1. Owners
  2. Parts & Accessories
  3. Bulbs

ტოიოტას ორიგინალი ნათურები

თქვენი ავტომობილისთვის ნათურების შერჩევა ადვილია, მაგრამ სწორად შერჩეული, სრულად მომუშავე ნათურა თქვენი ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, განსაკუთრებით ღამის საათებში.

Optiblue ნათურები

ეს მშვენიერი ლურჯ-თეთრი ნათურები მყისიერად ანიჭებს თქვენს ტოიოტას სპორტულ იერსახეს, თქვენ კი გზას კიდევ უფრო მკაფიოდ გინათებთ.

HID (ქსენონი) ნათურები

ნათურის სწორად შერჩევა ერთია და მორგება მეორე, სწორედ ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, ეწვიოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს, რომელიც ზუსტად მოარგებს ნათურებს, ოპტიმალურად დაარეგულირებს განათების დონეს და სხივის კუთხეს.

ჩვენ, ასევე გთავაზობთ ნათურების კომპლექტებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტულად ტოიოტას თითოეული, ინდივიდუალური მოდელისთვის. კომპლექტები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სათადარიგო ნათურებს, მათ შორის წინა მაშუქის, მოხვევის მაჩვენებლის, სანისლე, უკუსვლის, უკანა მაშუქის და სანომრე ნიშნების განათების ნათურებს.