სრულიად ახალი Land Cruiser Prado
118 000 ლარი
სამართლებრივი შენიშვნა
წარმოდგენილი მონაცემები არის წინასწარი და საჭიროებს საბოლოო დადასტურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ დილერს.რომელი Land Cruiser-ის მოდელიც არ უნდა აირჩიოთ, ყველგან თავდაჯერებულად იმგზავრებთ.
შექმნილი ნებისმიერი ტიპის რელიეფისთვის
გაიცანით ხელახლა დაბადებული Land Cruiser Prado, რომელიც შექმნილია ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვის.
მზად ველური ბუნების აღმოსაჩენად
ავტომობილი აღჭურვილია უგზოობაში მოძრაობის ფუნქციებით, რაც რთულ რელიეფებზე გადაადგილებაში დაგეხმარებათ.
გამოიკვლიეთ ნებისმიერი გზა მარტივად
გზატკეცილებსა თუ ქალაქგარეთ გზებზე ნებისმიერი მგზავრობა თქვენთვის ძალისხმევის გარეშე ჩაივლის.
უსაფრთხოება ყოველი მგზავრობისას
Toyota Safety Sense დაგიცავთ ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ.
მზად ტვირთის გადასატანად ნებისმიერი მოგზაურობისას
დინამიკური, კომფორტული სივრცე მგზავრობასთან დაკავშირებულ თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
კომფორტი ყველაზე რთულ პირობებშიც კი
სალონის ჰარმონიული სივრცე უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს ყოველი მგზავრობისას.
იზრუნეთ თქვენი Land Cruiser-ის უსაფრთხოებაზე
დაიცავით თქვენი ავტომობილი, რომლის დახმარებითაც ცხოვრებაში ნებისმიერ წინაღობას დაძლევთ.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=60ae2897-f9e1-4ff6-bc61-974d2d0edb5f
დიზაინი
ლეგენდა დაბრუნდა. Land Cruiser აერთიანებს თავის საკულტო დიზაინს, მარადიულ სტილს და თანამედროვე ტექნოლოგიას. ეს წარსულით შთაგონებული და შორსმჭვრეტელი ავტომობილი წაგიყვანთ იქ, სადაც მოისურვებთ და არასოდეს გიღალატებთ.
Land Cruiser-ს თან სდევს სათავგადასავლო სული. ავტომობილის შექმნისას გათვალისწინებულია როგორც ტრადიციები, ასევე თანამედროვე სტილი. მას შემოაქვს ისეთი ფორმები, რომელიც თანამედროვე და მარადიულიცაა. ეს არის ახალი, მომხიბვლელი ესთეტიკა.
ავტომობილი გამოირჩევა ერგონომიკით, ხოლო მაღალი საჯდომი პოზიციის, ვერტიკალური საყრდენებისა და დაბალი ხელსაწყოთა პანელის წყალობით, უნივერსალური სალონი საუცხოო თვალთახედვის არეს უზრუნველყოფს. ინტუიციური მართვის ხელსაწყოები და მკაფიო გამოსახულების მქონე ეკრანები მოგზაურობის გასაგრძელებლად თქვენს თავდაჯერებულობას კიდევ უფრო ზრდის.
სამუშაო მაჩვენებლები
Land Cruiser იდეალურია ყველგან -ავტომაგისტრალებსა თუ ყველაზე მიუვალ ადგილებში მოგზაურობისას. გზაზე ის მარტივად სამართავია და რთულ რელიეფზეც ვერაფერი აბრკოლებს. თავისი შეუდარებელი სრულამძრავიანი სისტემით, ეს არის ავტომობილი, რომელიც გაამართლებს თქვენს მოლოდინს.
თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი ადგილები, სადაც სხვები მოგზაურობას ვერ ბედავენ. სტაბილიზატორის გათიშვის მექანიზმი (SDM) უზრუნველყოფს თვლების ჩინებულ არტიკულაციას, ხოლო მოკლე განაკიდებისა და გაზრდილი კლირენსის წყალობით ავტომობილი ყველაზე რთულ რელიეფსაც თავისუფლად უმკლავდება.
Land Cruiser იყენებს განსაკუთრებით მტკიცე GA-F პლატფორმას. ხანგრძლივი მგზავრობის დაკიდების სისტემის, კლირენსის და თვლების არტიკულაციის წყალობით ქრება საზღვრები და ყველაფერი შესაძლებელი ხდება.
ტექნოლოგია
Land Cruiser-ს გააჩნია მოსახერხებელი ინტერფეისი, ხმის ამომცნობი ზუსტი სისტემით კი მონაცემთა შეყვანა ხდება სწრაფად და მარტივად. ახალი დანიშნულების ადგილის შესაყვანად თუ მულტიმედიური სტრიმინგისთვის კარგად რეაგირებადი 12.3" სენსორული მონიტორი თქვენს ყველა სურვილს ზუსტად შეასრულებს.
Land Cruiser-ის კავშირის სამყარო ისეა შექმნილი, რომ თქვენი მგზავრობის ყოველი მომენტი გამორჩეული იყოს. უსადენო Apple CarPlay და Android Auto თქვენს საყვარელ აპლიკაციებსა და მულტიმედიაზე წვდომას მარტივად უზრუნველყოფს.
დარჩით კავშირზე ნებისმიერ ადგილას. განახორციელეთ ზარები, გააგზავნეთ და მიიღეთ შეტყობინებები, მოისმინეთ ხმოვანი შეტყობინებები - Land Cruiser-ის სმარტფონთან ინტეგრაციის, ხმოვანი და სენსორული ფუნქციებით, ყოველივე ამას მარტივად მოახერხებთ.
ციფრული უკანა ხედვის სარკე უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ უკანა ხედს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი მგზავრი ან ობიექტია ავტომობილში. უსადენო განახლებების წყალობით, Land Cruiser-ის სისტემები მუდმივად მხარდაჭერილია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
Land Cruiser-ს თავისი პრემიალური კლასის JBL® აუდიო სისტემით ჟღერადობის ახალი სტანდარტები შემოაქვს. მოხერხებული უსადენო დამუხტვის პანელის წყალობით თქვენი მოწყობილობა მუდამ დამუხტული იქნება.