Corolla Lounge S-roof h - 4 კარიანი სედანი

    • წმინდა თეთრი (040) Not compatible with engine selection
    • წითელი (3U5) Not compatible with engine selection
    • შავი (209) Not compatible with engine selection
    • რუხი (1K3) Not compatible with engine selection
    • ხაკისფერი (6X1) Not compatible with engine selection
    • რუხი მეტალიკი (1K0) Not compatible with engine selection
    • ვერცხლისფერი მეტალიკი (1F7) Not compatible with engine selection
    • ოქროსფერი (587) Not compatible with engine selection
    • მარგალიტისფერი თეთრი (070) Not compatible with engine selection
72 300 ლარი
დან

შემდეგი თაობა ჰიბრიდულ მართვაში

პირველად წარმოდგენილი, როგორც ჰიბრიდული ავტომობილი, Corolla უზრუნველყოფს ენერგიულ მართვას მისი ახალი, ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით. დიზაინისა და ინჟინერიის სრულიად ახალი მიდგომით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილს აქვს გლუვი, ახალი ექსტერიერი, სრულიად განახლებული ინტერიერი, რიგი გაუმჯობესებული ტექნოლოგიები და ყველაზე მთავარი, განახლებული უსაფრთხოების მახასიათებლები. Corolla დაბრუნდა - და ის უკეთესია, ვიდრე ყოფილა ოდესმე.

სედანი, რომელიც შექმნილია წინსვლისთვის

ელეგანტური, ეკონომიური და კომფორტული, ახალი Corolla განიჭებთ სიამოვნებას მართვისას, თქვენი ცხოვრების სტილის მიუხედავად. სადაც არ უნდა მგზავრობდეთ, ქალაქში თუ ავტობანზე, თქვენ ისარგებლებთ თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით და საიმედოობით, რომლითაც ცნობილია Toyota.

  • შექმნილია ისე, რომ იყოს გამორჩეული

    Corolla-ს აქვს სიმძლავრის უდავო შეგრძნება, რომელიც ხასიათდება დახვეწილი, გარდამავალი ხაზებით და განიერი ძარით. მისი განსაკუთრებული ექსტერიერი შემკულია მრავალი თანამედროვე ელემენტით, მათ შორის: დიოდური ტიპის მაშუქებით, ქრომირებული ჩანართებით და 18 დიუიმიანი, ორი ტონალობის ალუმინის დისკებით.

  • დახვეწილი, ტევადი და კომფორტული

    გთავაზობთ გააზრებულ ტექნოლოგიებს და თავის კლასში მოწინავე კომფორტს ყველა მგზავრისთვის. ინტერიერი არის იმდენად კომფორტული, რამდენადაც მოსახერხებელი. ჭკვიანურად გათვლილი სათავსოები, საკმარისი სივრცე ფეხებისთვის და პრემიალური ხარისხის მოპირკეთება, თქვენს მგზავრობას სასიამოვნოს ხდის.

  • საკულტო მოდელი თანამედროვე ეპოქისთვის

    ტოიოტას ახალი თაობის არქიტექტურის (TNGA) პლატფორმაზე შექმნილი Corolla უზრუნველყოფს შესანიშნავ მართვას. გაუმჯობესებული დაკიდების სისტემით, დინამიკური მართვით, გრავიტაციის დაბალი ცენტრით და 1.8ლ. ჰიბრიდული სისტემით - Corolla არის თანამედროვე საკულტო მოდელი.

Corolla 360°-ით

  • გამორჩეული დიზაინი

    თანამედროვე ექსტერიერს ავსებს მკაფიო დეტალები, მათ შორის: დიოდური ტიპის მაშუქები, პრიალა შავი ცხაურები, ქრომირებული ელემენტები და 18 დიუიმიანი ალუმინის დისკები. ახალ Corolla-სთან ერთად, თქვენ იქნებით გამორჩეული.

  • სამუშაო მაჩვენებლები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ

    ახალი Corolla გთავაზობთ დაუვიწყარ მართვის გამოცდილებას. ახალი 1.8ლ. ჰიბრიდული (2ZR-FXE) ძალოვანი აგრეგატი ისეთივე სასიამოვნოა, რამდენადაც ეკონომიური. როგორც ალტერნატივა, ჩვენი გაუმჯობესებული 1.6ლ. Valvematic ბენზინის ძრავა (1ZR-FAE) უზრუნველყოფს სანდო სამუშაო მაჩვენებლებს, მართვის ნებისმიერ სიტუაციაში.

  • ავტომობილი ქალაქისთვის - და მის ფარგლებს გარეთ

    Corolla-ს აქვს შესანიშნავი ხილვადობა გზაზე და არის დამაჯერებლად მოხერხებული, რაც მას იდეალურ ავტომობილად აქცევს ნებისმიერი ქალაქისთვის. 4.63 მ. სრული სიგრძით და 10.8 მ. მოხვევის რადიუსით თქვენ გეძლევათ საშუალება, მოახდინოთ პარკირება მჭიდრო სივრცეში და უსაფრთხო მანევრირება, რთულად მისადგომ ადგილებში.

  • ყოველთვის მზად

    Toyota Safety Sense განიჭებთ სიმშვიდეს, მართვის ნებისმიერ სიტუაციაში. ახლა, დამატებითი ინტელექტუალური მახასიათებლებით, Corolla-ს შეუძლია გაგიწიოთ მეტი მხარდაჭერა - დამატებითი უსაფრთხოების დონით, გზის ყველა მომხმარებლისთვის. მაგალითად: შეჯახების პრევენციის სისტემას უკვე შეუძლია ველოსიპედისტების ამოცნობა დღისით და ქვეითების - ღამის საათებში.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.