1. New Cars
  2. მიმოხილვა

Yaris Cross Entry 2WD

B-SUV 5 doors

Yaris Cross - Entry 2WD - B-SUV 5 doors
წმინდა თეთრი (040)

საწყისი ფასი

61700.0

ძრავა

1.5 TNGA HEV 15H-

გარანტია

3 + 7 წელი
Yaris Cross - Entry 2WD - B-SUV 5 doors

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/compare-v2/ge/ka

Yaris Cross-ის გალერეა

ხედი 360°-ით

  • დიზაინი

    მიიპყარით ქალაქის ყურადღება

    Yaris Cross იზიარებს თქვენს მისწრაფებას იყოთ გამორჩეული. ქროსოვერის შექმნის დიდი გამოცდილება ერწყმის მცირე ზომის ავტომობილების შექმნის გამოცდილებას, რითაც მიიღება უნიკალური დიზაინის მქონე ავტომობილი. თამამი დიზაინის თვლის თაღები და გამორჩეული, ბრილიანტით შთაგონებული დიზაინი ქროსოვერს ანიჭებს საოცარ მიმზიდველობას, ხოლო ქალაქში მოძრაობისას გძენთ მეტ თავდაჯერებულობას.

  • შეუჩერებელი ენერგია

    Yaris Cross-ის მეოთხე თაობის, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა ამარტივებს ყოველ მგზავრობას. ახალი, 116 DIN ცხენის ძალის მქონე, 1.5 ლიტრიან ჰიბრიდულ ძრავას თავის კლასში შეუდარებელი სამუშაო მაჩვენებლები და ეკონომიურობა გააჩნია. ის შეუფერხებლად გადადის ბენზინიდან ელექტროძრავზე და ახასიათებს სწრაფი აჩქარების უნარი, საწვავის ჩინებული ეკონომიურობა და საოცრად დაბალი CO2-ის ემისიები. მას შეუძლია გამონაბოლქვის ნულოვანი დონით უფრო მეტი მანძილი გაიაროს.

  • ენდეთ T-Mate-ს

    როგორი სიურპრიზებიც არ უნდა გელოდებოდეთ დღის განმავლობაში, T-Mate-ის წყალობით, Yaris Cross ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის. T-Mate - ეს არის Toyota-ს უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიების ფართო სპექტრის ნაკრები. მათ შორის ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა შეჯახების პრევენციის სისტემა და პარკირების დამხმარე სისტემა Toyota Teammate. T-Mate გეხმარებათ როგორც გადატვირთულ გზატკეცილებზე, ასევე ხალხმრავალ ქალაქებში. ის გიცავთ როგორც თქვენ და თქვენს მგზავრებს, ასევე სხვა ადამიანებს გზებზე.

  • სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის დინებას

    პრაქტიკულ და უნივერსალურ Yaris Cross-ს გააჩნია ელექტრული საბარგული სენსორული გაღების ფუნქციით, იმ შემთხვევისთვის, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. მისი უნივერსალური საბარგულის ძირი შესაძლებელია ისე დარეგულირდეს, რომ ძირის ქვეშ მოეწყოს საიმედო სათავსო ან გაიზარდოს სივრცე ბარგისთვის, ხოლო ინოვაციური რბილი ღვედი უსაფრთხოდ ამაგრებს ყველაფერს, მათ შორის ველოსიპედსა და სნოუბორდს. საბარგულის ტევადობა გაზრდილია 40:20:40 პროპორციით კეცვადი უკანა სავარძლების ხარჯზე, რითაც გეძლევათ დამატებითი სივრცე.

გამოსახულება სრულ ეკრანზე დახურვა