
ახალი რეალობა უსაფრთხოების ახალ ზომებს მოითხოვს, ამიტომ Toyota, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლის დაცულობას. ამას ვაკეთებთ ისეთივე მზრუნველობითა და ყურადღებით, როგორც ვეკიდებით თითოეული ჩვენს მიერ გამოშვებული ავტომობილის წარმოებას; ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, ყველა ადამიანის უსაფრთხოების პირობებში. შესაბამისად დავნერგეთ ახალი პროცესები, რათა დავიცვათ როგორც ჩვენი კოლეგები, ისე მომხმარებლები, რომელთაც სურთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისით ან შეიძინონ ახალი ავტომობილი.
ხარისხი და სანდოობა ყოველთვის იყო Toyota-ს დამახასიათებელი ნიშან-თვისება, თუმცა, ახლა ჩვენ გვაქვს ბევრი ახალი ინიციატივა, მათ შორის უსაფრთხოების ახალი ზომები, რომლის მიზანია გაუმჯობესდეს ჩვენს სადილერო ცენტრებში თქვენი ვიზიტით მიღებული გამოცდილება და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი კოლეგებისა და პარტნიორების უსაფრთხოება.
Toyota-ში ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. კულისებს მიღმა, ყველა სადილერო ცენტრში დაწესებულია დასუფთავების ახალი რეჟიმები, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები დაიცავენ საყოველთაო ინსტრუქციებს.