Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით
კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია.
ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა. თუმცა გვწამს, რომ ერთად მოქმედების წყალობით შეუძლებელი არაფერია და რომ შეგვიძლია ხვალ უფრო ძლიერი ვიყოთ. რადგან ჩვენ გვჯერა „უკეთესობის“.
სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია.
ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა - გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და დაფასება ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ყველა პროფესიონალისადმი, რომლებიც ზრუნავენ ადამიანებზე.
ჩვენი კომუნიკაციის განყოფილება კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სოციალური არხების საშუალებით, ასე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.