მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

გაეცანით სტანდარტული კომპლექტაციის მახასიათებლებს

უსაფრთხო, ტევადი და მრავალფუნქციური, ახალი RAV4 აღჭურვილია სრული კომპლექტით. ხელმისაწვდომია ჰიბრიდული ან plug-in ჰიბრიდული სისტემით და მზად არის ნებისმიერი თავგადასავლისთვის.

  • შექმნილი, იყოს გამორჩეული

    RAV4 ჰიბრიდი მთიან გზაზე მოძრაობისას

    თამამი და გაბედული, RAV4 შექმნილია სათავგადასავლო ცხოვრებისთვის.

  • მრავალფუნქციური ინტერიერი

    RAV4-ის ფართო საბარგულის სივრცე სავსე ბარგით

    ყველა საჭირო სივრცე, სათავსო და ტექნოლოგია.

  • მტკიცე მოჭიდების უნარით ყველგან

    RAV4 ქალაქში, თოვლში მოძრაობისას.

    RAV4-ს შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნებისმიერ პირობებში.

  • მიიღეთ სიამოვნება ავტომობილის მართვით

    RAV4-ის მძღოლის სურათი, რომელიც ახდენს მართვის შემაღლებული პოზიციის უპირატესობების დემონსტრირებას

    RAV4 კომფორტულია ქალაქში, მოქნილი მოსახვევებში და გამარჯვებული ყველა გზაზე.

  • სრულიად ახალი საინფორმაციო-გასართობი სისტემა

    RAV4-ის ინტერიერი ხელსაწყოთა პანელის სრული ხედით.

    სწრაფი, მოწინავე, მარტივი. RAV4 ჭკვიან ტექნოლოგიას თავის მეორე ბუნებად აქცევს.

  • შეიტანეთ სიცოცხლე ავტომობილის სალონში

    ბავშვი კითხვის პროცესში, RAV4-ის ტევად, უკანა სავარძელზე

    ტევადი და მრავალფუნქციური ინტერიერით, RAV4 ადვილად ერგება ცხოვრებას.

  • უსაფრთხოების მოწინავე ფუნქციები

    RAV4-ის ხედი ზემოდან, ქალაქგარეთ გზაზე

    დამატებითი უსაფრთხოება Toyota Safety Sense-თან ერთად.

  • ზომები

    RAV4-ის მძღოლი უახლოვდება სახლის წინ გაჩერებულ ავტომობილს

    სიგრძე = 4600-4646 მმ. სიგანე=1855-1880 მმ. სიმაღლე = 1675-1680 მმ.

Forced client side injection based on cached strategy

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=a68a58fb-a10e-41ae-9459-3a7c4060500f&utm_source=DV360&utm_medium=Banners&utm_campaign=TCA_GEO_2026_RAV4_DV360&dclid=CLjWyr2p75MDFZCFgwcdbhc2mA&gad_source=7&gad_campaignid=23747462319&gclid=EAIaIQobChMIzrjkuqnvkwMVxstEBx1xcgvEEAEYASAAEgIVP_D_BwE

დიზაინი

გზის გამკვლევი ბრუნდება

ლეგენდარული, კომპაქტური ქროსოვერი Toyota RAV4 შეიქმნა 1994 წელს. ახალი RAV4 გამოხატავს ნოვატორულ სულისკვეთებას და თავს იმკვიდრებს გამძლე, თანამედროვე დიზაინით, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.

დიზაინი
  1. ექსტერიერი
    1. Alt text TBC
      მტკიცე ქროსოვერის სტილი თანამედროვე, დინამიური იერით
      შექმნილი მათთვის, ვისაც სურს იყოს გამორჩეული. ახალი RAV4 აერთიანებს ქროსოვერის სიმძლავრეს თანამედროვე, გამორჩეულ დიზაინთან.
    2. RAV4-ის წინა მხარე ახალი ცხაურით და წინა მაშუქებით
      მოქნილი - ქალაქში, გამძლე - ქალაქგარეთ
      Toyota RAV4-ის დინამიური დიზაინი და თავდაჯერებული კონტურები ყველგან ეფექტურად გამოიყურება, ქალაქში თუ ქალაქგარეთ თქვენი მომდევნო თავგადასავლისას.
    3. დიზაინის დეტალები

      დიდი დიამეტრის საბურავებით, თვლების მტკიცე თაღებითა და მძლავრი წინა მაშუქებით, ახალი Toyota RAV4 მზადაა ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევისთვის.

      RAV4 Plug-in ჰიბრიდის ახლო ხედი RAV4 Plug-in ჰიბრიდის 20" ალუმინის დისკების ახლო ხედი
  2. RAV4-ის ინტერიერი ხელსაწყოთა პანელის სრული ხედით
  • ინტერიერი
    1. * მხოლოდ კონკრეტულ კომპლექტაციებზე.
      RAV4-ის ინტერიერი ხელსაწყოთა პანელის სრული ხედით
      თქვენი საკუთარი ღია სივრცე
      კომფორტული ინტერიერი გთავაზობთ საკმარის სივრცეს მთელი ოჯახისთვის, ორი უსადენო დამტენით* და სმარტფონის შეუფერხებელი ინტეგრაციით, ხუთამდე USB დამტენითა და JBL-ის აუდიო სისტემით*.
    2. პირველი კლასის, მეორე რიგის სავარძლები

      მეორე რიგის ტყავის სავარძლებზე, თავისა და ფეხებისთვის დიდი სივრცის წყალობით, მგზავრები კომფორტულად იგრძნობენ თავს. ასევე, მათთვის ხელმისაწვდომია უკანა მხარეს განლაგებული USB დამტენები.

      ბავშვი კითხვის პროცესში, RAV4-ის ტევად, უკანა სავარძელზე ბავშვი RAV4-ის უკანა სავარძელზე სარგებლობს USB-ს დასამუხტი წერტილით
  • * მხოლოდ კონკრეტულ კომპლექტაციებზე.
    ცის ხედი RAV4-ის დიდი პანორამული სახურავიდან
    ხედი საზღვრების გარეშე
    პანორამული სახურავი* ისედაც ტევად სალონში სივრცის აღქმას უფრო აძლიერებს, დამატებითი სინათლის წყალობით კი მგზავრებს ხალისიც ემატებათ.
  • RAV4-ის ფართო საბარგულის სივრცე სავსეა ბარგით
  • პრაქტიკულობა
    1. RAV4-ის ფართო საბარგულის სივრცე სავსეა ბარგით
      მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის
      Toyota RAV4-ის საბარგულით ყველა საჭირო ნივთს გადაიტანთ. ტევად საბარგულში ეტევა ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ სახლისთვის ან მოგზაურობისთვის. ამას გარდა, 12 V შესაერთებელი თქვენი მოწყობილობების მოხერხებულად დამუხტვას უზრუნველყოფს.
    2. RAV4-ის მძღოლი აღებს საბარგულის კარს ფეხის გამოძრავებით
      სენსორული გაღების ფუნქცია
      როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ, ელექტრული საბარგულის კარი უკანა ბამპერის ქვეშ ფეხის მარტივი გამოძრავებით გაიღება.
    3. სრულიად ახალი, წითელი Toyota Rav4
  • GR SPORT კომპლექტაცია
    1. Animation showing RAV4 GR SPORT front, rear, wheel and badge
      ეფექტური დიზაინი
      Toyota Gazoo Racing-ით შთაგონებული, GR SPORT-ის ექსტერიერის დიზაინი გამოირჩევა ექსკლუზიური ალუმინის დისკებით, შთამბეჭდავი წინა ცხაურითა და გამორჩეული GR ემბლემით, რომელიც ავტომობილის სტილს და მის სპორტულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს.
    2. ხედი მძღოლის ფანჯრის შიგნით, სადაც RAV4 GR SPORT-ის საჭე და ხელსაწყოთა პანელი მოჩანს.
      რბოლით შთაგონებული
      GR SPORT დინამიური დიზაინისა და ეფექტურობისკენ სწრაფვის სინონიმია. GR SPORT-ის ტყავის საჭე წითელი ნაკერით, სპორტული სავარძლები და ალუმინის სატერფულები ქმნის გარემოს, რომელიც მძღოლს მოქმედების ცენტრში აქცევს.
  • მართვის შესაძლებლობები

    საიმედო ქროსოვერი

    ეკონომიური და მარტივი სამართავი, Toyota RAV4-ის მაღალი წარმადობის ძრავა ხელმისაწვდომია წინა წამყვანი თვლებით ან სრულამძრავიანი სისტემით. რომელიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ ისიამოვნებთ სიმძლავრის, ეკონომიურობისა და საიმედო მართვის შესანიშნავი ბალანსით.

    მართვის შესაძლებლობები
    1. სრულამძრავიანი სისტემა
      1. Alt text TBC
        ჭკვიანი სრულამძრავიანი სისტემა სრული კონტროლისთვის
        ახალ RAV4-ს ნებისმიერ რელიეფსა და ამინდში მართვა სრულიად ახალ დონეზე გადაჰყავს გაუმჯობესებული სრულამძრავიანი სისტემით, ასევე უგზოობისა და ზამთრის პირობებში მართვის სპეციალური რეჟიმების დახმარებით.
      2. RAV4 უგზოობაში
        დამატებითი მოჭიდება, გაუმჯობესებული სვლა
        AWD-i ჭკვიანი სრულამძრავიანი სისტემით, RAV4 ცვალებად პირობებთან კარგად ადაპტირდება, უზრუნველყოფს გზასთან უკეთეს მოჭიდებას და დამატებით პროდუქტიულობას - იქნება ეს რთული რელიეფის გადალახვისას თუ მძიმე ტვირთის ბუქსირით გაწევისას.
      3. Alt text TBC
        ყველა ტიპის გზისთვის, ნებისმიერი სეზონისთვის
        სპეციალური მართვის რეჟიმები ნებისმიერ რელიეფზე თავდაჯერებულობას გმატებთ. ღილაკზე დაჭერით გააქტიურებადი რეჟიმი Trail და რეჟიმი Snow ახდენს ავტომობილის სრულამძრავიანი სისტემის, მართვისა და დამუხრუჭების სისტემების ოპტიმიზაციას, რათა რთულ პირობებში უსაფრთხო ფუნქციონირება უზრუნველყოფს.
      4. RAV4 driving in the city in snow and rain.
        თავდაჯერებულობა ყველა ამინდში
        ქროსოვერის მახასიათებლების წყალობით RAV4 ადვილად უმკლავდება თოვლს, წვიმას და ზამთრის ამინდის პირობებს. ავტომობილი გმატებთ თავდაჯერებულობას მთელი წლის განმავლობაში, გააჩნია ჩინებული მოჭიდება გზასთან და სრული კონტროლის უნარი ყველაზე რთულ პირობებშიც კი.
      5. RAV4 GR Sport ქალაქში მოძრაობისას
    2. მართვის დინამიკა
      1. RAV4 GR Sport ქალაქში მოძრაობისას
        მართვა და მოსახვევებში მანევრირება
        წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე ქროსოვერით მგზავრობა ღიმილს გგვრიდეთ. მოქნილი და რეაგირებადი, მყისიერი სამუშაო მაჩვენებლებით და აჩქარების უნარით, RAV4 სწორედ ამას აკეთებს - გზატკეცილზე, ველურ ბუნებასა თუ ქალაქში.
      2. RAV4-ის მძღოლის ხედი, რომლის მიზანია მართვის შემაღლებული პოზიციის უპირატესობების დემონსტრირება
        შემაღლებული ხედვის არე
        RAV4-ის შემაღლებული მართვის პოზიცია და ოპტიმიზებული ხილვადობა წინ, გზის მკაფიო და თავდაჯერებულ ხედვას უზრუნველყოფს, ხოლო უკუსვლით მოძრაობას, გასწრებასა და საგზაო მოძრაობაში ჩართვას უფრო მარტივს და უსაფრთხოს ხდის.
      3. Alt text TBC
        მართვის რეჟიმები
        გადასართავი რეჟიმები საშუალებას გაძლევთ, მოახდინოთ RAV4-ის მართვის ოპტიმიზაცია - ენერგიული SPORT, ეკონომიური ECO და დაბალანსებული NORMAL რეჟიმებით. CUSTOM რეჟიმით იდეალური მართვის გამოცდილებას მიიღებთ და RAV4-ს თქვენს სტილს მოარგებთ.
      4. RAV4-ს ბუქსირით ნავის გადატანისას
    3. ბუქსირების შესაძლებლობა
      1. * AWD სისტემიან მოდელზე.
        RAV4-ს ბუქსირით ნავის გადატანისას
        ბუქსირების შესაძლებლობა
        RAV4-ის 2000 კგ.-მდე* საბუქსირე შესაძლებლობისა და მისაბმელის მართვის დამხმარე სისტემის წყალობით, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გადაიტანოთ ნებისმიერი რამ, იქნება ეს ნავი თუ ცხენის გადამყვანი. საბუქსირე კაუჭი თავსებადია საბარგულის ელექტრული გაღების სენსორულ ფუნქციასთანაც.
    • PLUG-IN ჰიბრიდი

      ძრავა
      Plug-in ჰიბრიდი
      სიმძლავრე
      304 DIN ც.ძ.
      საწვავის მოხმარება
      2.7 ლ/100 კმ*
      CO₂-ის ემისიები
      TBC
      აჩქარება 0–100 კმ/სთ
      5.8 წამი
      დამუხტვა / საწვავის შევსება
      Plug-in / ბენზინი
      ელექტრული სვლის რესურსი
      100 კმ**
    • ჰიბრიდი

      ძრავა
      ჰიბრიდი
      სიმძლავრე
      183 - 192 DIN ც.ძ.
      საწვავის მოხმარება
      4.7-5.6 ლ/100 კმ*
      CO₂-ის ემისიები
      138-168 გ/კმ*
      აჩქარება 0–100 კმ/სთ
      8 - 7.7 წამი
      დამუხტვა / საწვავის შევსება
      თვითდამუხტვადი / ბენზინი
      ელექტრული სვლის რესურსი
      -

    ტექნოლოგია

    ჭკვიანი, შეუფერხებელი, დაკავშირებული

    Toyota Connect წარმოგიდგენთ ახალი თაობის მულტიმედიურ სისტემას მონაცემთა სწრაფი დამუშავების ფუნქციით, ინტუიციური მენიუებითა და მოწინავე ხმოვანი კონტროლით. მარტივი და დახვეწილი დიზაინი მოიცავს მომხმარებლის მიერ კონფიგურირებად მთავარ ეკრანს და ვიჯეტებს.

    ტექნოლოგია
    1. ციფრული სალონი
      1. Short film showing the RAV4 passenger using the multimedia screen to customise
        ოპტიმიზებული ინტუიციური კონტროლისთვის
        თქვენი ციფრული სამყარო ახალ RAV4-ში თქვენთან ერთად მგზავრობს. მოიპოვეთ სრული კონტროლი ინტუიციური მულტიმედიისა და RAV4-ის მარტივად აღსაქმელი კომბიმეტრის ეკრანის დახმარებით.
      2. RAV4-ის თანამედროვე სალონი 12.3 დიუმიანი მულტიმედიური ეკრანით და 12.3 დიუმიანი ციფრული ხელსაწყოებით
        ინტუიციური გამოცდილება
        12.9" მულტიმედიური მონიტორი და 12.3" კომბიმეტრი მუშაობენ ჰარმონიულად ძირითადი მონაცემების ნათლად გადმოსაცემად, რითაც ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი ხდება. ინტუიციური კონტროლი და ზუსტი ხმოვანი აგენტის ფუნქციონირება უზრუნველყოფს ვითარების მუდმივ კონტროლს ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გარეშე.
        გაიგეთ მეტი დაკავშირებულ სერვისებზე
      3. Alt text TBC
        გადაფურცლეთ, აირჩიეთ, დაუკავშირდით
        ToyotaConnect წარმოგიდგენთ სრულიად ახალ, მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისს რეგულირებადი მთავარი ეკრანით, ჭკვიანი ვიჯეტებითა და ახალი დაკავშირებული სერვისებით.
        გაიგეთ მეტი დაკავშირებულ სერვისებზე
      4. Alt text TBC
        ჭკვიანი ინფორმაცია, მარტივი კონტროლი
        12.3" კომბიმეტრი ნათლად ასახავს ისეთ ძირითად მონაცემებს, რომელიც უკავშირდება სამგანზომილებიან გამოსახულებას ზოლში მოძრაობისთვის, ნავიგაციას და მედიას, ხოლო საჭის მართვის ელემენტები საშუალებას გაძლევთ ყურადღების გაფანტვის მინიმიზებისთვის სწრაფად დაარეგულიროთ გამოსახულება და ფუნქციები.
        გაიგეთ მეტი დაკავშირებულ სერვისებზე
      5. RAV4-ის საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD)
        ფოკუსირებული გზაზე
        ახალი RAV4-ის გაუმჯობესებული საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე მართვის ინფორმაციასა და სანავიგაციო ბრძანებებს მკაფიოდ წარმოგიდგენთ ისე, რომ გზას თვალი არ მოაშოროთ.
      6. მობილური ტელეფონი აჩვენებს ეკრანზე დისტანციური კლიმატ-კონტროლის ფუნქციას
    2. დაკავშირებული სერვისები
      1. დაკავშირებული სერვისები

        კონტროლი თქვენი ტელეფონიდან

        MyToyota-ს აპლიკაცია შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად, კავშირის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებით. სმარტფონიდან შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის სტატუსი, აკონტროლოთ ელემენტის დამუხტვის ან საწვავის დონე.

      2. მობილური ტელეფონი აჩვენებს ეკრანზე დისტანციური კლიმატ-კონტროლის ფუნქციას
        დისტანციური კონტროლის შესაძლებლობა
        ისიამოვნეთ დამატებითი კომფორტით MyToyota-ს აპლიკაციის დისტანციური მართვის ფუნქციებით. ჩაკეტეთ ან გააღეთ თქვენი ავტომობილი ნებისმიერი ადგილიდან და ისარგებლეთ დისტანციური კლიმატ-კონტროლის ფუნქციით, რათა მგზავრობამდე წინასწარ დააყენოთ სალონის იდეალური ტემპერატურა.
        გაიგეთ მეტი დაკავშირებულ სერვისებზე

    მრავალფეროვანი შესაძლებლობები

    სრულიად ახალ RAV4-ის წარმოებასთან ერთად იწყება გამორჩეული ისტორია. ახალგაზრდა გოგონას ამბავი, რომელიც RAV4-ს აღიქვამს არა მხოლოდ როგორც ოჯახის ავტომობილს, არამედ როგორც დიდ, მაღალტექნოლოგიურ წარმოსახვით მეგობარს. შემოუერთდით ჩვენს საყვარელ გმირებს და მათ საინტერესო თავგადასავლებს ქალაქის ქუჩებისა თუ თვალწარმტაცი პეიზაჟების ფონზე. გაეცანით მათ ისტორიას, ასევე RAV4-ის შესაძლებლობებს, რასაც მანამდე ვერასოდეს წარმოიდგენდით.
    დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

    ხშირად დასმული კითხვები

    1. ყველა

    ჰიბრიდული და Plug-in ჰიბრიდული ავტომობილები მსგავს ტექნოლოგიას იყენებენ, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით. ორივე მათგანი შეუფერხებლად ახდენს გადართვას ენერგიის ორ წყაროს - ეკონომიურ ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავას შორის, რომელიც შედგება ელემენტისა და ერთი ან მეტი ელექტროძრავისგან. თუმცა, Plug-in ჰიბრიდებს გააჩნიათ უფრო მაღალი მოცულობის ელემენტი, რათა ელექტრულ რეჟიმში გადაადგილებისას უფრო მეტი მანძილის დაფარვა მოხდეს.

     

    Toyota-ს Plug-in ჰიბრიდებს სხვა ჰიბრიდულ ავტომობილებთან შედარებით უფრო დიდი ელემენტები გააჩნიათ, რაც მათ საშუალებას აძლევს, მხოლოდ ელექტრულ რეჟიმში მეტ დისტანციებზე იმოძრაონ. თუ ხანგრძლივი მგზავრობისას ბატარეა დაიცლება, Toyota-ს Plug-in ჰიბრიდები შეუფერხებლად გადადიან ბენზინისა და ელექტროენერგიის კომბინირებულ მოხმარებაზე და მოძრაობისას ხდება ელემენტის ხელახლა დამუხტვა. მგზავრობის დისტანციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით Toyota-ს Plug-in ჰიბრიდების მოდელების გვერდებს.

     

    Plug-in ჰიბრიდის დამუხტვის რამდენიმე გზა არსებობს. სახლის დენის წყაროსთან შეერთება მარტივია და ღამით დამუხტვას მოსახერხებელს და ხშირ შემთხვევაში, ძალზე ეკონომიურს ხდის. ოპტიმალური სიჩქარისთვის, სპეციალური კაბელისა და კედლის დასამუხტი მოწყობილობის კომბინაცია შესაძლებლობას მოგცემთ, ავტომობილი სულ რამდენიმე საათში სრულად დამუხტოთ - იმ დროში, რაც ზოგიერთი მობილური ტელეფონის დამუხტვისთვისაა საჭირო.

    Plug-in ჰიბრიდების წყალობით შესაძლებელია ხარჯების ეკონომიაც. რეგულარული დამუხტვა მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის მოხმარებას, ხოლო Plug-in ჰიბრიდის მძღოლები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით, რაც მათ ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის ცენტრში შესვლის და მავნე ემისიების გამოყოფის გადასახადებისგან ათავისუფლებს.

     

    Toyota-ს Plug-in ჰიბრიდის ელემენტები შექმნილია ავტომობილის მთელი ექსპლუატაციის პერიოდზე გათვლით. დამატებითი სულიერი სიმშვიდისთვის, თითოეულ ელემენტს ახლავს 5 წლიანი/100,000 კმ* გარანტია, რომელიც  ყოველწლიური ჰიბრიდული სისტემის მდგომარეობის შემოწმების წყალობით ახანგრძლივებს ელემენტის მოქმედების ვადას 10 წლამდე ვადით. როდესაც ბატარეას თავისი ექსპლუატაციის ვადა ამოეწურება, Toyota-ს "უკან დაბრუნების სქემა" უზრუნველყოფს, რომ მისი განკარგვა უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მოხდეს.

     

    რომელიც დადგება უფრო ადრე.

    Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. 

    Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

     

    Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

    Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

     

    * იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე. 

    არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.