LAND CRUISER 300
160 600 ლარი
- საწვავის ხარჯი, კომბინირებული ციკლი
- 12.2 ლ/100 კმ ლ/100 კმ
სამართლებრივი შენიშვნა
წარმოდგენილი მონაცემები წინასწარია და საჭიროებს საბოლოო დადასტურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ დილერს.გაიცანით Toyota LC300: ქროსოვერის მძლავრი შესახედაობის დიზაინი, გაერთიანებული საუკეთესო სრულამძრავიან სისტემასთან.
დიზაინი
მისი გამოკვეთილი პროპორციებისა და გამბედავი ფორმების წყალობით, Land Cruiser 300 ყველას ყურადღებას იპყრობს. მის ელეგანტურ და დროის მიღმა არსებულ სილუეტში, რომელიც შთაგონებულია ლეგენდარული წინამორბედებით, მკაფიოდ აისახება Land Cruiser-ის გენეტიკური კოდი. ქალაქში, გზატკეცილზე თუ უგზოობაზეც კი, Land Cruiser 300 ყოველთვის გამოიყურება თავდაჯერებულად და დახვეწილად.
უგზოობაში მოძრაობის შესაძლებლობით
Land Cruiser არის შეუდარებელი ყველგანმავალის სტანდარტი. სრულამძრავიან ავტომობილებს შორის ის გამოირჩევა გამავლობითა და უმაღლესი მართვის ხარისხით, ხოლო მისი დახვეწილი და გამორჩეული დიზაინთ, მარტივად იპყრობს ყურადღებას. ძლიერ, დაბალანსებულ ვიზუალთან და თავდაჯერებულ მართვის სტილთან ერთად, Land Cruiser 300 ღირსეულად აგრძელებს ბრენდის ლეგენდარულ მემკვიდრეობას და რჩება თავისი კლასის ღირსეულ ლიდერად
გზებზე მოძრაობის შესაძლებლობით
დიზაინის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკულობის დახვეწილი შერწყმა — Land Cruiser 300 კომპრომისებს არ აღიარებს. მისი დამახასიათებელი LED ფარები და მონოლითური რადიატორის გრილი ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას.
უსაფრთხოება
უსაფრთხოების მხრივ Land Cruiser 300 კიდევ უფრო დახვეწილია. მისი გამძლე კონსტრუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები უზრუნველყოფს მყუდრო და დაცულ მართვას ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ხოლო მეორე თაობის Toyota Safety Sense დამატებით ზრდის უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.
პრაქტიკულობა
Land Cruiser 300-ის კომფორტით მეორე რიგში მჯდომი მგზავრებიც აუცილებლად ისიამოვნებენ, სადაც ერგონომიული სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ოთხ ზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს იდეალურ გარემოს.
კომფორტი
ინტერიერის ყოველი ელემენტი შექმნილია კომფორტის, მოხერხებულობისა და გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი დეტალები, როგორიცაა კარის პანელზე მარტივად მისაწვდომი ჩამრთველები, ტელეფონის უსადენო დამტენის პლატფორმა და მოცულობითი ჭიქის დამჭერები, თითოეულ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=92aa73e0-411e-4633-a620-9784ffbfcd2b
დიზაინი
Land Cruiser 300 შთამბეჭდავი პროპორციებით და მძლავრი კონტურებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისი ლეგენდარული წინამორბედებით შთაგონებული, Land Cruiser-ის სული მის სილუეტშიც კარგად ჩანს. ქალაქში, ავტომაგისტრალზე თუ ცივილიზაციისგან მოშორებით, ეს ავტომობილი ნებისმიერ გარემოში თავს საუცხოოდ გრძნობს.
Land Cruiser 300 დიზაინის, ტექნოლოგიისა და ფუნქციონალურობის დახვეწილ შერწყმას წარმოადგენს. წინ გამორჩეული შუქდიოდური მაშუქები და მონოლითური რადიატორის ცხაური ავტომობილს თავდაჯერებულ იერს ანიჭებს.
Land Cruiser 300 GR SPORT განასახიერებს Land Cruiser-ის ორიგინალურ სულისკვეთებას. ავტომობილი ყურადღებას იპყრობს შთამბეჭდავი წინა ბამპერით, თვლების შავი თაღებით, Toyota-ს თამამი ლოგოთი და GR SPORT-ის გამორჩეული ემბლემით.
მართვის დინამიკა
Land Cruiser 300 ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, სადაც არ უნდა გაემგზავროთ. ავტომობილი გზებზე მოძრაობს თავდაჯერებულად, მისი ყველგანმავალი შესაძლებლობები კი მართლაც ლეგენდარულია. Land Cruiser 300-ის შესანიშნავ ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს მტკიცე ჩარჩო, დაბალი სიმძიმის ცენტრი და გაუმჯობესებული საჭის გამაძლიერებელი, რაც ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს.
მაღალი კლირენსით, მუდმივი სრულამძრავიანი სისტემით და ქროსოვერის საიმედოობით, Land Cruiser 300 თავისი ყველგანმავალი შესაძლებლობებით მართლაც შეუდარებელია. მისი ბლოკირებადი დიფერენციალით, გაძლიერებული დაკიდების სისტემით, ასევე სრულამძრავიანი (4WD) სისტემის მაღალი და დაბალი დონის დიაპაზონით დაძლევთ ნებისმიერ დაბრკოლებას.
უსაფრთხოება
ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემის, Toyota Safety Sense-ის უახლესი ვერსიით აღჭურვილი Land Cruiser 300, გთავაზობთ შეჯახების შემამსუბუქებელ ზომებს შეჯახების პრევენციის სისტემის (PCS) სახით. ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა (LCA) და ბრმა ზონის მონიტორი (BSM) კი მძღოლს ზოლის შეცვლის მანევრების შესრულებისას ეხმარება.
ტექნოლოგია
Land Cruiser 300-ის ციფრული სალონი მოქმედების ცენტრში გამყოფებთ. მრავალფუნქციური კომბიმეტრისა და საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულების (HUD) დახმარებით, თქვენ სრული კონტროლი გეძლევათ. მართეთ მარტივად რჩეული აპლიკაციები მულტიმედიური სენსორული მონიტორით და Apple CarPlay და Android Auto-სთან შეუფერხებელი თავსებადობის მეშვეობით.