გამორჩეული დიზაინის მქონე RAV4 ორიენტირებულია მართვაზე. მისი ინოვაციური თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა გთავაზობთ ელექტროენერგიის ყველა უპირატესობას, დისკომფორტის გარეშე. მისი კომფორტული და ტევადი ინტერიერის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ ქალაქში უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით, კომფორტით და უკან მოიტოვოთ ყოველგვარი კომპრომისი.
დახვეწილი და ინდივიდუალური RAV4 აერთიანებს კროსოვერის ჭეშმარიტ ხასიათს სტილითა და ტექნოლოგიით.
RAV4-ის მძლავრი ძარა ყურადღებას იპყრობს ელეგანტური, დიოდური ტიპის წინა მაშუქებით, პროფილის თამამი სილუეტით და უნიკალური დიოდური ტიპის უკანა მაშუქებით, რაც ქმნის მის ინდივიდუალურ და დახვეწილ იერს.
გამორჩეული და დხვეწილი, დიდი სივრცით. RAV4-ის ინტერიერი არის თანამედროვე, კარგად მოწყობილი და აღჭურვილი მრავალმნიშვნელოვანი ტექნოლოგიით.
ინოვაციური TNGA* პლატფორმის წყალობით, ავტომობილის წონა და სიმძიმის ცენტრი დაწეულია, ამავე დროს გაზრდილია ორივე შასის სიხისტე და მძღოლის ხედვის არე. საერთო ჯამში, ეს არის კროსოვერი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, რომლითაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაემგზავროთ ყველგან, სადაც მოისურვებთ.
*Toyota-ს ახალი გლობალური არქიტექტურა.
ახალი RAV4 გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერითა და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. ფართო სპექტრის აქტიური უსაფრთხოების მახასიათებლებით, RAV4 გაძლევთ საშუალებას, რომ იმგზავროთ უფრო თავდაჯერებულად.
RAV4 გაძლევთ თავდაჯერებულობას მართვის ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს ჩქაროსნული გზატკეცილი თუ ქალაქის გადატვირთული გზები, ემისიის შეზღუდვებით და რთული საგზაო პირობებით.
დააკონფიგურირეთ თქვენი RAV4
წინა სავარძლები წარმოდგენილია მართვის მაღალი პოზიციით და შექმნილია კომფორტის უზრუნველსაყოფად, ხოლო უკანა სავარძლებზე კი აღსანიშნავია დიდი სივრცე მხრებისა და ფეხებისთვის, რაც განაპირობებს კომფორტულ მგზავრობას უკანა მგზავრებისთვის.
Toyota Safety Sense-ი კიდევ უფრო გაუმჯობესდა ინტელექტუალური მახასიათებლებით, რომლებსაც მძღოლის დამხმარე სისტემები ახალ სიმაღლეებზე აჰყავთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ კონტროლი ყოველთვის თქვენს ხელთ არის.
გაეცანით უსაფრთხოების მახასიათებლებსგამოცადეთ RAV4
,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.
ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.