ახალი Corolla Cross შექმნილია ნებისმიერი პირობებისთვის, მოწინავე ტექნოლოგიით, ეფექტური ჰიბრიდული სიმძლავრითა და ნამდვილი ქროსოვერის შესაძლებლობებით. უსაფრთხო, ფართო სივრცით და Toyota-ს ლეგენდარული ხარისხით, Corolla Cross ელეგანტურობასა და პრაქტიკულობას აერთიანებს.
ნამდვილი ქროსოვერის დიზაინი
ახალი Corolla Cross თავისი შემაღლებული ძარითა და დიდი თვლებით, მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.
ეკონომიური ჰიბრიდული მართვა
ჰიბრიდული სიმძლავრისა და ეკონომიური ბენზინის ძრავის კომბინაციით, ახალი Corolla Cross როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე გზატკეცილებზე თავს ჩინებულად გრძნობს.
მოწინავე დონის კავშირი
10.5" მულტიმედიური მონიტორით, 12.3" კომბიმეტრით და დაუბრკოლებელი კავშირით, Corolla Cross თქვენი ციფრული მოგზაურობის ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იქნება.
კომფორტული მართვა
ინტუიციური, 10.5 დუიმიანი სენსორული მონიტორის წყალობით, დაკავშირებული სამყარო თქვენთვის მარტივად ხელმისაწვდომია.
შექმნილი უსაფრთხო მგზავრობისთვის
Toyota-ს სახელგანთქმული ხარისხით შექმნილი, ახალი Corolla Cross აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიით.
სივრცე ცხოვრებისთვის
ახალ Corolla Cross-ს გააჩნია ის უნივერსალურობა, რაც თქვენს დატვირთულ ცხოვრების რიტმს სიმშვიდეს შესძენს.
ისიამოვნეთ ხედებით
კომფორტული სავარძლები და მძღოლის შემაღლებული პოზიცია ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოთავსდეთ კომფორტულად, დაისვენოთ და დატკბეთ თქვენს ირგვლივ არსებული შთამბეჭდავი ხედებით.
Toyota - სულიერი სიმშვიდე
Toyota-ს 10 წლამდე ვადით და 100,000 კმ-მდე გარანტიით თქვენი სულიერი სიმშვიდე უზრუნველყოფილი იქნება.
Forced client side injection based on cached strategy
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=aed6cffc-96a7-4068-806e-be22ce401878&utm_source=DV_360&utm_medium=Banners&utm_campaign=TCA_GEO_2025_COROLLA_CROSS_DV360&dclid=COuCx6qrs5ADFW_fuwgdgMYesQ&gad_source=7&gclid=EAIaIQobChMIirXb4aqzkAMVVOERCB0ZBi_JEAEYASAAEgJvsfD_BwE
გაეცანით ინფორმაციას თქვენი Toyota Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივის, ტოიოტა კასკოსა და გარანტიის შესახებ.
უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.
Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.
Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.
Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.
*იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.