მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

განსაკუთრებული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში

 

გაიცანით Toyota LC300: ქროსოვერის მძლავრი შესახედაობის დიზაინი, გაერთიანებული საუკეთესო სრულამძრავიან სისტემასთან.

  • დიზაინი

    LC 300 შენობასთან

    მისი გამოკვეთილი პროპორციებისა და გამბედავი ფორმების წყალობით, Land Cruiser 300 ყველას ყურადღებას იპყრობს. მის ელეგანტურ და დროის მიღმა არსებულ სილუეტში, რომელიც შთაგონებულია ლეგენდარული წინამორბედებით, მკაფიოდ აისახება Land Cruiser-ის გენეტიკური კოდი. ქალაქში, გზატკეცილზე თუ უგზოობაზეც კი, Land Cruiser 300 ყოველთვის გამოიყურება თავდაჯერებულად და დახვეწილად.

  • უგზოობაში მოძრაობის შესაძლებლობით

    LC 300 მთაზე

    Land Cruiser არის შეუდარებელი ყველგანმავალის სტანდარტი. სრულამძრავიან ავტომობილებს შორის ის გამოირჩევა გამავლობითა და უმაღლესი მართვის ხარისხით, ხოლო მისი დახვეწილი და გამორჩეული დიზაინთ, მარტივად იპყრობს ყურადღებას. ძლიერ, დაბალანსებულ ვიზუალთან და თავდაჯერებულ მართვის სტილთან ერთად, Land Cruiser 300 ღირსეულად აგრძელებს ბრენდის ლეგენდარულ მემკვიდრეობას და რჩება თავისი კლასის ღირსეულ ლიდერად

  • გზებზე მოძრაობის შესაძლებლობით

    LC 300 გზაზე

    დიზაინის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკულობის დახვეწილი შერწყმა — Land Cruiser 300 კომპრომისებს არ აღიარებს. მისი დამახასიათებელი LED ფარები და მონოლითური რადიატორის გრილი ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას.

  • უსაფრთხოება

    LC 300-ის რადარი

    უსაფრთხოების მხრივ Land Cruiser 300 კიდევ უფრო დახვეწილია. მისი გამძლე კონსტრუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები უზრუნველყოფს მყუდრო და დაცულ მართვას ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ხოლო მეორე თაობის Toyota Safety Sense დამატებით ზრდის უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.

  • პრაქტიკულობა

    LC 300 ღია საბარგულით

    Land Cruiser 300-ის კომფორტით მეორე რიგში მჯდომი მგზავრებიც აუცილებლად ისიამოვნებენ, სადაც ერგონომიული სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ოთხ ზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს იდეალურ გარემოს.

  • კომფორტი

    LC 300-ის ინტერიერი

    ინტერიერის ყოველი ელემენტი შექმნილია კომფორტის, მოხერხებულობისა და გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი დეტალები, როგორიცაა კარის პანელზე მარტივად მისაწვდომი ჩამრთველები, ტელეფონის უსადენო დამტენის პლატფორმა და მოცულობითი ჭიქის დამჭერები, თითოეულ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

რომელ LC 300-ს ირჩევთ თქვენ?

იხილეთ ფასები

ბენზინი

LC 300 AX+ 4.0 7 seater PTL

LC 300 AX+ 4.0  7 seater PTL MPV 5 კარიანი (LWB)
160 000 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

4.0L petrol 40P-

4X4, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

ბენზინი

4.0L petrol 40P-

4X4, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

წვა¹

12,4 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 AX 5 seater DSL

LC 300 AX 5 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
183 300 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 AX 5 Seater

LC 300 AX 5 Seater MPV 5 კარიანი (LWB)
187 100 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 VX 5 seater DSL

LC 300 VX 5 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
220 300 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 VX 5 seater

LC 300 VX 5 seater MPV 5 კარიანი (LWB)
222 800 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 VX+ 7 seater DSL

LC 300 VX+ 7 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
229 900 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 VX 5 seater MHEV

LC 300 VX 5 seater MHEV MPV 5 კარიანი (LWB)
231 000 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10MHV-F

წვა¹

10,0 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 VX+ 7 seater

LC 300 VX+ 7 seater MPV 5 კარიანი (LWB)
233 400 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 ZX 7 seater DSL

LC 300 ZX 7 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
240 000 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 ZX 5 seater DSL

LC 300 ZX 5 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
240 300 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 GR Sport Diesel

LC 300 GR Sport Diesel MPV 5 კარიანი (LWB)
240 600 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 GR Sport 7 seater DSL

LC 300 GR Sport 7 seater DSL MPV 5 კარიანი (LWB)
240 600 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

დიზელი

3.3 Diesel 33D-

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

8,9 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 ZX 7 seater

LC 300 ZX 7 seater MPV 5 კარიანი (LWB)
242 500 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 ZX 5 seater

LC 300 ZX 5 seater MPV 5 კარიანი (LWB)
242 800 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 GR Sport

LC 300 GR Sport MPV 5 კარიანი (LWB)
242 800 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
ბენზინი

LC 300 GR Sport 7 seater

LC 300 GR Sport 7 seater MPV 5 კარიანი (LWB)
243 000 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

ბენზინი

3.5L Turbo 35PT

4X4, 10 Speed Automatic

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10 Speed Automatic

წვა¹

12,2 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 ZX 5 seater MHEV

LC 300 ZX 5 seater MHEV MPV 5 კარიანი (LWB)
254 300 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10MHV-F

წვა¹

10,0 ლ/100 კმ
დიზელი

LC 300 GRS 5 seater MHEV

LC 300 GRS 5 seater MHEV MPV 5 კარიანი (LWB)
258 400 ₾
ინფორმაცია ძრავის შესახებ
დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

დიზელი

3.5L Petrol 1MHEV 35MH

4X4, 10MHV-F

არჩეული ძრავა

ამძრავი თვლები

4X4

გადაცემათა კოლოფი

10MHV-F

წვა¹

10,0 ლ/100 კმ
ლეგენდა
სტანდარტულიარჩევითარ შეესაბამება

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=92aa73e0-411e-4633-a620-9784ffbfcd2b

დიზაინი

შეუდარებელი სრულყოფილება

Land Cruiser 300 შთამბეჭდავი პროპორციებით და მძლავრი კონტურებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისი ლეგენდარული წინამორბედებით შთაგონებული, Land Cruiser-ის სული მის სილუეტშიც კარგად ჩანს. ქალაქში, ავტომაგისტრალზე თუ ცივილიზაციისგან მოშორებით, ეს ავტომობილი ნებისმიერ გარემოში თავს საუცხოოდ გრძნობს.

დიზაინი
  1. ექსტერიერი
    1. Land Cruiser 300 ქალაქის მზიან ქუჩებში მოძრაობისას
      მუდამ მიმზიდველი იერი
      Land Cruiser სრულყოფილი ქროსოვერის სინონიმია. სხვა ქროსოვერებისგან გამორჩეულობა არა მხოლოდ მისი მართვისას შეიგრძნობა, ის დიზაინითაც განსაკუთრებულია. თავისი გრძელი, მძლავრი ხუფით და გზებზე თავდაჯერებული დგომით Land Cruiser 300 ტრადიციებს არც ამჯერად ღალატობს.
    2. სტილი და ეფექტურობა

      Land Cruiser 300 დიზაინის, ტექნოლოგიისა და ფუნქციონალურობის დახვეწილ შერწყმას წარმოადგენს. წინ გამორჩეული შუქდიოდური მაშუქები და მონოლითური რადიატორის ცხაური ავტომობილს თავდაჯერებულ იერს ანიჭებს.

       Land Cruiser 300’s LED headlights Land Cruiser 300’s impressive radiator grille
    3. Land Cruiser 300-ის ტევადი და კომფორტული ინტერიერი
  2. ინტერიერი
    1. Land Cruiser 300-ის ტევადი და კომფორტული ინტერიერი
      გარანტირებული კომფორტი
      Land Cruiser 300 უპრეცედენტო კომფორტს გთავაზობთ. უნაკლო ერგონომიკით, ხარისხიანი მასალებითა და სივრცის საუცხოო შეგრძნებით გამორჩეული Land Cruiser-ის ინტერიერი აღჭურვილია ელექტრონულად რეგულირებადი, მეხსიერების მქონე სავარძლებით, გათბობითა და ვენტილაციით, რაც მთელი დღის განმავლობაში თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს.
    2. Land Cruiser 300-ის სამრიგიანი სალონი
      უკანა რიგის კომფორტი
      განსაკუთრებული კომფორტი არც Land Cruiser 300-ის მეორე რიგს აკლია - აქ ერგონომიულ სავარძლებს გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციები გააჩნია. ოთხზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში სრული კომფორტის გარანტიაა.
    3. სრულყოფილება თითოეულ დეტალში
      ინტერიერის ყველა ელემენტი შემუშავებულია კომფორტის, სიმარტივისა და გამძლეობის გათვალისწინებით. ისეთი დეტალები, როგორიცაა: კარის პანელზე მარტივად ხელმისაწვდომი ღილაკები, ტელეფონის უსადენო დამტენი და ჭიქის დამჭერები ამარტივებს ყოველ მგზავრობას.
    4. Land Cruiser 300 ღია ელექტრული საბარგულით მთაში
      სივრცე ნებისმიერი ტვირთისთვის
      დიდი ტევადობისა და უკანა დასაკეცი სავარძლების წყალობით, Land Cruiser 300 მზადაა ნებისმიერი ნივთის გადასატანად - ბარგიდან დაწყებული და დასასვენებელი აღჭურვილობით დამთავრებული. სიმაღლის რეგულირებისა და მეხსიერების ფუნქციის მქონე ელექტრო საბარგულის წყალობით კი ავტომობილში ბარგის ჩაწყობაც ძალზე მარტივია.
    5. Land Cruiser 300 GR SPORT powers along an unpaved road
  3. GR Sport-ის კომპლექტაცია
    1. Land Cruiser 300 GR SPORT powers along an unpaved road
      გამორჩეული ყველგან
      GR SPORT შექმნილია მათთვის, ვინც მცირედით არ კმაყოფილდება. Toyota-ს საკულტო სრულამძრავიან ავტომობილს ახალი ვიზუალური იერი დაჰყვება და დიზაინის მომხიბვლელი დეტალებითაც გამოირჩევა.
    2. თამამი დიზაინი

      Land Cruiser 300 GR SPORT განასახიერებს Land Cruiser-ის ორიგინალურ სულისკვეთებას. ავტომობილი ყურადღებას იპყრობს შთამბეჭდავი წინა ბამპერით, თვლების შავი თაღებით, Toyota-ს თამამი ლოგოთი და GR SPORT-ის გამორჩეული ემბლემით.

       Land Cruiser 300 GR SPORT’s eye-catching GR SPORT badging
    3. Land Cruiser 300 GR SPORT-ის პრემიალური ინტერიერი, საჭეზე GR SPORT-ის ემბლემით
      განსაკუთრებული ინტერიერი
      Land Cruiser 300 GR SPORT ლენდ კრუიზერთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი სალონი მართლაც უმაღლესი დონისაა -პრემიალური ხარისხის მასალით და თავსადებებზე GR SPORT ემბლემით გაფორმებული.

მართვის დინამიკა

შეუდარებელი შესაძლებლობები

Land Cruiser 300 ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, სადაც არ უნდა გაემგზავროთ. ავტომობილი გზებზე მოძრაობს თავდაჯერებულად, მისი ყველგანმავალი შესაძლებლობები კი მართლაც ლეგენდარულია. Land Cruiser 300-ის შესანიშნავ ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს მტკიცე ჩარჩო, დაბალი სიმძიმის ცენტრი და გაუმჯობესებული საჭის გამაძლიერებელი, რაც ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს.

მართვის დინამიკა
  1. საუკეთესო ყველგანმავალი
    1. Land Cruiser 300-ის მტკიცე ჩარჩოს გამჭვირვალე გამოსახულება
      შექმნილი გამძლეობისთვის
      გზებსა თუ უგზოობაში, Land Cruiser 300-ის ღირსებას წარმოადგენს მტკიცე ჩარჩო, წონის ოპტიმიზებული განაწილება და მსუბუქი პლატფორმის სტრუქტურა. ერთად, ეს მახასიათებლები მართვის დინამიკის, უსაფრთხოებისა და კომფორტის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.
    2. მგზავრობა შეზღუდვების გარეშე

      მაღალი კლირენსით, მუდმივი სრულამძრავიანი სისტემით და ქროსოვერის საიმედოობით, Land Cruiser 300 თავისი ყველგანმავალი შესაძლებლობებით მართლაც შეუდარებელია. მისი ბლოკირებადი დიფერენციალით, გაძლიერებული დაკიდების სისტემით, ასევე სრულამძრავიანი (4WD) სისტემის მაღალი და დაბალი დონის დიაპაზონით დაძლევთ ნებისმიერ დაბრკოლებას.

      Land Cruiser 300-ის მართვის რეჟიმების ჩამრთველი
    3. Land Cruiser 300-ის განახლებული დაკიდების სისტემა და თვლების არტიკულაცია
  2. ტექნოლოგია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს
    1. Land Cruiser 300-ის განახლებული დაკიდების სისტემა და თვლების არტიკულაცია
      სრული კონტროლი
      უგზოობაში განსაკუთრებული კომფორტისთვის, Land Cruiser 300 აღჭურვილია Toyota-ს გაუმჯობესებული e-KDSS დაკიდების სტაბილიზაციის სისტემით. ავტომატური მულტირელიეფური შერჩევის ფუნქცია პროგნოზირებს წინ არსებულ საგზაო პირობებს და დაუბრკოლებელი გადაადგილებისთვის ავტომობილის ოპტიმიზაციას ახდენს.
    2. მართვის გარემოს მულტიმედიურ ეკრანზე საჩვენებლად, მულტირელიეფური მონიტორი იყენებს კამერებს
      ყველაფერი თვალთახედვის არეში
      უგზოობაში მართვა გარემო პირობების სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს. მაღალი გარჩევადობის კამერების გამოყენებით, 3D მულტირელიეფური მონიტორი მულტიმედიურ ეკრანზე ასახავს მართვის გარემოს - თქვენი ავტომობილის ქვემოთ არსებულ რელიეფს.
  • 3.3ლ დიზელი

    ძრავა
    3.3ლ დიზელი
    სიმძლავრე (ც.ძ.)
    306
    საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)
    8.9
    CO2 (გ/100კმ)
    233
    აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)
    7.9
    ამძრავი თვლები
    მუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WD
    გადაცემათა კოლოფი
    10 სიჩქარიანი ავტომატიკა
  • 3.5ლ ბენზინი

    ძრავა
    3.5ლ ბენზინი
    სიმძლავრე (ც.ძ.)
    415
    საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)
    12.2
    CO2 (გ/100კმ)
    281
    აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)
    6.8
    ამძრავი თვლები
    მუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WD
    გადაცემათა კოლოფი
    10 სიჩქარიანი ავტომატიკა
  • 4.0ლ ბენზინი

    ძრავა
    4.0ლ ბენზინი
    სიმძლავრე (ც.ძ.)
    275
    საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)
    12.4
    CO2 (გ/100კმ)
    281
    აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)
    8.0
    ამძრავი თვლები
    მუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WD
    გადაცემათა კოლოფი
    6 სიჩქარიანი ავტომატიკა

უსაფრთხოება

სრული თავდაჯერებულობა მართვისას

ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემის, Toyota Safety Sense-ის უახლესი ვერსიით აღჭურვილი Land Cruiser 300, გთავაზობთ შეჯახების შემამსუბუქებელ ზომებს შეჯახების პრევენციის სისტემის (PCS) სახით. ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა (LCA) და ბრმა ზონის მონიტორი (BSM) კი მძღოლს ზოლის შეცვლის მანევრების შესრულებისას ეხმარება.

უსაფრთხოება
  1. უსაფრთხოების სისტემა - Toyota Safety Sense
    1. Land Cruiser 300-ის მძღოლის დამხმარე სისტემების გრაფიკი
      უფრო მარტივი და უსაფრთხო მგზავრობისთვის
      Land Cruiser 300 აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHB) აუმჯობესებს ხილვადობას სიბნელეში, სხვა მძღოლების თვალის მოჭრის გარეშე. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA) აკონტროლებს პოტენციური შეჯახების საფრთხეს, როდესაც ავტომობილის კარი იღება ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში.
    2. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)
      შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან შეჯახება. ის მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად ამოქმედდება, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება. დამატებით, გზაჯვარედინზე შეჯახების თავიდან არიდების და ექსტრემალურ ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემები მძღოლს ეხმარება გზაჯვარედინებზე მოხვევისა და არიდების მანევრების შესრულებისას.
    3. დინამიკური სრულდიაპაზონიანი კრუიზ-კონტროლი (DRCC)
      ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები. თუ ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვას თქვენს მარშრუტზე და შესაბამის კორექტირებასაც შემოგთავაზებთ.
    4. A graphic showing Lane Change Assist in action
      ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა (LCA)
      ეს სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ავტომაგისტრალზე, როდესაც ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის (ACC) და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LTA) გააქტიურებულია. როდესაც მძღოლი ზოლის შესაცვლელად მოხვევის მაჩვენებელს რთავს, ეს სისტემა ზოლის უსაფრთხო შეცვლას უზრუნველყოფს.
    5. ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)
      ავტომატური შორი განათების სისტემა შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზაციისთვის ღამით მართვისას, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილესთვის. კამერა აღიქვამს წინ მიმავალი და საპირისპიროდ მომავალი ავტომობილების მაშუქებს და ასევე ახდენს გზის განათების სიკაშკაშის მონიტორინგს. ღამით უსაფრთხო მართვისთვის სისტემა შორ და ახლო განათებას ავტომატურად რთავს.
    6. ბრმა ზონის მონიტორი (BSM)
      ეს სისტემა იყენებს კამერას, რომელიც საჭის ზემოთაა განთავსებული. მისი დანიშნულებაა, შეამოწმოს მძღოლის სიფხიზლე და მდგომარეობა. თუ სისტემა არასტანდარტულ მდგომარეობას, მაგალითად დაღლას დააფიქსირებს, დაუყოვნებლივ აგზავნის გაფრთხილებას. ეს მონაცემები ხელს უწყობს საგანგებო ვითარებისას ავტომობილის გაჩერების სისტემის (EDSS) უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას, მძღოლის უყურადღებობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენით.
    7. ავტომობილის გაჩერების სისტემა საგანგებო ვითარებისას (EDSS)
      თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მძღოლი არ რეაგირებს, ამის შესახებ მას ხმოვანი სიგნალებით ეცნობება. უმოქმედობის შემთხვევაში, EDSS სისტემა თანდათანობით გააჩერებს ავტომობილს და ამავდროულად იზრუნებს ზოლში უსაფრთხოდ მოძრაობაზე. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გაფრთხილების მიზნით, ირთვება ავარიული მაშუქები და იხსნება კარების საკეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა გამარტივდეს.
    8. უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა (SEA)
      ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გვერდით სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.

ტექნოლოგია

კონტროლი ძალისხმევის გარეშე

Land Cruiser 300-ის ციფრული სალონი მოქმედების ცენტრში გამყოფებთ. მრავალფუნქციური კომბიმეტრისა და საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულების (HUD) დახმარებით, თქვენ სრული კონტროლი გეძლევათ. მართეთ მარტივად რჩეული აპლიკაციები მულტიმედიური სენსორული მონიტორით და Apple CarPlay და Android Auto-სთან შეუფერხებელი თავსებადობის მეშვეობით.

ტექნოლოგია
  1. ციფრული სალონი
    1. Land Cruiser 300-ის ინტერიერი და ხელსაწყოთა პანელი 12.3" მულტიმედიური მონიტორით
      მართეთ ავტომობილი ყურადღების გაფანტვის გარეშე
      გზაზე კონცენტრირების მიზნით, საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD), მართვის შესახებ ძირითად ინფორმაციას თქვენს ხედვის არეში ათავსებს. 12.3 დუიმიანი სენსორული მონიტორი უზრუნველყოფს სწრაფ კონტროლს, ხოლო Land Cruiser 300-ის 14 დინამიკიან, JBL-ის აუდიო სისტემას მუსიკის მოსმენა სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაჰყავს.
    2. An owner uses the MyToyota app on their smartphone
  2. Configure Chapter