1. Toyota Mobility Foundation

„TOYOTA MOBILITY FOUNDATION“ - მობილობის შეუზღუდავი გამოწვევა

4 მილიონ დოლარიანი გამოწვევა, რომელმაც უნდა გარდაქმნას იმ ადამიანების სამყარო, ვისაც პარალიზებული აქვთ ქვედა კიდურები.

  • „Toyota Mobility Foundation“-ი და „Nesta’s Challenge Prize Centre“-ი იწყებს მრავალმილიონ დოლარიან გამოწვევას, რათა მსოფლიოს მასშტაბით გაზარდოს მობილობა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პარალიზებული აქვთ ქვედა კიდურები.
  • „Mobility Unlimited Challenge“-ი ხელს შეუწყობს პერსონალური მობილობის მოწყობილობების განვითარებას ინტელექტუალური სისტემების ჩათვლით.
  • გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ტექნოლოგიური და დიზაინის სპექტრიდან, ხელოვნური ინტელექტიდან ეგზოჩონჩხებამდე.
  • გამოწვევა მხარდაჭერილია სპორტის, მედიის, დიზაინის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სამყაროდან საერთაშორისო ელჩების მიერ.
  • ლოს-ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) – „Toyota Mobility Foundation“-მა „Nesta’s Challenge Prize Centre“-თან ერთად წამოიწყო 4 მილიონ დოლარიანი გლობალური გამოწვევა, რათა შეცვალონ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებსაც ქვედა კიდურები აქვთ პარალიზებული, ხოლო კულმინაცია და გამარჯვებულების გამოვლენა გაიმართება ტოკიოში, 2020 წელს.

    „Mobility Unlimited Challenge“-ი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს გუნდებს ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად, რომლებიც რადიკალურად გააუმჯობესებენ პარალიზებული ადამიანების მობილობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. იხილეთ ვიდეო, რათა გაიგოთ ჩვენი ხედვა.

    „Mobility Unlimited Challenge“-ი მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით დააჩქაროს ინოვაციები და გააღრმავოს თანამშრომლობა მომხმარებლებთან, რათა მოიკვლიოს საჭირო მოწყობილობები პარალიზებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გამოწვევა ხელს შეუწყობს პერსონალური მობილობის მოწყობილობების განვითარებას ინტელექტუალური სისტემების ჩათვლით.

    სამომავლო მობილობის გადაწყვეტილებები შესაძლოა მოიცავდნენ ნებისმიერ საკითხს: ეგზოჩონჩხიდან - ხელოვნურ ინტელექტამდე, მანქანურ სწავლას, მონაცემთა ღრუბელში დამუშავებიდან - ბატარეებამდე.

    მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს პარალიზებული ქვედა კიდურებით (ყველაზე გავრცელებული მიზეზებია - ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება და გაფანტული სკლეროზი). იმის მიუხედავად, რომ მთელს მსოფლიოში არ მოიძიება სტატისტიკა დამბლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სავარაუდო მონაცემებით, ყოველწლიურად ფიქსირდება ზურგის ტვინის ტრავმების 250,000 – 500,000 გლობალური შემთხვევა.

    ინოვაციას „ჭკვიანი“ მობილობის ტექნოლოგიაში აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას პერსონალური მოწყობილობები, რომლებიც უკეთესად არიან ინტეგრირებული მომხმარებლის სხეულთან და გარემოსთან. მაგრამ, ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება მიმდინარეობს ნელა, ისეთი შემაფერხებელი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: მცირე და ფრაგმენტული ბაზარი, ტვირთის მარეგულირებლები და სირთულეები კომპენსაციაზე, რაც დაკავშირებულია ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემებთან.

    ეს შესაძლოა იყოს არახელსაყრელი ახალი მონაწილეებისთვის, ან ხელის შემშლელი ფაქტორი უკვე არსებულთათვის ინოვაციური გადაწყვეტილებების ბაზარზე შემოსასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი მიღწევები გაკეთდა მოგზაურობის გასაუმჯობესებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინოვაციები კვლავ ჩამორჩება.

    ექსპერტი მსაჯების ჯგუფი შეარჩევს ხუთ ფინალისტს, თითოეული მათგანი მიიღებს 500,000 აშშ დოლარს, რათა კონცეპტუალური ჩანაფიქრი აქციონ პროტოტიპად. გამოწვევის გამარჯვებული მიიღებს 1,000,000 აშშ დოლარს, რაც დაეხმარება პროდუქტის ბაზარზე გატანაში - იმ გამარჯვებული კონცეფციის, რომელიც წარმოდგენილი იქნება ტოკიოში, 2020 წელს.

  • „Mobility Unlimited Challenge“-ი მიზნად ისახავს მცირე ინოვატორების მოზიდვასა და მხარდაჭერას, რომლებსაც სხვაგვარად გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდათ დამხმარე ტექნოლოგიების ბაზარზე შემოსასვლელად. „Discovery Awards“-ი დააფინანსებს იმ 10 ჯგუფს, რომლებიც წარადგენენ პერსპექტიულ კონცეფციებს, მაგრამ არ ექნებათ საკმარისი რესურსი გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებულ ინოვატორებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მისამართზე: mobilityunlimited.org.

    უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, მეტად სამართლიანი გარემოს შესაქმნელად, „Mobility Unlimited Challenge“-ის მონაწილეები იქნებიან ორიენტირებული მომხმარებლებზე. გამოწვევა გახდება ინოვაციის კატალიზატორი მთელს მსოფლიოში ერთობლივი შემოქმედების წყალობით, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი მონაწილეების აღმოჩენილი გადაწყვეტილებებით.

    „Mobility Unlimited Challenge“-ის გამოწვევის ბოლოს, „Toyota Mobility Foundation“-ი და „Nesta’s Challenge Prize Centre“-ი მხარს დაუჭერენ ინოვატორულ ჯგუფებს მოწინავე ტექნოლოგიების შექმნაში, რაც პარალიზებული ადამიანებისთვის იქნება ახალი საფეხური პერსონალური მობილობის საკითხში.

    დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ: mobilityunlimited.org


    „Toyota Mobility Foundation“-ის შესახებ

    • ფონდი „Toyota Mobility Foundation“-ი დაარსდა ტოიოტას მიერ 2014 წელს, ჭეშმარიტად მობილური საზოგადოების შექმნის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების უკეთეს ცხოვრებას, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.
    • ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ძლიერ მობილობის სისტემებს და ამავე დროს აღმოფხვრას უთანასწორობა მობილობაში.
    • „Toyota Mobility Foundation“-ი მუშაობს მთელს მსოფლიოში მობილობის ინოვაციური გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად, დაწყებული მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გადატვირთული საგზაო მოძრაობის დარეგულირებით და დამთავრებული წყალბადის ენერგიაზე მომუშავე სისტემებით.
    • „Toyota Mobility Foundation“-ის მისიაა - მეტ ადამიანს მისცეს გადაადგილების და ცოდნის გაზიარების საშუალება, პარტნიორობა გაუწიოს სხვებს და გამოიყენოს მათი ინოვაციური სული უფრო მხიარული მობილური საზოგადოების შექმნის მიზნით.
    • ის იყენებს ტოიოტას გამოცდილებას ტექნოლოგიის, უსაფრთხოების და გარემოსთან ურთიერთქმედების სფეროში, თანამშრომლობს უნივერსტეტებთან, მთავრობასთან, არაკომერციულ ორგანიზაციებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რათა მოგვარდეს მობილობის პრობლემები მთელს მსოფლიოში.