ყველა მოყვანილი ციფრი მილ გალონსა და CO2-თან დაკავშირებით მიღებულია ევროკავშირის მიერ რეგულირებადი ლაბორატორიული ტესტების ოფიციალური შედეგებიდან. ეს მონაცემები მოწოდებულია, რათა მოხდეს ავტომობილების შედარება და შესაძლოა არ ასახავდეს მართვით მიღებულ თქვენს ფაქტობრივ გამოცდილებას.
2.4ლ დიზელის ძრავა (150 ც.ძ.) დიზელი
6 სიჩქარიანი მექანიკა (4X4) | 4X4
2.7ლ ბენზინის ძრავა (166 ც.ძ.) ბენზინი
5 სიჩქარიანი მექანიკა (4X4) | 4X4
2.7ლ ბენზინის ძრავა (166 ც.ძ.) ბენზინი
6 სიჩქარიანი ავტომატიკა (4X4) | 4X4
Hilux მიგიყვანთ ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ. მძლავრი და ეფექტური ძრავების, ასევე 3.5 ტონამდე საბუქსირე შესაძლებლობის წყალობით, მას მთების დაძვრა შეუძლია. ახალი, 2.8 ლ. მოცულობის დიზელის ძრავა გამოიმუშავებს 204 ცხენის ძალას, 500 ნმ ბრუნის მომენტს და 10.0 წამში ანვითარებს 100კმ/სთ სიჩქარეს.
Hilux-ის ახალი გაბედული შესახედაობა ყველასგან გამორჩეულია. ყურადღება მიაქციეთ მის საოცარ, მაშუქების ახალ და ასევე გამძლე დისკების დიზაინებს, რაც კიდევ უფრო ამშვენებს ავტომობილის იერსახეს. გსურთ მიიღოთ მისგან მაქსიმუმი? მაშინ აირჩიეთ მოდელი Invincible... ის წარმოადგენს Hilux-ის ძალისა და ელეგანტურობის უმაღლეს გამოვლინებას.
მტკიცე გარედან, კომფორტული შიგნიდან. ახალი Hilux-ის ინტერიერი უფრო მეტად დახვეწილი და ელეგანტურია. Double Cab Invincible მოდელები აღჭურვილია ორფეროვანი, პერფორირებული ტყავის სავარძლებით, რაც განიჭებთ შეუდარებელი კომფორტის შეგრძნებას.
* სპეციფიკაცია დამოკიდებულია მოდელზე.