მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content
გამორჩეული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში
იმგზავრეთ ახალ, დინამიურ Yaris Cross-თან ერთად. ავტომობილი შექმნილია როგორც ქალაქში, ისე მის გარეთ სამგზავროდ და გააჩნია გამორჩეული მახასიათებლები ყველა კომპლექტაციაში.
• შექმნილი ქალაქისთვის
მფლობელი Yaris Cross-თან
ავტომობილი საკმაოდ კომპაქტურია, თუმცა სამართავი პოზიცია ქროსოვერის აქვს
• კომფორტული, მაღალი ჯდომის პოზიცია
მფლობელი Yaris Cross-ის საჭესთან
შემაღლებულ პოზიციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უსაფრთხოების და სიმშვიდის შენარჩუნების მხრივ
• იცხოვრეთ ჰარმონიულად MyToyota-სთან ერთად
მფლობელი სარგებლობს MyToyota-ს აპლიკაციით
მგზავრობისას შეუფერხებელი მობილური კავშირი ერთი შეხებით იწყება
• T-Mate ყოველთვის გიმაგრებთ ზურგს
უსაფფრთხოების სისტემა T-Mate
უსაფრთხოების სისტემა გზებზე თქვენი სულიერი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი
• იმგზავრეთ მშვიდად ჰიბრიდული სიმძლავრის თანხლებით
Yaris Cross ჩადის სადგომზე
ახალი, მოწინავე ჰიბრიდ 130-ის ძრავით, თქვენი ყოველი მგზავრობა ეფექტური და ოპტიმალური იქნება
• შეიგრძენით ქროსოვერის ატმოსფერო
ქალაქში მოძრავი Yaris Cross
დატოვეთ კვალი, სადაც არ უნდა გაემგზავროთ შეუდარებელ Yaris Cross-თან ერთად
• სივრცე, რომელსაც შემოაქვს სიცოცხლის ხალისი
მფლობელი ალაგებს ბარგს საბარგულში
ფართო, ნათელ სივრცეში ადგილი ყველასთვის მოიძებნება
• იზრუნეთ თქვენი Yaris Cross-ის უსაფრთხოებაზე
მფლობელი ეყრდნობა თავის Toyota Yaris Cross-ს
თქვენს ერთგულ ავტომობილს ყოვლისმომცველი გარანტია დაიცავს
რომელ Yaris Cross-ს ირჩევთ თქვენ?
იხილეთ ფასები
ჰიბრიდი
Yaris Cross Entry 2WD
Yaris Cross Entry 2WD B-SUV 5 doors
58 600 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
არჩეული ძრავა
ამძრავი თვლები
4X2
გადაცემათა კოლოფი
ვარიატორი
ჰიბრიდი
Yaris Cross Mid+ 2WD AZE
Yaris Cross Mid+ 2WD AZE B-SUV 5 doors
65 700 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
არჩეული ძრავა
ამძრავი თვლები
4X2
გადაცემათა კოლოფი
ვარიატორი
ჰიბრიდი
Yaris Cross Mid+ bitone 2WD AZE
Yaris Cross Mid+ bitone 2WD AZE B-SUV 5 doors
68 200 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
არჩეული ძრავა
ამძრავი თვლები
4X2
გადაცემათა კოლოფი
ვარიატორი
ჰიბრიდი
Yaris Cross Adventure 2WD AZE
Yaris Cross Adventure 2WD AZE B-SUV 5 doors
76 200 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
ჰიბრიდი
1.5 TNGA HEV 15H-
4X2, ვარიატორი
არჩეული ძრავა
ამძრავი თვლები
4X2
გადაცემათა კოლოფი
ვარიატორი
ლეგენდა
სტანდარტულიარჩევითარ შეესაბამება
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=5c933238-df10-41c5-b921-a2e4d25ef931
გააკეთეთ განაცხადი
სტილი, რომელიც ყველასგან გამოირჩევა
Yaris Cross - კომპაქტური ქროსოვერი, რომელსაც დიდი ამბიციები გააჩნია, ქროსოვერის დიზაინს განახლებული სახით წარმოგვიდგენს. ექსტერიერის თამამი დიზაინის წყალობით ამ მანევრული ავტომობილის ინტერიერიც ტევადი და უნივერსალურია.
დიზაინი
1. დინამიკური ექსტერიერი
1. მფლობელი შორდება Yaris Cross-ს
მძლავრი დიზაინი
Yaris Cross მიზანმიმართული პროპორციებით და სკულპტურული დიზაინით შეუმჩნეველი არავის დარჩება. ეს ავტომობილი შექმნილია, რათა ქალაქის ქუჩებში მარტივად, მოქნილად და სწრაფად გადაადგილდეს. Yaris Cross ქალაქის გადატვირთული ქუჩებისთვის არის შექმნილი.
2. გამოკვეთილი პროპორციები
ქროსოვერის თავდაჯერებულ იერს განსაზღვრავს ახალი Premiere Edition, რომელსაც ორტონალური Urban Khaki-ის ფერით და ექსკლუზიური 18 დუიმიანი ალუმინის დისკების შეხამებით ავტომობილი ახალ დონეზე გადაჰყავს. თამამი, მკვეთრი ხაზები პრემიუმ კლასის განუმეორებელ ატმოსფეროს ქმნის.
Toyota Yaris Cross-ის დისკი Toyota Yaris Cross-ის წინა მაშუქი
2. მფლობელი Yaris Cross-ის საჭესთან
• ინტერიერის დიზაინი
1. მფლობელი Yaris Cross-ის საჭესთან
მიმზიდველი და კომფორტული
ამ ავტომობილის სალონში, რომელსაც ქროსოვერის სტილში ზემოთ წამოწეული მძღოლის პოზიცია გააჩნია, კომფორტულად მოეწყობით. ინტერიერი აერთიანებს მაღალი ხარისხის, ხელშესახებად სასიამოვნო მასალებს და თანამედროვე დიზაინს, რაც ფართო და ნათელი სივრცის შეგრძნებას ტოვებს.
2. გარეგნული ხასიათი აისახება ინტერიერშიც
სალონის Urban Khaki-ის ფერში გაფორმებული სალონი და სავარძლის ნაკერები ავტომობილის მიზანსწრაფულ ხასიათს უსვამს ხაზს. ეს ავტომობილი თავისი გარემომცველი განათებით, რომელიც დღის თუ ღამის ტონს განსაზღვრავს, იდეალურია ნებისმიერ სიტუაციაში.
ძარის ხედი გვერდიდან წინა მგზავრის სივრცე
• პანორამული სახურავის ხედი სალონიდან
უსაზღვრო ხედები
ბუნებრივი განათება ავტომობილში დახვეწილი პანორამული სახურავიდან შემოდის, რაც ნათელ და სივრცულ ატმოსფეროს ქმნის.
• მფლობელი აღებს საბარგულს სენსორის მეშვეობით
• Toyota Smart Cargo
1. ქალი უახლოვდება Yaris Cross-ს, გახსნილი საბარგულით
სივრცე საზღვრების გარეშე
Yaris Cross აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას - ეს არის სივრცე, სადაც ყველა მისწრაფება რეალიზდება. კარგად გათვლილი ინტერიერის დიზაინის წყალობით, მაქსიმალურად არის გაზრდილი სივრცე და პრაქტიკულობა. შედეგად ვიღებთ ტევად სალონს - იდეალურს როგორც მგზავრებისთვის, ისე ბარგისთვის.
2. მფობელი ალაგებს ბარგს Yaris Cross-ში
საბარგულის სივრცე
საბარგულის მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თავის კლასში პირველი 40:20:40 პროპორციებით კეცვადი უკანა სავარძლების მეშვეობით. დაკეცეთ ყველა უკანა სავარძელი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ გადაიტანოთ ნებისმიერი რამ - ჩანთები თუ ველოსიპედები.
3. მფლობელი აღებს საბარგულს სენსორის მეშვეობით
დახმარების ხელი
Yaris Cross ასევე საკმაოდ კომფორტული ავტომობილია თავისი ელექტრული საბარგულის კარით, რომელიც იღება უკანა ბამპერის ქვეშ ფეხის გატარებით ისე, რომ ხელების დახმარება საჭირო აღარ არის. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც ხელში ჩანთები ან მოუხერხებელი ნივთები გიჭირავთ.
• ჰიბრიდი
შემოიტანეთ ახალი ენერგია
Yaris Cross თავისი ჰიბრიდული სიმძლავრის წყალობით არაფერს უშინდება, არც ქალაქის ქუჩებს და არც ფართო გზებს. მისი თვითდამუხტვადი* და ეკონომიური ძალური აგრეგატები ჰარმონიულად აერთიანებს ბენზინის და ელექტრო ძრავებს.
ჰიბრიდი
1. ელექტრიფიცირებული ძალური აგრეგატები
1. ქალაქში მოძრავი Yaris Cross
უკომპრომისო სიმძლავრე
Toyota-ს ჰიბრიდით ყოველთვის მშვიდად იმგზავრებთ. დაქოქვის მომენტიდან არ დაგტოვებთ თავდაჯერებულობის შეგრძნება. ორი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავა** ავტომობილის რბილ და გამორჩეულად ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს.
2. მართვით მიღებული 100%-იანი სიამოვნება
38
შენიშვნა
მანძილს თქვენი ავტომობილი სრულად ელექტრულ რეჟიმში ფარავს
დიდ ბრიტანეთში, 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 30 ნოემბრამდე Yaris Cross-ით ელექტრულ რეჟიმში შესრულებული კომბინირებული მგზავრობების საშუალო პროცენტი გაიზარდა და მოიცვა 13,200 მომხმარებელი, ხოლო ყველა მძღოლის მიერ გავლილმა საერთო მანძილმა - ~18 მილიონი კილომეტრი შეადგინა.
განსხვავებულ ამინდსა და გარემო-პირობებში მოძრაობის შედეგები: ფაქტიური მაჩვენებლები ერთნაირი არ იქნება, მაგალითად, ზაფხულსა და ზამთარში ან ქალაქსა და ავტომაგისტრალზე მოძრაობისას. მონაცემები ასახავს სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ქვეჯგუფს. ყველა მძღოლი დაგვთანხმდა, რომ თავისი ავტომობილის მონაცემები Toyota-სთან გაეზიარებინა. შესაძლოა, ეს მონაცემები არ ასახავდეს ყველა ავტომობილის თავისებურებებს - კონკრეტულ ადგილს, მართვის სტილს, მოძრაობის სქემას, სატრანსპორტო საშუალების მოდელს და ა.შ.
3. Yaris Cross-ის ბედნიერი მფლობელი
მუდამ წინ ჰიბრიდთან ერთად
ჰიბრიდ 115-ით ქალაქში რბილად და სტრესის გარეშე გადაადგილდებით. ჰიბრიდი 130 იდეალურია აქტიური, სპორტული სტილის მართვისთვის.
4. მართვით მიღებული 100%-იანი სიამოვნება
54
შენიშვნა
მანძილს თქვენი ავტომობილი სრულად ელექტრულ რეჟიმში ფარავს
დიდ ბრიტანეთში, 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 30 ნოემბრამდე Yaris Cross-ით ელექტრულ რეჟიმში შესრულებული კომბინირებული მგზავრობების საშუალო პროცენტი გაიზარდა და მოიცვა 13,200 მომხმარებელი, ხოლო ყველა მძღოლის მიერ გავლილმა საერთო მანძილმა - ~18 მილიონი კილომეტრი შეადგინა.
განსხვავებულ ამინდსა და გარემო-პირობებში მოძრაობის შედეგები: ფაქტიური მაჩვენებლები ერთნაირი არ იქნება, მაგალითად, ზაფხულსა და ზამთარში ან ქალაქსა და ავტომაგისტრალზე მოძრაობისას. მონაცემები ასახავს სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ქვეჯგუფს. ყველა მძღოლი დაგვთანხმდა, რომ თავისი ავტომობილის მონაცემები Toyota-სთან გაეზიარებინა. შესაძლოა, ეს მონაცემები არ ასახავდეს ყველა ავტომობილის თავისებურებებს - კონკრეტულ ადგილს, მართვის სტილს, მოძრაობის სქემას, სატრანსპორტო საშუალების მოდელს და ა.შ.
5. Yaris Cross ჩადის სადგომზე
2. მოწინავე ძრავები
1. Yaris Cross ჩადის სადგომზე
მუდამ კონტროლქვეშ
არავინ იცის, თუ რა გელით მოსახვევში, თუმცა Yaris Cross ყველა ამინდში ჭეშმარიტი ქროსოვერის მსგავსად, სრულიად უსაფრთხოდ გადაადგილდება. სრულამძრავიანი AWD-i სისტემა უკანა ღერძზე დამატებითი ელექტროძრავით ჩინებულ გადაბმულობას და წევას უზრუნველყოფს.
2. AWD-I რეჟიმის ჩამრთველი
ოთხივე წამყვანთვლიანი უსაფრთხოება
AWD-i რეჟიმების გადამრთველი მოიცავს რეჟიმებს „Snow“ და „Trail”, რაც საშუალებას გაძლევთ რთულ გარემო პირობებში გადაადგილდეთ. ეს მინიმუმამდე ამცირებს საბურავის მოცურების ალბათობას და ნებისმიერ ამინდში ავტომობილი უსაფრთხოდ გადაადგილდება.
3. ქალაქში მოძრავი Yaris Cross
თავდაჯერებულობა ნებისმიერ ამინდში
კოკისპირულ წვიმაში მოსახვევებსა თუ გზის ფხვიერ ზედაპირზე, სისტემა თვალისთვის შეუმჩნევლად, მუდამ ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.
• ჰიბრიდი 116
ძრავა
ჰიბრიდი
სიმძლავრე
116 DIN ც.ძ.
საწვავის ხარჯი
4.5 – 5.1 ლ/100კმ
CO₂-ის ემისიები
101 – 115 გ/კმ
აჩქარება 0-100 კმ/სთ
11.2 წამი
ამძრავი თვლები
2WD და 4WD
გადაცემათა კოლოფი
ვარიატორი (e-CVT)
ყველაზე უსაფრთხო
უსაფრთხოება
1. უსაფრთხოების სიტემა Toyota Safety Sense
1. მანქანა უხვევს Yaris Cross-ის წინ
მუდამ საიმედოდ დაცული
T-Mate მოიცავს Toyota Safety Sense უსაფრთხოების სისტემის ბოლო თაობას, რომლის ფუნქციათა განახლებაც შესაძლებელია უსადენო კავშირით.
2. დაბალ სიჩქარეზე აჩქარების შეზღუდვა
თუ დაბალი სიჩქარით მოძრაობისას სხვა ავტომობილის, ველოსიპედისტის ან ქვეითის წინ აქსელერატორის სატერფულს მკვეთრად დააჭერთ, სისტემა შეზღუდავს სწრაფ აჩქარებას, რითაც შეჯახების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.
3. შეჯახების პრევენციის სისტემა, გზაჯვარედინზე შეჯახების არიდების დამხმარე ფუნქციით
შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან, მოტოციკლებთან და ველოსიპედებთან შეჯახება. ის მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას.
4. მართვის დამხმარე პროაქტიური სისტემა - შენელების დამხმარე სისტემა
ეს სისტემა უზრუნველყოფს რბილ შენელებას, როდესაც აქსელერატორის სატერფული აშვებულია, ავტომობილი კი წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას უახლოვდება.
5. პროაქტიული მართვის დამხარე სისტემა - საჭის მართვის დამხმარე სისტემა
ეს ფუნქცია მძღოლს ეხმარება, რომ არ გადაუხვიოს სამგზავრო ზოლიდან. სისტემა საზღვრავს წინ მოსახვევს და საჭის მართვის მხრივ სათანადო დახმარებას უწევს. მისი მეშვეობით სწორხაზოვნად გადაადგილებისას ასევე უმჯობესდება მოძრაობის სტაბილურობა.
6. ავარიული გაჩერების სისტემა
თუ სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში მძღოლის ქმედებებს ვერ შენიშნავს, მას ხმოვანი სიგნალით გააფრთხილებს. ხოლო, თუ შემდგომ რეაქციებსაც ვერ დააფიქსირებს, ავარიული გაჩერების სისტემა მოძრაობის ზოლში უსაფრთხოების ზომების დაცვით ავტომობილს რბილად გააჩერებს.
7. ფოტოზე ნაჩვენებია ავტომობილიდან უსაფრთხო გადმოსვლის სისტემის მუშაობა
2. პარკირების და მართვის დამხმარე სისტემები
1. ფოტოზე ნაჩვენებია ავტომობილიდან უსაფრთხო გადმოსვლის სისტემის მუშაობა
ტექნოლოგია, რომელიც საიმედოდ გიცავთ
Toyota Yaris Cross-ს გააჩნია ტექნოლოგია, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის უწყვეტად მეთვალყურეობს გზას და გაფრთხილებთ პოტენციური საფრთხეების შესახებ.
2. ბრმა ზონის მონიტორი (BSM)
ჩვენი ბრმა ზონის მონიტორინგის სისტემა აფრთხილებს მძღოლს ნებისმიერი ავტომობილის შესახებ, რომელიც შეიძლება გვერდით სარკეებში არ ჩანდეს. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია გასწრებისას.
3. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA)
ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გარე სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.
4. უკანა სავარძლის გაფრთხილების სისტემა (RSRS)
ეს სისტემა პანელზე გამაფრთხილებელი სიგნალის მეშვეობით მძღოლს აუწყებს, როცა ავტომობილიდან გადმოსვლისას უკანა სავარძელზე მგზავრი ან რაიმე ნივთი დარჩება. ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ, ჩაირთვება ავარიული მაშუქები და ხმოვანი სიგნალი (დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე).
5. უკანა გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა ავტომატური დამუხრუჭების ფუნქციით (RCTAB)
პარკირების ადგილიდან უკუსვლით გამოსვლის დროს, ეს სისტემა ამოიცნობს ნებისმიერ ავტომობილს, რომელიც მარცხნიდან ან მარჯვნიდან მოგიახლოვდებათ, გაგაფრთხილებთ აღნიშნულის შესახებ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად დამუხრუჭებასაც მოახდენს.
6. ჭკვიანი პარკტრონიკი (ICS)
ეს ჭკვიანი სისტემა აფრთხილებს მძღოლს ავტომობილის წინ ან უკან არსებული დაბრკოლებების შესახებ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად ახდენს ავტომატურ დამუხრუჭებას.
ტექნოლოგია
მუდამ დაკავშირებული
Yaris Cross აფართოებს ინტუიციურად გასაგები ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. Toyota Smart Connect-ის საშუალებით, მგზავრობისას უსადენო კავშირისა და 10.5 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული ეკრანის დახმარებით თქვენს ციფრულ ცხოვრებასაც შეუფერხებლად განაგრძობთ.
ტექნოლოგია
1. ციფრული სალონი
1. მძღოლს ხელები უდევს საჭეზე
სრულფასოვნად დაკავშირებული
მაღალი რეზოლუციის მქონე მონიტორს და 10.5 დუიმიან მულტიმედიურ სენსორულ ეკრანს ავტომობილის სალონში ცენტრალური ადგილი უკავია.მულტიმედიური სისტემა Toyota Smart Connect იყენებს სენსორულ და ხმით მართვის ფუნქციას, განახლებები კი რეალურ დროში უსადენო კავშირით ხორციელდება.
2. JBL-ის პრემიალური დინამიკი
JBL-ის აუდიო სისტემა
რვა დინამიკიანი JBL-ის აუდიო სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მკაფიო და დაბალანსებულ ჟღერადობას.
3. ცენტრალური კონსოლის ხედი
2. სრული კონტროლი
1. საჭე და ციფრული კომბიმეტრი
მგზავრობა სტრესის გარეშე
ინოვაციური, 12.3 დუიმიანი კომბიმეტრი საგზაო მონაცემებს თვალების ხაზის დონეზე წარმოადგენს, ამგვარად ეკრანიდან გზაზე ყურადღების გადატანა ხდება მარტივად.
შეინარჩუნეთ ფოკუსირება
საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე კიდევ უფრო დაიხვეწა და დაემატა ინფორმაცია ავტომობილის სიჩქარის შესახებ.
2. მულტიმედიური მონიტორი Yaris Cross-ში
ერთი ნაბიჯით წინ
ფუნქციის Toyota Smart Connect დახმარებით ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურს ან პარკირების სივრცეს სწრაფად იპოვით. დაკავშირებული ღრუბლოვანი ნავიგაციის და საგზაო მოვლენების რეალურ დროში მეთვალყურეობის წყალობით ის დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
3. მფლობელი მიემართება Toyota Yaris Cross-სკენ
3. მარტივი კომფორტი
1. მფლობელი მიემართება Toyota Yaris Cross-სკენ
გამოიყენეთ თქვენი ტელეფონი ავტომობილის გასაღებად
ჭკვიანი ციფრული გასაღების*** წყალობით, თქვენი სმარტფონი ავტომობილის გასაღებად იქცევა. ზურგჩანთიდან თუ ჯიბიდან, თქვენს Yaris Cross-ს შეუხებლად და უსაფრთხოდ გააღებთ.
2. სმარტფონის უსადენო დამუხტვა Toyota Yaris Cross-ში
ტელეფონის უსადენო დამუხტვა
აპლიკაციების Apple CarPlay და Android Auto™ წყალობით, თქვენი სმარტფონი ციფრული დინამიკური ტექნოლოგიების ცენტრში აღმოჩნდება. შეინარჩუნეთ კავშირი, დამუხტეთ ტელეფონი უსადენოდ და შეფერხების გარეშე.
3. ავტომობილის მფლობელი სარგებლობს MyToyota აპლიკაციის დისტანციური ფუნქციებით
კონტროლი თქვენი ტელეფონიდან
აპლიკაცია MyToyota მგზავრობისას საკმაოდ ეფექტური ხელსაწყოა. მისი დახმარებით ავტომობილის კარის ჩაკეტვა შეგიძლიათ დისტანციური კონტროლის მეშვეობით. ასევე, დისტანციური კონტროლით მოამზადებთ ჰიბრიდულ სისტემას, მგზავრობის წინ გააგრილებთ ან გაათბობთ სალონს†.
4. სავენტილაციოების ხედი ახლოდან
4. ბედნიერება და ჯანმრთელობა
1. რა არის ჩვენი პრიორიტეტი? თქვენი კეთილდღეობა
ქალაქი შეიძლება რთული გარემო აღმოჩნდეს, ავტომატური ორმაგი ზონის ჰაერის კონდიცირების საშუალებით კი მშვიდად იქნებით. ინოვაციური nanoe™ X ჰაერის გამწმენდი სისტემა ასევე წმენდს და ასუფთავებს სასუნთქ ჰაერს.
1. ყველა
ხშირად დასმული შეკითხვები
ელექტრიფიცირებული** სიმძლავრე: პასუხები თქვენს შეკითხვებზე
Toyota-მ ჰიბრიდული რევოლუცია 25 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და კვლავაც ემისიების შემცირებას ემსახურება. ჰიბრიდები აერთიანებენ ელექტრიფიცირებულ და მძლავრ ბენზინის ძრავებს, რაც მაღალეფექტიანობას და მოხერხებულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
ჰიბრიდი აერთიანებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას, რომელთა მონაცვლეობა მარტივად და შეუფერხებლად ხდება.
ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია და როდესაც ბატარეა განმუხტვის პირასაა, ძრავის ჭარბი სიმძლავრე ხელახლა მუხტავს მას.
Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.
Toyota-ს ჰიბრიდების ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.
*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.
არსებობს სამი ტიპის ჰიბრიდული ავტომობილები: რბილი ჰიბრიდები, სრული ჰიბრიდები და Plug-in ჰიბრიდები. რბილი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტროძრავს იყენებენ მხოლოდ აჩქარებისა და მოძრაობის დროს, რადგან ელექტროძრავი ავტომობილს დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოიყვანს. სრულ ან თვითდამუხტვად ჰიბრიდში 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით, 80%-მდე ქალაქის ფარგლებში მგზავრობისას სრულად ელექტრული ენერგია გამოიყენება. Plug-in ჰიბრიდი მუშაობს როგორც ჩვეულებრივი ჰიბრიდი, თუმცა ელექტრული სიმძლავრისთვის უფრო დიდი მოცულობის ბატარეა გააჩნია.
შენიშვნები
*მაღალეფექტური ბენზინის ძრავის და ელექტრული ძრავ(ებ)ის სიმძლავრის კომბინაციით, Toyota-ს თვითდამუხტვადი ჰიბრიდი იმუხტება მოძრაობის, შენელების ან დამუხრუჭების დროს და ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გაიაროთ გარკვეული მანძილი ელექტრულ რეჟიმში, ქსელთან მიერთების გარეშე და არც ბატარეის დაცლაზე იღელვებთ, რადგან როდესაც ბატარეა განმუხტულია, ირთვება ბენზინის ძრავა. გაიგეთ მეტი: https://dxp-global-en-prod.toyota.eu/electrification
**ჩვენს ელექტრიფიცირებულ ძრავებზე (ბენზინის ძრავების ჩათვლით ან მათ გარეშე) შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: //dxp-global-en-prod.toyota.eu/electrification
***ჭკვიანი ციფრული გასაღების დანერგვა 2024 წელს იგეგმება. ავტომობილის ფუნქციები და სპეციფიკაციები შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელების, კომპლექტაციების და ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
†წარმოდგენილი ფუნქციები ეხება მხოლოდ ახალ, სერიულ ავტომობილებს და დამოკიდებულია კომპლექტაციებზე. გააქტიურეთ MyToyota თქვენი ავტომობილის თავსებადი ფუნქციების სანახავად ან მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ დილერს.