როდესაც საქმე თქვენს გარემოს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქგარეთ ხედით ტკბებით, თუ თქვენს წინ მოძრავ ავტომობილს უყურებთ, კრისტალურად სუფთა ფანჯრები ფუფუნებაზე ბევრად მეტია, ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ტოიოტას ორიგინალი მინის მწმენდები უმაღლესი ხარისხისაა, რაც უზრუნველყოფს ყოველთვის უნაკლო და სუფთა ხედვას, ყველაზე წვიმიან ამინდშიც კი. აი, რატომ უნდა აირჩიოთ ყოველთვის ტოიოტას მინის მწმენდები:
- შეცვლა მარტივად ხდება და მხოლოდ 30 წამი სჭირდება
- მწმენდები ჩუმად მუშაობს და თქვენს მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის
- მწმენდები დამზადებულია გამძლე, მაღალი ხარისხის რეზინისგან, რომელიც ადვილად არ ცვდება და გამოსადეგია ნებისმიერ გარემოსა და ამინდში
- დამზადებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, ისინი წყალს სხვა მწმენდებისგან განსხვავებით გაცილებით ეფექტურად წმენდენ
- დამზადებულია ტოიოტას უმაღლესი ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით
როდის არის საჭირო საქარე მინის მწმენდების შეცვლა?
მინის მწმენდების შეცვლა მარტივია, როდესაც იცით, თუ როგორ გააკეთოთ ეს. აქ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, შესაცვლელი გაქვთ თუ არა მწმენდები: