მოითხოვეთ ბროშურა
ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე
ჩაეწერეთ სერვისზე
ოფიციალური დილერები
დაგვიკავშირდით

Fortuner DSL Traveller I - 5 კარიანი ქროსოვერი Wagon

    • წმინდა თეთრი (040) Not compatible with engine selection
    • ყავისფერი მეტალიკი (4W9) Not compatible with engine selection
    • წითელი 2 (3U5) Not compatible with engine selection
    • რუხი მეტალიკი (1G3) Not compatible with engine selection
    • ვერცხლისფერი მეტალიკი (1D6) Not compatible with engine selection
    • მუქი ლურჯი მეტალიკი (8X8) Not compatible with engine selection
    • მუქი შავი (218) Not compatible with engine selection
    • მარგალიტისფერი თეთრი (070) Not compatible with engine selection
104 500 ლარი
დან

მეტი თავდაჯერებულობა უგზოობის პირობებში

  • მტკიცე ხასიათი

    ბოლო თაობის 2.4 ლიტრიანი ტურბო დიზელის ძრავა 150 ცხენის ძალით, ავტომობილს ანიჭებს შეუდარებელი მოჭიდების უნარს და დინამიკას, ხოლო 2.7 ლიტრიანი ბენზინის ძრავა 166 ცხენის ძალით გამორჩეულია თავისი სანდოობითა და ეკონომიურობით.

  • ლეგენდარული საიმედოობა

    მყარი დაკიდების სისტემა, გამოცდილი საქართველოს გზებსა თუ უგზოობაში, უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას გრუნტთან რთულ რელიეფზე, ხოლო მოძრაობისას, ჩარჩოს კონსტრუქციის დახმარებით ხდება დატვირთვის თანაბრად განაწილება ნებისმიერი სახის წინაღობის და გზის ზედაპირის მიუხედავად, რაც საშუალებას გაძლევთ არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა არც ერთი მარშრუტით მგზავრობისას.

  • თავდაჯერებული გამავლობა

    მაღალი, 279 მმ-იანი კლირენსი და უკანა დიფერენციალის იძულებითი ბლოკირების სისტემა საშუალებას გაძლევთ დაიპყროთ ნებისმიერი სირთულის მარშრუტი და გაჭრათ თქვენი საკუთარი გზა.

ხედი 360°-ით

იხილეთ Fortuner-ის ძირითადი მაჩვენებლები. მოაბრუნეთ ავტომობილი, მისი ყველა კუთხიდან სანახავად.

  • ახალი საკულტო დიზაინი

    სამი საკულტო ხაზი ტოვებს შეუდარებელ შთაბეჭდილებას. პირველი ხაზი ფრთის ზედა ნაწილიდან იღებს სათავეს და მიუყვება სახურავს, ხოლო მეორე, ხაზს უსვამს მძლავრ უკანა ფრთის გამაფართოებელს. მესამე ხაზი, ამოკვეთილი კარებების ქვემოთ, გამოჰკვეთს პროფილს და ის თავის კულმინაციას აღწევს Solid Fluidity-ის თემაში, რაც წარმოქმნის საოცრად დინამიკურ აურას.

  • დარტყმის ძალის შთანთქმელი სტრუქტურა

    მაღალი სიმტკიცის ფოლადის ფურცლები და დამატებითი მასალა ძარის სტრუქტურაში გამიზნულია მგზავრების და ქვეითების პოტენციური დაზიანების შესამცირებლად, დარტყმის ძალის შთანთქმის და ეფექტურად განაწილების საშუალებით.

  • საუცხოო მართვადობა

    გამორჩეული უკანა დაკიდების სისტემა ოპტიმალურად არის მორგებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ინტუიციური მართვა და მდგრადობა ნებისმიერ რელიეფზე. გაუმჯობესებული საჭის გამაძლიერებლის წყალობით მიღწეულია მოქნილობა და სწრაფი რეაგირების უნარი.

  • საუკეთესო სიჩუმის დონე სალონში

    საიზოლაციო მასალა ახშობს ძრავის ხმას და ვიბრაციას, რათა სალონში სიჩუმის დონე კიდევ უფრო გაიზარდოს. ამავე დროს, ავტომობილის ძარის სტრუქტურა ისეა დამზადებული, რომ მოხდეს ხმის მაღალ დონეზე შთანთქმა და იზოლაცია.