1. Owners
  2. Parts & Accessories
  3. Optibright bulbs

ტოიოტას ორიგინალი ნათურები

გაანათეთ თქვენი გზა

თქვენი ავტომობილისთვის ნათურების შერჩევა ადვილია, მაგრამ სწორად შერჩეული, სრულად მომუშავე ნათურა თქვენი ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, განსაკუთრებით ღამის საათებში.

 

იმისათვის, რომ გზა გაგინათოთ და დაგეხმაროთ უსაფრთხო გადაადგილებაში, შევქმენით ტოიოტას ნათურების მთელი რიგი, რომლებიც უამრავი უპირატესობით გამოირჩევა:

 

  • ისინი შექმნილია ტოიოტას მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, რაც ყოველგვარ ამინდთან თავსებადობას განაპირობებს
  • ნათურები დამზადებულია კვარცის მინისგან, რაც ზრდის მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას
  • იდეალურად ერგება ტოიოტას ყველა მოდელს
  • ავტომობილის მართვას გაცილებით უსაფრთხოს ქმნის
  • შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს ნათურებს ძლიერი და შესამჩნევი სასიგნალო ფუნქციის მისაღებად
  • გააჩნია კონკურენტული ფასი

 

 

ჩვენი ხაზი

 
გვაქვს ნათურების დიდი არჩევანი, რაც ყველას მოთხოვნას აკმაყოფილებს და გეხმარებათ, ისეთი იერსახე შესძინოთ თქვენს ტოიოტას, როგორიც მოგესურვებათ:
bulb img
Optiblue ნათურები

ეს მშვენიერი ლურჯ-თეთრი ნათურები მყისიერად ანიჭებს თქვენს ტოიოტას სპორტულ იერსახეს, თქვენ კი გზას კიდევ უფრო მკაფიოდ გინათებთ.

bulb img
Optibright ნათურები

50%-ით ზრდის გზის განათებას, ეს ნათურები საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ კიდევ უფრო შორს და უკეთ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენს უსაფრთხოებას გზაზე და მეტ დროს გაძლევთ შესაძლო პრობლემებზე რეაგირებისთვის.

bulb img
HID (ქსენონი) ნათურები

HID ნათურები საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ მეტი და გქონდეთ გარემოს უკეთესი აღქმა. ისინი სამჯერ უფრო მეტ სინათლეს გამოსცემს, შვიდჯერ უფრო ხანგრძლივად მუშაობს და 50%-ით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა.

ნათურის სწორად შერჩევა ერთია და მორგება მეორე, სწორედ ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, ეწვიოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს, რომელიც ზუსტად მოარგებს ნათურებს, ოპტიმალურად დაარეგულირებს განათების დონეს და სხივის კუთხეს.

ჩვენ, ასევე გთავაზობთ ნათურების კომპლექტებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტულად ტოიოტას თითოეული, ინდივიდუალური მოდელისთვის. კომპლექტები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან სათადარიგო ნათურებს, მათ შორის წინა მაშუქის, მოხვევის მაჩვენებლის, სანისლე, უკუსვლის, უკანა მაშუქის და სანომრე ნიშნების განათების ნათურებს.