ახალი Toyota CH-R ჰიბრიდი
უფერული ყოველდღიურობის დრო იწურება
დარეგისტრირდით, რათა მიიღოთ უახლესი ამბები
სულ მალე, თქვენ იხილავთ ახალ Toyota C-HR ჰიბრიდს და ამჯერად, ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება.
ახალი, მძლავრი ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი Toyota C-HR-ი, გთავაზობთ ჰიბრიდის სამუშაო მაჩვენებლების ახალ საფეხურს, რომელიც ზუსტად შეეფერება მის გასაოცარ დიზაინს. ინტერიერის უფრო დახვეწილი ხარისხით და დაკავშირების ყველაზე სრულყოფილი პაკეტით, თქვენ ჩვეულებრივს ვერაფერს ნახავთ ახალ Toyota C-HR ჰიბრიდში.

განსაკუთრებული დიზაინი

შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ Toyota C-HR-ის განახლებული დიზაინი, კერძოდ, მისი წინა და უკანა ნაწილი, გამორჩეული დიოდური ტიპის მაშუქები, ალუმინის დისკები და ორი ტონალობის მქონე ნარინჯისფერი შეფერილობა. ასევე, აღსანიშნავია დახვეწილი ინტერიერი, ტაქტილურად რბილი მასალები, პრიალა შავი ელემენტები და ელექტრულად რეგულირებადი სავარძელი.

ახალი C-HR ჰიბრიდი

მძლავრ 1.8 ლ. მოცულობის ჰიბრიდულ ძრავას, ახალ სიმაღლეებზე აჰყავს მართვით გამოწვეული სიამოვნება. აუღელვებელი და მყისიერი აჩქარების მქონე მახასიათებლით, დინამიკური Toyota C-HR ჰიბრიდი გთავაზობთ უფრო მეტ კონტროლს და სიამოვნებას, მის საჭესთან ყოფნის დროს, ხოლო რიგი გაუმჯობესებების წყალობით, ის უფრო ჩუმი და კომფორტული გახდა, ვიდრე ყოფილა ოდესმე.

ჭკვიანი დაკავშირების ფუნქცია

ინოვაციური მახასიათებლების სიმრავლე ნიშნავს, რომ თქვენ, კიდევ უფრო უკეთ ხართ დაკავშირებული ახალ Toyota C-HR-ში. Apple CarPlay და Android Auto-ს წყალობით შეგეძლებათ, ისარგებლოთ თქვენთვის საყვარელი მობილური აპლიკაციებით, რაც თქვენს მგზავრობას უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის.

დროა, რომ უფერული ყოველდღიურობა დავტოვოთ შორ წარსულში

დარეგისტრირდით, რათა პირველმა მიიღოთ უახლესი ამბები Toyota C-HR-ის შესახებ.

სიახლეების გამოწერა
თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.