მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)

იმგზავრეთ პირველი კლასით

ცხოვრებაში არაფერზე თქვათ უარი, მათ შორის ელეგანტურ, ტევად და კომპაქტურ ავტომობილზე, რომელიც იდეალურია ბიზნეს საქმიანობისა თუ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებისთვის. მისი კომფორტული ინტერიერი და ძრავების არჩევანი სრულ თავისუფლებას განიჭებთ.

ერგონომიული ინტერიერი
იმუშავეთ, დაისვენეთ და ითამაშეთ
უწყვეტი სინათლე
ყოველდღიურად უფრო მარტივი

ერგონომიული ინტერიერი

შეიგრძენით კომფორტი ახალ დონეზე. გაუმჯობესებული საჭის, მძღოლის და მგზავრის მკლავის საყრდენების, სავარძლების გათბობის და სალონის ელეგანტური განათების წყალობით, Proace City Verso-ში სასიამოვნო და ელეგანტური გარემო იქმნება.

იმუშავეთ, დაისვენეთ და ითამაშეთ

ინტერიერის დიზაინის ჭკვიანი ფუნქციების დახმარებით შორ მანძილზე მგზავრობისას დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ერგონომიული სავარძლების, ფართო სივრცის და მყარი, დასაკეცი მაგიდების წყალობით, რომლებიც თვითმფრინავის მაგიდას მოგაგონებთ, მგზავრებს უკანა სავარძლებზე მუშაობის, სწავლის და სრულ კომფორტში დასვენების შესაძლებლობა ეძლევათ.

უწყვეტი სინათლე

Proace City Verso-ს სალონში გვხვდება დიდი ფანჯრები და შუშის პანორამული სახურავი, რომელიც სალონს ბუნებრივი სინათლით ავსებს და კომფორტული გარემოს განცდას აჩენს.

ყოველდღიურად უფრო მარტივი

თუ გეჩქარებათ და საბარგულიდან რაიმე ნივთის აღება გსურთ, ამაში საბარგულის მოხერხებულად გასაღები ფანჯარა დაგეხმარებათ, რომელიც სწრაფად და მარტივად იღება, ისე რომ საბარგულის აწევა აღარ გჭირდებათ.

კომფორტული სალონი

Proace City Verso საოცრად კომფორტული და ტევადი ავტომობილია, სადაც შვიდი ადამიანი თავსდება. მისი ფართო, მოდულური ინტერიერი შეიძლება ხელახლა დაკონფიგურირდეს თქვენი სურვილისამებრ: ძარას გააჩნია ორნაირი სიგრძე, სავარძლების განლაგების რამდენიმე ვარიანტი, ასევე სავარძელი, რომელიც იკეცება და იწევა საჭიროების მიხედვით.

უნივერსალურობა და მოდულარობა

თქვენზე მორგებული სივრცე

Proace City Verso აერთიანებს გონივრულ დიზაინს, სადაც ინდივიდუალური ტიპის სავარძლებზე შესაძლებელია შვიდი ადამიანი მოთავსდეს, ასევე ადაპტირდეს მგზავრების რაოდენობის და ბარგის მოცულობის მიხედვით.

კომფორტი და მოქნილობა

Proace City Verso-ს უნივერსალურობას ყველა აფასებს - იქნება ეს პროფესიონალი მძღოლი თუ მშობელი. ავტომობილის მეორე რიგის სავარძლები შესაძლებელია დაკონფიგურირდეს სამი ცალკეული ან დასაკეცი სავარძლით - ორი მესამედით/ერთი მესამედით. სრული სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით, კონფიგურაციის ორივე ვარიანტში გათვალისწინებულია ISOFIX-ის სამაგრები.

ბავშვი Proace City Verso-ს უკანა სავარძელზე

ადაპტირებადი ინტერიერი

Proace City Verso ადაპტირდება თქვენი საჭიროებების მიხედვით. დააკონფიგურირეთ   ხუთ ან შვიდსავარძლიანი ავტომობილი, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

უნივერსალური სივრცე

Proace City Verso კომპაქტური და მანევრული ავტომობილია. თუმცა ეს არ განხორციელებულა შიდა სივრცის შეზღუდვის ხარჯზე, სადაც გვხვდება დიდი, 5.9ლ ტევადობის კარის ჯიბეები და ზედა სათავსოები პირადი ნივთებისთვის.

Proace City Verso-ს ზედა სათავსოები

ტევადი სატვირთო სივრცე

დასაკეცი სავარძლების, ბარგის ადვილად მოთავსების შესაძლებლობის და დიდი სივრცის წყალობით, Proace City Verso თქვენი აქტიური ცხოვრების სტილს იდეალურად მოერგება. ამ უნივერსალურ ავტომობილში ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება -  ველოსიპედების, სერფინგის დაფებისა თუ ჩემოდნებისთვის.

Proace City Verso-ს საბარგულის სივრცე
• ძრავები

გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრების სტილი

Proace City Verso ხელმისაწვდომია ძრავების მოწინავე ვარიანტებით, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მიესადაგება.

ტექნოლოგია

გამორჩეული და დაკავშირებული

Proace City Verso-ს დაკავშირებული სალონის წყალობით ნებისმიერი მგზავრობა უფრო მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნო ხდება. ავტომობილის ციფრული სივრცე, მკაფიო გამოსახულების მონიტორი და რეგულირების მრავალმხრივი ფუნქციები მოიცავს ყოვლისმომცველ ფუნქციონალურობას და ინტუიციურად სარგებლობის შესაძლებლობას.

ინტუიციური მულტიმედია

სწრაფი და 10 დუიმიანი სენსორული ეკრანის, მოხერხებული დაკავშირების და ზუსტი ხმოვანი მართვის დახმარებით, ProTouch ციფრულ სამყაროს წინ გიშლით. შეგეძლებათ დაურეკოთ მეგობრებს, დააყენოთ ახალი ნავიგაციის მარშრუტი ან მოახდინოთ მედიის ტრანსლირება წამებში.

Proace City Verso-ს მულტიმედიური მონიტორი

ციფრული კომბიმეტრი

მძღოლის ციფრული და დაკავშირებული ინოვაციური მონიტორი ყოველ მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. მარტივად აღსაქმელი და ადვილად რეგულირებადი ეს 10 დუიმიანი ციფრული კომბიმეტრი განიჭებთ სრულ კონტროლს და მართვის უმთავრეს მონაცემებს მყისიერად გაწვდით.

Proace City Verso-ს ციფრული კომბიმეტრი

თქვენი ტელეფონი საქმეში

თქვენი რჩეული მედიის სტრიმინგი და ზარების განხორციელება ძალზე მარტივია  Apple CarPlay და Android Auto™-ს ტელეფონთან უსადენო ინტეგრაციის წყალობით. მულტიმედიური, სენსორული ეკრანი ტელეფონის ეკრანის პროეცირებას ახორციელებს და თქვენ კი მხოლოდ მასთან შეხება მოგეთხოვებათ.

Apple CarPlay-ს მხარდაჭერა Proace City Verso-ს მულტიმედიურ მონიტორზე

eCall-ით აღჭურვილი

უსაფრთხოებისთვის Proace City Verso-ში გათვალისწინებულია ფუნქცია eCall. ავარიის დროს საგანგებო სამსახურებთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ღილაკს. აუცილებლობის შემთხვევაში, სისტემას შეუძლია ამ სამსახურებს ავტომატურადაც დაუკავშირდეს, რაც გზებზე თქვენს სულიერ სიმშვიდეს განაპირობებს.

eCall ღილაკი Proace City Verso-ში

უსაფრთხოება

ყველაზე უსაფრთხო

Proace City Verso აღჭურვილია თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ტექნოლოგიებით. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები წარმოადგენს აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თქვენს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. ქალაქის გზებსა თუ ავტომაგისტრალზე Proace City Verso საიმედოდ დაგიცავთ.

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

4 არჩევანი

• PROACE CITY VERSO - SHUTTLE 5 SEATER - SWB Passenger van 5 doors

PROACE CITY VERSO SHUTTLE 5 SEATER

SWB Passenger van 5 doors

აირჩიეთ ძრავა:

საწყისი ფასი

57 800 ლარი

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2

საწყისი ფასი

61 900 ლარი

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
• PROACE CITY VERSO - SHUTTLE 7 SEATER - LWB Passenger van 5 doors

PROACE CITY VERSO SHUTTLE 7 SEATER

LWB Passenger van 5 doors

აირჩიეთ ძრავა:

საწყისი ფასი

62 200 ლარი

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2

საწყისი ფასი

66 300 ლარი

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
• PROACE CITY VERSO - FAMILY 7 SEATER - LWB Passenger van 5 doors

PROACE CITY VERSO FAMILY 7 SEATER

LWB Passenger van 5 doors

აირჩიეთ ძრავა:

საწყისი ფასი

72 600 ლარი

6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2

საწყისი ფასი

83 000 ლარი

8 Speed Automatic | 4X2
• PROACE CITY VERSO - FAMILY 5 SEATER - SWB Passenger van 5 doors

PROACE CITY VERSO FAMILY 5 SEATER

SWB Passenger van 5 doors

აირჩიეთ ძრავა:

საწყისი ფასი

78 600 ლარი

8 Speed Automatic | 4X2

აქსესუარები

მორგებული თქვენი ცხოვრების სტილზე

Toyota-ს ორიგინალი აქსესუარები ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, იქნება ეს ველოსიპედის სამაგრები თუ ავტომობილის სახურავის სათავსოები. Proace City Verso-სთან ერთად ყველაფერს შეძლებთ.