ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი

თქვენი ტოიოტას სასიცოცხლო წყარო

ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება წყალი, ან მცენარეებს სჭირდებათ მზის სინათლე, თქვენი ავტომობილის ძრავსაც ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ძრავის ზეთი.

ტოიოტას ძრავები შექმნილია ხანგრძლივად და შეუფერხებლად მუშაობისთვის, ეკონომიურობისთვის და საიმედოობის უზრუნველყოფისთვის ნებისმიერ პირობებში, მაგრამ ამ მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად საჭიროა რეგულარული სერვისი და უმაღლესი ხარისხის ზეთი.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთი (TGMO) ძრავის ერთადერთი საპოხი ნივთიერებაა, რომელიც სპეციალურად თქვენი ავტომობილისთვის შეიქმნა. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით TGMO საპოხი მასალები ტესტირებულია და შემუშავებულია სპეციალურად ტოიოტასთვის, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ძრავის მოთხოვნები.

რამდენიმე ასპექტი, თუ რა სარგებელს მიიღებს თქვენი ავტომობილის ძრავი TGMO-გან:
  • დაცვა: მძლავრი, თხელი დამცავი ფენა ძრავის ნაწილებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს. მის გარეშე ძრავი გადახურდება და გამოვა მწყობრიდან..
  • სიმძლავრე: ავსებს ნაპრალს დგუშსა და ცილინდრის კედელს შორის, და საშუალებას აძლევს თქვენს ძრავს, გამოიმუშავოს მაქსიმალური სიმძლავრე.
  • ეკონომია: უზრუნველყოფს ძრავის შეუფერხებელ მუშაობას, რაც ამცირებს დახარჯულ ენერგიას და ხდის ავტომობილს უფრო ეკონომიურს.
  • საიმედოობა: ხელს უშლის ნარჩენების წარმოქმნას, ინარჩუნებს ძრავის სისუფთავეს და ხელს უწყობს დგუშის რგოლების გამართულ მუშაობას.
  • ხანგრძლივობა: ანეიტრალებს მჟავებს, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება და გაცილებით ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან.
  • მრავალმხრივი: გაძლევთ რწმენას, რომ თქვენი ძრავი იდეალურად იმუშავებს ნებისმიერ ამინდსა და მართვის პირობებში.
/
/

გვაქვს ზეთის დიდი არჩევანი სინთეტიკურიდან მინერალურამდე, წელიწადის ყველაზე მკაცრი სეზონისთვის და ყველა სახის ძრავისთვის, როგორც დიზელზე, ასევე ბენზინზე მომუშავისთვის, და ჰიბრიდული ძრავებისთვის. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ტოიოტასთვის საუკეთესოს შერჩევაში.

ტოიოტას ორიგინალი ძრავის ზეთის სწორად შერჩევის და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ კვლავაც დიდი ხნით ისიამოვნოთ თქვენი ავტომობილის გამორჩეულად კარგი მუშაობით, ნაკლები გამონაბოლქვითა და შემცირებული საწვავის წვით.