ტოიოტას ორიგინალი ნათურები

გაანათეთ თქვენი გზა

თქვენი ავტომობილისთვის ნათურების შერჩევა ადვილია, მაგრამ სწორად შერჩეული, სრულად მომუშავე ნათურა თქვენი ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, განსაკუთრებით ღამის საათებში.

იმისათვის, რომ გზა გაგინათოთ და დაგეხმაროთ უსაფრთხო გადაადგილებაში, შევქმენით ტოიოტას ნათურების მთელი რიგი, რომლებიც უამრავი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ისინი შექმნილია ტოიოტას მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, რაც ყოველგვარ ამინდთან თავსებადობას განაპირობებს.
  • ნათურები დამზადებულია კვარცის მინისგან, რაც ზრდის მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას
  • იდეალურად ერგება ტოიოტას ყველა მოდელს
  • ავტომობილის მართვას გაცილებით უსაფრთხოს ქმნის
  • შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს ნათურებს ძლიერი და შესამჩნევი სასიგნალო ფუნქციის მისაღებად
  • გააჩნია კონკურენტული ფასი

ჩვენი ხაზი

გაგვაჩნია ნათურების დიდი არჩევანი, რაც ყველას მოთხოვნას აკმაყოფილებს და გეხმარებათ, ისეთი იერსახე შესძინოთ თქვენს ტოიოტას, როგორიც მოგესურვებათ:

/
 
Optiblue ნათურები

ეს მშვენიერი ლურჯ-თეთრი ნათურები მყისიერად ანიჭებს თქვენს ტოიოტას სპორტულ იერსახეს, თქვენ კი გზას კიდევ უფრო მკაფიოდ გინათებთ.

/
 
Optibright ნათურები

50%-ით ზრდის გზის განათებას, ეს ნათურები საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ კიდევ უფრო შორს და უკეთ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენს უსაფრთხოებას გზაზე და მეტ დროს გაძლევთ შესაძლო პრობლემებზე რეაგირებისთვის.

/
 
HID (ქსენონი) ნათურები

HID ნათურები საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ მეტი და გქონდეთ გარემოს უკეთესი აღქმა. ისინი სამჯერ უფრო მეტ სინათლეს გამოსცემს, შვიდჯერ უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება და 50%-ით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა.

ნათურის სწორად შერჩევა ერთია და მორგება მეორე, სწორედ ამიტომ ყოველთვის გირჩევთ, ეწვიოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს რომელიც ზუსტად მოარგებს ნათურებს, ოპტიმალურად დაარეგულირებს განათების დონეს და სხივის კუთხეს.

ჩვენ ასევე ვფლობთ განათების ნათურების კომპლექტებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტულად ტოიოტას თითოეული ინდივიდუალური მოდელისთვის. კომპლექტები შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან შესაცვლელ ნათურებს, მათ შორის წინა ფარის, მოხვევის მაჩვენებლის, სანისლე, უკუსვლის, უკანა ფარის და სანომრე ნიშნების განათების ნათურებს.