Camry Elegance+ - 4 კარიანი სედანი

  • უკან ხედვის კამერა
  • 18" დიუიმიანი ალუმინის დისკები (20 ქიმით)
  • სისტემა "Smart Entry & Start"
  • ბინდის სენსორი
Toyota Camry - Elegance+ - 4 კარიანი სედანი
  • გრაფიტისფერი რუხი(4X7) Not compatible with engine selection
  • მუქი შავი (218) Not compatible with engine selection
  • კობალტისებრი ლურჯი (8W7) Not compatible with engine selection
  • წითელი (3U5) Not compatible with engine selection
  • პლატინისებრი ბეჟი (4X1) Not compatible with engine selection
  • ატლასის ვერცხლისფერი (1F7) Not compatible with engine selection
  • პლატინის მარგალიტისებრი თეთრი (089) Not compatible with engine selection
121 500 ლარი
დან

ახალი Toyota Camry ჰიბრიდი

ახალი Camry ჰიბრიდი გამარჯვების კომბინაციაა. მას თან სდევს ხარისხიანი სედანის ელეგანტურობა და ამას დამატებული Toyota-ს ჰიბრიდის ყველა უპირატესობა. შედეგად ვიღებთ მართვით მიღებულ განსაკუთრებულად სასიამოვნო გამოცდილებას, რასაც ჰიბრიდი ახალ დონეზე გადაჰყავს.

ჰიბრიდის შემდეგი დონე

ეს არის ავტომობილი, რომლის მართვა მართლაც ამაღელვებელია. 20 წელზე მეტია Toyota ქმნის მოწინავე ჰიბრიდებს და ახლა, Camry-ში ჩვენ დავნერგეთ შემდეგი თაობის ტექნოლოგია, რათა ჰიბრიდის ეფექტურობა ახალ დონეზე გადაგვეყვანა.

  • ელეგანტურობის შესაბამისი სამუშაო მაჩვენებლები

    ახალ Camry ჰიბრიდში ყველაფერია. ის აერთიანებს დახვეწილი სედანის ყველა უპირატესობას და Toyota ჰიბრიდის პრივილეგიას.

  • გამაოგნებელი შესახედაობა

    ახალი Camry ჰიბრიდის თავდაჯერებული შესახედაობა იძენს მაღალი ხარისხის სედანის ელეგანტურობას და დინამიკურობას. მისი გლუვი, თანამედროვე პროფილი გაძლიერებულია 17 და 18 დიუიმიანი ალუმინის დისკებით, ხოლო წინიდან აღსანიშნავია ფართო, დამაჯერებელი დიზაინის ცხაური და ელეგანტური დიოდური მაშუქები.

  • შექმნილი კომპრომისის გარეშე

    ახალი Camry ჰიბრიდის მყუდრო სალონი მოიცავს საუცხოო ოსტატობას მთელ სივრცესა და იმ პრაქტიკულობასთან დაკავშირებით, რაც თქვენ გჭირდებათ. უწყვეტი ხაზები ქმნიან სივრცის შეგრძნებას მძღოლისა და წინა მგზავრის ირგვლივ, ხოლო გონივრულად დაპროექტებული სალონი უზრუნველყოფს მართვის იდეალურ მდგომარეობას.

ხედი 360°-ით

იხილეთ Camry-ს ძირითადი მაჩვენებლები. მოაბრუნეთ ავტომობილი, მისი ყველა კუთხიდან სანახავად.

  • ახალი Camry ჰიბრიდი აერთიანებს სამუშაო მაჩვენებლებს და ელეგანტურობას

    მისი გლუვი, თანამედროვე პროფილი გაძლიერებულია 17 და 18 დიუიმიანი ალუმინის დისკებით, ხოლო წინიდან აღსანიშნავია ფართო, დამაჯერებელი დიზაინის ცხაური და სტილისტური დიოდური მაშუქები. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად ელეგანტურად გამოიყურება ან როგორ მოძრაობს, Camry ჰიბრიდი გზის ნამდვილი მბრძანებელია.

  • გამორჩეული სამუშაო მაჩვენებლები, რასაც ჰიბრიდი სხვა დონეზე გადაჰყავს

    სრულიად ახალი, 2.5 ლიტრიანი ძრავა გარდაქმნის მართვით მიღებულ გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევს ჰიბრიდის სისტემას წარმოქმნას შთამბეჭდავი სიმძლავრე 218 ცხენის ძალის ოდენობით, საწვავის ეკონომიური მოხმარებით და CO2-ის დაბალი გამოყოფით. ახალი Camry-ს ჩუმი მართვა უფრო მეტად წყნარი ხდება გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის წყალობით, რომელიც ამცირებს გზისა და ქარის ხმებს ნებისმიერ სიჩქარეზე.

  • აღჭურვილი და მზად ყველაფრისთვის

    ახალი Camry ჰიბრიდი გამოდის Toyota Safety Sense-ის სტანდარტული კომპლექტაციით, უზრუნველყოფს რა მძღოლის დამხმარე უნიკალური, მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას. რადარის სენსორების და კამერების დახმარებით ხდება პოტენციური შეჯახებების აღმოჩენა, რაც განიჭებთ სრული სიმშვიდის გრძნობას.

  • შექმნილი იმისათვის, რომ ყოველი მძღოლი და მგზავრი კმაყოფილი დარჩეს

    ახალი, Toyota New Global Architecture (TNGA) პლატფორმის წყალობით, უსაფრთხოება და დახვეწილობა მგზავრობისას ერწყმის სასიამოვნო მართვას და ახალ, ინტუიციურ ტექნოლოგიას. TNGA უზრუნველყოფს გზასთან ჩინებულ მოჭიდებას და კომფორტულ მგზავრობას სრული კონტროლის გრძნობასთან ერთად, რათა მართვით ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. სალონში არ არის არავითარი კომპრომისი სიმაღლის, ფეხის სივრცის და თქვენს მხარს და კარს შორის არსებულ სივრცესთან დაკავშირებით, ასევე საბარგულის გაზრდილი ტევადობა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თან უფრო მეტი რამ წაიღოთ.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.