1. Resources
  2. Privacy policy

ტოიოტა/ლექსუსის კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკა

ტოიოტა მოტორ ევროპა NV/SA (“TME”) + ტოიოტა კავკასია (“TCA”)

1. შესავალი

ტოიოტა/ლექსუსი პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ტოიოტა/ლექსუსის კლიენტი, მომხმარებელი, ფართო საზოგადოების წევრი თუ სხვა, თქვენ გაქვთ პირადი მონაცემების კონფიდენციალურად დაცვის უფლება. ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს თქვენს სახელს, ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტას და ასევე სხვა ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), (გეოგრაფიული-) ადგილმდებარეობა და სხვა.

წინამდებარე ტოიოტას კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკის შესახებ დოკუმენტში („წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი“) ჩვენ აღვწერთ, თუ როგორ და რატომ ვაგროვებთ პირად მონაცემებს, შემდგომში რისთვის გამოვიყენებთ, ვისთან გავაზიარებთ და როგორ ვიცავთ მათ. მასში ასევე მოცემულია, თუ რა არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით.

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი არეგულირებს თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამოყენებას სხვადასხვა ფორმით, მომსახურებისას, ვებგვერდებზე, (ვებ) პორტალებზე, ფასდაკლების აქციებზე, მარკეტინგული აქტივობებისას, კომერციულ სოციალური მედია პლატფორმებზე და სხვა, რომლებსაც ვმართავთ ჩვენ ან მართავენ ტოიოტა/ლექსუსის მითითებით.

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი შეიცავს ზოგად წესებსა და განმარტებებს. მას თან ერთვის ცალკეული კონფიდენციალურობის ბარათები, რომლებიც ეხება კონკრეტულ მომსახურებებს, მეთოდებს, აპლიკაციებს, ვებგვერდებს, (ვებ) პორტალებს, ფასდაკლების აქციებს, კომერციულ სოციალური მედიის პლატფორმებს და სხვა, რომლებიც იმართება ჩვენს მიერ ან იმართება ტოიოტა/ლექსუსის მითითებით. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტს გაგაცნობენ ყოველთვის, როდესაც თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების საჭიროება დადგება ზემოთხსენებული აქტივობების დროს (მაგალითად, ვებგვერდის, პორტალების, ინდივიდუალური კომუნიკაციის მომსახურების, საინფორმაციო ბიულეტენის, შემახსენებელი შეტყობინებების, გამოკითხვების, შეთავაზებებისა თუ ღონისძიებების გზით).

წინმდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მოქმედებს ყველა თქვენს პირადი მონამცემების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც შეგროვილი იქნა ტოიოტა მოტორ ევროპას NV/SA და/ან შპს ტოიოტა კავკასიას მიერ (ან მათი სახელით). წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში ორგანიზაციები ერთად მოიხსენიება როგორც „ტოიოტა/ლექსუსი“, „ჩვენ“ და „ჩვენი“.

თუ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის დადგენილებებს, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით.

დოკუმენტის ბოლოს წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ძირითადი ცნებების განსაზღვრებები (როგორებიცაა: პირადი მონაცემები, მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა კონტროლიორი...).

2. ვინ არის პასუხისმგებელი თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე?

თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებლები არიან შემდეგი უწყებები:

ტოიოტა მოტორ ევროპა NV/SA (“TME”)
Avenue du Bourget/Bourgetlaan 60
1140 Brussels
Belgium
და
შპს ტოიოტა კავკასია (“TCA”)
ალ. ყაზბეგის გამზირი 34
0177 თბილისი, საქართველო

3. ვის უნდა დაუკავშირდეთ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა ან მოთხოვნა?

ჩვენთან არსებობს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უპასუხებს ყველა შეკითხვასა და მოთხოვნას, რაც უკავშირდება წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტს, კონფიდენციალურობის ბარათის შესახებ სპეციფიკურ საკითხებს (და მათ დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს).

ნებისმიერი შეკითხვის, მოთხოვნის ან საჩივრის შემთხვევაში, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტს და მასთან დაკავშირებულ თქვენს უფლებებს ეხება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცენტრს:

  • ელ-ფოსტა: cr@toyota-caucasus.com
  • მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი, 0177 თბილისი, საქართველო

4. ძირითადი პრინციპები

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს მიერ ჩვენთვის მონდობილ პირად ინფორმაციას და მზად ვართ მათი გამოყენება მოხდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და დაცული გზით. ტოიოტა/ლექსუსის ძირითადი პრინციპებია:

  • კანონიერება: თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება მოხდება, მხოლოდ კანონიერი და გამჭვირვალე მეთოდებით.
  • მონაცემთა მინიმიზაცია: თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება მოხდება, მხოლოდ იმ ოდენობით და იმ მიზნებისათვის, რისთვისაც თავდაპირველად მოხდა მათი შეგროვება.
  • მიზნობრიობა: თქვენი პირადი მონაცემების შეკრება მოხდება, მხოლოდ კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისათვის და არ იქნება გამოყენებული სხვა რაიმე მიზნებისთვის.
  • სიზუსტე: თქვენი პირადი მონაცემები იქნება ზუსტი და განახლებული.
  • მონაცემთა დაცულობა: ჩვენ მივიღებთ ყველა ორგანიზაციულ თუ ტექნიკურ ზომებს იმისათვის, რომ მონაცემები უსაფრთხოდ და დაცულად იქნას შენახული. ამგვარი პრევენციული ზომების განხორციელებით მონაცემებზე არ მოხდება არაავტორიზებული წვდომა ან მათი გაზიარება, ასევე არ მოხდება მათი დაკარგვა, შეცვლა ან არაკანონიერი გზით გამოყენება.
  • წვდომა და ცვლილიებების შეტანა: თქვენი მონაცემების დამუშავება მოხდება თქვენი კანონიერი უფლებების შესაბამისად.
  • მონაცემთა შენახვის ვადები: თქვენი პირადი მონაცემები შეინახება მონაცემთა შენახვის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად და არ იქნება შენახული იმაზე მეტი ვადით, ვიდრე ეს საჭიროა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც თავდაპირველად მოხდა მათი შეკრება.
  • მონაცემთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენი პირადი მონაცემების გაგზავნა ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA-ის) გარეთ მოხდება დაცულად.
  • დამცავი ზომები მესამე პირების მიმართ: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ პირად მონაცემებზე წვდომა მესამე პირების მიერ (მათთან გაგზავნა) მოხდეს კანონისა და სახელშეკრულებო გარანტიების შესაბამისად.
  • პირდაპირი მარკეტინგისა და ქუქი-ფაილების კანონიერება: სარეკლამო მასალების გამოგზავნა და თქვენს კომპიუტერში ქუქი-ფაილების მოთავსება მოხდება შესაბამისი კანონის გათვალისწინებით.

5. პირადი მონაცემების შეგროვება: რომელ პირად მონაცემებს მოვაგროვებთ და რა სამართლებრივ საფუძვლებზე

როდესაც ვითხოვთ თქვენი პირადი მონაცემების მოწოდებას, ჩვენ ყოველთვის ცხადად შეგატყობინებთ თუ რომელ მონაცემებს შევაგროვებთ. თქვენ ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით სპეციალური კონფიდენციალურობის ბარათის საშუალებით, რომელიც თანდართული იქნება სერვისების მოწოდებისას (მათ შორის საინფორმაციო სერვისების მოწოდებისას), ელექტორონულ საინფორმაციო ბიულეტენთან, შემახსენებელ შეტყობინებებთან, კითხვარებთან და ღონისძიებების მოსაწვევებთან ერთად.

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება მოხდება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში და შესაბამისი პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონთან შესაბამისობაში:

  • მაშინ, როდესაც თქვენთან დადებული კონტრაქტის პირობების განსახორციელებლად საჭიროა მონაცემების გამოყენება.
  • მონაცემებს გამოვიყენებთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის ფარგლებში, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის პირადი მონაცემების დაცვის შესახებ თქვენს უფლებებთან. ამგვარი ლეგიტიმური ინტერესის ფარგლებში თქვენი მონაცემთა გამოყენების შესახებ ყოველთვის იქნებით ინფორმირებული კონფიდენციალურობის ბარათის საშუალებით.
  • მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნილია კანონით.

6. რა მიზნებისთვის ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება მოხდება მხოლოდ კონკრეტული, განსაზღვრული და კანონიერი მიზნებისთვის და არ გამოიყენება სხვა შეუსაბამო მიზნებისათვის.

ამგვარი მიზანი შეიძლება იყოს თქვენივე შეკვეთის შესრულება, ჩვენს რომელიმე ვებგვერდზე ან პორტალზე თქვენი ვიზიტის გაუმჯობესება, ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესება, მომსახურებისა და აპლიკაციების შეთავაზება, მარკეტინგული კომუნიკაცია, აქტივობები და სხვა.

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების მიზნების შესახებ თქვენ მოგეწოდებათ დეტალური ინფორმაცია სპეციალური კონფიდენციალურობის ბარათის საშუალებით, რომელიც დაკავშირებული იქნება მონაცემთა გამოყენების იმ კონკრეტულ მიზნებთან. ეს კონფიდენციალურობის ბარათი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე, პორტალზე, აპლიკაციაში, ელექტრონულ ბიულეტენში და სხვაგან.

7. თქვენი პირადი მონაცემების სიზუსტე და განახლება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ჩანაწერები იყოს ზუსტი და მუდმივად განახლებული. გთხოვთ, ნებისმიერი უზუსტობის ან ცვლილების შემთხვევაში მოგვაწოდოთ ინფორმაცია და დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცენტრს. (იხილეთ მე-3 პუნქტი: "ვის შეიძლება დაუკავშირდეთ შეკითხვების შემთხვევაში") ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისთვის, რომ პირად მონაცემებში მოძველებული ან არაზუსტი ინფორმაცია წაიშალოს ან შესწორდეს შესაბამისად.

8. თქვენს პირად მონაცემებზე ხელმისაწვდომობა

ჩვენს მიერ მოგროვილ, თქვენს პირად ინფორმაციაზე თქვენ გაქვთ წვდომა და უფლება მოითხოვოთ შესწორება ან წაშლა იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არაზუსტი და არასრულია. თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურობის უფლებებთან დაკავშირებით, ან გსურთ ისარგებლოთ ამ უფლებებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო ცენტრში. (იხილეთ მე-3 პუნქტი "ვის შეიძლება დაუკავშირდეთ შეკითხვების შემთხვევაში").

9. თქვენი პირადი მონაცემების შენახვის ვადები

თქვენი პირადი მონაცემები შეინახება პირადი მონაცემების შესახებ დაცვასთან დაკავშირებული კანონის შესაბამისად. თქვენი პირადი მონაცემების შენახვა მოხდება მხოლოდ იმ დროით, რა დროსაც მოითხოვს იმ კონკრეტული ამოცანის შესრულება, რისთვისაც შევაგროვეთ ეს მონაცემები და იმ ვადით, რა ვადითაც ეს კანონით არის განსაზღვრული. დამატებით ინფორმაციისათვის იმის შესახებ, თუ რა ვადით შეიძლება იქნას შენახული თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ვიდრე ის წაიშლება სისტემებიდან და მონაცემთა ბაზებიდან, დაუკავშირდით მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საინფორმაციო განყოფილებას (იხილეთ მე-3 პუნქტი "ვის შეიძლება დაუკავშირდეთ შეკითხვების შემთხვევაში?").

10. თვენი პირადი მონაცემების დაცვა

ჩვენ ვიღებთ მთელ რიგ ორგანიზაციულ თუ ტექნიკურ ზომებს იმისთვის, რომ თქვენი პირადი მონაცემები იქნას დაცული არაავტორიზებული ან უკანონო გამოყენებისაგან, დაკარგვის ან მონაცემთა შეცვლისაგან. დაცვის მექანიზმები შემუშავებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შესაბამისად, ასევე გათვალისწინებულია ის შესაძლო შედეგები, რაც შეიძლება დადგეს კონფიდენციალურობასთან და ხარჯებთან დაკავშირებით, მოცემულ ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით.

თქვენი პირადი მონაცემები გამოყენებული იქნება მესამე პირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ის დაეთანხმება, რომ იმოქმედოს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული წესების შესაბამისად.

მონაცემთა უსაფრთხოების შენარჩუნება ნიშნავს პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მასზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას:

  1. კონფიდენციალურობა: ჩვენ დავიცავთ თქვენს პირად მონაცემებს, რათა არ მოხდეს მათი გაზიარება მესამე პირებთან.
  2. მთლიანობა: ჩვენ დავიცავთ თქვენს პირად მონაცემებს, რათა არ მოხდეს მათი შეცვლა არაავტორიზებული მესამე პირების მიერ.
  3. ხელმისაწვდომობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ავტორიზებულ მხარეებს საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა თქვენს პირად მონაცემებზე.


ჩვენ ვახორციელებთ მონაცემთა დაცვის შემდეგ პროცედურებს: ხელმისაწვდომობის უსაფრთხოება: სარეზერვო სისტემები, მონიტორინგისა და გადამოწმების სისტემები და სხვა.

11. ქუქი-ფაილების ან სხვა ტექნიკური მეთოდების გამოყენება

ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ჩვენს ბევგვერდებზე, რაც გვაძლევს საშალებას გავაუმჯობესოთ ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ვიზიტი და გავაუმჯობესოთ თავად საიტის მუშაობა.

ქუქი-ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი.

12. პირადი მონაცემების გაზიარება

თქვენი პირადი მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს მათი შეკრების მიზეზის შესაბამისად, შემდეგი კატეგორიების მიმღებ პირებთან, რომლებიც შემდგომში გამოიყენებენ მას მხოლოდ და მხოლოდ მითითებული მიზნებისთვის:

  1. ჩვენს ორგანიზაციაში და ბრენდის ქსელში:
    • ჩვენი ორგანიზაციის ავტორიზებულ თანამშრომლებთან;
    • ჩვენი ორგანიზაციის ფილიალებსა და შვილობილ კომპანიებში;
    • ჩვენი ქსელის ავტორიზებულ საცალო გაყიდვებისა და სარემონტო სამუშაოების პუნქტებთან, რომლებიც მონიშნულია თქვენ მიერ, როგორც სასურველი საცალო გაყიდვებისა და სარემონტო სამუშაოების პუნქტები ან რომლებიც მდებარეობს თქვენთან ახლოს (თქვენი საფოსტო ინდექსისა და მისამართის მიხედვით) ან რომლებთანაც თქვენ უკვე დაამყარეთ კომუნიკაცია.
  2. მესამე მხარე ბიზნეს პარტნიორები:
    • სარეკლამო და მარკეტინგის სააგენტოები: იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩვენი სარეკლამო კამპანიებისა და აქციების ეფექტურობის ანალიზი;
    • ბიზნეს პარტნიორები: მაგალითად, რწმუნებული კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პირადი მონაცემები იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურება და/ან პროდუქტები და/ან მარკეტინგული მასალები (იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განაცხადეთ თანხმობა ამგვარი მასალების მიღებაზე). ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვთ, რომ ყოველთვის იმოქმედონ წინამდებარე კონფიდენციალურობის დოკუმენტისა და შესაბამისი კანონის ფარგლებში და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
    • ტოიოტა/ლექსუსის მომსახურების მომწოდებლები: კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ტოიოტა/ლექსუსისთვის. პირად მონაცემების გამოყენება მოხდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ მომსახურება (მაგალითად ტოიოტა/ლექსუსმა შეიძლება გააზიაროს თქვენი პირადი მონაცემები ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურების მომწოდებლებთან);
  3. სხვა მესამე მხარეები:
    • როდესაც ეს კანონითაა მოთხოვნილი ან არის ტოიოტა/ლექსუსის სამართლებრივი დაცვის საჭიროება:
      • რათა დაცული იქნას კანონი, დაკმაყოფილებული იქნას ხელისუფლების მოთხოვნები, სასამართლო მოთხოვნები, იურიდიული პროცედურები, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებები და სხვა;
      • გადამოწმდეს და შესრულდეს ტოიოტა/ლექსუსის პოლიტიკასა და შეთანხმებებთან შესაბამისობა;
      • რათა დაცული იქნას ტოიოტა/ლექსუსის და მისი მომხმარებლის უფლებები, ქონება და უსაფრთხოება;
    • კორპორატიული გადანაწილებების დროს: ტოიოტა/ლექსუსის ბიზნესის ნაწილის ან მთლიანობაში გასხვისება, გადანაწილება, შერწყმის, კონსოლიდაციის, მმართველობის შეცვლის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის დროს.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაციის მიმღები მესამე მხარეები, რომლებიც ჩამოთვლილია a) b) და g) პუნქტებში - განსაკუთრებით მომსახურების მომწოდებლებმა, რომლებმაც შეიძლება შემოგთავაზონ პროდუქტები ან მომსახურება თავიანთი აპლიკაციებით ან სხვა მეთოდებით - შესაძლოა, თავის მხრივ, ცალკე მოითხოვონ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთ შემთხვევაში, მესამე მხარეები თავად არიან პასუხისმგებელი დაიცვან პირადი მონაცემები. თქვენი მათთან კომუნიკაცია რეგულირებული იქნება მათივე პირობებითა და წესებით.

13. უშუალო კონტაქტი ქსელის ავტორიზებულ გაყიდვების პუნქტებსა და სარემონტო სამუშაოების ფილიალებთან

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიძენთ ავტომობილს ან სხვა პროდუქტს ჩვენს ერთ-ერთ ავტორიზებულ საცალო ვაჭრობის ობიექტში ან ავტორიზებულ შემკეთებელ პუნქტში და მათ მიაწვდით თქვენს პირად მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში, თქვენ პირდაპირი ურთიერთობა გექნებათ იმ კონკრეტულ ავტორიზებულ საცალო ვაჭრობის ობიექტთან ან ავტორიზებულ შემკეთებელ პუნქტთან. ასეთ შემთხვევაში, ისინი ჩვენთან ერთად ხდებიან თქვენი პირადი მონაცემების კონტროლიორები. ავტორიზებულ საცალო ვაჭრობის ობიექტთან ან ავტორიზებულ შემკეთებელ პუნქტთან თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებასა თუ შეგროვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ პირდაპირ მიმართოთ მათ.

როგორ ხდება პრიორიტეტული ავტორიზებული საცალო გაყიდვებისა თუ შემკეთებელი პუნქტის იდენტიფიცირება? პრიორიტეტული ავტორიზებული საცალო გაყიდვებისა თუ შემკეთებელი ფილიალი არის (1) MyToyota/MyLexus საიტის თქვენს გვერდზე, თქვენ მიერ მონიშნული პრიორიტეტული ავტორიზებული საცალო გაყიდვებისა თუ შემკეთებელი ფილიალი (რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ) ან (2) თუ ასეთი ფილიალი არ გაქვთ მონიშნული, ჩვენ შევარჩევთ პრიორიტეტულ ავტორიზებულ საცალო გაყიდვებისა თუ შემკეთებელ პუნქტს ადგილმდებარეობის მიხედვით (ჩვენს ფილიალებთან თქვენი საკონტაქტო ისტორიის, საფოტო კოდისა და მისამართის მიხედვით).

14. სოციალური მედია

იმ შემთხვევაში, თუ ტოიოტა/ლექსუსის პლატფორმაზე (ვებგვერდზე, პორტალზე) თქვენ დარეგისტრირდით სპეციალური login-ით (მაგალითად, თქვენი ფეისბუქის ანგარიშით) ტოიოტა/ლექსუსი დაიმახსოვრებს თქვენს პირად მონაცემებს, რომლებსაც იყენებთ ამ კონკრეტულ სოციალური მედიის პლატფორმაზე. ასევე დაფიქსირდება, რომ არსებობს თქვენი თანხმობა ამ პლატფორმის საშუალებით მოხდეს თქვენი პირადი მონაცემების მიწოდება.

ტოიოტა/ლექსუსი ხანდახან აქვეყნებს (პირად) მონაცემებს სოციალური მედიის საშუალებით, როგორებიცაა: ტვიტერი და ფეისბუქი. ამ პლატფორმებს აქვთ თავისი წესები და პირობები და თუ თქვენ აქტიური ბრძანდებით სოციალურ მედიაში, ეს წესები უნდა გაითვალისწინოთ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებას შეიძლება მოყვეს თანმდევი შედეგები, თქვენი ან სხვა პიროვნებების (რომელთა პირად მონაცემებს თქვენ გააზიარებთ) მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის კუთხით. მაგალითად, გამოქვეყნებული კადრის აღება და გამოქვეყნება შეიძლება მოხდეს მოკლე დროში. თქვენს გამოქვეყნებულ მასალაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებთ თქვენ. ტოიოტა/ლექსუსი ამ კუთხით არ იღებს ვალდებულებებს ან პასუხისმგებლობას.

15. ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA ) ფარგლებს გარეთ გაგზავნა

თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება გაიგზავნოს ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ და შეიძლება იყოს ჩვენს მფლობელობაში ან იმ მიმღებთა მფლობელობაში, რომლებიც იმყოფებიან აღნიშნული ზონის გარეთ. თუ თქვენი პირადი მონაცემები დაიგზავნება ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში, ასეთ შემთხვევაში მოხდება მონაცემთა იგივე დონის დაცვა, როგორც ეს ევროპის ეკონომიკურ ზონაში ხდება. ამისათვის ტოიოტა/ლექსუსი მიიღებს შესაბამის, განსაკუთრებულ ზომებს, რათა შესაბამისად იქნას დაცული თქვენი პირადი მონაცემები. შესაძლოა ინფორმაციის მიმღებთან მოხდეს სპეციალურ სახელშეკრულებო პუნქტებზე შეთანხმება, რათა ადეკვატურად მოხდეს მონაცემთა დაცვა.

ჩვენ ყოველთვის მოგაწვდით ინფორმაციას, როდესაც თქვენი პირადი მონაცემები გაიგზავნება ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ. ეს ინფორმაცია თქვენ მოგეწოდებათ სპეციალური კონფიდენციალურობის ბარათის საშუალებით, რომელიც თანდართული იქნება სხვადასხვა მომსახურების მოწოდებისას (მათ შორის კომუნიკაციის მომსახურებისას), ელექტრონული ბიულეტენის, შემახსენებელი შეტყობინებების, კითხვარის, შემოთავაზებების ან ღონისძიებებზე მოწვევის დროს.

16. თქვენი არჩევანი და უფლებები

ჩვენ გვსურს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს თქვენთვის ყველა პროცესი, რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს.

  • თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის ფორმა

    თქვენ შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, თუ რა ფორმით გსურთ, რომ დაგიკავშირდეთ (მაგალითად: ელ-ფოსტით, სოციალური მედიის საშუალებით, ტელეფონით...) რა საკითხზე, როგორ და რა სიხშირით. ამისათვის შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობაზე ჩასწორდება კონფიდენციალურობის პარამეტრები ან შეიცვლება პარამეტრები თქვენს პირად გვერდზე ან გამოიყენებთ გაუქმების ფუნქციას, რომელიც მოცემულია ჩვენ მიერ გამოგზავნილ მასალებში.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ შესაბამის ჩასწორებას არ გააკეთებთ, თქვენ ავტომატურად მიიღებთ ჩვენგან ინფორმაციას ჩვეული სიხშირით.

  • თქვენი პირადი მონაცემები

    თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო ცენტრში (იხილეთ #3 პუნქტი "ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში?"), რათა გაიგოთ, თუ რა პირად ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ და რა წყაროდან. გარკვეული პირობების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც ადრე მოგვაწოდეთ. ინფორმაცია მოგეწოდებათ ჩვეული ფორმატით სტრუქტურირებული, რომელიც წაკითხვადია ტექნიკური საშუალებების მეშვეობით და შესაძლებელია გადაიგზავნოს თქვენთვის სასურველ მესამე პირთან.

  • ცვლილებების შეტანა თქვენ მიერ

    თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს პირად მონაცემებში ფიქსირდება შეცდომა ან არის არასრულად წარმოდგენილი, შეგიძლიათ მოგვთხოვოთ მათი შესწორება ან შევსება.

  • თქვენ მიერ მოთხოვნილი შეზღუდვები

    თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ გარკვეული შეზღუდვები თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების კუთხით (მაგალითად, პირადი მონაცემების დაზუსტების პროცესში).

  • თქვენ მიერ მოთხოვნილი აკრძალვები

    თქვენ გაქვთ უფლება განაცხადოთ უარი იმის შესახებ, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით არ იქნას გამოყენებული თქვენი პირადი მონაცემები (თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ კომუნიკაციის ის მეთოდი და სიხშირე, რომლითაც გსურთ რომ დაგიკავშირდეთ) ან იმავე მიზნისათვის არ იქნას გაგზავნილი მესამე მხარესთან.

    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა, თქვენ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. (იხილეთ #3 პუნქტი "ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში?").

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები იქნას წაშლილი (გარდა ზოგიერთი შემთხვევისა, როდესაც საჭიროა ტრანზაქციის დამტკიცება ან ეს არ არის დაშვებული კანონით).

    და ბოლოს, თქვენ გაქვთ უფლება შეიტანოთ საჩივარი მონამცემთა კონტროლიორის წინააღმდეგ შესაბამისი მონაცემთა დაცვის უწყების მეშვეობით.

    ტოიოტა მოტორ ევროპასთან დაკავშირებით (როგორც მონაცემთა კონტროლიორი) შესაბამისი მონაცემთა დაცვის უწყება იქნება ბელგიის მონაცემთა დაცვის უწყება; ხოლო ტოიოტა კავკასიის (როგორც მონაცემთა კონტროლიორი) შესაბამისი მონაცემთა დაცვის უწყება იქნება სახელმწიფო ინსპექციის სერვისი.

17. იურიდიული ინფორმაცია

იურიდიული ინფორმაცია არის ამ პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნები და სხვა მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია მონაცემთა დაცვის შესახებ შესაბამის კანონში, ეს ორი არ ცვლის ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი საკითხები შესაბამის კანონსა და ამ პოლიტიკის დოკუმენტს შორის, პრიორიტეტი ენიჭება მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს.

ტოიოტა/ლექსუსმა შესაძლოა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგატყობინებთ ცვლილების შესახებ, მოგთხოვთ, რომ თავიდან გაეცნოთ მათ და დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა. ცვლილებების გაცნობის მიზნით, თქვენ ასევე შეგიძლიათ პერიოდულად გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს შემდეგი ბმულის საშუალებით https://toyota.ge/data-privacy-policy

18. განმარტებები

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები და მათი განსაზღვრებები:

  1. მონაცემთა კონტროლიორი ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს რა მიზნით და რა ფორმით მოხდება თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება.
    მონაცემთა კონტროლიორი(ები) არის ტოიოტა მოტორ ევროპა NV/SA (“TME”), მისამართი: Avenue du Bourget/Bourgetlaan 60 1140 Brussels, Belgium და ან შპს ტოიოტა კავკასია (“TCA”) ალ. ყაზბეგის გამზირი 34. 0177 თბილისი, საქართველო. დამატებითი ინფორმაცია შეიძლება გამოგეგზავნოთ სხვა კონფიდენციალურობის ბარათის საშუალებით, რომელიც თანდართული იქნება კონკრეტული სერვისების მოწოდებისას (მათ შორის საინფორმაციო) და კომუნიკაციის მოწოდებისას: ელექტრონული ბიულეტენის, შემახსენებელი შეტყობინებების, კითხვარის, შემოთავაზებების ან ღონისძიებებზე მოწვევის დროს.

  2. მონაცემთა დამმუშავებელი პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელიც დაამუშავებს თქვენს პირად მონაცემებს მონაცემთა კონტროლიორის დავალებით.

  3. მონაცემთა დაცვის საინფორმაციო ცენტრი საინფორმაციო ცენტრი (შესაბამის იურისდიქციაში ტოიოტა/ლექსუსის მიერ დანიშნული საკონტაქტო პირი), სადაც შეგიძლიათ მონაცემთა კონტროლიორს მიმართოთ შეკითხვით ან მოთხოვნით წინამდებარე დოკუმენტის და/ან თქვენი პირადი მონაცემების (დამუშავება გამოყენების შესახებ), რომლებიც გიპასუხებენ შეკითხვაზე და მიიღებენ შესაბამის ზომებს თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. თუ შეცვლილი ინფორმაცია არ მოგეწოდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო ცენტრს, როგორც ეს აღწერილია #3 პუნქტში ("ვის უნდა დაუკავშირდეთ შეკითხვის ან მოთხოვნის შემთხვევაში").

  4. EEA ევროპის ეკონომიკური ზონა (=ევროკავშირის წევრი ქვეყნები + ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი).

  5. პირადი მონაცემები ნებისმიერი თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ თქვენი იდენტიფიკაცია, მაგალითად: სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), (გეოგრაფიული-) ადგილმდებარეობა და სხვა.

  6. დამუშავება თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება, მათთან ხელმისაწვდომობა და გამოყენება.