1. Unlocked

TOYOTA-ს ოფიციალური დილერები უკვე გახსნილია

ტოიოტას ოფიციალური დილერები განახლებული სამუშაო რეჟიმით დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს.

ახალი რეალობა უსაფრთხოების ახალ ზომებს მოითხოვს, ამიტომ Toyota, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლის დაცულობას. ამას ვაკეთებთ ისეთივე მზრუნველობითა და ყურადღებით, როგორც ვეკიდებით თითოეული ჩვენს მიერ გამოშვებული ავტომობილის წარმოებას; ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, ყველა ადამიანის უსაფრთხოების პირობებში. შესაბამისად დავნერგეთ ახალი პროცესები, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი კოლეგები, ისე მომხმარებლები, რომელთაც სურთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისით ან შეიძინონ ახალი ავტომობილი.

 

რა არის ახალი?

ხარისხი და სანდოობა ყოველთვის იყო Toyota-ს დამახასიათებელი ნიშან-თვისება, თუმცა, ახლა ჩვენ გვაქვს ბევრი ახალი ინიციატივა, მათ შორის უსაფრთხოების ახალი ზომები, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს ჩვენს სადილერო ცენტრებში თქვენი ვიზიტით მიღებული გამოცდილება და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი კოლეგებისა და პარტნიორების უსაფრთხოება.

დაცვა

Toyota-ში ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. კულისებს მიღმა, ყველა სადილერო ცენტრში დაწესებულია დასუფთავების ახალი რეჟიმები, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები დაიცავენ საყოველთაო ინსტრუქციებს.

  • სადილერო ცენტრი

    • დაწესებული სოციალური დისტანცირება
    • კლიენტებთან შეხებაში მყოფ პერსონალის მიერ ნიღბების გამოყენება
    • ხელის სადეზინფექციო საშუალება
    • უკონტაქტო გადახდა.

    სერვისის სივრცე

    • სპეციალისტები არიან დაცულები და მუდმივად ატარებენ ხელთათმანებს & ნიღბებს.
    • თქვენი ავტომობილი დაცულია ერთჯერადი დამცავი საფარით
    • ყველა ზედაპირი იწმინდება კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ.
    • თქვენი გასაღები დაბრუნებამდე გაივლის სადეზინფექციო დამუშავებას.

  • ტესტ-დრაივი

    • ყველა ავტომობილის სადეზინფექციო დამუშავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ
    • გასაღების სადეზინფექციო დამუშავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ

    ზოგადი

    • ყველა ავტომობილზე საჭისთვის, გადაცემათა კოლოფის ბერკეტის, სავარძლებისა და ხალიჩებისთვის გამოიყენება ერთჯერადი საფარი.
    • პროდუქტთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომია ელექტრონულ ფორმატში.
    • გასაღების ჩასადები ყუთი უკონტაქტო გადაცემისთვის.

  • ტოიოტა ცენტრი თბილისი

  • ტოიოტა ცენტრი თეგეტა