განსაკუთრებული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში
გაიცანით Toyota LC300: ქროსოვერის მძლავრი შესახედაობის დიზაინი, გაერთიანებული საუკეთესო სრულამძრავიან სისტემასთან.
-
დიზაინი
მისი გამოკვეთილი პროპორციებისა და გამბედავი ფორმების წყალობით, Land Cruiser 300 ყველას ყურადღებას იპყრობს. მის ელეგანტურ და დროის მიღმა არსებულ სილუეტში, რომელიც შთაგონებულია ლეგენდარული წინამორბედებით, მკაფიოდ აისახება Land Cruiser-ის გენეტიკური კოდი. ქალაქში, გზატკეცილზე თუ უგზოობაზეც კი, Land Cruiser 300 ყოველთვის გამოიყურება თავდაჯერებულად და დახვეწილად.
-
უგზოობაში მოძრაობის შესაძლებლობით
Land Cruiser არის შეუდარებელი ყველგანმავალის სტანდარტი. სრულამძრავიან ავტომობილებს შორის ის გამოირჩევა გამავლობითა და უმაღლესი მართვის ხარისხით, ხოლო მისი დახვეწილი და გამორჩეული დიზაინთ, მარტივად იპყრობს ყურადღებას. ძლიერ, დაბალანსებულ ვიზუალთან და თავდაჯერებულ მართვის სტილთან ერთად, Land Cruiser 300 ღირსეულად აგრძელებს ბრენდის ლეგენდარულ მემკვიდრეობას და რჩება თავისი კლასის ღირსეულ ლიდერად
-
გზებზე მოძრაობის შესაძლებლობით
დიზაინის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკულობის დახვეწილი შერწყმა — Land Cruiser 300 კომპრომისებს არ აღიარებს. მისი დამახასიათებელი LED ფარები და მონოლითური რადიატორის გრილი ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას.
-
უსაფრთხოება
უსაფრთხოების მხრივ Land Cruiser 300 კიდევ უფრო დახვეწილია. მისი გამძლე კონსტრუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები უზრუნველყოფს მყუდრო და დაცულ მართვას ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ხოლო მეორე თაობის Toyota Safety Sense დამატებით ზრდის უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.
-
პრაქტიკულობა
Land Cruiser 300-ის კომფორტით მეორე რიგში მჯდომი მგზავრებიც აუცილებლად ისიამოვნებენ, სადაც ერგონომიული სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ოთხ ზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს იდეალურ გარემოს.
-
კომფორტი
ინტერიერის ყოველი ელემენტი შექმნილია კომფორტის, მოხერხებულობისა და გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი დეტალები, როგორიცაა კარის პანელზე მარტივად მისაწვდომი ჩამრთველები, ტელეფონის უსადენო დამტენის პლატფორმა და მოცულობითი ჭიქის დამჭერები, თითოეულ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=92aa73e0-411e-4633-a620-9784ffbfcd2b
დიზაინი
შეუდარებელი სრულყოფილება
Land Cruiser 300 შთამბეჭდავი პროპორციებით და მძლავრი კონტურებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისი ლეგენდარული წინამორბედებით შთაგონებული, Land Cruiser-ის სული მის სილუეტშიც კარგად ჩანს. ქალაქში, ავტომაგისტრალზე თუ ცივილიზაციისგან მოშორებით, ეს ავტომობილი ნებისმიერ გარემოში თავს საუცხოოდ გრძნობს.
დიზაინი
-
ექსტერიერი
-
მუდამ მიმზიდველი იერი
Land Cruiser სრულყოფილი ქროსოვერის სინონიმია. სხვა ქროსოვერებისგან გამორჩეულობა არა მხოლოდ მისი მართვისას შეიგრძნობა, ის დიზაინითაც განსაკუთრებულია. თავისი გრძელი, მძლავრი ხუფით და გზებზე თავდაჯერებული დგომით Land Cruiser 300 ტრადიციებს არც ამჯერად ღალატობს. -
სტილი და ეფექტურობა
Land Cruiser 300 დიზაინის, ტექნოლოგიისა და ფუნქციონალურობის დახვეწილ შერწყმას წარმოადგენს. წინ გამორჩეული შუქდიოდური მაშუქები და მონოლითური რადიატორის ცხაური ავტომობილს თავდაჯერებულ იერს ანიჭებს.
-
ინტერიერი
-
გარანტირებული კომფორტი
Land Cruiser 300 უპრეცედენტო კომფორტს გთავაზობთ. უნაკლო ერგონომიკით, ხარისხიანი მასალებითა და სივრცის საუცხოო შეგრძნებით გამორჩეული Land Cruiser-ის ინტერიერი აღჭურვილია ელექტრონულად რეგულირებადი, მეხსიერების მქონე სავარძლებით, გათბობითა და ვენტილაციით, რაც მთელი დღის განმავლობაში თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. -
უკანა რიგის კომფორტი
განსაკუთრებული კომფორტი არც Land Cruiser 300-ის მეორე რიგს აკლია - აქ ერგონომიულ სავარძლებს გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციები გააჩნია. ოთხზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში სრული კომფორტის გარანტიაა. -
სრულყოფილება თითოეულ დეტალში
ინტერიერის ყველა ელემენტი შემუშავებულია კომფორტის, სიმარტივისა და გამძლეობის გათვალისწინებით. ისეთი დეტალები, როგორიცაა: კარის პანელზე მარტივად ხელმისაწვდომი ღილაკები, ტელეფონის უსადენო დამტენი და ჭიქის დამჭერები ამარტივებს ყოველ მგზავრობას. -
სივრცე ნებისმიერი ტვირთისთვის
დიდი ტევადობისა და უკანა დასაკეცი სავარძლების წყალობით, Land Cruiser 300 მზადაა ნებისმიერი ნივთის გადასატანად - ბარგიდან დაწყებული და დასასვენებელი აღჭურვილობით დამთავრებული. სიმაღლის რეგულირებისა და მეხსიერების ფუნქციის მქონე ელექტრო საბარგულის წყალობით კი ავტომობილში ბარგის ჩაწყობაც ძალზე მარტივია. -
GR Sport-ის კომპლექტაცია
-
გამორჩეული ყველგან
GR SPORT შექმნილია მათთვის, ვინც მცირედით არ კმაყოფილდება. Toyota-ს საკულტო სრულამძრავიან ავტომობილს ახალი ვიზუალური იერი დაჰყვება და დიზაინის მომხიბვლელი დეტალებითაც გამოირჩევა. -
თამამი დიზაინი
Land Cruiser 300 GR SPORT განასახიერებს Land Cruiser-ის ორიგინალურ სულისკვეთებას. ავტომობილი ყურადღებას იპყრობს შთამბეჭდავი წინა ბამპერით, თვლების შავი თაღებით, Toyota-ს თამამი ლოგოთი და GR SPORT-ის გამორჩეული ემბლემით.
განსაკუთრებული ინტერიერი
მართვის დინამიკა
შეუდარებელი შესაძლებლობები
Land Cruiser 300 ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს, სადაც არ უნდა გაემგზავროთ. ავტომობილი გზებზე მოძრაობს თავდაჯერებულად, მისი ყველგანმავალი შესაძლებლობები კი მართლაც ლეგენდარულია. Land Cruiser 300-ის შესანიშნავ ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს მტკიცე ჩარჩო, დაბალი სიმძიმის ცენტრი და გაუმჯობესებული საჭის გამაძლიერებელი, რაც ნებისმიერი სიჩქარით მოძრაობისას, ავტომობილის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს.
მართვის დინამიკა
-
საუკეთესო ყველგანმავალი
-
შექმნილი გამძლეობისთვის
გზებსა თუ უგზოობაში, Land Cruiser 300-ის ღირსებას წარმოადგენს მტკიცე ჩარჩო, წონის ოპტიმიზებული განაწილება და მსუბუქი პლატფორმის სტრუქტურა. ერთად, ეს მახასიათებლები მართვის დინამიკის, უსაფრთხოებისა და კომფორტის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. -
მგზავრობა შეზღუდვების გარეშე
მაღალი კლირენსით, მუდმივი სრულამძრავიანი სისტემით და ქროსოვერის საიმედოობით, Land Cruiser 300 თავისი ყველგანმავალი შესაძლებლობებით მართლაც შეუდარებელია. მისი ბლოკირებადი დიფერენციალით, გაძლიერებული დაკიდების სისტემით, ასევე სრულამძრავიანი (4WD) სისტემის მაღალი და დაბალი დონის დიაპაზონით დაძლევთ ნებისმიერ დაბრკოლებას.
-
ტექნოლოგია, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს
-
სრული კონტროლი
უგზოობაში განსაკუთრებული კომფორტისთვის, Land Cruiser 300 აღჭურვილია Toyota-ს გაუმჯობესებული e-KDSS დაკიდების სტაბილიზაციის სისტემით. ავტომატური მულტირელიეფური შერჩევის ფუნქცია პროგნოზირებს წინ არსებულ საგზაო პირობებს და დაუბრკოლებელი გადაადგილებისთვის ავტომობილის ოპტიმიზაციას ახდენს. -
ყველაფერი თვალთახედვის არეში
უგზოობაში მართვა გარემო პირობების სრულყოფილ ცოდნას მოითხოვს. მაღალი გარჩევადობის კამერების გამოყენებით, 3D მულტირელიეფური მონიტორი მულტიმედიურ ეკრანზე ასახავს მართვის გარემოს - თქვენი ავტომობილის ქვემოთ არსებულ რელიეფს.
-
3.3ლ დიზელი
ძრავა3.3ლ დიზელისიმძლავრე (ც.ძ.)306საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)8.9CO2 (გ/100კმ)233აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)7.9ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი10 სიჩქარიანი ავტომატიკა -
3.5ლ ბენზინი
ძრავა3.5ლ ბენზინისიმძლავრე (ც.ძ.)415საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)12.2CO2 (გ/100კმ)281აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)6.8ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი10 სიჩქარიანი ავტომატიკა -
4.0ლ ბენზინი
ძრავა4.0ლ ბენზინისიმძლავრე (ც.ძ.)275საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)12.4CO2 (გ/100კმ)281აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)8.0ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი6 სიჩქარიანი ავტომატიკა
უსაფრთხოება
სრული თავდაჯერებულობა მართვისას
ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. უსაფრთხოების სისტემის, Toyota Safety Sense-ის უახლესი ვერსიით აღჭურვილი Land Cruiser 300, გთავაზობთ შეჯახების შემამსუბუქებელ ზომებს შეჯახების პრევენციის სისტემის (PCS) სახით. ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა (LCA) და ბრმა ზონის მონიტორი (BSM) კი მძღოლს ზოლის შეცვლის მანევრების შესრულებისას ეხმარება.
უსაფრთხოება
-
უსაფრთხოების სისტემა - Toyota Safety Sense
-
უფრო მარტივი და უსაფრთხო მგზავრობისთვის
Land Cruiser 300 აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ადაპტაციური შორი განათების სისტემა (AHB) აუმჯობესებს ხილვადობას სიბნელეში, სხვა მძღოლების თვალის მოჭრის გარეშე. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA) აკონტროლებს პოტენციური შეჯახების საფრთხეს, როდესაც ავტომობილის კარი იღება ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში. -
შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)
შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან შეჯახება. ის მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად ამოქმედდება, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება. დამატებით, გზაჯვარედინზე შეჯახების თავიდან არიდების და ექსტრემალურ ვითარებაში საჭის მართვის დამხმარე სისტემები მძღოლს ეხმარება გზაჯვარედინებზე მოხვევისა და არიდების მანევრების შესრულებისას. -
დინამიკური სრულდიაპაზონიანი კრუიზ-კონტროლი (DRCC)
ეს სისტემა ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ აღნიშნული დისტანცია მცირდება, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და მოქმედებაში მოჰყავს მუხრუჭები. თუ ავტომობილი აღჭურვილია საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემით (RSA), ეს სისტემა ასევე ამოიცნობს სიჩქარის შეზღუდვას თქვენს მარშრუტზე და შესაბამის კორექტირებასაც შემოგთავაზებთ. -
ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა (LCA)
ეს სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ავტომაგისტრალზე, როდესაც ადაპტაციური კრუიზ-კონტროლის (ACC) და ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LTA) გააქტიურებულია. როდესაც მძღოლი ზოლის შესაცვლელად მოხვევის მაჩვენებელს რთავს, ეს სისტემა ზოლის უსაფრთხო შეცვლას უზრუნველყოფს. -
ავტომატური შორი განათების სისტემა (AHB)
ავტომატური შორი განათების სისტემა შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზაციისთვის ღამით მართვისას, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილესთვის. კამერა აღიქვამს წინ მიმავალი და საპირისპიროდ მომავალი ავტომობილების მაშუქებს და ასევე ახდენს გზის განათების სიკაშკაშის მონიტორინგს. ღამით უსაფრთხო მართვისთვის სისტემა შორ და ახლო განათებას ავტომატურად რთავს. -
ბრმა ზონის მონიტორი (BSM)
ეს სისტემა იყენებს კამერას, რომელიც საჭის ზემოთაა განთავსებული. მისი დანიშნულებაა, შეამოწმოს მძღოლის სიფხიზლე და მდგომარეობა. თუ სისტემა არასტანდარტულ მდგომარეობას, მაგალითად დაღლას დააფიქსირებს, დაუყოვნებლივ აგზავნის გაფრთხილებას. ეს მონაცემები ხელს უწყობს საგანგებო ვითარებისას ავტომობილის გაჩერების სისტემის (EDSS) უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას, მძღოლის უყურადღებობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენით. -
ავტომობილის გაჩერების სისტემა საგანგებო ვითარებისას (EDSS)
თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მძღოლი არ რეაგირებს, ამის შესახებ მას ხმოვანი სიგნალებით ეცნობება. უმოქმედობის შემთხვევაში, EDSS სისტემა თანდათანობით გააჩერებს ავტომობილს და ამავდროულად იზრუნებს ზოლში უსაფრთხოდ მოძრაობაზე. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გაფრთხილების მიზნით, ირთვება ავარიული მაშუქები და იხსნება კარების საკეტები, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა გამარტივდეს. -
უსაფრთხოდ გადმოსვლის სისტემა (SEA)
ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გვერდით სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.
-
ტექნოლოგია
კონტროლი ძალისხმევის გარეშე
Land Cruiser 300-ის ციფრული სალონი მოქმედების ცენტრში გამყოფებთ. მრავალფუნქციური კომბიმეტრისა და საქარე მინაზე საპროექციო გამოსახულების (HUD) დახმარებით, თქვენ სრული კონტროლი გეძლევათ. მართეთ მარტივად რჩეული აპლიკაციები მულტიმედიური სენსორული მონიტორით და Apple CarPlay და Android Auto-სთან შეუფერხებელი თავსებადობის მეშვეობით.
ტექნოლოგია
-
ციფრული სალონი
-
მართეთ ავტომობილი ყურადღების გაფანტვის გარეშე
გზაზე კონცენტრირების მიზნით, საპროექციო გამოსახულება საქარე მინაზე (HUD), მართვის შესახებ ძირითად ინფორმაციას თქვენს ხედვის არეში ათავსებს. 12.3 დუიმიანი სენსორული მონიტორი უზრუნველყოფს სწრაფ კონტროლს, ხოლო Land Cruiser 300-ის 14 დინამიკიან, JBL-ის აუდიო სისტემას მუსიკის მოსმენა სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაჰყავს. -
-
-
Configure Chapter