მთავარ კონტენტზე გადასვლა (დააჭირეთ შესვლას)
loading content

გამორჩეული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში

ახალი Corolla Cross შექმნილია ნებისმიერი პირობებისთვის, მოწინავე ტექნოლოგიით, ეფექტური ჰიბრიდული სიმძლავრითა და ნამდვილი ქროსოვერის შესაძლებლობებით. უსაფრთხო, ფართო სივრცით და Toyota-ს ლეგენდარული ხარისხით, Corolla Cross ელეგანტურობასა და პრაქტიკულობას აერთიანებს.

  • ნამდვილი ქროსოვერის დიზაინი

    Toyota Corolla Cross-ის მფლობელი თავისი ელეგანტური, თანამედროვე სახლის წინ

    ახალი Corolla Cross თავისი შემაღლებული ძარითა და დიდი თვლებით, მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.

  • ეკონომიური ჰიბრიდული მართვა

    ახალი Corolla Cross ქალაქის ქუჩებში

    ჰიბრიდული სიმძლავრისა და ეკონომიური ბენზინის ძრავის კომბინაციით, ახალი Corolla Cross როგორც ქალაქის ქუჩებში, ისე გზატკეცილებზე თავს ჩინებულად გრძნობს.

  • მოწინავე დონის კავშირი

    Toyota Corolla Cross-ის მფლობელი ქუჩაზე გადასვლისას ააქტიურებს ჭკვიან ციფრულ გასაღებს

    10.5" მულტიმედიური მონიტორით, 12.3" კომბიმეტრით და დაუბრკოლებელი კავშირით, Corolla Cross თქვენი ციფრული მოგზაურობის ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იქნება.

  • კომფორტული მართვა

    Corolla Cross-ის მფლობელი სარგებლობს სენსორული მონიტორით

    ინტუიციური, 10.5 დუიმიანი სენსორული მონიტორის წყალობით, დაკავშირებული სამყარო თქვენთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

  • შექმნილი უსაფრთხო მგზავრობისთვის

    ოჯახი თავის Corolla Cross-ში ალაგებს ბარგს და ემზადება მგზავრობისთვის

    Toyota-ს სახელგანთქმული ხარისხით შექმნილი, ახალი Corolla Cross აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიით.

  • სივრცე ცხოვრებისთვის

    ოჯახი ბავშვებთან ერთად ემზადება თავისი Corolla Cross-ით სამგზავროდ

    ახალ Corolla Cross-ს გააჩნია ის უნივერსალურობა, რაც თქვენს დატვირთულ ცხოვრების რიტმს სიმშვიდეს შესძენს.

  • ისიამოვნეთ ხედებით

    Toyota Corolla Cross-ის მფლობელი საჭესთან

    კომფორტული სავარძლები და მძღოლის შემაღლებული პოზიცია ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოთავსდეთ კომფორტულად, დაისვენოთ და დატკბეთ თქვენს ირგვლივ არსებული შთამბეჭდავი ხედებით.

  • Toyota - სულიერი სიმშვიდე

    Corolla Cross-ის მფლობელი დგას ავტომობილის გარეთ, ლამაზ გარემოში

    Toyota-ს 10 წლამდე ვადით და 100,000 კმ-მდე გარანტიით თქვენი სულიერი სიმშვიდე უზრუნველყოფილი იქნება.

Read timed out

POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=aed6cffc-96a7-4068-806e-be22ce401878

დიზაინი

ქროსოვერის დახვეწილი დიზაინი

ახალი Corolla Cross აერთიანებს პრაქტიკულ, ნამდვილი ქროსოვერის დიზაინს და დახვეწილობას. ეს მძლავრი და თანამედროვე ავტომობილი თავისი თანამედროვე სტილითაც გამოირჩევა.

დიზაინი
  1. საგანგებოდ შექმნილი ქროსოვერის დიზაინი
    1.  The new Corolla Cross parked outside a stylish home
      სიმძლავრე და სტილი ერთად
      ქალაქში მგზავრობისას თუ ქალაქგარეთ თავგადასავლებისთვის მიმავალი ახალი Corolla Cross გამოირჩევა ნამდვილი ქროსოვერის პროპორციებით, რაც მის ვიზუალურ სიმტკიცეში აისახება. თვალშისაცემი, ახალი დიზაინის განათება წინა და უკანა მაშუქებში მის თანამედროვე სტილს გამოჰყოფს.
    2. მამაკაცი ბავშვთან ერთად Corolla Cross-თან
      დახვეწილი თანამედროვე ქროსოვერი
      Corolla Cross თავისი ახალი დიზაინით მართლაც გამორჩეული ავტომობილია. ვერტიკალური ცხაური და ძარის მძლავრი კონტურები მის სიძლიერესა და პრესტიჟზე მეტყველებს, ხოლო გამოკვეთილი ლოგოები და დინამიური 18 დუიმიანი დისკები ყურადღებას მაშინვე იპყრობს.
    3. ჭეშმარიტი ქროსოვერი

      ახალი Corolla Cross-ის იერი ხაზს უსვამს ტევადობისა და სიმტკიცის შეგრძნებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ქროსოვერისთვის. წინა ცხაური თავისი შთამბეჭდავი დიზაინით, იდეალურად ერწყმის წინა მაშუქების დიზაინს.

      ახალი Corolla Cross-ის წინა მაშუქი The distinctive headlights of the new Toyota Corolla Cross
  2. Corolla Cross-ის მფლობელი საჭესთან
  • იმგზავრეთ კომფორტულად
    1. ALT TEXT TBC
      კომფორტული და სასიამოვნო სივრცე
      ახალი Corolla Cross აქტიური ცხოვრების წესისთვის იდეალური არჩევანია. ეს ავტომობილი თავისი უნივერსალურობით, დიდი სივრცითა და სასიამოვნო გარემომცველი განათებით გამოირჩევა. მის ერგონომიულ ცენტრალურ კონსოლზე შესაძლებელია განთავსდეს ორი სმარტფონი.
    2. Toyota Corolla Cross-ის მფლობელი საჭესთან
      გაუმჯობესებული მართვის პოზიცია
      მძღოლის შემაღლებული პოზიციის და კომფორტული სავარძლების წყალობით, ახალი Corolla Cross-ის წინ გზას სრულად გააკონტროლებთ და მშვიდად იმგზავრებთ.
    3. დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია

      Corolla Cross შექმნილია ცხოვრებისთვის მოძრაობაში. ღრმა ცენტრალური სათავსო გასაწევი სახურავითა და ორმაგი ჭიქის ჩასადებით, იდეალურია სასმელების, საკვებისა და პირადი ნივთების მოსათავსებლად.

      ALT ახალი Corolla Cross-ის ცენტრალური კონსოლი
  • ახალ Corolla Cross-ში ბარგის ჩალაგება მომდევნო მგზავრობისთვის
  • შექმნილი ცხოვრებისთვის
    1. ახალ Corolla Cross-ში ბარგის ჩალაგება მომდევნო მგზავრობისთვის
      შესანიშნავი ტევადობა
      სადაც არ უნდა მგზავრობდეთ - საყიდლებზე თუ დასასვენებლად, ახალი Corolla Cross იმედებს არასოდეს გაგიცრუებთ. მის ტევად, XXXL ზომის საბარგულში და 60:40 პროპორციით დასაკეც უკანა სავარძლებზე, ნებისმიერი მოცულობის ტვირთი ჩაეტევა.
    2. Animated GIF showing the Corolla Cross' expansive panoramic roof.
      დაე, შემოვიდეს სინათლე
      პანორამული სახურავი აძლიერებს სივრცის აღქმას და Corolla Cross-ის სალონში დამატებითი სინათლე შემოაქვს.
    3. ავტომობილის მფლობელი ბავშვს ახალი Corolla Cross-ის უკანა სავარძელში ათავსებს
      სივრცე ყველასთვის
      დიდი სივრცე ფეხებისთვის და ერგონომიული სავარძლები მეორე რიგის მგზავრებისთვის საკმარის კომფორტს ქმნის, ხოლო დიდი უკანა კარები და საბარგული კი მარტივად იღება და მოსახერხებელია როგორც მგზავრების ჩასხდომისთვის, ისე დიდი მოცულობის ნივთების მოსათავსებლად.
    4. ახალი Corolla Cross GR SPORT მთის თვალწარმტაც გზაზე
  • Configure Chapter
  • სამუშაო მაჩვენებლები

    იმგზავრეთ თავდაჯერებულად

    თავისი კარგი მართვადობის, დაუშრეტელი ჰიბრიდული ენერგიისა და საიმედო, ჭკვიანი, სრულამძრავიანი სისტემის წყალობით, ახალი Corolla Cross დანიშნულების ადგილამდე, ნებისმიერ პირობებში თავდაჯერებულ და სასიამოვნო მგზავრობას გპირდებათ.

    სამუშაო მაჩვენებლები
    1. ჰიბრიდის სამუშაო მაჩვენებლები
      1. grey_box-7
        გამოცადეთ ჰიბრიდული სიმძლავრე
        Toyota-ს მეხუთე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგია Corolla Cross-ს სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება, რაც უზრუნველყოფს საწვავის განსაკუთრებულ ეკონომიურ მოხმარებას და შეუფერხებელ მუშაობას. ეს არის გამართული, კარგად რეაგირებადი ტექნოლოგია, რომელიც მუდამ თქვენს გვერდით იქნება.
      2. grey_box
        შეუფერხებელი ჰიბრიდული სიმძლავრე
        ახალი Corolla Cross-ის მართვა სახალისო, მისი ფლობა კი მარტივია. ავტომობილი აერთიანებს ელექტრულ ტექნოლოგიას და მოწინავე ბენზინის ძრავას. ის გამოირჩევა საწვავის ეკონომიური მოხმარებით, არის დახვეწილი და უნივერსალური, Toyota-ს ჰიბრიდული ტექნოლოგია კი ერგება ყველა პირობას.
      3. ახალი Corolla Cross ტყეში
    2. Configure Chapter
    3. სწრაფი და კარგად რეაგირებადი
      1. grey_box-6
        თამამი განაცხადი სამუშაო მაჩვენებლებზე
        GR SPORT კომპლექტაცია* Corolla Cross-ს ახალ, დინამიურ დიზაინს სძენს, რითაც ავტომობილის მართვა უფრო სახალისო ხდება. შავი, დამუშავებული 19 დუიმიანი ალუმინის დისკები, უნიკალური წინა ცხაური და 10 მმ-ით დაბალი დაკიდების სისტემა Corolla Cross-ს ელეგანტურ და სპორტულ იერს ქმნის. * ხელმისაწვდომია მხოლოდ 2 ლიტრიან, წინა ან სრულამძრავიან მოდელებზე
      2. ახალი Corolla Cross თვალწარმტაცი მთის გზაზე
        ავტომობილი, რომელიც აღფრთოვანების გრძნობას იწვევს
        ახალი Corolla Cross GR SPORT-ის მართვა მოგანიჭებთ სიამოვნებას, მისი მგრძნობიარე საჭისა და დაწეული დაკიდების სისტემის ხარჯე, რაც უფრო ზრდის ავტომობილის მართვის ხარისხს. გამოცადეთ ამ ქროსოვერის მკვეთრად გამოხატული, სპორტული ხასიათი.
      3. ახალი Corolla Cross GR SPORT-ის მფლობელი იყენებს საჭის გადამრთველებს
        უფრო მკვეთრი და კარგად რეაგირებადი
        სიჩქარეთა გადამრთველებს საჭეზე და სპორტულ რეჟიმს Corolla Cross GR SPORT-ის მძღოლის და ავტომობილის ურთიერთქმედება ახალ დონეზე გადაჰყავს. Sport რეჟიმში უქმი სვლის დროს იზრდება ძრავის ბრუნები, რაც განაპირობებს უფრო სწრაფ რეაგირებას და ასევე, სპორტულ დამუხრუჭებას შენელებისას.
    • ჰიბრიდი 200

      საწვავის მოხმარება (კომბინირებული)
      4.99 – 5.32 ლ/100კმ
      HV სისტემა
      მაქს. სიმძლავრე 132 კვტ = 180 ცხენის ძალა
      CO2-ის ემისიები (კომბინირებული)
      112.50 - 120.04 გ/კმ
      აჩქარება
      0-100 კმ/სთ 7.7 წმ
      ამძრავი თვლები
      FWD
      გადაცემათა კოლოფი
      ვარიატორი e-CVT

    ტექნოლოგია

    შეუზღუდავი კავშირის შესაძლებლობა

    ახალი Corolla Cross ოპტიმიზებულია დაკავშირებული მგზავრობებისთვის. მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორისაა: ინტუიციური Toyota Smart Connect მულტიმედია, 10.5 დუიმიანი სენსორული მონიტორით, ტელეფონის უსადენო დამტენით და სმარტფონთან შეუფერხებელი კავშირით.

    დაკავშირებული ტექნოლოგია
    1. ავტომობილის შიდა კავშირი
      1. Corolla Cross-ის მფლობელი ქალაქში გადაადგილებისას
        უკომპრომისო კონტროლი
        თავისი კარგი გრაფიკით, 12.3 დუიმიანი ციფრული კომბიმეტრი მართვის შესახებ ინფორმაციას მოკლედ და მკაფიოდ ასახავს, ასე რომ სიტუაცია მუდამ თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება.
      2. ახალი Corolla Cross-ის მულტიმედიური მონიტორი
        გაიმარტივეთ ყოველი მგზავრობა
        Toyota Smart Connect-თან ერთად მუდამ მოხერხებულად იმგზავრებთ. სისტემა გეხმარებათ, მიიღოთ ინფორმაცია რეალურ დროში, ხოლო ხმოვანი ასისტენტის წყალობით, შეგიძლიათ ავტომობილის მართვა საჭიდან ხელის აუღებლად გააგრძელოთ.
      3. ახალი Corolla Cross-ის სმარტფონის სათავსო და ჭიქის დამჭერები
        დამუხტვა უსადენოდ
        ახალი Corolla Cross-ის მომხმარებელზე მორგებულ ინტერიერში განთავსებულია შეცვლილი დიზაინის ცენტრალური კონსოლი, ორი სმარტფონისთვის განკუთვნილი სათავსოთი. ერთი მოწყობილობის უსადენო დამუხტვა უზრუნველყოფს, რომ თქვენი ტელეფონი მუდამ დამუხტული და სარგებლობისთვის მზად იყოს.
      4. ავტომობილის მფლობელი სარგებლობს MyToyota აპლიკაციის დისტანციური ფუნქციებით
    2. Configure Chapter

    დამატებითი სერვისები

    გაეცანით ინფორმაციას თქვენი Toyota Land Cruiser 300-ის ტესტ-დრაივის, ტოიოტა კასკოსა და გარანტიის შესახებ.

    ხშირად დასმული კითხვები

    ელექტრიფიცირებული სიმძლავრე: პასუხები თქვენს კითხვებზე

    უკვე 25 წელზე მეტია, რაც Toyota ჰიბრიდულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და კვლავაც იმისკენ ისწრაფვის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემისიების გამოყოფის დონე შემცირდეს. ჰიბრიდული ავტომობილები აერთიანებს ელექტრულ და ბენზინის ძრავებს, რითაც შესანიშნავი სამუშაო მაჩვენებლები და კომფორტი მიიღწევა.

    Toyota-ს ჰიბრიდს შეუძლია დაუბრკოლებლად გადაერთოს შიგა წვის ძრავიდან ელექტრულ ძრავაზე, რადგან ჰიბრიდული ავტომობილი ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას.

    Toyota-ს ჰიბრიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ელექტროენერგია დაძვრისას ან 50კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობის დროს. ვინაიდან Toyota-ს ჰიბრიდების უმეტესობა თვითდამუხტვადია, ბატარეის განმუხტვისას ამოქმედდება ბენზინის ძრავა და ხელახლა მუხტავს მას.

    Toyota-ს ყველა ჰიბრიდი აღჭურვილია ინოვაციური, თვითდამუხტვადი ბატარეების ტექნოლოგიით. ისინი ცნობილნი არიან, როგორც: "ჰიბრიდულ-ელექტრული" ავტომობილები, ვინაიდან მოიცავენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტრულ ძრავას. ეს ნიშნავს, რომ სრულად ელექტრული ავტომობილებისგან განსხვავებით, თქვენ არ დაგჭირდებათ მათი ბატარეების დამუხტვა დენში ჩართვით.

    Toyota-ს ჰიბრიდებში არსებული, ბატარეების ინოვაციური ტექნოლოგია შექმნილია ისე, რომ ემსახუროს ავტომობილს სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ფაქტობრივად, ზოგიერთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა: გადაბმულობა, ცვლადი დენის გენერატორი და სტარტერის მოტორი, არის სრულად ამოღებული, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს. აგრეთვე, ახალი ავტომობილის ყველა ჰიბრიდულ კომპონენტზე, მათ შორის ჰიბრიდულ ბატარეებზე, ვრცელდება Toyota-ს 5-წლიანი/100,000კმ* გარანტია.

    *იმის მიხედვით თუ, რომელი შესრულდება უფრო ადრე.

    არსებობს ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილების სამი ტიპი: ზომიერი ჰიბრიდი, სრული ჰიბრიდი და Plug-in ჰიბრიდი. ზომიერი ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრო ძრავას მხოლოდ აჩქარების და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად იყენებენ, რადგან ელექტრულ ძრავას ავტომობილი დამოუკიდებლად მოქმედებაში ვერ მოჰყავს. თვითდამუხტვადი, სრულად ჰიბრიდული ავტომობილით შესაძლებლობა გაქვთ 55 კმ/სთ-მდე სიჩქარით, ქალაქში 80%-მდე მგზავრობებისას ელექტრული სიმძლავრე გამოიყენოთ. Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი იგივე ჰიბრიდია, თუმცა მის ელექტრო ბატარეის წყალობით ავტომობილს უფრო მეტი მანძილის გავლა შეუძლია.