან სრულად. აღნიშნულის გასარკვევად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს დილერს.
  • შესაძლოა, დისტანციური სერვისები არ გქონდეთ გამოწერილი.
  • თუ თქვენი ავტომობილით 9 დღეზე მეტია არ გისარგებლიათ, შესაძლოა, ელემენტის განმუხტვისგან დასაცავად ის ძილის რეჟიმში გადასულიყო.

გთხოვთ, მიხვიდეთ თქვენს ავტომობილთან და დაქოქოთ ძრავა.

  • გთხოვთ, გადაამოწმოთ, რომ ყველა წინაპირობ იყოს შესრულებული: ყველა კარი, ხუფი დახურული, ხოლო ჭკვიანი გასაღები არ იყოს ავტომობილის შიგნით.
  • გყავთ Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი ან ელექტრომობილი და დისტანციური კლიმატ-კონტროლი არ ირთვება? თქვენი ელექტრომობილის ბატარეის დამუხტვის დონე შეიძლება 30% ან 20%-ზე ქვემოთ იყოს (მოდელის მიხედვით), ამ შემთხვევაში, გთხოვთ, დამუხტოთ ბატარეა.
  • გყავთ Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი და დისტანციური კლიმატ-კონტროლი არ ირთვება? თუ გარე ტემპერატურა -10°C-ზე ქვემოთაა, დისტანციური კლიმატიზაცია არ იმუშავებს.

შენიშვნები:

1. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დისტანციური მართვის ფუნქციები აქ მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვისაა წარმოდგენილი. გთხოვთ, თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი ფუნქციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ თქვენს Toyota-ს დილერს.

2. ზოგიერთი ფუნქცია დამოკიდებულია მოდელზე, გთხოვთ, თქვენი მოდელის ფუნქციების შესახების ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ თქვენს Toyota-ს დილერს.

3. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე, დისტანციური კლიმატ-კონტროლის ფუნქციები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. გთხოვთ, თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი ფუნქციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ თქვენს Toyota-ს დილერს.

4. დისტანციური მართვის სერვისების გამოყენებისას, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ:

ავტომობილი სრულად არის გაჩერებული და შეამოწმოთ ავტომობილის გარემოს უსაფრთხოება. დარწმუნდით, რომ ავტომობილში არ იმყოფებიან ადამიანები ან ცხოველები.
არ გამოიყენოთ სისტემა, თუ ხუფი ღიაა ან თუ ავტობილი გაჩერებულია უვენტილაციო შენობაში.
გამოიყენეთ ეს სერვისი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. გთხოვთ, პატივი სცეთ გარემოს და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნებისმიერი ზედმეტი ხმაურის ან ჰაერის დაბინძურების ალბათობა.
გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ ადგილობრივი და სახელმწიფოს კანონები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ ამ სერვისებით სარგებლობა თქვენს რეგიონში (მაგალითად: ზოგიერთ რეგიონში ეს სერვისი შეიძლება განსაზღვრული იყოს მხოლოდ ელექტრომობილებისთვის ან კერძო გზებისთვის).

5. ჭკვიანი ციფრული გასაღების სერვისების გამოყენებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი სახის შეზღუდვა:

- ავტომობილის ანტენისა და სიგნალის სიძლიერის შესაძლო შეზღუდვების გამო (განსაკუთრებით თუ გზას დაბრკოლებები უღობავს), ზოგიერთმა ფუნქციამ შეიძლება ყოველთვის სათანადოდ არ იმუშაოს. აღნიშნული შესაძლოა ეხებოდეს ავტომობილის გაღებას, ჩაკეტვას და დაქოქვას. ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, რომ ტელეფონი ატაროთ ხელით თქვენი ავტომობილის გაღებისა და ჩაკეტვისთვის, ხოლო ავტომობილის დასაქოქად სმარტფონი მოათავსოთ ცენტრალურ კონსოლზე ან უსადენო დამტენზე.

- გირჩევთ, რომ თქვენი ფიზიკური გასაღები, სადაც ეს შესაძლებელია, თან გქონდეთ სარეზერვო გასაღების სახით.

6. ჭკვიანი გაჩერებისა და შეთავაზებების ფუნქცია

- ჭკვიანი გაჩერებისა და შეთავაზებების ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მოდელებისთვის, რომლებიც აღჭურვილია TAS600 მულტიმედიური სისტემით და წარმოებულია: Aygo X: 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ნოემბრამდე; Yaris: 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის დეკემბრამდე; Yaris Cross: 2021 წლის ივლისიდან 2024 წლის მარტამდე. მულტიმედიური ეკრანი ნაჩვენებია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის და შესაძლოა ეკრანის დიზაინის საბოლოო ვარიანტი არ აღმოჩნდეს.