მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

განსაკუთრებული ფუნქციები სტანდარტულ კომპლექტაციაში

Toyota C-HR თავისუფლად მოძრაობს როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს მიღმა. თავისი ფუნქციების წყალობით ის ყველაფრისთვის მზად არის.

  • კონცეპტუალური ავტომობილი შექმნილი გზისთვის

    ნაცრისფერი Toyota C-HR გვერდიდან

    თამამი დიზაინის მქონე კომპაქტური ავტომობილი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ.

  • მომხმარებლის პერსონალიზებული გამოცდილება

    მულტიფუნქციური და კომფორტული ინტერიერი

    შექმნილი ქალაქისთვის, მორგებული თქვენს სტილს.

  • ეკოლოგიურ ავტომობილებს შორის მოწინავე

    Toyota C-HR Plug-in დამუხტვის პროცესში

    ჰიბრიდი - მდგრადი განვითარების პრინციპებით შექმნილი.

  • ელექტრიფიცირებული

    Toyota C-HR მოძრაობაში

    შთამბეჭდავი სამუშაო მაჩვენებლები და გამორჩეული მანევრირების უნარი.

  • უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგიები

    თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი Toyota C-HR

    ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემების წყალობით თქვენ და სხვა ადამიანებიც უსაფრთხოდ იქნებით.

  • ქალაქს მორგებული ზომები

    Toyota C-HR შენობასთან

    სიგრძე 4362 მმ სიგანე 1832 მმ სიმაღლე 1564 მმ

  • ტევადი სალონი ქალაქური ცხოვრების წესისთვის

    ტევადი და მულტიფუნქციური სალონი

    ბარგის მოცულობის 1076 მ3-მდე გაზრდის მიზნით, შესაძლებელია უკანა სავარძლების გადაწევა (VDA).

  • ყოვლისმომცველი გარანტია, სრული დაცვა

    მფლობელი ეყრდნობა თავის Toyota C-HR-ს

    თქვენი Toyota C-HR ჩვენს ხელში უსაფრთხოდ იქნება.

რომელ Toyota C-HR-ს ირჩევთ თქვენ?

იხილეთ ფასები

ჰიბრიდი

Toyota C-HR Entry 1.8

Toyota C-HR Entry 1.8 MPV 5 კარიანი (LWB)
68 500 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR MID + 1.8

Toyota C-HR MID + 1.8 MPV 5 კარიანი (LWB)
75 100 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR MID + 2.0 2WD

Toyota C-HR MID + 2.0 2WD MPV 5 კარიანი (LWB)
79 200 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR HIGH 1.8

Toyota C-HR HIGH 1.8 MPV 5 კარიანი (LWB)
80 600 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

1.8L (HEV special) 18H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR MID + 2.0 4WD

Toyota C-HR MID + 2.0 4WD MPV 5 კარიანი (LWB)
85 200 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR HIGH + 2.0 2WD

Toyota C-HR HIGH + 2.0 2WD MPV 5 კარიანი (LWB)
86 900 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR GR-SPORT PREMIERE 2.0 2WD

Toyota C-HR GR-SPORT PREMIERE 2.0 2WD MPV 5 კარიანი (LWB)
90 100 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X2, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X2

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR HIGH + 2.0 4WD

Toyota C-HR HIGH + 2.0 4WD MPV 5 კარიანი (LWB)
93 200 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ჰიბრიდი

Toyota C-HR GR-SPORT PREMIERE 2.0 4WD

Toyota C-HR GR-SPORT PREMIERE 2.0 4WD MPV 5 კარიანი (LWB)
96 700 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

ჰიბრიდი

2.0L HEV 20H-

4X4, ვარიატორი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

ვარიატორი
ლეგენდა
სტანდარტულიარჩევითარ შეესაბამება

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=6c193d6b-514c-436f-ab43-654d97e601d8

ექსტერიერის გასაოცარი დიზაინი

უნიკალური ისტორიების დასაწყისი

ახალი Toyota C-HR სტანდარტულ წესებს არ ემორჩილება. მასში გაერთიანებულია კუპეს დიზაინი და მძლავრი დგომი.

დიზაინი
  1. აეროდინამიკა
    1. ქარის მიერ გამოძერწილი
      ახალ Toyota C-HR-ს გააჩნია დახვეწილი აეროდინამიკური ფორმა და კუპეს მოდერნიზებული პროფილი. ეს აუმჯობესებს მართვის ყველა ასპექტს, მათ შორის მანევრირებას, მდგრადობას, ჩუმ მართვას და ეფექტურობას.
    2. კონცეპტუალური ავტომობილი

      შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა, ზუსტი ხაზები და დინამიკური პროფილი არის სწორედ ის, რისი წყალობითაც კონცეპტუალური ავტომობილი იქმნება.

      გოგო Toyota C-HR-ის ფონზე ქალაქში მოძრავი Toyota C-HR
    3. ბუნებრივად აეროდინამიკური
      ახალი Toyota C-HR მოძრაობისას ჩინებულად უმკლავდება უწყვეტ საჰაერო ნაკადს და ამ კუთხით მართლაც გამორჩეულია. ავტომობილი ისეა შექმნილი, რომ ჰაერის ნაკადი არა როგორც წინაღობად, არამედ ხელშემწყობად მიიღოს.
    4. მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი

      მიჭერით გამოსაღები კარის სახელურები Toyota-მ პირველად წარმოადგინა. ინტეგრირებული წინა მაშუქები კი მთავარი ელემენტია სუფთა სკულპტურული სტილისა და ეფექტური აეროდინამიკური ფუნქციისთვის.

      წინა მაშუქის ფფოტო ახლოდან toyota-aygo-x-undercover-image-placeholder-1
      ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
    5. Toyota C-HR-ის და მფლობელის ფოტო ზემოდან
  2. ექსტერიერის მახასიათებლები
    1. Toyota C-HR-ის და მფლობელის ფოტო ზემოდან
      იყავით გამორჩეული
      ამბიციური დიზაინი თითოეული დეტალის სრულყოფას გულისხმობს. სოლიდური ცხაური და მკვეთრი ფორმის შუქდიოდური წინა მაშუქები ავტომობილს გამორჩეულ, ჩაქუჩის ფორმის იერს ანიჭებენ.
    2. იდეალურად გამოკვეთილი

      ავტომობილის კუნთოვანი ხაზები, თამამი გეომეტრიული ფორმები, მისი ორტონალური ფერთა განაწილება და დიზაინი დინამიკის შეუდარებელ შეგრძნებას ტოვებს.

      მოძრავი Toyota C-HR გვერდიდან Toyota C-HR მოძრაობაში
    3. გამოხატეთ საკუთარი თავი
      გამოაღვიძეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მკვეთრ ფერთა პალიტრის დახმარებით.
      დააკონფიგურირეთ Toyota C-HR
    4. 20" დისკის ფოტო ახლოდან
      თამამი დიზაინი სოლიდურ დეტალებს მოითხოვს
      დამუშავებული 20 დუიმიანი დისკები ავტომობილის ფართო და თავდაჯერებულ დგომთან ერთად შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს წარმოქმნის.
    5. პანორამული სახურავის ხედი სალონიდან
  3. ინტერიერის დიზაინი
    1. თქვენზე მორგებული
      ეს ნათელი და ფართო სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ტექნოლოგიებს და მართვით მიღებულ დაუვიწყარ ემოციებს, შექმნილია თქვენთვის. მთელ სალონს დაჰყვება ფრთისებრი ფორმა და ჰარმონიის განცდას ტოვებს.
    2. ელეგანტური სივრცე

      პრემიალური კლასის სალონი გვაოცებს თავისი ნაკერების, რბილი ქსოვილების ხარისხით და გარემომცველი განათებით. ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული JBL დინამიკები, ფიჭის ფორმისებრი ცხაურით, გამოირჩევა როგორც დიზაინით ისე ჟღერადობით.

      პრემიალური JBL-ის დინამიკები კარის პანელი
    3. გულმოდგინებით შექმნილი

      ერგონომიკულად ინტეგრირებული სპორტული სავარძლები კომფორტული და ლამაზად გაფორმებულია.

      საჭე GR Sport-ის ლოგოთი

ინტელექტუალური ტექნოლოგია

პერსონალიზებული გამოცდილება

მრავალფუნქციური და ინტუიციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი Toyota C-HR-ით მიიღებთ ისეთ პერსონალიზებულ გამოცდილებას, რაც თქვენს საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს.

Configure Inner chapter
  1. გარემომცველი განათება
    1. არჩევანის ძალა
      იქნება ეს მონიტორის განლაგება, სალონის განათების ფერი თუ ტონალობა, თქვენს სტილთან მოსარგებად შესაძლებელია ავტომობილის ყველა ასპექტის პერსონალიზება.
    2. რეგულირებადი გარემომცველი განათება
      სალონის შთამბეჭდავი განათება მოიცავს 14 თემატურ და 50 სტანდარტულ ფერს. ის ასევე შეიძლება შეიცვალოს დროის, სალონის ტემპერატურის და არჩეული მართვის რეჟიმის შესაბამისად.
    3. 12.3" მულტიმედიური მონიტორი
  2. ციფრული სალონი
    1. ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგია
      დაარეგულირეთ თქვენი ციფრული კომბიმეტრი სურვილისამებრ და აირჩიეთ ფერი, თემა და სამი ციფერბლატის ფორმატიდან ერთ-ერთი.
    2. ციფრული დიზაინი
      ავტომობილის ტექნოლოგია მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული. ციფრული კომბიმეტრი ახალ, უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებს. მის ეკრანს გააჩნია ოთხი რეჟიმი: Casual, Smart, Sporty და Thought.
    3. აპლიკაციები

      ისარგებლეთ თქვენი რჩეული აპლიკაციებით, მათ შორის: Spotify მუსიკისთვის, ასევე CarPlay და Android Auto.

      Charging Schedule Multimedia screen showing Apple Carplay
    4. წითელი გარემომცველი განათება Toyota C-HR-ის სალონში
  3. კავშირის ტექნოლოგია
    1. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება
      ახალი Toyota C-HR ყოველი მგზავრობისას გარე განათებით გეგებებათ. ავტომობილში ჩაჯდომისას კი სავარძელი ავტომატურად რეგულირდება და სალონის ციფრული პარამეტრებიც ირთვება.
    2.  Toyota C-HR-ის მფლობელი იყენებს ჭკვიან ციფრულ გასაღებს
  4. სალონის კომფორტი
    1. ყოველი დღე უფრო მარტივი ხდება

      ავტომობილის სალონის უსადენო დამტენის წყალობით თქვენი სმარტფონი მუდამ დამუხტული იქნება. ამისთვის არც სადენები დაგჭირდებათ. ასევე, ელექტრული საბარგულის ფუნქციის წყალობით, მარტივია მისი დაკეტვა - ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

      სმარტფონის უსადენო დამუხტვა Toyota C-HR-ში მძღოლი ღილაკით კეტავს Toyota C-HR-ის საბარგულს
უსაფრთხოება
უსაფრთხოება
  1. უსაფრთხოების სისტემა Toyota Safety Sense
    1. Toyota C-HR at an intersection with a secondary car driving towards it.
      ყოველთვის საიმედოდ დაცული
      T-Mate მოიცავს ბოლო თაობის უსაფრთხოების სისტემას Toyota Safety Sense.
      დაწვრილებით T-Mate-ის შესახებ
    2. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)
      შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხვა ავტომობილებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება. დამატებით, გზაჯვარედინზე შეჯახების აცილების და ექსტრემალურ ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემები მძღოლს ეხმარება გზაჯვარედინებზე მოხვევისა და არიდების მანევრების შესრულებისას.
    3. სრულდიაპაზონიანი ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი (ACC)
      ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები, ასევე სამუხრუჭო მაშუქები. სრულდიაპაზონიან ადაპტაციურ კრუიზ-კონტროლის სისტემას შეუძლია ავტომობილი სრულად გააჩეროს, თუ წინ მიმავალი ავტომობილი გაჩერდება. აქსელერატორზე ან ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის ბერკეტზე მცირე შეხება სისტემას კვლავ ჩართავს.  თუ ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვას თქვენს მარშრუტზე და შესაბამის კორექტირებასაც შემოგთავაზებთ.
    4. მართვის ავარიული გაჩერების სისტემა (EDSS)
      თუ დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში მძღოლი არ რეაგირებს, ირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც აფრთხილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომობილი ავტომატურად ანელებს მოძრაობას და ჩერდება ისე, რომ არ ტოვებს ზოლს. ავარიული მაშუქები აქტიურდება, რომ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილენი და კარებიც იღება, რათა გადაუდებელი დახმარების სამსახურებს გაუადვილდეთ დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში.
    5. მართვის დამხმარე პროაქტიური სისტემა, შენელების დამხმარე სისტემა (DA)
      ეს სისტემა უზრუნველყოფს რბილ შენელებას, როცა აქსელერატორის სატერფული აშვებულია და წინ მიმავალ ავტომობილს ან მოსახვევს უახლოვდებით.
    6. უსაფრთხოების სისტემა Over-the-air (OTA) პროგრამული განახლებებით
      OTA-ს პროგრამული განახლებების წყალობით უსაფრთხოების სისტემა Toyota Safety Sense (TSS) პროგრამულად მუდმივად ახლდება და უმჯობესდება.
    7. მამაკაცი ტოიოტა C-HR-ის საჭესთან
  2. პარკირების და მართვის დამხმარე სისტემა
    1. მძღოლი აღებს Toyota C-HR-ის კარს
      ტექნოლოგია, რომელიც გიცავთ
      Toyota C-HR-ს გააჩნია ტექნოლოგია იმისთვის, რომ მუდამ უსაფრთხოდ იყოთ. ის მუდმივად ახდენს საგზაო მოძრაობის პირობების მონიტორინგს და გაფრთხილებთ პოტენციური რისკების შესახებ.
      დაწვრილებით T-Mate-ის შესახებ
    2. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA)
      ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონის მონიტორის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გარე სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.
    3. უკანა სავარძლის შეხსენების სისტემა (RSRS)
      ეს სისტემა აფრთხილებს მძღოლს, თუ უკანა სავარძელზე დარჩნენ მგზავრები ან ნივთები დაავიწყდათ. შეხსენება გულისხმობს: გაფრთხილებას ციფრულ მრიცხველზე და შემდგომ, მოდელიდან გამომდინარე, ავტომობილის ჩაკეტვის შემდეგ ჩაირთვება ავარიული მაშუქები და ხმოვანი სიგნალი.
    4. პარკირების დამხმარე სისტემა Toyota Teammate
      ეს სისტემა აკონტროლებს აჩქარებას, საჭით მართვას, სამუხრუჭე და სიჩქარეების გადართვის* სისტემას, რათა ავტომობილი უსაფრთხოდ დააყენოთ. მას შეუძლია თქვენი რჩეული პარკირების სივრცეები დაიმახსოვროს, რომელბიც არ არის გამოყოფილი ზოლებით ან მომიჯნავე ობიექტებით. *დამოკიდებულია მოდელზე
    5. პანორამული ხედვის მონიტორი (PVM)
      ამ სისტემის მეშვეობით პარკირება უფრო მარტივი და უსაფრთხოა. იგი აერთიანებს ოთხი კამერიდან მიღებულ გამოსახულებას, რათა ირგვლივ 360 გრადუსიანი ხედვის არე გქონდეთ.
    6. Toyota C-HR Plug-in ჰიბრიდი დამუხტვის პროცესში

მდგრადი განვითარება

ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილებში მოწინავე

ახალი Toyota C-HR განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მდგრად განვითარებაზე, რაც გულისხმობს გადამუშავებული და არაცხოველური წარმოშობის მასალების გამოყენებას, ასევე წონის და ახალი წარმოების პროცესების ხარჯზე ნახშირბადის ემისიების შემცირებას.

მეორე ცხოვრების ფილოსოფია
  1. მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული
    1. Toyota C-HR Plug-in ჰიბრიდი დამუხტვის პროცესში
      მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული
      გადამუშავებული მასალების გამოყენება და ისეთი დიზაინის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს გადამუშავებას, რაც ასევე შეამცირებს მოხმარებას და ნარჩენების მოცულობას, Toyota-ს ძირითადი კონცეფციის ნაწილია. ახალი Toyota C-HR-ის ელემენტების 80%-ზე მეტი, გადამუშავებული მასალის გამოყენებით არის შექმნილი.
    2. მეორადი გამოყენების პლასტმასი
      ახალი Toyota C-HR ფართოდ იყენებს გადამუშავებულ პლასტმასს სავარძლის საფარისთვის, ხალიჩებისთვის, სათავსოებისთვის და სხვ. წინა მოდელთან შედარებით ის ორჯერ უფრო მეტ გადამუშავებულ პლასტმასს მოიხმარს.
    3. საჭე GR ლოგოთი
      არაცხოველური წარმოშობის მასალა
      ახალ Toyota C-HR-ში საჭის და სავარძლების სხვადასხვა ელემენტებისთვის ალტერნატივის სახით ახალი, არაცხოველური წარმოშობის მასალებია გამოყენებული.
  2. გამარტივებული წარმოება
    1. Toyota C-HR მოძრაობაში
      ზე-მტკიცე ფოლადი
      ავტომობილის ძარის მნიშვნელოვან მონაკვეთებში გამოყენებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადი, რითაც იზრდება დაცვის და გამძლეობის დონე. ამ ფოლადის წყალობით Toyota C-HR უფრო მსუბუქდება, ენერგოეფექტურობა და მდგრადობა კი უმჯობესდება.
    2. წინა სავარძლების და პანორამული სახურავის ხედი
      მსუბუქი ინჟინერია
      ავტომობილის წონა შემცირებულია ინოვაციური დიზაინის წყალობით, მაღალი სიმტკიცის ფოლადის გამოყენებით. ახალი პანორამული სახურავი ასევე, უფრო მსუბუქია. მას გააჩნია უახლესი საფარი, რომელიც ზამთარში სითბოს ინარჩუნებს, ხოლო ზაფხულში სალონს სიცხისგან იცავს.
    3. ევროპული რუკა
      შექმნილი ევროპაში
      ახალი Toyota C-HR იქმნება Toyota-ს ევროპის მოწინავე ქარხნებში. ისევე როგორც ავტომობილი დაპროექტებულ იქნა გარემოს დაცვის პრინციპების გათვლისწინებით, ასევე მისი მიწოდების ჯაჭვიც ისე დაიგეგმა, რომ ტრანსპორტირების პროცესი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.
    4. მფფლობელი ეყრდნობა Toyota C-HR-ს
      ნათელი მომავალი
      ახალი Toyota C-HR ეკოლოგიური მოსაზრებებით წყლის საღებავებს ანიჭებს უპირატესობას, ასევე "ჩამოსხმული" ფერის ტექნოლოგიით სარგებლობს. ამ ტექნოლოგიით მიიღება საუცხოო, პრიალა ზედაპირი, რომელიც დამატებით შეღებვას აღარ საჭიროებს.

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრიფიცირებული სიმძლავრე: პასუხები თქვენს კითხვებზე

უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.

Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.