იურიდიული ინფორმაცია - TOYOTA
ვებ-გვერდზე (შემდგომში: ვებ-გვერდი) განთავსებული ინფორმაციით სარგებლობამდე, გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე წესებს (შემდგომში: წესები). ვებ-გვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებს, ნებისმიერი შეზღუდვისა და შენიშვნის გარეშე.
© შპს „ტოიოტა კავკასია“
შინაარსი
ვებ-გვერდი მოიცავს ინფორმაციას Toyota-ს მარკის ავტომობილების, სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების, პროდუქციისა (შემდგომში ერთობლივად „Toyota”-ს პროდუქცია“) და, ასევე, Toyota-ს სხვა სარეკლამო პროგრამების შესახებ. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები თუ სხვა პროდუქცია გამიზნულია გასაყიდად მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ვებ-გვერდზე აღწერილი სარეკლამო პროგრამები განკუთვნილია მხოლოდ საქართველოსთვის.
ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა. ამასთან, მონაცემი არ არის ამომწურავი. უფრო სრული და დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ Toyota-ს უფლებამოსილ დილერებს და/ან უფლებამოსილ პარტნიორებს.
შპს „ტოიოტა კავკასია“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემში, მათ შორის ინფორმაციაში მოდელების, კომპლექტაციის, ტექნიკური მახასიათებლების და Toyota-ს პროდუქტების ხელმისაწვდომობის შესახებ. უფრო სრული და დეტალური ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ Toyota-ს უფლებამოსილ დილერებს და/ან უფლებამოსილ პარტნიორებს.
ფასები და სხვა ინფორმაცია Toyota-ს პროდუქციის შესახებ
ვებ-გვერდზე Toyota-ს პროდუქციის ფასების შესახებ განთავსებული მონაცემები საინფორმაციო ხასიათისაა. მითითებული ფასები რეკომენდებულია საცალო ბაზარზე (თუ სხვა რამ პირდაპირ არ იქნა მითითებული ვებ-გვერდის შესაბამის ნაწილში) და შეიძლება განსხვავდებოდეს Toyota-ს უფლებამოსილი დილერებისა და/ან უფლებამოსილი პარტნიორებისაგან მიღებული ფასებისგან.
Toyota-ს ნებისმიერი პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის ინდივიდუალური ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
Toyota-ს ავტომობილების ვებ-გვერდზე განთავსებული ტექნიკური მახასიათებლები და კომპლექტაცია შეიძლება განსხვავდებოდეს საქართველოში მოწოდებადი ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციისაგან.
Toyota-ს პროდუქციის შესახებ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქცია აქვთ Toyota-ს უფლებამოსილ დილერებსა და პარტნიორებს. ავტომობილის მოდელისა და კომპლექტაციიდან და აგრეთვე, მისი რეალიზაციის ტერიტორიიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, დეტალები, კვანძები და აქსესუარები შეიძლება ვიზუალურად განსხვავდებოდეს ვებ-გვერდზე ასახული მასალისგან. ავტომობილის, აქსესუარის, თუ სხა პროდუქციის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ვებ-გვერდზე წარმოდგენილი გამოსახულებისაგან.
მონაცემები Toyota-ს ავტომობილების საწვავის ხარჯის შესახებ დათვლილია იდეალურ პირობებში, მართვის მანერის, ამინდის და სხვა პირობების გათვალისწინების გარეშე, რაც მოქმედებს საწვავის ხარჯზე. საწვავის რეალური ხარჯი შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებულისგან და განისაზღვრება მხოლოდ ექსპერიმენტული გზით.
მონაცემები Toyota-ს ავტომობილების მაქსიმალური სიჩქარის შესახებ დათვლილია იდეალურ პირობებში, მართვის მანერის, ამინდის და სხვა პირობების გათვალისწინების გარეშე, რაც მოქმედებს ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე. რეალური მაქსიმალური სიჩქარე შეიძლება განსხვავდებოდეს მითითებულისგან და განისაზღვრება მხოლოდ ექსპერიმენტული გზით.
ვებ-გვერდზე განთავსებული ფასები, კომპლექტაციები, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა ინფორმაცია, Toyota-ს პროდუქტების შესახებ, შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს მომხმარებელთა წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თქვენს რეგიონში რეალიზებადი ავტომობილების და სხვა პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Toyota-ს უფლებამოსილ დილერს, ან პარტნიორს.
“Cookie” ტექნოლოგიის გამოყენება (www სერვერთან მომხმარებელთა მიმართვის შესახებ მონაცემების კვლევა)
შპს „ტოიოტა კავკასია“ იყენებს ტექნოლოგიას „cookie” - ვებ-გვერდზე მომხმარებლის გზის გასარკვევად, იმისათვის, რათა ხელი შეუწყოს შპს „ტოიოტა კავკასია“ ვებ-გვერდის მომხმარებელთა აქტივობის რეგისტრაციაში, მისი მუშაობის ეფექტურობის შეფასებასა და სრულყოფაში და გახადოს ვებ-გვერდი მაქსიმალურად სასარგებლო და მოსახერხებელი. შპს „ტოიოტა კავკასია“ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით არ არეგისტრირებს ინფორმაციას ვებ-გვერდის ინდივიდუალური მომხმარებლების შესახებ - კონკრეტული ინფორმაცია არ ინახება და არ გამოიყენება. გავამახვილებთ ყურადღებას, რომ თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ ვებ-გვერდზე თქვენი მიმართვების რეგისტრაციაზე, ან გაფრთხილებაზე, ასეთი რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში.
მონაცემები მომხმარებელთა შესახებ
მომხმარებელთა შესახებ ნებისმიერ მონაცემს, წარმოდგენილს თვითონ ვებ-გვერდის მომხმარებლების მიერ, იყენებს შპს „ტოიოტა კავკასია“ იმისათვის, რათა გააუმჯობესოს მომხმარებლების მომსახურების ხარისხი და აწარმოოს ვებ-გვერდის ვიზიტების სტატისტიკა. შპს „ტოიოტა კავკასია” ძალისხმევას არ იშურებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლების შესახებ მონაცემების შეგროვების, გადაცემისა და შენახვის უსაფრთხოება - აღნიშნული მონაცემების ხასიათის შესაბამისად და აგრეთვე, პირადი მონაცემების დაცვა მესამე მხარეთა მიერ მათი არასანქცირებული გამოყენებისაგან.
შპს „ტოიოტა კავკასია“ იღებს ვალდებულებას გამოიყენოს, შეინახოს და დაამუშაოს ვებ-გვერდის მომხმარებლების შესახებ მოთხოვნილი პირადი ხასიათის ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად.
ამასთან, შპს „ტოიოტა კავკასია“ იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, პერიოდულად შეამოწმოს მომხმარებლების მიერ დატოვებული ინფორმაცია, მოახდინოს მათი რედაქტირება და წაშლა ვებ-გვერდიდან მიზეზების ახსნის გარეშე.
შეტყობინება საავტორო უფლებების შესახებ
მოცემულ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო-ვიზუალური, თუ სხვა) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესების და საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის პირობების დაცვით. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ არაკომერციული (პირადი, გაცნობითი, კვლევითი და ანალოგიური სხვ.) მიზნებისთვის. ვებ-გვერდის მომხმარებლებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ინფორმაცია კომერციული დანიშნულებით, აგრეთვე შეცვალონ იგი, გაავრცელონ, ან გამოაქვეყნონ მთლიანად, ან ნაწილობრივ, ორგანიზაციისგან წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის კოპირება, ისევე, როგორც ციტირება დასაშვებია მხოლოდ ვებ-გვერდის ბმულის, როგორც ინფორმაციის წყაროს მითითების შემთხვევაში, ამასთან, ციტირებად (კოპირებად) ინფორმაციაში ცვლილებების შეტანა, დამატება, ან დამახინჯება დაუშვებელია. დიზაინი, ვებ-გვერდის სტრუქტურა, გრაფიკა და სხვა ელემენტები, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცვის ობიექტად ითვლება ასევე არ გამოიყენება არც მთლიანად, და არც ნაწილობრივ, ახალი საინფორმაციო ობიექტების შესაქმნელად, თუ სხვა ისეთი მიზნებისთვის, რაც მითითებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება; აგრეთვე დაუშვებელია მათი გავრცელება ასლების შექმნით შპს „ტოიოტა კავკასია“-სგან თანხმობის მიღების გარეშე.
სასაქონლო ნიშნები
ვებ-გვერდზე არსებული ყველა სასაქონლო ნიშანი, ლოგოტიპი, თუ მომსახურების ნიშანი წარმოადგენს კომპანია „ტოიოტა მოტორ კორპორეიშენის“ (იაპონია), ან მესამე მხარეთა საკუთრებას. მათი განთავსება ვებ-გვერდზე არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უფლების მიცემა მათ გამოყენებაზე მფლობელისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე.
ჰიპერბმულები
ვებ-გვერდზე განთავსებულ ბმულზე - ანუ სხვა ინტერნეტ საიტებზე გადასვლისას მომხმარებელი ტოვებს ვებ-გვერდს. შპს „ტოიოტა კავკასია“ არ არის პასუხისმგებელი სხვა ორგანიზაციების საინფორმაციო რესურსების სიზუსტეზე, სისრულესა და სანდოობაზე. ბმულები სხა საიტებზე შექმნილია მომხმარებლის კომფორტის გასაზრდელად , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შპს „ტოიოტა კავკასია“ ეთანხმება ან პასუხს აგებს მათ შინაარსზე.
შეზღუდული პასუხისმგებლობები
შპს „ტოიოტა კავკასია“ არ იშურებს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის კორექტულობა. ამასთან, შპს „ტოიოტა კავკასია“ არ იძლევა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის აბსოლუტური სიზუსტის, სისრულისა და საიმედოობის გარანტიას, არ აგებს პასუხს ინფორმაციის უზუსტობაზე, შესაძლო შეცდომებსა და სხვა ნაკლოვანებებზე, აგრეთვე არ იძლევა ვებ-გვერდის უწყვეტი მუშაობის გარანტიას. მოცემული ვებ-გვერდი და მასზე განთავსებული ყველა ინფორმაცია, თუ მასალა წარმოდგენილია, როგორც “as is” („როგორც არის“), შეზღუდვების, ცენზურისა თუ გარანტიების გარეშე. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ხარისხის, მისი აქტუალურობის, სისრულისა და გამოყენებადობის შეფასება - თქვენი კომპეტენციაა.
შპს „ტოიოტა კავკასია“ არ აგებს პასუხს არასასურველ შედეგებზე, თუ სხვა ნებისმიერ ზარალზე, რასაც გამოიწვევს წვდომის შეზღუდვა, ვებ-გვერდის სტუმრობა და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება, აგრეთვე და არა მხოლოდ ვირუსების შედეგად თქვენი კომპიუტერის დაზიანება.
წესების განახლება
შპს „ტოიოტა კავკასია“ იტოვებს უფლებას გადახედოს, შეცვალოს და შეავსოს წინამდებარე წესების ტექსტი და პირობები წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე მათი განთავსების მომენტიდან. მომხმარებლებისათვის რეკომენდებულია მოცემული გვერდის პერიოდული შემოწმება წინამდებარე წესებში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მასალების გამოყენება, წინამდებარე წესების ცვლილების შემდეგ, ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ინფორმირებულია და ეთანხმება განახლებულ წესებს.