1. New Cars

ყოველი საქმე მნიშვნელოვანია

Proace City - ეს არის კომპაქტური ავტომობილი დიდი ამბიციებით. თქვენ დაგხვდებათ უახლესი ტექნოლოგიები, შეუფერხებელი კავშირი და მოწინავე ელექტრული ძრავა. ადაპტირებადი, მანევრული და ახალი დიზაინის მქონე ავტომობილი მზად არის თქვენი ბიზნესი ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.

თქვენი არჩევანი

Proace City ნებისმიერი საქმისთვის

ამ კომპაქტური და მრავალფუნქციური ფურგონის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის ბიზნესისთვის. მას გააჩნია ძარის ორი ტიპი, ორი განსხვავებული სიგრძე და ელექტრული ძრავის რეჟიმი, ასე რომ არანაირ კომპრომისზე წასვლა არ მოგიწევთ.

სივრცე, რომელიც თქვენთვის მუშაობს
გადაიტანეთ ნებისმიერი ტვირთი
სწრაფი, მარტივი დატვირთვა
დამატებითი სივრცე საჭიროებისამებრ
ოთხკარიანი ფურგონი

სივრცე, რომელიც თქვენთვის მუშაობს

თავისი 1 ტონამდე ტვირთამწეობის შესაძლებლობის წყალობით Proace City საქმეს ყოველთვის უმკლავდება. ამ უნივერსალურ ფურგონს 1,35 ტონამდე წონის საბუქსირე შესაძლებლობა გააჩნია. ის მზადაა გადაზიდოს ნებისმიერი რამ, რაც დაგჭირდებათ.

გადაიტანეთ ნებისმიერი ტვირთი

თავის კლასში საუკეთესო ტვირთამწეობის დამსახურებით, Proace City გთავაზობთ საკმაო სივრცეს თქვენი ხელსაწყოებისთვის, ტვირთისა და ძირითადი მასალებისთვის. თავისი დიდი სივრცის წყალობით ამ უნივერსალურ ფურგონს შეუძლია ორი ევრო პალეტის გადატანა.

სწრაფი, მარტივი დატვირთვა

ამ კუთხით გაქვთ არჩევანის შესაძლებლობა - უკან გამოსაღები წყვილი კარი ან საბარგულის კარი ზემოთ გაღების ფუნქციით. გვერდითი კარის დაყენება შესაძლებელია ერთ ან ორივე მხარეს, რაც უფრო ეფექტურად მუშაობაში დაგეხმარებათ.

დამატებითი სივრცე საჭიროებისამებრ

ორიგინალური ტიხარი უზრუნველყოფს დამატებით სიგრძეს ტვირთისთვის და დამატებითი ტვირთამწეობის შესაძლებლობას. ის ეფექტურად ზრდის თქვენი ფურგონის სიგრძეს და ამგვარად, შესაძლებლობა გეძლევათ გრძელი და მოუხერხებელი ტვირთი ადვილად გადაიტანოთ.

ოთხკარიანი ფურგონი

ოთხკარიანი ფურგონის უნივერსალურ სალონში ტვირთთან ერთად შესაძლებელია ხუთი მგზავრის განთავსება. Proace City-ს გრძელი თვლების ბაზის წყალობით იქმნება ინტერიერის დიდი სივრცე, ხოლო თუ მეტი ფართი გესაჭიროებათ, შეგიძლიათ უკანა სავარძელი დაკეცოთ, ტიხარი წინ გადაწიოთ და უკვე ორმაგი მოცულობის ტვირთი გადაიტანოთ.

გაუმკლავდით ნებისმიერ საქმეს

Proace City გზებზე პრაქტიკული, ადვილად სამართავი და მანევრულია, ასევე საკმაოდ კომპაქტური და შთამბეჭდავი ტვირთამწეობის უნარითაც გამოირჩევა. Proace City ნებისმიერი საქმის შესრულებისას საიმედო პარტნიორად მოგევლინებათ.

  • ძრავები

    არჩევანის ძალა

    ყველა ბიზნესი უნიკალურია, ამიტომაც Proace City ხელმისაწვდომია მოწინავე ძალური აგრეგატებით, მათ შორის მოწინავე ბენზინის და დიზელის ძრავებით. დაბალი დონის ემისიების მქონე შიდა წვის ძრავები ავტომობილის კარგ მართვადობას და საწვავის ეკონომიურობას განსაზღვრავს.

მობილური ოფისი

თქვენი მოძრავი სამუშაო სივრცე

Proace City-ს ჭკვიანი სალონი, რომელიც საგანგებოდ გზებზე საცხოვრებლად არის შექმნილი, არაერთ სასარგებლო ფუნქციას აერთიანებს. უხმო სალონი კონდიციონერით, ციფრული ეკრანი და სურვილისამებრ ორი ან სამი სავარძელი თქვენს  კომფორტს უზრუნველყოფს.

უსაფრთხოება

ყველაზე უსაფრთხო

Proace City თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები წარმოადგენს აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თქვენს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. ქალაქის გზებსა თუ ავტომაგისტრალზე Proace City საიმედოდ დაგიცავთ.

მძღოლის ჭკვიანი დახმარების სისტემები

Proace City თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. Toyota-ს უსაფრთხოების სისტემები წარმოადგენს აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიების ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თქვენს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში. ქალაქის გზებსა თუ ავტომაგისტრალზე Proace City საიმედოდ დაგიცავთ.
  • ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა, საჭის მართვის დამხმარე სისტემით

    Toyota Safety Sense-ის ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა იყენებს კამერას, რის საშუალებითაც აფიქსირებს საგზაო ზოლებს და ზოლიდან გადასვლის შემთხვევაში, თუ ეს მოხდა მოხვევის მაჩვენებელი ინდიკატორის ჩართვის გარეშე, აფრთხილებს მძღოლს ვიზუალური და აუდიო სიგნალით. პარალელურად, ამოქმედდება საჭის მართვის დამხმარე სისტემა, რომელიც აკორექტირებს საჭეს და ავტომობილს აბრუნებს თავის ზოლში.

  • შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)

    ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან და ველოსიპედებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება.

  • ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი (ACC)

    ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები ასევე, სამუხრუჭო მაშუქები.

  • ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)

    ავტომატური შორი განათების სისტემა აკონტროლებს გზას, რათა დააფიქსიროს საპირისპიროდ მომავალი ავტომობილის მაშუქები. თუ მაშუქებს აღმოაჩენს, შორი განათება ავტომატურად ირთვება ახლო განათების რეჟიმზე. ავტომობილის ჩავლის შემდეგ, სისტემა ისევ შორ განათებაზე გადაერთვება. შედეგად, ღამით მოძრაობა ყველასთვის უსაფრთხო ხდება.

  • ბრმა ზონის მონიტორი (BSM)

    ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეებში არ ჩანდეს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასწრებისას.

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია და ძრავა

აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია:

3 არჩევანი

  • PROACE CITY - Entry - SWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    PROACE CITY Entry

    SWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    65 900 ლარი

    6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2

    საწყისი ფასი

    70 000 ლარი

    5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
  • PROACE CITY - COMFORT - SWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    PROACE CITY COMFORT

    SWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    72 100 ლარი

    5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2
  • PROACE CITY - Comfort + - LWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    PROACE CITY Comfort +

    LWB პანელიანი მიკროავტობუსი 4 კარიანი

    აირჩიეთ ძრავა:


    საწყისი ფასი

    75 900 ლარი

    5 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი | 4X2

აქსესუარები

მორგებული თქვენს ბიზნესზე

მიუხედავად თქვენი ბიზნესის ტიპისა, Toyota მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს. მოირგეთ ინდივიდუალურად თქვენი ფურგონის თითოეული ელემენტი, მათ შორის ტვირთამწეობის და პრაქტიკულობის კუთხითაც. Toyota-ს ორიგინალი აქსესუარები შექმნილია იმავე მაღალი სტანდარტების მიხედვით, რითაც თქვენი ავტომობილები. Toyota-ს ორიგინალი აქსესუარების წყალობით თქვენი სამუშაო დღე უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.