Rav4 PREMIUM H 4WD - MPV 5 კარიანი (LWB)

    • წმინდა თეთრი (040) Not compatible with engine selection
    • Urban Khaki (6X3) Not compatible with engine selection
    • მუქი ნაცრისფერი (1G3) Not compatible with engine selection
    • Cyan Splash (8W9) Not compatible with engine selection
    • Midnight Blue (8X8) Not compatible with engine selection
    • მუქი შავი (218) Not compatible with engine selection
    • მარგალიტისფერი თეთრი (070) Not compatible with engine selection
    • Tokyo Red (3T3) Not compatible with engine selection
90 500 ლარი
დან

არავითარი კომპრომისი

გამორჩეული დიზაინის მქონე RAV4 ორიენტირებულია მართვაზე. მისი ინოვაციური თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა გთავაზობთ ელექტროენერგიის ყველა უპირატესობას, დისკომფორტის გარეშე. მისი კომფორტული და ტევადი ინტერიერის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ ქალაქში უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით, კომფორტით და უკან მოიტოვოთ ყოველგვარი კომპრომისი.

RAV4-ის სული, მის ყოველ ნაწილში

დახვეწილი და ინდივიდუალური RAV4 აერთიანებს კროსოვერის ჭეშმარიტ ხასიათს სტილითა და ტექნოლოგიით.

  • მკაცრი დიზაინის განაცხადი.

    RAV4-ის მძლავრი ძარა ყურადღებას იპყრობს ელეგანტური, დიოდური ტიპის წინა მაშუქებით, პროფილის თამამი სილუეტით და უნიკალური დიოდური ტიპის უკანა მაშუქებით, რაც ქმნის მის ინდივიდუალურ და დახვეწილ იერს.

  • გარემომცველი ინტერიერი.

    გამორჩეული და დხვეწილი, დიდი სივრცით. RAV4-ის ინტერიერი არის თანამედროვე, კარგად მოწყობილი და აღჭურვილი მრავალმნიშვნელოვანი ტექნოლოგიით.

  • RAV4, ყველასგან გამორჩეული კროსოვერი.

    ინოვაციური TNGA* პლატფორმის წყალობით, ავტომობილის წონა და სიმძიმის ცენტრი დაწეულია, ამავე დროს გაზრდილია ორივე შასის სიხისტე და მძღოლის ხედვის არე. საერთო ჯამში, ეს არის კროსოვერი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, რომლითაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაემგზავროთ ყველგან, სადაც მოისურვებთ.

    *Toyota-ს ახალი გლობალური არქიტექტურა.

ხედი 360°-ით

იხილეთ RAV4-ის ძირითადი მაჩვენებლები. მოაბრუნეთ ავტომობილი, მისი ყველა კუთხიდან სანახავად.

  • შექმნილია ისე, რომ იყოს გამორჩეული

    RAV4 შეიქმნა იმისთვის, რომ მართონ, ხოლო თავისი დიზაინით იყოს გამორჩეული. ის აერთიანებს ძლიერ შესახედაობას, სრულფასოვან კროსოვერს მკვეთრი, დინამიკური სტილითა და გლუვი, ქალაქისთვის შესაფერისი ფორმით. შედეგად ვიღებთ კროსოვერს, რითაც შეგიძლიათ იმგზავროთ უსაფრთხოდ და მოხდენილად.

  • მარჯვე და ეფექტური

    მძლავრი 2.5 ლიტრიანი Hybrid Dynamic Force (A25A-FXS) ძრავა აერთიანებს ძალიან რბილ მართვას და საკმარის სიმძლავრეს, ხოლო რეაგირებად, 2.0 ლიტრიან ბენზინის ძრავას პირდაპირი შეფრქვევით (M20A-FKS), გააჩნია შთამბეჭდავი აჩქარება და საკმაო ბრუნის მომენტი.

  • დიდი, გაბედული და მარდი

    RAV4 შეიძლება მოჩანდეს უზარმაზარ კროსოვერად, თუმცა იგი საოცრად მარდია, გააჩნია საუცხოო ხილვადობა და მანევრირების უნარი, რაც ნებისმიერი ქალაქის ცენტრისთვის ოცნებაა. საერთო სიგრძეში 4.6 მეტრის და მოხვევის სრული კუთხით 11 მეტრის სიგრძით, მისთვის არცერთი გზა არ არის ძალიან ვიწრო და არც მოსახვევი ძალიან მჭიდრო.

  • მზად ნებისმიერი შემთხვევისთვის

    Toyota Safety Sense გაუმჯობესებული იქნა კიდევ უფრო მეტი ინტელექტუალური ფუნქციით, რაც ნიშნავს, რომ RAV4-ს თქვენ დასახმარებლად კიდევ უფრო მეტი რამ შეუძლია, განიჭებთ რა სიმშვიდეს მართვის ყველა სიტუაციაში. მაგალითად, შეჯახების პრევენციის სისტემას ახლა უკვე შეუძლია ველოსიპედისტები ამოიცნოს დღისით, ისევე როგორც ქვეითები ღამით.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.