1. Owners
  2. Parts & Accessories
  3. Toyota windscreen

საქარე მინა

სუფთა ხედვისა და სრული სიმშვიდისთვის

თქვენი ტოიოტას მართვისას, საქარე მინა უზრუნველყოფს გზის სრულყოფილ ხედვას და გიცავთ გარე ნაწილაკებისგან.

თქვენი საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს დეტალური შემოწმებისთვის.
თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენი ტოიოტა აღჭურვილი იყოს მაღალი ხარისხის საქარე მინით - უსაფრთხოების ტესტებით დადასტურებულია, რომ ტოიოტას ორიგინალი საქარე მინა უმაღლესი ხარისხისაა.  ტოიოტას ორიგინალი საქარე მინა ტესტირებას გადის არა მხოლოდ გამძლეობაზე, არამედ მინის ზედაპირის დეფორმაციებზეც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოპტიკური დამახინჯება.

შეგიძლიათ ენდოთ ტოიოტას ორიგინალ საქარე მინებს:

  • გაზრდილი უსაფრთხოება

    გიცავთ რა გარე ნაწილაკებისგან, ტოიოტას ორიგინალი საქარე მინა ასევე აგარიდებთ სერიოზულ ზიანს შეჯახების შემთხვევაში.

  • შესანიშნავი ხარისხი

    ტოიოტას ორიგინალი საქარე მინები უზრუნველყოფს თერმულ და აკუსტიკურ კომფორტს, ულტრაიისფერი სხივების ფილტრაციას და მაღალ ოპტიკურ ხარისხს იდეალური ხედვისთვის.

  • იდეალური მორგება

    ჩვენი საქარე მინები სპეციალურად არის შექმნილი ტოიოტას ავტომობილებისთვის და ოპტიმიზებულია Toyota Safety Sense-თან ინტეგრაციისთვის. 

თუ თქვენს ავტომობილს ესაჭიროება საქარე მინის შეცვლა, მიმართეთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს. სერტიფიცირებული ტექნიკოსები თქვენს ტოიოტას სხვაზე ბევრად კარგად იცნობენ, ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი უმაღლესი სტანდარტით შეასრულებენ სამუშაოს და საშუალებას მოგცემენ, სრულიად მშვიდად იმგზავროთ.