მოითხოვეთ ბროშურა
ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
ჩაეწერეთ სერვისზე
ოფიციალური დილერები
დაგვიკავშირდით

Prius

ჰიბრიდი

ახალი Toyota Prius
პრიუსი ნიშნავს პირველს

75 400 ლარიდან
  • მომხიბლავი სილუეტის სუფთა ხაზები

    ავტომობილის წინა ნაწილში არსებული მაშუქები ხაზს უსვამს ხუფის ელეგანტურ დაქანებას. ახალი, გასაოცარი უკანა მაშუქები გამოკვეთს ავტომობილის გლუვ, ჰორიზონტალურ ხაზებს. შედეგად, ავტომობილი ისეთივე სასიამოვნოა ვიზუალურად, როგორც სამართავად.

  • ჰიბრიდის მართვა არასოდეს ყოფილა ასეთი სასიამოვნო

    1.8 ლიტრიანი ძრავა უზრუნველყოფს კომფორტულ და დინამიკურ მართვის გამოცდილებას. ავტომობილი თავის ბატარეებს მუხტავს მართვის დროს, ასე რომ მისი დენში შეერთება საჭირო არ არის. ასევე, Prius წარმოადგენს ყველაზე ეკონომიურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდს.

Prius ლიდერია თავის კლასში

Prius-ის ისტორია 1997 წელს დაიწყო. პირველი სერიული წარმოების ჰიბრიდმა მართვა ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ყველაფერი დაიწყო ახალი გვერდიდან. პრიუსი აერთიანებს ინტელექტუალურ დიზაინსა და ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს დინამიკური სამუშაო მაჩვენებლები და შესანიშნავი მართვადობა. ეს ავტომობილი გამოირჩევა სასიამოვნო და კომფორტული მართვადობით და ამასთან ერთად, საწვავის მოხმარების მაქსიმალური ეკონომიურობით.

მომავლის განსაზღვრა და პირველობა

ავტომობილი, რომელმაც ჰიბრიდი ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ განსაზღვრა, მას დღესაც კვლავ ხელახლა საზღვრავს.

  • თანამედროვე დიზაინი და ინტელექტუალური მართვა

    ეს არის ავტომობილი თანამედროვე დიზაინით, რომელიც შეესაბამება მის მოწინავე შესაძლებლობებს. ახალი დიზაინი ინარჩუნებს პრიუსის საკულტო, სამკუთხა სილუეტს, თუმცა ანახლებს მას თანამედროვე, სუფთა ხაზებით, რაც შექმნილია საჰაერო ნაკადის ოპტიმიზირებისთვის. შედეგად, ავტომობილი ისევე სასიამოვნოა ვიზუალურად, როგორც სამართავად.

  • ეკონომიური და ჭეშმარიტად სასიამოვნო

    ჰიბრიდის მართვა არასოდეს ყოფილა ასეთი სასიამოვნო. შეუმჩნეველი გადასვლა ელექტრო და ბენზინის რეჟიმებს შორის, იძლევა დინამიკური აჩქარების საშუალებას, როცა თქვენ ეს გჭირდებათ. ის ასევე გთავაზობთ შთამბეჭდავ მახასიათებლებს და შესანიშნავ მართვადობას დაბალი სიმძიმის ცენტრის და გაუმჯობესებული დაკიდების სისტემის წყალობით.

საოცრად ინოვაციური და დაუჯერებლად ეკონომიური

ახალი Toyota Prius - ლიდერი ჰიბრიდებს შორის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ნამდვილი კომფორტი და ინტუიციური ტექნოლოგია

ნამდვილი კომფორტი და ინტუიციური ტექნოლოგია

როდესაც საქმე ეხება მიმზიდველი სივრცის შექმნას, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. პრიუსის სალონი აერთიანებს ხარისხიან მასალას და ნამდვილ, თანამედროვე დიზაინს, ხოლო ერგონომიული სავარძლები შექმნილია ახალი, მოდური ქსოვილების გამოყენებით. საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე გაწვდით ინფორმაციას სიჩქარის, ჰიბრიდული სისტემის და ავტომობილის გასავლელი მანძილის შესახებ, ხოლო ინტუიციური Toyota Touch® 2 Go სისტემის საშუალებით გართობა უფრო მარტივი ხდება.

რომელ Prius-ს ირჩევთ თქვენ?

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.