მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)

მეტი ინფორმაცია MyToyota-ს აპლიკაციის ფუნქციების შესახებ

ზოგადი შენიშვნა

დაკავშირებული სერვისების ფუნქციები, ხელმისაწვდომობა და საცდელი პერიოდის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელების, კომპლექტაციებისა და ქვეყნების მიხედვით.

ამ ფუნქციების ხელმისაწვდომობა, ასევე დამოკიდებულია თქვენი დაკავშირებული ავტომობილის მოწყობილობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ადგილობრივ Toyota-ს დილერს.

სტანდარტული სერვისები

ეს პაკეტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ MyToyota-ს აპლიკაციის მიერ შეთავაზებული დაკავშირებული სერვისებით.

Toyota გთავაზობთ სტანდარტულ დაკავშირებულ სერვისებს საცდელი პერიოდით, რომელიც იწყება ავტომობილის გარანტიის თარიღიდან. სერვისებით სარგებლობისთვის, მომხმარებლებმა უნდა ჩამოტვირთონ MyToyota-ს აპლიკაცია, დაეთანხმონ გამოყენების პირობებს, გაეცნონ კონფიდენციალურობის შეტყობინებას და გაააქტიურონ სტანდარტული სერვისები.

პაკეტი მოიცავს:

  • მართვის ანალიტიკა, ჰიბრიდის მწვრთნელი და ელექტრომობილის მწვრთნელი
  • საწვავის დონე
  • ჩემი ავტომობილის პოვნა (პარკირებული ავტომობილის რუკაზე პოვნა)
  • სერვისი და ტექნიკური მომსახურება (ონლაინ სერვისის დაჯავშნის სლაიდერი)
  • ავტომობილის სტატუსი
  • უკანა სავარძლის შემახსენებელი შეტყობინება
  • EV ბატარეის მართვა

 

დისტანციური სერვისები

ეს პაკეტი ხელმისაწვდომია დისტანციური ფუნქციების  მქონე ავტომობილების მფლობელთათვის საცდელი პერიოდით, რომელიც იწყება გარანტიის თარიღიდან ან გადახდისთანავე. მომხმარებლებს ამ პაკეტით სარგებლობა მხოლოდ სტანდარტული სერვისების გააქტიურების შემდეგ შეუძლიათ. MyToyota-ს აპლიკაცია ამჟამად გთავაზობთ შემდეგს:

  • კარის ჩაკეტვა/გაღება
  • საავარიო მაშუქები
  • მართვის გაუმჯობესებელი საშუალებები
  • საბაზისო ან სრული კლიმატ-კონტროლი

 

ჭკვიანი სერვისები

ჭკვიანი სერვისები Toyota Smart Connect-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უფრო სრულად გამოიყენონ ავტომობილის ფუნქციები ხმოვანი აგენტის დახმარებით. გამოწერის შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ:

  • ხმოვანი აგენტი წარმოადგენს ავტომობილის ხმოვან ასისტენტს, რომელიც აქტიურდება "Hey Toyota"-ს წარმოთქმით.

 

 

ფუნქციების აღწერა

მართვის ანალიტიკა

MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი მართვის სტილის/ქცევის ჩანაწერებს გეოლოკაციის მონაცემების, გიროსკოპული და G-სენსორების, გარბენის, საწვავის მოხმარების მონაცემების საფუძველზე. ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება თითოეული მგზავრობისთვის. მართვის ანალიტიკაში შეგიძლიათ გაეცნოთ მართვის ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: მკვეთრი დამუხრუჭება, მკვეთრი აჩქარება და მუდმივი სიჩქარე - დროისა და ადგილმდებარეობის მითითებით.

ჰიბრიდის მართვის მწვრთნელი

ეს სერვისი საშუალებას მოგცემთ, MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით გაეცნოთ თქვენი ჰიბრიდული სისტემის მუშაობის ჩანაწერებს ძირითადი ჰიბრიდული მაჩვენებლების (ელექტრული რეჟიმის დრო და ჰიბრიდის მძღოლის ქულა) საფუძველზე.

ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება ყველა მგზავრობისას. თითოეული მგზავრობა ასახულია რუკაზე, ყურადღება ექცევა თქვენს ელექტრულ რეჟიმში მართვას, ასევე ისეთ მონაცემებს (აჩქარება, დამუხრუჭება და მუდმივი სიჩქარე), რომლებიც დაკავშირებულია კონტექსტურ რეკომენდაციებთან, რათა დაგეხმაროთ საწვავის მოხმარების შემცირებაში. ასევე, შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ თქვენს შეჯამებულ მონაცემებზე და მარტივად ადევნოთ თავლი თქვენი ჰიბრიდული მართვის დინამიკას დროთა განმავლობაში.

ელექტრომობილის მართვის მწვრთნელი

გაიგეთ, თუ როგორ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი ელექტრომობილით ეფექტურად და შეუფერხებლად, რათა ავტომობილის გასავლელი მანძილი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ჩემი ავტომობილის პოვნა

MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის უახლესი ლოკაცია. მდებარეობა მოიძებნება თქვენი ავტომობილიდან ბოლო გეოლოკაციის მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია თქვენი ავტომობილიდან ძრავის ბოლო გამორთვის დროს.

თქვენს ავტომობილამდე მისვლა შეგიძლიათ სხვა რუკის/ნავიგაციის აპლიკაციების (მაგალითად, Apple Maps, Google Maps და ა.შ.) დახმარებით ან გააზიაროთ ავტომობილის მდებარეობა დაინსტალირებული მესენჯერის ან ელ.ფოსტის მეშვეობით.

ჩემი დანიშნულების ადგილები

MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ დანიშნულების ადგილები - "სახლი" და "სამსახური", ასევე სხვა "რჩეული" დანიშნულების ადგილები.

შენიშვნა: დანიშნულების ადგილის მისაღებად, უნდა გაააქტიუროთ "ჭკვიანი სერვისები" თქვენი MyToyota-ს აპლიკაციის გამოწერის ცენტრში. ავტომობილის ნავიგაციის მოწყობილობის დაკავშირებისა და მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თქვენი ავტომობილის მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

ავტომობილის სტატუსი

ეს ფუნქცია ასახავს თქვენი ავტომობილის კარების, ფანჯრების, ლუქის, საბარგულის და განათების სტატუსს, ასევე, ჭკვიანი გასაღების ავტომობილში დარჩენის შემთხვევას.

ძრავის გამორთვიდან 4 წუთამდე პერიოდში, შეიძლება მიიღოთ Push-შეტყობინება. ამით შეიტყობთ, თუ ავტომობილის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე უჩვეულო ხდება (Push-შეტყობინების ფუნქცია უნდა იყოს ჩართული თქვენი სმარტფონის და აპლიკაციის შეტყობინებების პარამეტრებში). შეიძლება მიიღოთ შემდეგი სახის ერთი ან რამდენიმე შეტყობინება:

  • ფანჯრები ღიაა (ერთი ან რამდენიმე ფანჯარა)
  • კარები განბლოკილი ან ღიაა (თუ რომელიმე კარი განბლოკილი ან ღიაა)
  • გასაწევი სახურავი ღიაა (თუ  გასაწევი სახურავი ღიაა)
  • შუქები ანთებულია (თუ წინა ან უკანა მაშუქები ისევ ანთებულია)
  • უკანა სავარძლის შემახსენებელი (თუ ძრავის გამორთვის შემდეგ უკანა კარის გაღება არ დაფიქსირებულა)

 

სერვისი და ტექნიკური მომსახურება

თქვენი ავტომობილის გარბენის მონაცემების საფუძველზე, MyToyota-ს აპლიკაციაში გამოჩნდება ტაიმერი (ასევე სლაიდერი), რომელიც აჩვენებს, თუ როდის უწევს ავტომობილს შემდეგი ტექნიკური მომსახურება. ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მომსახურების ისტორია და დაჯავშნოთ ვიზიტი დილერთან. გირჩევთ, რომ სასურველი დილერი თქვენი MyToyota-ს ანგარიშის მეშვეობით აირჩიოთ.

თქვენ კვლავ ხართ პასუხისმგებელი სათანადო დროს ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ჩატარებაზე. ის ფაქტი, რომ ჩვენ გთავაზობთ აღნიშნულ მომსახურებას, არ გათავისუფლებთ ამ ვალდებულებისგან.

 

ავტომატური შეტყობინება შეჯახებაზე 

ეს ფუნქცია იყენებს გაუმჯობესებულ სენსორებს, რომლებიც აფიქსირებს სერიოზული შეჯახების შემთხვევას. Toyota Motor Europe-ს ეცნობება, თუ შეჯახება წინასწარ განსაზღვრულ სიმძიმის ზღვარს გადააჭარბებს.

ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავარიის ძირითადი დეტალები შეიძლება გაზიარებულ იქნეს Toyota-ს  ადგილობრივ ქსელთან, რომელიც შეიძლება ოპერატიულად დაგიკავშირდეთ დახმარების შესათავაზებლად ავარიის სიმძიმისა და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით. Toyota-ს ქსელი (NMSC ან საცალო მოვაჭრე) გამოიყენებს თქვენი MyToyota-ს ანგარიშის საკონტაქტო ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდება თქვენ მიერ MyToyota-ს აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო პირს. თქვენ და თქვენს საკონტაქტო პირებს ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ან უარყოთ დახმარება.

აპლიკაციიდან შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ წვდომა დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევების სრულ ჩანაწერზე, მათ შორის ავარიის ადგილმდებარეობისა და სიმძიმის მონაცემებზე. ასევე, შეგიძლიათ ატვირთოთ პირადი ჩანაწერები და ფოტოები ცნობისთვის ან ელ.ფოსტით გაზიარებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია თქვენი უსაფრთხოების გაუმჯობესება, ჩვენ ვერ გაძლევთ გარანტიას სასწრაფო დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე ან ხარისხზე. არც Toyota და არც საცალო გამყიდველი არ არიან პასუხისმგებელი დაგვიანებაზე, შეცდომებზე ან სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირების შეუძლებლობაზე.

თუ გამორთავთ თქვენი ავტომობილის გეოლოკაციის მონაცემების გაზიარების ფუნქციას, ავარიის შემთხვევაში ჩვენ ვეღარ შევძლებთ მისი ადგილმდებარეობის დადგენას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სავალდებულო სასწრაფო დახმარების ზარის ფუნქცია გააქტიურდება გარკვეული გარემოებებისას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ავტომობილიდან ავარიის შესახებ ავტომატურად ეცნობება შესაბამისი ქვეყნის სასწრაფო დახმარების სამსახურებს, თუ შეჯახებას უსაფრთხოების ბალიშის გააქტიურება მოჰყვება.

ეს რეგულირდება ევროკავშირის "eCall"-ის შესახებ დადგენილებით (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 29 აპრილის დადგენილება (EU) 2015/758), როგორც ეს გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში იქნა ამოქმედებული ევროკავშირის 2018 წლის (ევროკავშირიდან გასვლის) აქტით ან ნებისმიერი სხვა დადგენილებით ან მსგავსი აქტით, რომელიც ცვლის ან ახანგრძლივებს მსგავს რეგულაციას, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოცემული ნებისმიერი დირექტივებით.

დისტანციური კლიმატ-კონტროლი

თქვენი Toyota-ს დაკავშირებული ავტომობილის მოწყობილობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ დისტანციურად წინასწარ გაათბოთ ან გააგრილოთ თქვენი ავტომობილი MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით. თქვენი ავტომობილის მოდელის მიხედვით, ასევე შეგიძლიათ დისტანციურად დაარეგულიროთ სასურველი ტემპერატურა, ჩართოთ წინა ან უკანა საქარე მინის გალღობის ფუნქცია, ასევე დააყენოთ ერთი ან რამდენიმე გრაფიკი თქვენი ავტომობილის წინასწარი გათბობის ან გაგრილების მიზნით.

წინაპირობები:

დისტანციური მართვის სერვისების გამოყენებისას, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ:

  • ავტომობილი სრულად არის გაჩერებული და შეამოწმოთ ავტომობილის გარემოს უსაფრთხოება. დარწმუნდით, რომ ავტომობილში არ იმყოფებიან ადამიანები ან ცხოველები.
  • სისტემა არ იმუშავებს, თუ ხუფი ღიაა ან თუ ავტომობილი გაჩერებულია უვენტილაციო შენობაში.
  • სერვისი გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. გთხოვთ, პატივი სცეთ გარემოს და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნებისმიერი ზედმეტი ხმაურის ან ჰაერის დაბინძურების ალბათობა.

წინაპირობები:

  • კარები ჩაკეტილია
  • ხუფი დახურულია
  • ფანჯრები დახურულია
  • გასაღები შიგნით არ ფიქსირდება
  • ავტომატური გადაცემათა კოლოფი (ვარიატორის ჩათვლით)
  • Start/Stop ღილაკით დაქოქვის სისტემა
  • ავტომატური კონდიცირების სისტემა
  • დაქოქვისა და გამორთვის სისტემა (ავტომატურად ითიშება და ხელახლა რთავს შიდა წვის ძრავას საცობში ან შუქნიშნის წითელი შუქზე)

 

შენიშვნები:

  • თუ ავტომობილი გაყიდვის შემდგომ აღჭურვილია დისტანციური იმობილაიზერით, ძრავა არ დაიქოქება, შესაბამისად, დისტანციური კონდიცირებაც არ იმუშავებს.
  • თუ ავტომობილი 9 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ იდგა, მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს ავტომობილის შიგნიდან ჩართვის ღილაკზე დაჭერა. ბორტ სისტემა ავტომატურად გადადის ძილის რეჟიმში 12 ვოლტიანი აკუმულატორის დასაცავად.
  • დისტანციური კლიმატ-კონტროლი არ ჩაირთვება 10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ელექტრომობილებსა და ზოგიერთ Plug-in ჰიბრიდულ მოდელზე.
  • Plug-in ჰიბრიდზე დისტანციური კლიმატ-კონტროლი არ ჩაირთვება, თუ ბატარეის დამუხტვის დონე 30%-ზე ნაკლებია (უსაფრთხოების ზომა).
  • ელექტრომობილებზე და ზოგიერთ Plug-in ჰიბრიდზე დისტანციური კლიმატ-კონტროლი არ ჩაირთვება, თუ ბატარეის დამუხტვის დონე 20%-ზე ნაკლებია (უსაფრთხოების ზომა).
  • დისტანციური კლიმატ-კონტროლი იმუშავებს 20 წუთის განმავლობაში ძრავის გამორთვისა და ჩართვის ციკლებს შორის. გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ ადგილობრივი და სახელმწიფოს კანონები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ ამ სერვისების გამოყენება თქვენს რეგიონში (მაგალითად: ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და ბუნებრივ პარკში).

დისტანციური ჩაკეტვა / გაღება

ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად ჩაკეტოთ ან გააღოთ თქვენი ავტომობილი MyToyota-ს აპლიკაციის მეშვეობით, მხოლოდ რამდენიმე დაჭერით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ავტომობილის გაღებას ან ჩაკეტვას, თუ:

  • რომელიმე კარი ღიაა
  • ფიზიკური გასაღები ან მობილური ტელეფონი ავტომობილშია (გააქტიურებული ჭკვიანი ციფრული გასაღების შემთხვევაში)
  • ჩართულია ავტომობილის სიგნალიზაცია
  • ავტომობილი გასაღებით იყო ჩაკეტილი

ყველა ამ შემთხვევაში, კარები ვერ გაიღება და გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება.

ჩაკეტვის ფუნქციის გამოყენებისას, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ავტომობილში არ იმყოფებიან ბავშვები, უმწეო ადამიანები ან შინაური ცხოველები უყურადღებოდ. აღიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სითბური დარტყმა, გაუწყლოება ან ჰიპოთერმია, რაც შეიძლება ფატალური შედეგით ან სერიოზული დაზიანებით დასრულდეს.

Toyota არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე სახის მატერიალური სახის დანაკარგზე, დაზიანებასა და უბედურ შემთხვევაზე, სანამ ავტომობილი ჩაკეტილია. მომხმარებელი აცნობიერებს ავტომობილის ჩაკეტვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს და პასუხისმგებლობას.

გაღების ფუნქციის გამოყენებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილზე არაავტორიზებული წვდომა. Toyota არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე სახის მატერიალური სახის დანაკარგზე, დაზიანებასა და უბედურ შემთხვევაზე, სანამ ავტომობილი ღიაა. მომხმარებელი აცნობიერებს ავტომობილის გაღებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს და პასუხისმგებლობას.

საავარიო მაშუქები 

საავარიო მაშუქების ფუნქციის გამოყენებით, შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ თქვენი ავტომობილი გადატვირთულ ავტოსადგომზე. საავარიო მაშუქები აქტიურდება 60 წამის განმავლობაში. 60 წამის შემდეგ შეგიძლიათ მაშუქები ხელახლა ჩართოთ.

მოწინავე ფუნქციები

შესაძლოა, თქვენ შეძლოთ ვტომობილის ზოგიერთი გაფართოებული ფუნქციის დისტანციურად მართვა. ეს მოიცავს: ფანჯრების დახურვას, სიგნალს, სირენას, საბარგულსა და წინა მაშუქებს.

გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ ადგილობრივი და სახელმწიფოს კანონები, რომლებმაც შეიძლება შეზღუდონ ამ სერვისების გამოყენება გარკვეულ ტერიტორიაზე (მაგალითად: ზოგიერთი მუნიციპალიტეტი და ბუნებრივი პარკი).

ბატარეის მართვა

დაკავშირებული ავტომობილის მოწყობილობიდან გამომდინარე, თქვენი ელექტრომობილი ან Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილია ბატარეის მართვის ფუნქციით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა ბატარეის დამუხტვის დონის დეტალურ ინფორმაციაზე - დამუხტვის დონის პროცენტულ მაჩვენებელზე და ბატარეის სვლის მარაგზე ცალკე თუ საწვავთან ერთად, ასევე ჩართული და გამორთული კონდიციონერის შემთხვევაში. მხოლოდ ელემენტზე მუშაობის შემთხვევაში, Plug-in ჰიბრიდული ავტომობილებისთვის ნაჩვენები იქნება ბატარეის მინიმალური დონე. თქვენს აპლიკაციაში დარჩენილი სვლის მარაგი ნაჩვენებია კილომეტრებში (კმ), თუმცა ეს შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილში ასახული მონაცემებისგან. აუცილებელია ყოველთვის შეამოწმოთ ბატარეის მაჩვენებელი თქვენი Toyota-ს ავტომობილის ხელსაწყოთა პანელზე.

 

მულტიმედიასთან დაკავშირებული ფუნქციები

ხმოვანი აგენტი

ხმოვანი აგენტი წარმოადგენს ავტომობილის ხმოვან ასისტენტს, რომელიც აქტიურდება "Hey Toyota"-ს წარმოთქმით.

ხმოვანი აგენტი (VA): პასუხობს ბრძანებებს რომლებიც ტელეფონსა და მედიას უკავშირდება ("Hey Toyota, იპოვე ყველაზე მაღალრეიტინგიანი რესტორანი, ჩართე რადიო..."). 

ავტომობილის ხმოვანი აგენტის ბრძანებები: პასუხობს ავტომობილთან დაკავშირებულ ბრძანებებს ("Hey Toyota, გააღე ფანჯარა").