მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)

ვიდეოინსტრუქცია

ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს თქვენი Toyota-ს ავტომობილის მულტიმედიური სისტემა და დაკავშირებული სერვისები, გახლავთ ეტაპობრივი ვიდეოები, რომლებიც არ შეიცავს ზედმეტ ტერმინებს. გაეცანით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას სწრაფად.

MyToyota-ს აპლიკაცია - ინტეგრაცია

  • როგორ გამოვიყენოთ MyToyota-ს აპლიკაცია და ფუნქციები
  •         MyToyota-ს აპლიკაცია - ინტეგრაცია        
  •         MyToyota აპლიკაცია - დააკავშირეთ თქვენი პროფილი        

მულტიმედია

  • როგორ დააკავშიროთ თქვენი გასაღები მულტიმედიურ მოწყობილობას

დისტანციური სერვისები

  • Toyota - დისტანციური ჩაკეტვა
  • Toyota - ჩემი ავტომობილის პოვნა
  • Toyota - ჰიბრიდის მწვრთნელი
  • Toyota - დისტანციური დამუხტვა 
  • Toyota - დისტანციური კლიმატი ნაწილი 1
  • Toyota - დისტანციური კლიმატი ნაწილი 2

ინსტრუქცია

ექსპერტების მიერ შექმნილი, გამარტივებული, თანმიმდევრული სახელმძღვანელოები ყველაფერს აიოლებს. ახალი მოწყობილობის დაწყვილებისა თუ თქვენი MyToyota-ს აპლიკაციის დაკავშირებისას, დახმარებაც არ დააყოვნებს.

ინსტრუქცია

  1. ყველა

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვების გვერდი, რომელიც საუკეთესო სივრცეა თქვენი ავტომობილის დაკავშირებული სერვისების უკეთ გასაცნობად, სავსეა სასარგებლო ინფორმაციით. იქნება ეს რაიმე ფუნქციის დაყენება თუ განახლება, პასუხს ყველაფერზე იპოვით აქ.

ხშირად დასმული კითხვები

  1. ყველა

დაკავშირებული სერვისები წარმოადგენს ჭკვიანი ფუნქციების ნაკრებს, რომელიც აერთიანებს თქვენს ავტომობილს თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან, რაც მართვას უფრო მოსახერხებელს, უსაფრთხოს და სასიამოვნოს ხდის - იქნება ეს საჭესთან თუ მის მიღმა. ეს სერვისები ორი ძირითადი კომპონენტით არის უზრუნველყოფილი:

 

მობილური აპლიკაცია (MyToyota / Lexus Link+)

მობილური აპლიკაცია თქვენი დისტანციური მართვისა და ციფრული პანელის ფუნქციას ასრულებს:

  • დისტანციური წვდომა: ძრავის დაქოქვა/გამორთვა, კარების ჩაკეტვა/გაღება, კლიმატ-კონტროლის სისტემის, კარების და საავარიო მაშუქების დისტანციური მართვა.
  • ავტომობილის ლოკატორი: იპოვეთ მარტივად თქვენი გაჩერებული ავტომობილი.
  • ტექნიკური მომსახურება და მდგომარეობა: მიიღეთ შეტყობინებები მოახლოებული ტექნიკური მომსახურების ჩატარებაზე და იხილეთ ანგარიშები ავტომობილის მდგომარეობის შესახებ.
  • მართვის მონაცემები: მიიღეთ წვდომა საწვავის დონის, გარბენისა და მგზავრობის ისტორიის მონაცემებზე.
  • შეტყობინებები: მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ავტომობილის განახლებების შესახებ რეალურ დროში.

 

 მულტიმედიური სისტემა

ავტომობილის მულტიმედიური სისტემა უზრუნველყოფს თქვენი სმარტფონის კავშირს და აუმჯობესებს მართვით მიღებულ გამოცდილებას:

  • სმარტფონის ინტეგრაცია: ისარგებლეთ ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა Spotify, WhatsApp, Audible, Google Maps და Waze პირდაპირ თქვენი ავტომობილის ეკრანიდან.
  • ხმოვანი მართვა: მართეთ აპლიკაციები და ნავიგაცია Siri-ს ან Google Assistant-ის მეშვეობით.
  • შენიშვნა: ფუნქციები განსხვავდება მოდელისა და რეგიონის მიხედვით.

MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით დაკავშირებულ სერვისებზე წვდომა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც გავლენას ახდენს სერვისებისა და მონაცემების ასახვის წესსა და დროზე:

 

როდის მუშაობს დაკავშირებული სერვისები საუკეთესოდ:

  • მონაცემთა ხელმისაწვდომობა: ავტომობილის მონაცემები აპლიკაციაში იგზავნება ძრავის გამორთვის შემდეგ. თქვენი ბოლო მგზავრობის დეტალების ხილვა შეგეძლებათ ძრავის გამორთვისთანავე.
  • საჭიროა მობილური ინტერნეტი: მონაცემების გადასაცემად საჭიროა სტაბილური მობილური ქსელი. თუ ავტომობილს მიწისქვეშ ან სუსტი დაფარვის მქონე ადგილებში აჩერებთ, მონაცემების სინქრონიზება შეიძლება არ მოხდეს მყისიერად.

 

გავრცელებული მიზეზები, რის გამოც სერვისები არ მუშაობს სათანადოდ ან მონაცემები არ არის წარმოდგენილი 

  • დაკავშირებული სერვისები არ არის გააქტიურებული

დარწმუნდით, რომ სტანდარტული სერვისები ჩართულია დაკავშირებული სერვისების ცენტრში

  • მულტიმედიური სისტემის პროფილი არ არის დაკავშირებული.
  • ჩართულია კონფიდენციალურობის რეჟიმი - თუ მდებარეობის გაზიარება გამორთულია, მგზავრობის მონაცემები არ შეინახება. შეამოწმეთ და ჩართეთ მდებარეობის გაზიარება MyGarage-ის კონფიდენციალურობის რეჟიმის განყოფილებიდან. დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად, აპლიკაციის კონფიდენციალურობის რეჟიმის განყოფილებაში იხილეთ ხშირად დასმული კითხვები.

კონფიდენციალურობის რეჟიმი არის მდგომარეობა, როდესაც ავტომობილის მდებარეობა არ არის გაზიარებული (ანუ მდებარეობის მონაცემები უცნობია Toyota-სთვის ან ნებისმიერი მესამე მხარისთვის). ჩართვის შემთხვევაში, კონფიდენციალურობის რეჟიმი გავლენას მოახდენს მდებარეობის მონაცემებზე დაფუძნებულ ყველა სერვისზე, როგორიცაა: სრული ჰიბრიდული დაზღვევა, გამოყენებაზე დაფუძნებული დაზღვევა, ჩემი ავტომობილის პოვნა და მართვის ანალიტიკა (ან ჰიბრიდის, ელექტრომობილების მწვრთნელი). როდესაც კონფიდენციალურობის რეჟიმი ჩართულია, ეს სერვისები შეიძლება შეიზღუდოს ან მათ ხარისხსა და სიზუსტეზე იქონიოს გავლენა.

ჭკვიანი სერვისები Toyota Smart Connect მულტიმედიის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო სრულად გამოიყენონ ავტომობილის ფუნქციები ღრუბლოვანი ნავიგაციისა და ხმოვანი აგენტის მეშვეობით. MyToyota-ს აპლიკაციაში გამოწერის შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ სერვისებზე წვდომა:  

 

ღრუბლოვანი ნავიგაცია: ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით განახლებული ავტომობილის მულტიმედიური რუკა გთავაზობთ განახლებულ ინფორმაციას საგზაო მოძრაობისა და საინტერესო ადგილების (POI) შესახებ. 

 

ხმოვანი აგენტი: დაიწყეთ "Hey Toyota"-ს წარმოთქმით და დააყენეთ დანიშნულების ადგილი, აირჩიეთ მედია წყარო, რომლის მოსმენაც გსურთ და თქვენი ავტომობილის კომპლექტაციის მიხედვით, შეცვალეთ სალონის ტემპერატურა გზისგან თვალის მოცილების გარეშე.

სასურველი დილერის დანიშვნა დაგიზოგავთ დროს, რადგან გამაფრთხილებელი მაშუქების მიხედვით, ავტომატურად დაგაკავშირებთ თქვენს სანდო დილერთან სერვისის დაჯავშნისთვის, ყოველ ჯერზე მისი საკონტაქტო ინფორმაციის ძიების გარეშე.

MyToyota-ს აპლიკაციის ვერსიის ნომრის სანახავდ გახსენით აპლიკაცია და გადადით "ანგარიშის" განყოფილებაში. ვერსიის ნომერი იმ გვერდის ბოლოში გამოჩნდება.

შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ რა დაკავშირებული სერვისები გააჩნია თქვენს ავტომობილს Toyota Connectivity Match-ზე თქვენი VIN ნომრის შეყვანით: https://www.toyota.ge/customer/toyotaconnectivitymatch

მარცხნიდან მარჯვნივ განლაგებული 5 ხატულა შემდეგი განყოფილებებისთვის:  ავტომობილი -  რუკა -  შეტყობინებები -  ანგარიში -  მხარდაჭერა

MyToyota-ს აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დისტანციურად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი, მისი მდგომარეობა, დაგეგმოთ მგზავრობა, მართოთ დამუხტვის სესია და მუდმივად მიიღოთ ძირითადი განახლებები - ეს ყველაფერი თქვენი სმარტფონიდან.

აქ მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ MyToyota-ს აპლიკაციით:

ავტომობილის დისტანციური კონტროლი

  • ძრავის დაქოქვა/გამორთვა: დისტანციურად დაქოქეთ ან გამორთეთ თქვენი ავტომობილი.
  • კარების ჩაკეტვა/გაღება: დაიცავით თქვენი ავტომობილი ან შეინარჩუნეთ წვდომა მასზე ნებისმიერი ადგილიდან.
  • კლიმატ-კონტროლი: ავტომობილში ჩაჯდომამდე წინასწარ განსაზღვრეთ სალონის ტემპერატურა.
  • საავარიო მაშუქების ჩართვა: ჩართეთ საავარიო მაშუქები, რათა ხალხმრავალ ადგილებში თქვენი ავტომობილი მარტივად იპოვოთ.

ლოკაცია და ნავიგაცია

  • ჩემი ავტომობილის პოვნა: დაადგინეთ მარტივად თქვენი გაჩერებული ავტომობილის ადგილმდებარეობა.
  • მგზავრობის დაგეგმვა: დაგეგმეთ მარშრუტები და გადააგზავნეთ  პირდაპირ თქვენი ავტომობილის სანავიგაციო სისტემაში.
  • საინტერესო ადგილები: მოძებნეთ და შეინახეთ დანიშნულების ადგილები მომავალი მოგზაურობისთვის.

 ავტომობილის მდგომარეობა და ტექნიკური მომსახურება

  • სერვისის შეხსენებები: მიიღეთ შეტყობინებები იმის შესახებ, თუ როდის უწევს თქვენს ავტომობილს ტექნიკური მომსახურება.
  • ავტომობილის სტატუსი: შეამოწმეთ საწვავის დონე, გარბენი, ბატარეის დამუხტვისა და საბურავების წნევის დონე.
  • მართვის ანალიტიკა: გადახედეთ მგზავრობის ისტორიას და ინფორმაციას მართვის სტილის შესახებ.

ელექტრომობილი და დამუხტვის ფუნქციები (ელექტრიფიცირებულ მოდელებზე)

  • სახლის დამუხტვის მართვა: სახლის დამუხტვის სესიების მონიტორინგი და დაგეგმვა.
  • ჭკვიანი დამუხტვა: დამუხტვის დროის ოპტიმიზაცია ენერგო ტარიფების ან ავტომობილის მართვის საჭიროებების მიხედვით.
  • საზოგადოებრივი დამუხტვის პუნქტების ხელმისაწვდომობა: ახლომდებარე დასამუხტი სადგურების პოვნა და მათი ხელმისაწვდომობის შემოწმება.
  • ბატარეის მონიტორინგი: მიმდინარე დამუხტვის დონის და სავარაუდო გასავლელი მანძილის შემოწმება.

ციფრული გასაღები (არჩეულ მოდელებზე)

  • გამოიყენეთ თქვენი სმარტფონი ავტომობილის გასაღებად, დასაქოქად და სამართავად, ფიზიკური გასაღების გარეშე.

 

შეტყობინებები და პერსონალიზაცია

  • შეტყობინებები რეალურ დროში: მიიღეთ განახლებები ავტომობილის სტატუსის, მომსახურების საჭიროებების და დამუხტვის დონის შესახებ.
  • მომხმარებლის პანელი: მოახდინეთ მთავარი ეკრანის პერსონალიზება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით.

 

MyToyot-ს აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის ფლობა უფრო მარტივი, უფრო მოსახერხებელი და უფრო დაკავშირებული გახადოს - იქნება ეს ჰიბრიდული, plug-in ჰიბრიდული თუ სრულად ელექტრული Toyota-ს ავტომობილი. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღოთ.

MyToyota-ს აპლიკაცია და მომხმარებლის პორტალი (პერსონალური გვერდი) დაგაკავშირებთ თქვენს ავტომობილთან, თუმცა ისინი ოდნავ განსხვავებულ მიზნებს ემსახურებიან:
 

  • MyToyota-ს აპლიკაცია: შექმნილია გზაში სარგებლობისთვის. ის საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ და თვალყური ადევნოთ თქვენს ავტომობილს - დაქოქოთ, ჩაკეტოთ კარები, შეამოწმოთ ავტომობილის სტატუსი, დაგეგმოთ მგზავრობა, მართოთ დამუხტვის სესია და მიიღოთ შეტყობინებები - ეს ყველაფერი თქვენი სმარტფონიდან.
  • მომხმარებლის პორტალი / პერსონალური გვერდი: ხელმისაწვდომია ვებ-ბრაუზერის მეშვეობით, ფოკუსირებულია ბრენდის საერთო გამოცდილებაზე და გთავაზობთ უფრო ისეთ ხელსაწყოებს, როგორიცაა: მფლობელის სახელმძღვანელოების ჩამოტვირთვა, სერვისის დეტალური ისტორიის ნახვა, მულტიმედიური ფუნქციების ჩართვა (მაგ., რუკის განახლებები, Wi-Fi პაკეტები) და ანგარიშების გენერირება. ის ასევე გთავაზობთ შესაძლო გამოწერების მიმოხილვას, მათ შორის სტატუსისა და ხელმისაწვდომობის შესახებ შესაბამისი მომხმარებლებისთვის. ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა: ონლაინ სერვისის დაჯავშნა და ტექნიკური მომსახურებისთვის თვალყურის დევნება, ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმაზე და  შეუფერხებელი სარგებლობისთვის ერთსა და იმავე ავტორიზაციის მონაცემებს იყენებს.

გადადით iOS App Store ან Google Play Store-ში და მოძებნეთ MyToyota-ს აპლიკაცია. შემდეგ უბრალოდ ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, სრულიად უფასოდ.

დაკავშირებული სერვისები მოიცავს ჩვენი ციფრული ფუნქციების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია გზაში თქვენი უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად. მიიღეთ ინფორმაცია თქვენი ავტომობილის მდებარეობის, ბატარეის დონის, მართვის სტილის და ისტორიის, გამაფრთხილებელი მაშუქების და სხვა არაერთი მონაცემის შესახებ. გაუზიარეთ თქვენი ავტომობილის ლოკაცია მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს ქსელში. დისტანციური სერვისები საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად მიიღოთ წვდომა თქვენს ავტომობილზე, რათა დაარეგულიროთ სხვადასხვა პარამეტრი და მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. მიიღეთ წვდომა ყველა აუცილებელ ინფორმაციაზე, რაც საჭიროა თქვენი მართვის გამოცდილების ოპტიმიზაციისთვის.

თქვენ თავად წყვეტთ, თუ რა მონაცემებს გაუზიარებთ Toyota-ს. აღნიშნულის კონტროლი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მონაცემთა კონფიდენციალურობის პორტალზე, თანხმობის გაუქმება ასევე ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, სურვილისამებრ. 

თქვენი ავტომობილის დაკავშირებული სერვისების შემოწმება შეგიძლიათ Toyota Connectivity Match-ზე თქვენი VIN ნომრის შეყვანით: https://dxp-global-en-prod.toyota.eu/customer/toyotaconnectivitymatch

დიახ, ყველა შეკვეთილი ავტომობილი შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამის განყოფილებაში "ჩემი ავტოფარეხი", მხარდაჭერილ ბაზრებზე.

 

 

დაკავშირებული სერვისების გამოსაყენებლად დაარეგისტრირეთ ანგარიში, დაამატეთ თქვენი ავტომობილი აპლიკაციაში, აირჩიეთ სერვისები, რომელთა გააქტიურებაც გსურთ და დაეთანხმეთ გამოყენების პირობებს.

თქვენი ავტომობილის მოდელის მიხედვით, შეგიძლიათ გამორთოთ მდებარეობის გაზიარება (ანუ ჩართოთ კონფიდენციალურობის რეჟიმი) თქვენს აპლიკაციაში ან ავტომობილის მულტიმედიის სისტემის პარამეტრებიდან -> ინფორმაცია და უსაფრთხოება. 
კონფიდენციალურობის რეჟიმის მიმდინარე სტატუსის გადამოწმება შეგიძლიათ აპლიკაციაში თქვენი ანგარიშის მეშვეობით.

დიახ, დაკავშირებული სერვისები შეიძლება დაუკავშირდეს MyToyota-ს რამდენიმე ანგარიშს, რაც ოჯახის წევრებს ავტომობილის ინფორმაციასა და მულტიმედიურ ფუნქციებზე აძლევს წვდომას. თუმცა, აპლიკაციის საშუალებით აქტიური კონტროლის უფლება ერთდროულად მხოლოდ ერთ ანგარიშს ეძლევა - ეს ნიშნავს, რომ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დისტანციური წვდომა, მგზავრობის მონაცემები და შეტყობინებები, იმუშავებს მხოლოდ იმ ანგარიშის მეშვეობით, რომელიც გააქტიურებულია იმ დროისთვის.

წვდომის გასაზიარებლად:

  • ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია შექმნას MyToyota-ს საკუთარი ანგარიში.
  • ძირითადმა მომხმარებელმა თავის ანგარიშზე უნდა გაააქტიუროს დაკავშირებული სერვისები.

 

თუ გსურთ აქტიური ანგარიშის სხვა ანგარიშზე გადართვა, ეს შესაძლებელია აპლიკაციაში დაკავშირებული სერვისების ცენტრის განყოფილების მეშვეობით.

თქვენი Toyota-ს გაყიდვამდე საჭირო ნაბიჯები

  • დაკავშირებული სერვისების გამოწერის გაუქმება

 

გახსენით MyToyota-ს აპლიკაცია და გააუქმეთ ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტიური დაკავშირებული სერვისი.

  • წაშალეთ ავტომობილი თქვენი MyToyota-ს ანგარიშიდან
  • წაშალეთ თქვენი მომხმარებლის პროფილი მულტიმედიური სისტემიდან
  • ავტომობილის შიდა მულტიმედიურ მოწყობილობაზე წაშალეთ თქვენი პირადი პროფილი შენახული პარამეტრებისა და მგზავრობის მონაცემების გასასუფთავებლად.

 

შეინახეთ თქვენი MyToyota-ს ანგარიში

  • არ წაშალოთ თქვენი ანგარიში - შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ, თუ მომავალში Toyota-ს სხვა ავტომობილს შეიძენთ.
  • აცნობეთ ახალ მფლობელს

აცნობეთ მყიდველს, რომ ავტომობილი აღჭურვილია დაკავშირებული სერვისებით და რომ ფუნქციებით სარგებლობისთვის შეუძლია გაააქტიუროს საკუთარი ანგარიში.

ანგარიშის დეტალები MyToyota-ს აპლიკაციისა და მომხმარებლის პორტალისთვის ერთნაირია. პაროლის შეცვლა შესაძლებელია ორივე პლატფორმაზე.

პაროლის შესაცვლელად გადადით ავტორიზაციის გვერდზე და აირჩიეთ ფუნქცია "გადაყენება".

დიახ, თუმცა შეზღუდვებით. ერთი ავტომობილის დამატება შესაძლებელია MyToyota-ს რამდენიმე ანგარიშზე. თუმცა, ერთდროულად მხოლოდ ერთ ანგარიშს შეუძლია აქტიური წვდომა ისეთ დაკავშირებულ სერვისებსა და ავტომობილის პირად მონაცემებზე, როგორიცაა მგზავრობის ისტორია, დისტანციური მართვა და შეტყობინებები.

თუ გსურთ აქტიური ანგარიშის გადართვა, ამის გაკეთება შეგიძლიათ დაკავშირებული სერვისების ცენტრის მეშვეობით - ეს უზრუნველყოფს, რომ ავტომობილის დაკავშირებულ ფუნქციებზე მხოლოდ შერჩეულ ანგარიშს ექნება სრული წვდომა.

დიახ, შეგიძლიათ Toyota-ს ერთი და იგივე ანგარიში რამდენიმე ავტომობილისთვის გამოიყენოთ.

Toyota საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ათამდე ავტომობილი ერთ ანგარიშზე. ეს ნიშნავს, რომ  შეგიძლიათ აკონტროლოთ ერთზე მეტი Toyota-ს ავტომობილი. მაგალითად, ავტომობილის სტატუსის შემოწმება, დისტანციური კავშირის ფუნქციების გამოყენება და სერვისის ისტორიაზე წვდომა - ყველაფერი იმავე ავტორიზაციით.

აქ არის რამდენიმე მომენტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ:

  • თითოეული ავტომობილი უნდა დაემატოს ინდივიდუალურად, QR კოდის სკანირებით ან თუ ამ ფუნქციით არ არის მხარდაჭერილი, VIN-კოდის (ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი) შეყვანით.

თქვენ ხედავთ შეტყობინებას "ამ ვერიფიკაციის შესასრულებლად, მიმართეთ თქვენს დილერს", რადგან აპლიკაცია ფიზიკური წვდომის დადასტურების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას წააწყდა. 

აი, რა მოხდა:

  • თქვენი ავტომობილის დადასტურების მცდელობისას, სავარაუდოდ, სამჯერ შეიყვანეთ გარბენის არასწორი მონაცემი.
  • შედეგად, თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით Toyota-ს სისტემამ დროებით დაბლოკა დისტანციური გააქტიურება.
  • გასაგრძელებლად, პირადად უნდა ეწვიოთ თქვენს Toyota-ს დილერს.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

  •  დილერი დაადასტურებს თქვენს ვინაობას იმისთვის, რომ არაავტორიზებულმა პირმა ვერ შეძლოს თქვენს ავტომობილზე ან პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება.
  • ეს არის Toyota-ს ვალდებულებების ნაწილი მონაცემთა კონფიდენციალურობის და მომხმარებელთა დაცვის კუთხით.

ვერიფიკაციის შემდეგ, დილერს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ანგარიშის განბლოკვაში და იმ დაკავშირებული სერვისების გააქტიურებაში, რომელთა გამოყენებასაც ცდილობთ.

დაკავშირებული სერვისების ფუნქციონირება შეწყდება, თუ ავტომობილი თქვენი ანგარიშიდან წაიშლება.

MyToyota-ს ანგარიშით, თქვენ შეგიძლიათ მართოთ  მულტიმედიური სისტემა და მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია თქვენი ავტომობილის შესახებ MyToyota-ს აპლიკაციისა და პორტალის/პირადი ვებ-გვერდის მეშვეობით.

დაკავშირებული სერვისები შედგება MyToyota-ს აპლიკაციისა და მულტიმედიისგან. თითოეულ პაკეტს გააჩნია საკუთარი ფუნქციების ნაკრები და ცალკე უნდა გააქტიურდეს.
იმის სწრაფად სანახავად დაკავშირებული სერვისები აქტიურია თუ არა, უნდა შეამოწმოთ თქვენი ბოლო მგზავრობის დეტალები აპლიკაციის მთავარ გვერდზე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გააქტიურებულია თუ არა თქვენი დაკავშირებული სერვისები, ჯერ აირჩიეთ შესაბამისი ავტომობილი "ჩემი ავტოფარეხიდან", შემდეგ დააწკაპუნეთ "დაკავშირებული სერვისების ცენტრს". შემდეგ იხილავთ ავტომობილისთვის ხელმისაწვდომ ყველა სერვისს და გააქტიურების სტატუსს. მიჰყევით ინსტრუქციას თქვენი ავტომობილისთვის ხელმისაწვდომი დაკავშირებული სერვისების გასააქტიურებლად.

Toyota Online-ის გასააქტიურებლად, დააკავშირეთ თქვენი სმარტფონი თქვენს ავტომობილს Bluetooth-ის ან Wi-Fi-ის ჩასართავად, შემდეგ დააწკაპუნეთ Setup ჩანართს. იქიდან გადადით Online ჩანართზე, შემდეგ Toyota Online ჩანართზე და აირჩიეთ არსებული ანგარიში. შეიყვანეთ თქვენი MyToyota-ს ავტორიზაციის მონაცემები.

მონაცემების შეყვანით დაიწყება თქვენი 3 წლიანი უფასო სერვისის მოქმედება. თქვენი მულტიმედიური გამოწერის ვადის გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ მომხმარებლის პორტალის საშუალებით.

თუ არ გაქვთ არსებული ანგარიში, შეგიძლიათ პირდაპირ შექმნათ ის თქვენს ავტომობილში, ახალი ანგარიშის პარამეტრის არჩევით.

იმ ავტომობილებზე, რომლებიც აღჭურვილია Toyota Smart Connect-ით, შეგიძლიათ მარტივად დაასკანეროთ მთავარ ბლოკზე გენერირებული QR კოდი MyToyota-ს აპლიკაციით ან აპლიკაციაში შეიყვანოთ ხელით. შემდეგ გაააქტიურეთ ჭკვიანი სერვისები MyToyota-ს აპლიკაციის დაკავშირებული სერვისების ცენტრში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელოები.

ანგარიში გაზიარებულია MyToyota-ს აპლიკაციასა და მომხმარებლის პორტალს შორის. ორივე პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა შესაძლებელია ავტორიზაციის გვერდიდან. ანგარიშის შექმნის შემდეგ თქვენ მიიღებთ აქტივაციის ელფოსტას, რომელიც უნდა დაადასტუროთ თქვენს ანგარიშზე წვდომამდე და თქვენი ავტომობილ(ებ)ის დამატებამდე.

თქვენი MyToyota-ს აპლიკაციისა და მომხმარებლის პორტალის ანგარიშის გამოყენება შესაძლებელია ავტომობილის მულტიმედიურ მოწყობილობაზე. თუ ის არ გაქვთ, გირჩევთ ჩამოტვირთოთ MyToyota-ს აპლიკაცია და შექმნათ იქიდან.

ასევე, შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში ონლაინ მომხმარებლის პორტალის ან თავად მულტიმედიური მოწყობილობის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, თქვენ მაინც უნდა დაეთანხმოთ გამოყენების პირობებს 14 დღის განმავლობაში მომხმარებლის პორტალზე (ეს ვარიანტი მხოლოდ MM21 თაობამდე არსებული მულტიმედიური სისტემებისთვისაა ხელმისაწვდომი)

პროფილის პარამეტრების შესაცვლელად, ნავიგაციის ჩანართში დააჭირეთ ანგარიშის სექციის ხატულაზე, რომელიც განთავსებულია ქვედა მარჯვენა კუთხეში.

 

არა, მართვის ვიდეორეგისტრატორი იგივე მდგომარეობაში დარჩება, როგორც ბოლო მგზავრობის დროს იყო. ამიტომ, თუ ის ამ მგზავრობის დროს გაააქტიურეთ, დარჩება გააქტიურებული (მიუხედავად იმისა, თუ რომელი პროფილი გამოიყენება).

არა, ვიდეორეგისტრატორი მხოლოდ მაშინ იწერს ავტომობილის გარემოს, როდესაც ძრავა მუშაობს და ავტომობილს მართავთ. თუ ავტომობილი გაჩერებულია გამორთული ძრავით, ჩაწერა არ ხდება. თუ გაჩერებულია მომუშავე ძრავით და ვიდეორეგისტრატორიც ჩართულია, მაშინ ჩაწერა განხორციელდება.

 

ვიდეორგოლის გადმოსაწერად, შეაერთეთ USB ავტომობილის USB პორტში და აირჩიეთ შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთი:

 

ყველაფერი ერთში:

თქვენი ბიბლიოთეკიდან აირჩიეთ ვიდეორგოლი და შემდეგ “ექსპორტი”. შემცირებული გამოსახულება აჩვენებს, თუ რომელი რაკურსი იქნება გადმოტანილი. გადადით "უწყვეტი ჩაწერის ბიბლიოთეკაში", თუ გსურთ ერთი და იგივე ჩანაწერის, წინა და უკანა კამერების ვიდეოს გადმოტანა.

 

ცალ-ცალკე: 

გააგზავნეთ ვიდეორგოლი გაშვების ეკრანზე სამი წერტილის გამოყენებით.

 

ავტომატური: როდესაც USB ყოველთვის შეერთებულია. გადადით პარამეტრებში და ჩართეთ ავტომატური ექსპორტი, რათა თქვენს გარე მეხსიერებაში გადატანა მუდმივად მიმდინარეობდეს.

მართვის ვიდეორეგისტრატორი არის გამოწერაზე დაფუძნებული ფუნქცია. მის ჩასართავად, დაასკანირეთ QR კოდი ვიდეორეგისტრატორის მენიუს მულტიმედიის პარამეტრებში, შემდეგ Connect & Secure პაკეტის გამოსაწერად მიჰყევით ნაბიჯებს.

გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ადგილობრივ დილერს ან შეამოწმოთ MyToyota-ს აპლიკაციის მხარდაჭერის განყოფილება.

MyToyota-ს აპლიკაციაში გამოწერის პროცესის დასრულების შემდეგ, შეძენილი ფუნქციის გამოსაყენებლად, საჭიროა ძრავის გადატვირთვა. დარწმუნდით, რომ გაქვთ ქსელური კავშირი, რათა ავტომობილმა შეძლოს ჩვენს სერვერებთან დაკავშირება და ფუნქციის გააქტიურება.

 

არა, ვიდეორეგისტრატორი ხელმისაწვდომია მხოლოდ აქტიური გამოწერით. თუ თქვენი გამოწერის ვადა დასრულდება, ჩანაწერებზე წვდომას დაჰკარგავთ; თუმცა, ავტომატურად არ წაიშლება, რადგან Toyota-ს არ აქვს წვდომა თქვენს ჩანაწერებზე. თუ აპირებთ ავტომობილის გაყიდვას, სასურველია წინასწარ წაშალოთ თქვენი მონაცემები, რათა თავიდან აიცილოთ ამ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების ალბათობა.

მართვის ანალიტიკა, ჰიბრიდის ან ელექტრომობილების მწვრთნელი არის სერვისი, რომელიც თქვენი მართვის სტილის უკეთ აღქმასა და დახვეწაში გეხმარებათ. თქვენი დაკავშირებული ავტომობილიდან მიღებული სენსორული მონაცემების, მათ შორის აჩქარების, დამუხრუჭების და მუდმივი სიჩქარის მონაცემების საფუძველზე, ის ანგარიშობს მგზავრობის ქულას 0-დან 100-მდე დიაპაზონში, რაც ასახავს, ​​თუ რამდენად შეუფერხებლად და ეფექტურად მართავთ ავტომობილს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ სერვისებში გამოყენებული მონაცემები მიახლოებითია და არა ზუსტი ციფრები.
თქვენი მგზავრობების შეფასების გარდა, სერვისი გთავაზობთ მგზავრობის შემაჯამებელ მონაცემებს, რათა თქვენი მართვის ჩვევების ყოვლისმომცველი სურათი შეგექმნათ.

მართვის ანალიტიკა, ჰიბრიდის ან ელექტრომობილის მწვრთნელი ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური მგზავრობებისთვის, ასევე ყოველთვიური შემაჯამებელი მიმოხილვის სახით. ყოველთვიურ მიმოხილვაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ გრაფიკი, რომელიც აჩვენებს თქვენს ყოველდღიურ მართვის ანალიტიკას მთელი თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ სერვისში გამოყენებული მონაცემები მიახლოებითია და არა ზუსტი ციფრები.

რა განსხვავებაა ამ 3 სერვისს შორის?

 

თითოეული ეს ფუნქცია გთავაზობთ პერსონალიზებულ ინფორმაციას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი ავტომობილი და მართვის გამოცდილება:

 

  • მართვის ანალიტიკა ხელმისაწვდომია ყველა დაკავშირებული ავტომობილისთვის.
  • ჰიბრიდის მწვრთნელი შექმნილია ჰიბრიდული ავტომობილებისთვის.
  • ელექტრომობილის მწვრთნელი მორგებულია სრულად ელექტრულ ავტომობილებს.

 

ზოგიერთი საბაზისო ბრძანება, როგორიცაა მედიის ან კლიმატ-კონტროლი მუშაობს ოფლაინ რეჟიმში. გაფართოებული ფუნქციების ან ქსელზე დაფუძნებული კითხვებისთვის საჭიროა ინტერნეტ კავშირი.

დიახ, ჭკვიანი აგენტი მუშაობს ფონურ რეჟიმში და შეიძლება შემოგთავაზოთ სასარგებლო შენიშვნები. ის მხარდაჭერილია Connect & Drive-ის გამოწერის ფარგლებში.

დიახ, ჭკვიანი აგენტი დამოკიდებულია ონლაინ სერვისებზე რეალურ დროში ინფორმაციის მისაწოდებლად.

ჭკვიანი აგენტი წარმოადგენს გაფართოებულ ონლაინ ასისტენტს, რომელიც გთავაზობთ პროაქტიულ შემოთავაზებებს, საინტერესო ფუნქციებსა და სასარგებლო შეხსენებებს. ეს არის სტანდარტული ხმოვანი აგენტის განახლებული ვარიანტი.

დიახ, პირად ავტომობილებში სისტემას შეუძლია ჩატვირთოს ბოლო ჩატვირთული პროფილი (LLP) ავტორიზაციის გარეშე (მხოლოდ შერჩეული მოდელებისთვის). მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ ეს პარამეტრი და გამორთონ ან ჩართონ LLP ფუნქცია.

სტუმრის რეჟიმი საშუალებას იძლევა გამოიყენოთ მულტიმედიური სისტემა პროფილის შექმნის გარეშე. ზოგიერთ პარამეტრზე წვდომა შეიძლება შეზღუდული იყოს. იხილეთ ხშირად დასმული კითხვები ფუნქციების მიხედვით.

 

მომხმარებლის პროფილი ინახავს ისეთ პერსონალიზებულ პარამეტრებს, როგორიცაა სავარძლის პოზიცია, სარკეების რეგულირება, ავტომობილის მულტიმედიური პარამეტრები და გათბობა-ვენტილაცია-ჰაერის კონდიცირება (HVAC) კონფიგურაციები. ეს პროფილები შეიძლება ჩაიტვირთოს ავტომატურად მომხმარებლის იდენტიფიკაციის საფუძველზე.

მომხმარებლების იდენტიფიცირება ხდება Bluetooth (BT) მოწყობილობების, ჭკვიანი გასაღებების, ციფრული გასაღებების, ბიომეტრიული ავტორიზაციის ან PIN კოდის მეშვეობით. სისტემა იყენებს ამ მონაცემებს მომხმარებლის შენახულ პროფილთან შესადარებლად.

OTA-ს შეტყობინების მიღების შემდეგ,  დასაინსტალირებლად მიჰყევით ინსტრუქციებს თქვენს MyToyota-ს აპლიკაციაში ან ავტომობილის მულტიმედიურ მონიტორზე.

OTA (Over-The-Air) უსადენო განახლება საშუალებას გაძლევთ, განაახლოთ თქვენი ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფა ავტომობილის ქსელის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს როგორც ახალი ფუნქციების დამატებას, ასევე შეფერხებების აღმოფხვრას.

არა, თქვენ დაგჭირდებათ MyToyota-ს აპლიკაცია, ასევე "Connect and Secure" პაკეტის აქტიური გამოწერა. თქვენი ავტომობილის მიხედვით, "Connect and Secure" პაკეტი შეიძლება უკვე ჩართული ან ხელმისაწვდომი იყოს საცდელი ვერსიის ფარგლებში. თუ არა, შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენი აპლიკაციის ფასიანი გამოწერების განყოფილებიდან.

MyToyota-ს აპლიკაციაში გადადით დისტანციური იმობილაიზერის გვერდზე, ქვემოთ უსაფრთხოების კოდის განყოფილებაში აირჩიეთ "კოდის შეცვლა". საჭიროა ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია და ძრავა ავტომატურად განიბლოკება. დასადასტურებლად ორჯერ შეიყვანეთ ახალი ექვსნიშნა კოდი. თუ წინა კოდი დაგავიწყდათ, შეგიძლიათ შექმნათ ახალი კოდი პირდაპირ აპლიკაციაში. შეტყობინება დაადასტურებს განახლებას.

  1. გამოიწერეთ Connect & Secure პაკეტი MyToyota-ს აპლიკაციაში.
  2. შექმენით ექვსნიშნა კოდი MyToyota-ს აპლიკაციაში.
  3. გააქტიურეთ დისტანციური იმობილაიზერი ხელით MyToyota-ს აპლიკაციაში ან დააყენეთ ის ავტომატურ რეჟიმში, რათა მისი ჩართვა მოხდეს ავტომატურად.
  4. გამორთეთ დისტანციური იმობილაიზერი ხელით MyToyota-ს აპლიკაციაში ან მულტიმედიური ეკრანის საშუალებით, თქვენი ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.

დისტანციური იმობილაიზერი წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით დონეს, რომელიც აღკვეთს ძრავის დაქოქვას წვდომის სათანადო კოდის ან სიგნალის მიღების გარეშე. ის იცავს თქვენს ავტომობილს უნებართვო გამოყენების ან ქურდობისგან.

ჰიბრიდის მართვის მწვრთნელი გთავაზობთ კონტექსტუალიზებული კონსულტაციების გაწევას იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ჰიბრიდის მართვა წინა მგზავრობების საფუძველზე, რაც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ ელექტრომობილის რეჟიმი, რათა შეამციროთ საწვავის მოხმარება და მინიმუმამდე დაიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება.

დიახ, შერჩეულ მოდელებზე. მთავარი გვერდის ხელსაწყოთა პანელზე შეგიძლიათ იხილოთ საწვავის მიმდინარე დონე ინდიკატორისა და დიაპაზონის სახით.

Apple CarPlay-ს ან Android Auto-ს გააქტიურება შესაძლებელია თქვენი მობილური მოწყობილობის ავტომობილის USB პორტში შეერთებით ან უსადენო კავშირის საშუალებით (თქვენი ავტომობილის მიხედვით). ავტომობილის მულტიმედიურ ეკრანზე დააჭირეთ მენიუს ღილაკს და შემდეგ შეეხეთ CarPlay-ს ან Android Auto-ს.

თუ თქვენს Android მოწყობილობას Android 10-ზე ძველი ვერსია აქვს, ჯერ საჭიროა Android Auto აპლიკაციის ინსტალაცია.

უსადენო Android Auto მხარდაჭერილია Android 11-ით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი სახელმძღვანელო.

აკუმულატორში დაგროვილი ელექტროენერგია თანდათან დაიცლება მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი არ გამოიყენება, ბუნებრივი განმუხტვისა და გარკვეული ელექტრომოწყობილობების ზემოქმედების გამო.

თუ ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობს, შესაძლოა აკუმულატორი დაიცალოს და ძრავა ვეღარ დაიქოქოს (აკუმულატორი ავტომატურად იმუხტება მართვისას).

 

ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც, მინიმუმ 20 წუთით, ავტომობილი "მზადყოფნის" რეჟიმში გადართოთ. ამავდროულად დარწმუნდით, რომ ავტომობილს ყოველთვის "P"-ს პარკირების რეჟიმში ტოვებთ და არ გამოიყენოთ "N" ნეიტრალური რეჟიმი, რადგან ამ პოზიციაში ჰიბრიდის ელემენტი არ დაიმუხტება.

ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის გირჩევთ, რომ ძრავა კვირაში ერთხელ მაინც, 20-30 წუთის განმავლობაში ამუშაოთ.

გადადით თქვენი მულტიმედიური სისტემის მენიუში და აირჩიეთ პარამეტრები, Bluetooth კავშირი და მიჰყევით ქსელური კავშირის გამართვის ინსტრუქციას. შემდეგ თქვენს სმარტფონზე ჩართეთ Bluetooth-ით დაკავშირება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელო.

ToyotaConnect უახლესი თაობის მულტიმედიური სისტემაა, რომელიც ცვლის ციფრულ ხელსაწყოთა პანელით სარგებლობის გამოცდილებას თავისი პერსონალიზებადი მთავარი გვერდით, ინტეგრირებული ჭკვიანი ასისტენტით, მობილური სიჩქარის კონტროლის სერვისით და ვიდეო რეგისტრატორით.

ხმოვანი ასისტენტი აფართოებს ტრადიციულ, ხმოვან ბრძანებათა სისტემის შესაძლებლობებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხმოვანი ბრძანებების დახმარებით ავტომობილის ფუნქციებით უფრო ბუნებრივად და მოხერხებულად ისარგებლონ. გთხოვთ, იხილოთ MyToyota-ს აპლიკაცია, რათა გაეცნოთ თქვენი ავტომობილის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, ასევე თქვენს სააბონენტო სერვისებს.

არსებული გეგმის გაუქმების გარეშე არა. მიმდინარე გამოწერის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ვარიანტი.

 

გამოწერის გაუქმება შესაძლებელია MyToyota-ს აპლიკაციის დაკავშირებული სერვისების ცენტრში გადასვლით და სასურველი სერვისის არჩევით. აპლიკაციასთან დაკავშირებული ამა თუ იმ სირთულის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დამატებითი მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდეს ნებისმიერ დროს.

MyToyota-ს აპლიკაციაში დაკავშირებული სერვისების გამოსაწერად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:
 

1.      გადადით დაკავშირებული სერვისების ცენტრში და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სერვისი.

2.      აირჩიეთ თქვენი სააბონენტო გეგმა - ყოველთვიური, ყოველწლიური ან ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.

3.      გადადით გადახდის გვერდზე, შეიყვანეთ თქვენი საგადასახადო მისამართი და საგადასახადო ინფორმაცია. თქვენს საფულეში დაგჭირდებათ გადახდის მისამართი და გადახდის მოქმედი მეთოდი.

4.      გადახედეთ თქვენს შენაძენს “შეჯამებაში”და თუ მზად ხართ, გაააქტიურეთ სერვისი.

5.      თუ გაქვთ საცდელი ვერსიით სარგებლობის უფლება, თანხა ჯერ არ ჩამოგეჭრებათ, თუმცა შეძლებთ იხილოთ თქვენი პირველი გადახდის ვადის გასვლის თარიღი. თუ საცდელი ვერსიით უკვე ისარგებლეთ, ამ ეტაპზე ჩამოგეჭრებათ თანხა და ელ.ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ინვოისი.