განსაკუთრებული მახასიათებლები, რომლებიც შედის სტანდარტულ კომპლექტაციაში
რომელი Land Cruiser-ის მოდელიც არ უნდა აირჩიოთ, ყველგან თავდაჯერებულად იმგზავრებთ.
-
შექმნილი ნებისმიერი ტიპის რელიეფისთვის
გაიცანით ხელახლა დაბადებული Land Cruiser Prado, რომელიც შექმნილია ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვის.
-
მზად ველური ბუნების აღმოსაჩენად
ავტომობილი აღჭურვილია უგზოობაში მოძრაობის ფუნქციებით, რაც რთულ რელიეფებზე გადაადგილებაში დაგეხმარებათ.
-
გამოიკვლიეთ ნებისმიერი გზა მარტივად
გზატკეცილებსა თუ ქალაქგარეთ გზებზე ნებისმიერი მგზავრობა თქვენთვის ძალისხმევის გარეშე ჩაივლის.
-
უსაფრთხოება ყოველი მგზავრობისას
Toyota Safety Sense დაგიცავთ ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ.
-
მზად ტვირთის გადასატანად ნებისმიერი მოგზაურობისას
დინამიკური, კომფორტული სივრცე მგზავრობასთან დაკავშირებულ თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
-
კომფორტი ყველაზე რთულ პირობებშიც კი
სალონის ჰარმონიული სივრცე უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს ყოველი მგზავრობისას.
-
იზრუნეთ თქვენი Land Cruiser-ის უსაფრთხოებაზე
დაიცავით თქვენი ავტომობილი, რომლის დახმარებითაც ცხოვრებაში ნებისმიერ წინაღობას დაძლევთ.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=60ae2897-f9e1-4ff6-bc61-974d2d0edb5f
დიზაინი
შთაგონებული ორიგინალით
ლეგენდა დაბრუნდა. Land Cruiser აერთიანებს თავის საკულტო დიზაინს, მარადიულ სტილს და თანამედროვე ტექნოლოგიას. ეს წარსულით შთაგონებული და შორსმჭვრეტელი ავტომობილი წაგიყვანთ იქ, სადაც მოისურვებთ და არასოდეს გიღალატებთ.
დიზაინი
-
ექსტერიერი
-
სიმძლავრის დემონსტრირება
Land Cruiser-ს თან სდევს სათავგადასავლო სული. ავტომობილის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც ტრადიციები, ასევე თანამედროვე სტილი. მას შემოაქვს ისეთი ფორმები, რომელიც თანამედროვე და მარადიულიცაა. ეს არის ახალი, მომხიბვლელი ესთეტიკა.
ინტეგრირებული დაცვის სისტემა
ავტომობილს გააჩნია ჭეშმარიტად ფუნქციონალური დიზაინი: გაშლილი მინები, ძარის სკულპტურული გვერდები და დაბალი ხუფი, რომელიც შესანიშნავ ხედვის არეს უზრუნველყოფს. კუთხეებში განლაგებული სახასიათო წინა და უკანა შუქდიოდური მაშუქები დაცულია დაზიანებისგან. -
ინტერიერი
-
სათავგადასავლო სულისკვეთება
გარედან მტკიცე Land Cruiser აერთიანებს პრაქტიკულობას და ფუფუნებას, რაც ჭეშმარიტ საფლაგმანო ავტომობილს ახასიათებს. ფართო და კომფორტული ავტომობილი აღჭურვილია ყველა იმ საჭირო ფუნქციით, რაც სამყაროს ყველაზე მიუვალი ადგილების მონახულებაში დაგეხმარებათ. -
კომფორტული მართვა
ავტომობილი გამოირჩევა ერგონომიკით, ხოლო მაღალი საჯდომი პოზიციის, ვერტიკალური საყრდენებისა და დაბალი ხელსაწყოთა პანელის წყალობით, უნივერსალური სალონი საუცხოო თვალთახედვის არეს უზრუნველყოფს. ინტუიციური მართვის ხელსაწყოები და მკაფიო გამოსახულების მქონე ეკრანები მოგზაურობის გასაგრძელებლად თქვენს თავდაჯერებულობას კიდევ უფრო ზრდის.
მოთავსდით უკან და დატკბით ხედით
პრაქტიკულობა
-
იპოვეთ თქვენი ცხოვრების სტილი
Land Cruiser-ის ლუქს კლასის სალონში ხუთი, ექვსი ან შვიდი ადამიანიც კი კომფორტულად თავსდება. სალონი ასევე აღჭურვილია ინდივიდუალური ჰაერის კონდიცირების სისტემით და დენის წყაროს ბუდეებით. თუ ბევრი ბარგით მგზავრობთ, შესაძლებელია სავარძლების დაკეცვა, რაც ავტომობილს უსაზღვრო უნივერსალურობას ანიჭებს. -
შეუზღუდავი ადაპტაციის უნარი
ყოველი მოგზაურობა განსხვავებულია, ამიტომ შესაძლებელია Land Cruiser-ის ადაპტირებაც. მესამე რიგის სავარძლების დაკეცვით მაქსიმალურად იზრდება ბარგის სათავსო სივრცე. დასაკეცი მეორე რიგის სავარძლების კონფიგურაციის შეცვლით ავტომობილში ჩაეტევა ყველაფერი, იქნება ეს თხილამურების ჩანთები თუ მთის ველოსიპედები. -
უსაზღვრო სივრცე
Land Cruiser-ის ინტერიერი გთავაზობთ სივრცესა და კომფორტს. მგზავრები მოხერხებულად იმგზავრებენ ნებისმიერი კონფიგურაციისას, ხოლო ბარგის და აღჭურვილობის მოთავსება ყოველთვის მარტივად არის შესაძლებელი. -
მემკვიდრეობა
-
ლეგენდის სათავეები
ლეგენდარული ყველგანმავალი რვა ათწლეულის, თორმეტი თაობის და არაერთი შთამბეჭდავი მოგზაურობის ისტორიას ითვლის. სად გაემგზავრებით თქვენ? -
თავგადასავლები მის დნმ-შია
Land Cruiser 40 იქცა ლეგენდად თავისი მტკიცე პროპორციებითა და გამორჩეული თეთრი სახურავით. ეს ავტომობილი შექმნილია ისეთი ტექნოლოგიით, რითაც შესაძლებლობების კუთხით სხვა ყველგანმავლებს სჯობნის და ახალ სტანდარტებსაც ამკვიდრებს. -
თაობებზე გადაცემული დიდებულება
Land Cruiser-ის განვითარება უწყვეტად მიმდინარეობს. ყოველი ახალი მოდელი სულ უფრო დახვეწილი ხდება და რაც მთავარია, არასოდეს კარგავს იმას, რითაც ესოდენ გამოირჩევა - საიმედოობას და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის უნარს.
სამუშაო მაჩვენებლები
იმგზავრეთ უფრო შორს, გასცდით საზღვრებს
Land Cruiser იდეალურია ყველგან -ავტომაგისტრალებსა თუ ყველაზე მიუვალ ადგილებში მოგზაურობისას. გზაზე ის მარტივად სამართავია და რთულ რელიეფზეც ვერაფერი აბრკოლებს. თავისი შეუდარებელი სრულამძრავიანი სისტემით, ეს არის ავტომობილი, რომელიც გაამართლებს თქვენს მოლოდინს.
სამუშაო მაჩვენებლები
-
სიმძლავრე
-
ამოუწურავი სიმძლავრე
Land Cruiser-ის 2.8 ლიტრიანი დიზელის მძლავრი ტურბო ძრავა არასოდეს გიღალატებთ, კარგად რეაგირებადი ახალი, რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი მყისიერ და წრფივ აჩქარებას უზრუნველყოფს. -
გადაიტანეთ ნებისმიერი ტვირთი
საოცრად სტაბილური მართვადობის, რბილი სიმძლავრის და 3500 კგ საბუქსირე შესაძლებლობის წყალობით, Land Cruiser-ს შეუძლია ნებისმიერი ტვირთის გაწევა. გადაბმა ადვილად ხდება, ხოლო მისაბმელის რხევის კონტროლის სისტემა ნებისმიერ პირობებში სრულ მდგრადობას უზრუნველყოფს. -
-
-
4X4 შესაძლებლობა
-
შესაძლებლობები საზღვრებს მიღმა
ჭკვიანი სრულამძრავიანი სისტემის, მტკიცე შასის სტრუქტურის და დახვეწილი მულტირელიეფური დაკიდების სისტემის წყალობით, Land Cruiser-ის ყველგანმავალის შესაძლებლობები ახალ დონეზე გადადის. -
შეძელით შეუძლებელი
თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი ადგილები, სადაც სხვები მოგზაურობას ვერ ბედავენ. სტაბილიზატორის გათიშვის მექანიზმი (SDM) უზრუნველყოფს თვლების ჩინებულ არტიკულაციას, ხოლო მოკლე განაკიდებისა და გაზრდილი კლირენსის წყალობით ავტომობილი ყველაზე რთულ რელიეფსაც თავისუფლად უმკლავდება.
დალაშქრეთ ნებისმიერი მთა
Land Cruiser-ს შეუძლია მსოფლიოს ყველაზე მიუვალ ადგილებშიც შეაღწიოს. დაღმართზე დაშვების კონტროლის სისტემა არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს ციცაბო დაღმართზე. ნელი სვლის კონტროლის სისტემა კი ინარჩუნებს წინასწარ განსაზღვრულ სიჩქარეს, რაც საშუალებას გაძლევთ კონცენტრირდეთ მართვაზე.შეუჩერებელი
Land Cruiser იყენებს განსაკუთრებით მტკიცე GA-F პლატფორმას. ხანგრძლივი მგზავრობის დაკიდების სისტემის, კლირენსის და თვლების არტიკულაციის წყალობით ქრება საზღვრები და ყველაფერი შესაძლებელი ხდება.
გაზარდეთ ჰორიზონტები
საჭის ელექტრონული მართვის სისტემა უზრუნველყოფს რბილ და დახვეწილ მართვას ნებისმიერი ტიპის გზის ზედაპირზე. ამავე დროს, უსწორმასწორო ადგილებში შემცირებულია საჭის უკუდარტყმის ძალა და ავტომობილი გზაზე თავდაჯერებულად გადაადგილდება.მულტირელიეფური ტექნოლოგია
მულტირელიეფური მონიტორი (MTM) შეუცვლელია რთულ პირობებში და ის მკაფიოდ ასახავს გარემომცველ არეს. მულტირელიეფური რეჟიმი (MTS) დაკიდების და ძალოვანი აგრეგატის ოპტიმიზირებას დაბრკოლებების შესაბამისად ახდენს. -
თავგადასავალი მაროკოში
-
ველურ ბუნებაში
მაროკოს - ამ ჯადოსნური ქვეყნის უკიდეგანო უდაბნოები და მწვერვალები გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან საჰარის უდაბნომდე. მოგზაური ევა ცუ ბეკი და ფოტოგრაფი ალექს სტედი ახალი Land Cruiser-ით მაროკოს იკვლევენ. -
ნაკლებად ცნობილი გზის შესწავლა
Land Cruiser-ის მულტირელიფური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ევა და ალექსი მიემართებიან შორეულ ადგილებში, რათა აღმოაჩინონ ნამდვილი მაროკო - ჯადოსნური ადგილი სულისშემკვრელი პეიზაჟებითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. -
მაროკოს ხელუხლებელი სილამაზე
ფოტოგრაფი ალექს სტედი უნიკალურ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს და მაროკოს დიდებულ, ველურ ბუნებას საოცარი ფოტოების სერიით გადმოგვცემს. ამ ფოტოებში ყველაფერია - მზის ამოსვლის თუ უდაბნოს მოლივლივე ქვიშის პეიზაჟები.
უფრო მოქნილი. უფრო მძლავრი. უფრო უსაფრთხო
Safety
-
Configure Chapter
-
Configure Chapter
ტექნოლოგია
ციფრულად ელეგანტური
Land Cruiser-ს გააჩნია მოსახერხებელი ინტერფეისი, ხმის ამომცნობი ზუსტი სისტემით კი მონაცემთა შეყვანა ხდება სწრაფად და მარტივად. ახალი დანიშნულების ადგილის შესაყვანად თუ მულტიმედიური სტრიმინგისთვის კარგად რეაგირებადი 12.3" სენსორული მონიტორი თქვენს ყველა სურვილს ზუსტად შეასრულებს.
ტექნოლოგია
-
ციფრული სალონი
-
ინტუიციური ტექნოლოგია
Land Cruiser-ის საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულების, 12.3" ციფრული კომბიმეტრისა და მოწინავე მულტიფუნქციური ეკრანის წყალობით, უფრო მოხერხებულად იმგზავრებთ. პარამეტრების დარეგულირება შესაძლებელია ინდივიდუალურად, სურვილისამებრ. -
დაუბრკოლებელი კავშირი
Land Cruiser-ის კავშირის სამყარო ისეა შექმნილი, რომ თქვენი მგზავრობის ყოველი მომენტი გამორჩეული იყოს. უსადენო Apple CarPlay და Android Auto თქვენს საყვარელ აპლიკაციებსა და მულტიმედიაზე წვდომას მარტივად უზრუნველყოფს.
კონტროლი ძალისხმევის გარეშე
დარჩით კავშირზე ნებისმიერ ადგილას. განახორციელეთ ზარები, გააგზავნეთ და მიიღეთ შეტყობინებები, მოისმინეთ ხმოვანი შეტყობინებები - Land Cruiser-ის სმარტფონთან ინტეგრაციის, ხმოვანი და სენსორული ფუნქციებით, ყოველივე ამას მარტივად მოახერხებთ.
-
დაკავშირებული ტექნოლოგია
-
გმატებთ თავდაჯერებულობას
ციფრული უკანა ხედვის სარკე უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ უკანა ხედს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი მგზავრი ან ობიექტია ავტომობილში. უსადენო განახლებების წყალობით, Land Cruiser-ის სისტემები მუდმივად მხარდაჭერილია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
აუდიო სისტემა, რომელიც გაგახალისებთ
Land Cruiser-ს თავისი პრემიალური კლასის JBL® აუდიო სისტემით ჟღერადობის ახალი სტანდარტები შემოაქვს. მოხერხებული უსადენო დამუხტვის პანელის წყალობით თქვენი მოწყობილობა მუდამ დამუხტული იქნება.