თქვენი ტოიოტას მართვისას, საქარე მინა უზრუნველყოფს გზის სრულყოფილ ხედვას და გიცავთ გარე ნაწილაკებისგან.
თქვენი საქარე მინის დაზიანების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ტოიოტას ავტორიზებულ სერვის ცენტრს დეტალური შემოწმებისთვის.
თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენი ტოიოტა აღჭურვილი იყოს მაღალი ხარისხის საქარე მინით - უსაფრთხოების ტესტებით დადასტურებულია, რომ ტოიოტას ორიგინალი საქარე მინა უმაღლესი ხარისხისაა. ტოიოტას ორიგინალი საქარე მინა ტესტირებას გადის არა მხოლოდ გამძლეობაზე, არამედ მინის ზედაპირის დეფორმაციებზეც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოპტიკური დამახინჯება.