ნაბიჯ-ნაბიჯ

შეუძლებელი რეალობად იქცევა

ჩვენ გვჯერა, როცა თავისუფლად მოძრაობა შეგიძლიათ, ყველაფერი შესაძლებელია. ადამიანების დახმარება იმაში, რომ მიიღონ იმაზე მეტი, ვიდრე ელოდებიან, ჩვენს ყველა საქმეში ზრდის მოტივაციას და მცირე ძალისხმევაც კი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიზნისკენ.

თუმცა, ამავე დროს, ვისწრაფვით ჩვენი რთული მიზნისკენ: გამონაბოლქვისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. ამისკენ პირველი გადადგმული ნაბიჯია Mirai, ავტომობილი, რომელიც მხოლოდ წყლის წვეთებს გამოჰყოფს.

ეს არის ამბავი, როცა შეუძლებელი რეალობად იქცევა, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ.

ავტომობილი, რომელიც გამოჰყოფს მხოლოდ წყლის წვეთებს

 

/

გარედან Mirai შეიძლება ჩვეულებრივი ოთხკარიანი სედანი გეგონოთ. მისი ყველა ნაწილი პრაქტიკული, უსაფრთხო და ადვილად სამართავია. ამავე დროს, ჩვეულებრივი ავტომობილია. ის საწვავით შეიძლება რამდენიმე წუთში გაივსოს და სავსე ავზით 500 კმ გაიაროს. განსხვავება არის ის, რომ Mirai-ს ავზი წყალბადით ივსება და არა ბენზინით.

/

Mirai-ს საფუძვლად უდევს დახვეწილი წყალბადის საწვავიანი ელემენტი, რომელიც წყალბადის აირს წნევის ქვეშ მყოფ ავზში გარდაქმნის ელექტროენერგიად. წყალბადის ელემენტიანი საწვავის ავტომობილები შემდეგი თაობის ელექტრომობილების მსგავსია, ერთი გამორჩეული მახასიათებლის გარდა: გამოსაბოლქვი მილიდან ერთადერთი რამ, რასაც გამოჰყოფენ, არის წყალი. არავითარი მავნე ნახშირბადის დიოქსიდის ემისიები, აზოტის ოქსიდები ან მყარი ნაწილაკები და არავითარი ხელახალი დამუხტვა, უბრალოდ, მარტივად გაავსეთ ავზი ისე, როგორც ავსებთ ნებისმიერ, ჩვეულებრივ ავტომობილში.

/

ნაბიჯ-ნაბიჯ Mirai შეუძლებელს რეალობად აქცევს. მთელ მსოფლიოში, ბიზნესები, ტაქსი, მგზავრობის სერვისები და პოლიციის ძალებიც კი ცდილობენ, რომ შემცირდეს მათი გარემოზე ზემოქმედება და გამოიყენონ რევოლუციური, უგამონაბოლქვო Mirai-ს უპირატესობები.

ჩვენი საზოგადოების გარდაქმნა გამონაბოლქვისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ
/

ჩვენს სამყაროს სჭირდება ენერგიის ახალი წყარო, მდგრადი სისტემა, რომელიც ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს. პასუხი? წყალბადი. შექმნილი განახლებადი ენერგიით, ისეთი როგორიცაა მზე და ქარი, წყალბადი სრულიად თავისუფალია ნახშირბადისგან და სხვა ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით, ადვილია მისი შენახვა და ტრანსპორტირება დიდი მოცულობით. მაგრამ საუკეთესო ამბავი კი ის არის, რომ გამოჰყოფს მხოლოდ წყალს.

/

ეს ერთ ღამეში არ მოხდება, თუმცა წყალბადი ცვლის ჩვენი ტრანსპორტის სახეს და მზად არის უფრო მეტიც გააკეთოს. რეალურად, შესაძლებელია, რომ 2050 წლისთვის მთელი მოხმარებული ენერგიის თითქმის ერთი მეხუთედი წყალბადზე მოდიოდეს. ავტომობილების და სამრეწველო ქარხნების ენერგიით უზრუნველყოფა, სახლების და ოფისების გათბობა. ჩვენ დაუღალავად ვშრომობთ, რათა ჩვენს ხედვას წყალბადზე დაფუძნებული, გამონაბოლქვებისგან თავისუფალი საზოგადოების იდეას ხორცი შეესხას.

ბოლო-ბოლო, ეს არის ჩვენი მიზანი და მტკიცედ გვაქვს განზრახული, რომ ეს შესრულდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ.

როგორ ვაქცევთ შეუძლებელს რეალობად

/
წყალბადზე მომუშავე ავტობუსები კონცეპტუალურ ავტობუსში Toyota Sora გამოყენებულია ტოიოტას წყალბადზე მომუშავე სისტემა, რომელიც შემუშავებულ იქნა Mirai-სთვის. ის გთავაზობთ შეუდარებელ სამუშაო მაჩვენებლებს CO2-ის ან მავნე ნივთიერებების გამოყოფის გარეშე, Sora შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საგანგებო ენერგიის წყარო კატასტროფების შემდეგ. ტოიოტა აპირებს 100-ზე მეტი Sora-ს წარდგენას, უმეტესად განკუთვნილი ქალაქის ტერიტორიისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე.
/
წყალბადზე მომუშავე სატვირთო ავტომობილები მას შემდეგ, რაც 2017 წლის აპრილში მუშაობა დაიწყო, "Alpha" პროექტ პორტალის სატვირთო ავტომობილმა შემოწმებისას, რეალური ტრანსპორტირების პროცესში, გაიარა 10, 000 მილზე მეტი ლონგ ბიჩის და ლოს ანჯელესის პორტებში და მათ გარშემო, რა დროსაც გამოჰყოფდა მხოლოდ წყლის ორთქლს. ახალ სატვირთო ავტომობილს, რომელსაც "Beta"-ს სახელით იცნობენ, საწვავის თითოეული გავსებით აქვს დაახლოებით 300 მილამდე გაზრდილი გარბენის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ზრდის პორტების უგამონაბოლქვო ტვირთტევადობის შესაძლებლობას და ამცირებს გარემოზე ზეგავლენას სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელებისას.
/
წყალბადზე მომუშავე ორკაპა სატვირთველები ტოიოტამ გამოუშვა წყალბადზე მომუშავე 20 ორკაპა სატვირთველი, რომელიც დაამზადა Toyota Industries Corporation-მა Toyota City-ში. მან ასევე ააგო წყალბადის სადგური, რომელიც უნდა მოიხმარონ ქარხანაში წყალბადზე მომუშავე ორკაპა სატვირთველებმა. ტოიოტა აპირებს გააგრძელოს ჩვეულებრივი ორკაპა სატვირთველების ჩანაცვლება წყალბადზე მომუშავე ვერსიებით, ჯამში 170-დან 180-მდე ორკაპა სატვირთველი, ქარხანა Motomach-ში, დაახლოებით 2020 წლისთვის.
/
წყალბადზე მომუშავე სისტემის ენერგია იმისთვის, რომ თავის ქარხანაში, ლონგ ბიჩის პორტში CO2-ის გამონაბოლქვი აღმოფხვრას, ამისთვის ტოიოტა აშენებს ობიექტს Tri-Gen, მსოფლიოში პირველი მეგავატური ელექტროსადგური, რომელიც იქნება კარბონატულ საწვავის ელემენტზე, წყალბადის გავსებით. 100%-ით განახლებად ქარხანაში წყლის, ელექტროენერგიის და წყალბადის მისაღებად გამოყენებულ იქნება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, რაც ხელს შეუწყობს ტოიოტას ლოჯისტიკური სერვისების (TLS) ოპერაციებს ლონგ ბიჩის პორტში.

მეტი ინფორმაცია წყალბადის შესახებ

Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით Toyota-ს სპეციალური განცხადება COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით კორონავირუსმა საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა: ჩვენი გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხალხს რომ გავერთიანდეთ, თუმცა დავიცვათ დისტანცია. მობილურობა ყველასთვის მობილურობა ყველასთვის წარმოგიდგენთ ტოიოტას მომავლის ხედვას
თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.