1. Discover Toyota
  2. Safety

TOYOTA T-MATE

თქვენთან ერთად უსაფრთხო მგზავრობისთვის

T-Mate აერთიანებს სისტემების სერიას, რომელიც შემუშავებულია მართვის უსაფრთხოების დონის შენარჩუნებისა და გაზრდისთვის. ავტომაგისტრალზე, ქალაქსა თუ ავტოსადგომზე, T-Mate გარანტიას იძლევა, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებით. ეს სისტემები გიცავთ არა მხოლოდ თქვენ და თქვენს მგზავრებს, არამედ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებსაც. ყოველივე ეს წარმოადგენს Toyota-ს ვალდებულებების ნაწილს, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას გზებზე და ჩვენს მისიას - ავტოსაგზაო შემთხვევები სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდეს.

უსაფრთხოების სისტემა Toyota Safety Sense

შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება.

ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი/სრულდიაპაზონიანი ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი (ACC)

ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები ასევე, სამუხრუჭო მაშუქები.

სრულდიაპაზონიან ადაპტაციურ კრუიზ-კონტროლის სისტემას შეუძლია ავტომობილი სრულად გააჩეროს, თუ წინ მიმავალი ავტომობილი გაჩერდება. აქსელერატორზე ან ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის ბერკეტზე მცირე შეხება სისტემას კვლავ ჩართავს.
თუ ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვას თქვენს მარშრუტზე და შესაბამის კორექტირებასაც შემოგთავაზებთ.

 

გაიგეთ მეტი Opens in new window

ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LTA)

ჩვენი ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა შექმნილია ავტომაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების დონის გასაზრდელად. იგი გეხმარებათ იმოძრაოთ ზოლში და თუ ზოლს გასცდებით, საჭის მართვის დამხმარე სისტემა რბილად დაგაბრუნებთ უკან და კურსის კორექტირებას მოახდენს.
გაიგეთ მეტი Opens in new window

ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)

ავტომატური შორი განათების სისტემა აკონტროლებს გზას, რათა დააფიქსიროს საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის მაშუქები. თუ მაშუქებს აღმოაჩენს, შორი განათება ავტომატურად ირთვება ახლო განათების რეჟიმზე. ავტომობილის ჩავლის შემდეგ, სისტემა ისევ შორ განათებაზე გადაერთვება. შედეგად, ღამით მოძრაობა ყველასთვის უსაფრთხო ხდება.
გაიგეთ მეტი Opens in new window

ავტომობილის გაჩერების სისტემა საგანგებო ვითარებისას (EDSS)

თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მძღოლი არ რეაგირებს, ამის შესახებ მას ხმოვანი სიგნალებით ეცნობება. უმოქმედობის შემთხვევაში, EDSS სისტემა თანდათანობით გააჩერებს ავტომობილს და ამავდროულად იზრუნებს ზოლში უსაფრთხოდ მოძრაობაზე. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გაფრთხილების მიზნით, ირთვება ავარიული მაშუქები და იხსნება კარების საკეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა გამარტივდეს.
გაიგეთ მეტი Opens in new window

პარკირების დამხმარე სისტემა

Toyota Teammate გაუმჯობესებული პარკირების დამხმარე სისტემა

ეს სისტემა აკონტროლებს აჩქარებას, საჭის მართვას, დამუხრუჭებას და სიჩქარეების გადართვას*, რათა პარკირება უსაფრთხოდ განხორციელდეს. მას შეუძლია დაიმახსოვროს თქვენი რჩეული საპარკინგე სივრცე, რომელიც არ არის გამოყოფილი ზოლებით ან მომიჯნავე ობიექტებით.


*დამოკიდებულია მოდელზე

გაიგეთ მეტი Opens in new window

პანორამული ხედვის მონიტორი (PVM)

ამ სისტემის მეშვეობით პარკირება უფრო მარტივი და უსაფრთხოა. იგი აერთიანებს ოთხი კამერიდან მიღებულ გამოსახულებას, რათა ირგვლივ 360 გრადუსიანი ხედვის არე გქონდეთ.

უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური დამუხრუჭების ფუნქციით (RCTAB)

როდესაც პარკირების ადგილიდან უკანა სვლით გამოდიხართ, ეს სისტემა ამოიცნობს ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც მარცხნიდან ან მარჯვნიდან მოგიახლოვდებათ, გაგაფრთხილებთ აღნიშნულის შესახებ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად დამუხრუჭებასაც მოახდენს.
გაიგეთ მეტი Opens in new window

ჭკვიანი პარკტრონიკი (ICS)

ეს ჭკვიანი სისტემა აფრთხილებს მძღოლს ავტომობილის წინ ან უკან არსებული დაბრკოლებების შესახებ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად ახდენს ავტომატურ დამუხრუჭებას.
გაიგეთ მეტი Opens in new window

უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA)

ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გარე სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.
გაიგეთ მეტი Opens in new window

დახმარება მართვაში

ბრმა ზონის მონიტორი (BSM)

ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეებში არ ჩანდეს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასწრებისას.
გაიგეთ მეტი Opens in new window

ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHS)

ეს სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს ღამით საუკეთესო ხილვადობა შეუქმნას. იგი მაშუქების სინათლეს განაწილების ოპტიმიზებას ახდენს ავტომატურად, შემხვედრი მოძრაობის ზონის დაჩრდილვით, რათა შორმა განათებამ სხვა მძღოლებს თვალი არ მოსჭრას, ამავდროულად საკმარისი განათებაც იყოს შენარჩუნებული.
გაიგეთ მეტი Opens in new window
გთხოვთ, გაითვალისწინოთ,  რომ აქ ჩამოთვლილი მახასიათებლები არ არის ამომწურავი. ზოგიერთი მახასიათებლის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, ავტომობილის მოდელისა და კლასის მიხედვით.

სისტემები ფუნქციონირებს საექსპლოატაციო პირობების და საკუთარი შეზღუდვების ფარგლებში.

მძღოლები ყოველთვის პასუხისმგებელი არიან უსაფრთხო მართვაზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ყოველთვის გაეცანით მფლობელის სახელმძღვანელოს.