მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

გაეცანით სტანდარტული კომპლექტაციის მახასიათებლებს

 

შექმნილია ნებისმიერი მგზავრობისთვის და მოიცავს წარმოუდგენელ მახასიათებლებს ყველა კომპლექტაციაში.

  • გამარტივებული მართვა

    Toyota Corolla-ს მფლობელი საჭესთან

    Corolla-ს მართვით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მიიღებთ

  • უსაფრთხოება პირველ რიგში

    Toyota Corolla-ს მფლობელი თავისი ავტომობილის გვერდით

    უსაფრთხოების ფუნქციები შემუშავებულია თქვენი და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დასაცავად

  • იმგზავრეთ კომფორტულად

    Toyota Corolla-ს საჭე და მულტიმედიური სენსორული მონიტორი

    ლამაზად გაფორმებული, ფართო ინტერიერი გთავაზობთ კომფორტს და დახვეწილ სივრცეს

  • კარგად რეაგირებადი ძრავები

    Toyota Corolla ქალაქში მზიან დღეს

    შეუფერხებელი სამუშაო მაჩვენებლები ნებისმიერ დროს

  • დაკავშირებული მართვა

    Toyota Corolla-ს მულტიმედიური სენსორული მონიტორი და Apple CarPlay

    გამოიყენეთ Toyota Smart Connect+ ტელეფონის დაუბრკოლებელი ინტეგრაციისთვის

  • დინამიკა თითოეულ დეტალში

    Toyota Corolla-ს მფლობელი მიემართება ავტომობილისკენ

    ავტომობილის კონტურები აერთიანებს Toyota-ს სპორტულ ტრადიციებს და დახვეწილ სტილს

  • კონტროლი თქვენი ტელეფონიდან

    სმარტფონი MyToyota-ს აპლიკაციით

    თქვენ და თქვენი ავტომობილი MyToyota აპლიკაციის წყალობით მუდამ დაკავშირებული ხართ

Read timed out

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=65bfd91d-f2a8-4cbb-bdbc-3834b400492a

დიზაინი

გაუმჯობესებული ცხოვრება

Corolla თანამედროვე ტექნოლოგიის ელეგანტური გამოხატულებაა. ავტომობილი ეფექტური, ტევადი და საოცრად პრაქტიკულია. ამას ემატება მისი თანამედროვე დიზაინი და სტაბილური სამუშაო მაჩვენებლები.

ექსტერიერის დიზაინი
  1. დინამიკა თითოეულ დეტალში
    1. Toyota Corolla გაჩერებული სახლის წინ
      დინამიკა თითოეულ დეტალში
      Corolla აერთიანებს მძლავრ პროპორციებს და მაღალ ტექნოლოგიებს. მისი აეროდინამიკური სილუეტი მომხიბვლელობას არასოდეს კარგავს, დეტალები და გაფორმება კი ერთმნიშვნელოვნად თანამედროვეა. გამოხატეთ თქვენი სწრაფვა ლიდერობისკენ GR SPORT სერიის გაფორმების მეშვეობით, რომელიც Toyota-ს სპორტული სულის განსახიერებას წარმოადგენს.
    2. შექმნილი ელეგანტურობისთვის

      დინამიკური დიზაინის მქონე და ლამაზად გაფორმებული Toyota Corolla გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით.

      მფლობელი Toyota Corolla-ს გვერდით მფლობელი ეყრდნობა Toyota Corolla-ს
    3. Toyota Corolla-ს მფლობელი თავისი ავტომობილით
      ძლევამოსილი იერი
      Corolla-ს თანამედროვე დიზაინში გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს მტკიცე ცხაური, რომელიც ავტომობილის დაბალ, მძლავრ პროპორციებს კარგად გამოჰკვეთს.
    4. Toyota Corolla-ს მულტიმედიური სენსორული მონიტორი
  2. კომფორტული ინტერიერი
    1. Toyota Corolla-ს თანამედროვე ინტერიერი და მულტიმედიური სენსორული მონიტორი
      იქ, სადაც ტექნოლოგია ხვდება დახვეწილობას
      Corolla გამორჩეულია კომფორტის დონით და შეუდარებელი პრაქტიკულობით. ინტერიერში თქვენ გხვდებათ გარემომცველი განათება, ლამაზი მულტიფუნქციური ეკრანები, კომფორტული ინტერიერი, ნივთების სათავსო და ორზონიანი კლიმატ-კონტროლი.
    2. მოთავსდით სავარძელზე და შეიგრძენით კომფორტი

      Corolla-ს ელეგანტური, მოსახერხებელი და ერგონომიული სავარძლები უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტს ყველაზე გრძელი მგზავრობის დროსაც კი.

      Toyota Corolla-ს ინტერიერის დეტალები Toyota Corolla-ს ერგონომიული სავარძლები
    3. Corolla-ს ელეგანტური GR SPORT სერიის სავარძლები
      შთაგონებული ავტორბოლით
      GR SPORT სერიის გაფორმება წარმოგიდგენთ უნიკალურ სავარძლებსა და თავსადების ლოგოებს ნათელ ფერებში, რაც Toyota-ს სპორტული მემკვიდრეობის გამოხატულებაა.

ტექნოლოგია

თქვენი ციფრული ცხოვრება მოძრაობაში

Toyota Corolla აღჭურვილია ფუნქციებით, რაც სრული კონტროლის საშუალებას იძლევა - მყისიერი დაკავშირება, უსადენო დამუხტვა, Apple CarPlay და Android Auto აპლიკაციებით სარგებლობის შესაძლებლობა. ხოლო უსადენო განახლებების წყალობით, Corolla მთელ სამყაროს წინ გადაგიშლით.

ტექნოლოგია
  1. ციფრული კომბიმეტრი
    1. ინტუიციური ციფრული სრულყოფილება
      ციფრული კომბიმეტრი, აღჭურვილი არაერთი საინტერესო ფუნქციით, ასახავს ყველაფერს - შერჩეულ მედიას თუ მართვის მნიშვნელოვან მონაცემებს. კომბიმეტრი განლაგებულია მოხერხებულად, თვალების სიმაღლის დონეზე და გზიდან თვალის მოცილების დროც მინიმუმამდე დაჰყავს.
    2. Toyota Corolla-ს საჭე და ციფრული კომბიმეტრი
      XXXXXXXXX
      Xxxxxxxx xxxxxxxxx xxxxxxxxxx xxxxxxxx xxxxx xxxxx xxxxxx xxxxxx xxxx xxx xxxxxx
    3. Apple CarPlay - Corolla-ს მულტიმედიურ სენსორულ მონიტორზე
  2. მულტიმედია
    1. Toyota Corolla-ს მფლობელი სარგებლობს მულტიმედიური მონიტორით
      კონტროლი ძალისხმევის გარეშე
      შეუფერხებელ ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს Corolla-ს 10.5 დუიმიანი მულტიმედიური მონიტორი, რომელიც თავსებადია Apple CarPlay და Android Auto პლატფორმებთან. შესაძლებლობა გაქვთ თქვენი რჩეული აპლიკაციებით სწრაფად და მარტივად ისარგებლოთ.
    2. ნავიგაცია და Apple CarPlay

      Corolla-ს სანავიგაციო სისტემის დახმარებით დაზოგავთ დროს და საწვავს. სენსორული მონიტორის გამოყენებით ან ხმოვანი მართვის დახმარებით შეიყვანეთ დანიშნულების პუნქტი და შერჩეული მარშრუტიც ეკრანზე გამოისახება.

    3. ხმის ამოცნობის ფუნქცია და შეტყობინებები

      გზაში კავშირზე ყოფნა უკვე მარტივია - ისარგებლეთ Corolla-ს ხმოვანი მართვის და შეტყობინებების ფუნქციით, რათა სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები ან დაზოგეთ დრო შაბლონური პასუხების მეშვეობით.

    4. მფლობელი თავისი Corolla-ს წინ
  3. MyToyota-ს აპლიკაცია
    1. Toyota Corolla და მისი მფლობელი
      კონტროლი თქვენი ტელეფონიდან
      MyToyota აპლიკაცია გამოსადეგი ხელსაწყოა გზაში. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ავტომობილის უსაფრთხოება დისტანციური კონტროლით, მგზავრობის დაწყებამდე გააგრილოთ ან გაათბოთ სალონი დისტანციური კლიმატ-კონტროლით, ადვილად იპოვოთ ვტომობილი ავარიული მაშუქების და აპლიკაციის "ჩემი ავტომობილის პოვნა" მეშვეობით.
    2. ჭკვიანი ციფრული გასაღები

      შეგიძლიათ თქვენი სმარტფონი ავტომობილის გასაღებად გამოიყენოთ, ასევე გაუზიაროთ ოთხ ადამიანს. ის ასევე ფუნქციონირებს ჩანთიდან ან ჯიბიდან. ამიერიდან თქვენს Corolla-ს გააღებთ ან დაქოქავთ უსაფრთხოდ და ხელების დახმარების გარეშე.

      MyToyota-ს აპლიკაცია სმარტფონზე ნავიგაციის სისტემა Toyota Corolla-ს მულტიმედიურ მონიტორზე
  • ჰიბრიდი 140 e-CVT (ვარიატორი)

    ძრავა
    ჰიბრიდი
    სიმძლავრე
    103 კვტ @ ბრუნი წუთში
    საწვავის მოხმარება WLTP
    4.4-4.8 ლ/100კმ
    CO2-ის ემისიები
    99-109
    აჩქარება 0-100კმ/სთ
    9.3 წამი
  • 1.6ლ ICE ბენზინის ძრავა, 6 სიჩქარიანი მექანიკა

    ძრავა
    ბენზინი
    სიმძლავრე
    92 კვტ @ 6600 ბრუნი წუთში
    საწვავის მოხმარება WLTP
    5.9-6.2 ლ/100კმ
    CO2-ის ემისიები
    132-139
    აჩქარება 0-100კმ/სთ
    0-100კმ/სთ 12.1 წამში

სასიამოვნო მართვა

ინტელექტუალური ჰიბრიდული მართვა

Corolla ეფუძნება Toyota-ს ინოვაციისა და ტექნიკური სრულყოფილების ტრადიციებს. ავტომობილი არის საოცრად ეკონომიური და მართვის დროს მძღოლიც არანაკლებ სიამოვნებას იღებს. Corolla ქალაქში კარგად მართვადია და შორ მანძილებზეც თავს საუცხოოდ ავლენს.

სასიამოვნო მართვა
  1. ჰიბრიდული სისტემა
    1. ჰიბრიდული სრულყოფილება
      Corolla-ს მეხუთე თაობის ჰიბრიდული სისტემა ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე მოწინავე სისტემაა. ის ნაწილობრივ ელექტრულია, თავის კლასში კი საუკეთესო ეკონომიურობით და დაბალი ემისიების დონით გამოირჩევა. გასავლელ მანძილზე ღელვაც არ მოგიწევთ.
    2. ელექტრიფიცირებული - ზედმეტი პრობლემების გარეშე
      ჰიბრიდის სისტემა აერთიანებს მძლავრ ბენზინის ძრავას და შეუდარებელ ელექტროძრავას. Toyota-ს ჰიბრიდები თვითდამუხტვადია და მათი ქსელთან მიერთება საჭირო არ არის. ჩვეულებრივად, საწვავს ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხამთ.
    3. მართეთ ეფექტურად Hybrid Coaching-თან ერთად

      Corolla-ს ინტეგრირებული Hybrid Coaching-ის ფუნქციით ავტომობილის მართვა შესაძლებელია უფრო ეფექტურად, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად ზრდის საწვავის მოხმარების ეკონომიურობას. Toyota-ს ჰიბრიდის სრული დაზღვევით კი ელექტრულ რეჟიმში ყოველი გავლილი კილომეტრისთვის ჯილდოებს მიიღებთ.

      Toyota Corolla-ს მფლობელი საჭესთან Toyota Corolla მოძრაობს ქალაქში
    4. Toyota Corolla მოსახვევში
  2. მართვადობა და კომფორტი
    1. Toyota Corolla-ს მფლობელი საჭესთან
      კომფორტული და კონტროლირებადი
      Corolla-ს საჭესთან მძღოლს სრული კონტროლი ეძლევა და მისი თავდაჯერებულობის დონეც იმატებს. Corolla-ს მტკიცე ძარის წყალობით მგზავრობა გზის ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე გამორჩეულად კომფორტული ხდება.
    2. გაუმჯობესებული კომფორტი მოძრაობისას და უკეთესი მართვადობა

      Corolla უზრუნველყოფს კომფორტის მაღალ დონეს, მგზავრობა ნებისმიერ მანძილზე ხდება უფრო კომფორტული და ნაკლებად დამღლელი. დანიშნულების ადგილზე მხნედ და დასვენებულად ჩადიხართ.

      მფლობელი მართავს Toyota Corolla-ს Toyota Corolla ქალაქში
    3. გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა და დაბალი სიმძიმის ცენტრი

      Corolla-ს ოპტიმიზებული სიმძიმის ცენტრის და დაბალანსებული დაკიდების სისტემის წყალობით, ავტომობილზე მიიღწევა ძალდაუტანებელი კონტროლი. საჭესთან თავს მაქსიმალურად თავდაჯერებულად გრძნობთ და მგზავრობაც სიამოვნებას განიჭებთ.

      Toyota Corolla ქვეითთა გადასასვლელთან Toyota Corolla ისტორიული შენობის წინ

უსაფრთხოება

ყველაზე უსაფრთხო

თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველყოფის მიზნით, Toyota Corolla აღჭურვილია სისტემით T-Mate, რომელიც მართვის პროცესში საიმედო პარტნიორად გევლინებათ. T-Mate წარმოადგენს სისტემების ნაკრებს, რომელიც შემუშავებულია დახმარებისა და უსაფრთხოებისთვის ავტომაგისტრალზე, ქალაქსა თუ ავტოსადგომზე.

უსაფრთხოება
  1. უსაფრთხოების სისტემა - Toyota Safety Sense
    1. Toyota Corolla გადასასვლელთან
      უსაფრთხოების სისტემა T-Mate
      თავის კლასში საუკეთესო უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველყოფის მიზნით, Toyota Corolla აღჭურვილია სისტემით T-Mate, რომელიც მართვის პროცესში საიმედო პარტნიორად გევლინებათ. T-Mate წარმოადგენს სისტემების ნაკრებს, რომელიც შემუშავებულია დახმარებისა და უსაფრთხოებისთვის ავტომაგისტრალზე, ქალაქსა თუ ავტოსადგომზე.
    2. შეჯახების პრევენციის სისტემა (PCS)
      ჩვენი შეჯახების პრევენციის სისტემა დაგეხმარებათ აიცილოთ სხვა ავტომობილებთან, ქვეითებთან და ველოსიპედებთან შეჯახება. იგი მძღოლს აფრთხილებს ხმოვანი და ვიზუალური სიგნალების მეშვეობით და ეხმარება დამუხრუჭებისას. თუ მძღოლი დროულად დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, მუხრუჭები ავტომატურად მოქმედებს, რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს შეჯახება.
    3. უსაფრთხო გადმოსვლის დამხმარე სისტემა (SEA)
      ეს სისტემა იყენებს ბრმა ზონების კონტროლის რადარს, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკნიდან მომავალი ავტომობილის ან ველოსიპედის შეჯახება, როდესაც მგზავრი კარს აღებს. შეჯახების რისკის წარმოქმნისას, გარე სარკეებსა და მულტიინფორმაციულ ეკრანზე აინთება ინდიკატორები, ასევე, მგზავრების გასაფრთხილებლად ჩაირთვება ხმოვანი სიგნალი.
    4. Toyota Safety Sense-ის უსადენო განახლებები
      OTA (Over-The-Air) პროგრამული განახლებების წყალობით, უსაფრთხოების სისტემა Toyota Safety Sense (TSS) ფუნქციონირებს უახლესი ფუნქციებითა და გაუმჯობესებებით.
    5. მძღოლი აღებს Toyota Corolla-ს კარს
  2. პარკირება და დახმარება მართვისას
    1. ველოსიპედისტი და Toyota Corolla
      ჩვენ გიცავთ საიმედოდ
      Toyota Corolla-ს გააჩნია ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას. ის მუდმივად მეთვალყურეობს გარემოს და გაფრთხილებთ პოტენციური საფრთხეების შესახებ.
    2. მძღოლის კონტროლის კამერა (DMC)
      ეს სისტემა იყენებს კამერას, რომელიც საჭის ზემოთაა განთავსებული. მისი დანიშნულებაა შეამოწმოს მძღოლის სიფხიზლე და მდგომარეობა. თუ სისტემა არასტანდარტულ მდგომარეობას, მაგალითად დაღლას დააფიქსირებს, დაუყოვნებლივ აგზავნის გაფრთხილებას. ეს მონაცემები ხელს უწყობს საგანგებო ვითარებისას ავტომობილის გაჩერების სისტემის (EDSS) უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას, მძღოლის უყურადღებობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენით.
    3. მოწინავე პარკირების დისტანციური კონტროლი
      ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, ავტომობილის პარკირება სმარტფონით განახორციელოს, თვითონ კი გარეთ იდგეს. ეს ფუნქცია მარტივი და მოსახერხებელია, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ტიპის პარკირების მანევრი სრულდება. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, სმარტფონიდან თითის აღების შემთხვევაში, ავტომობილი დაუყოვნებლივ გაჩერდება.

ხშირად დასმული კითხვები

ელექტრიფიცირებული სიმძლავრე: პასუხები თქვენს კითხვებზე

უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.

Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.