რა განსხვავებაა სრულ და ნაწილობრივ ჰიბრიდულ ავტომობილებს შორის?

ჰკითხეთ Toyota-ს ჰიბრიდს

50%-მდე ელექტრული მართვა ქალაქში

ყველა ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილია შიდა წვის ძრავითა და ელექტროძრავით. ბევრ სხვა ნაწილობრივ ჰიბრიდთან შედარებით, Toyota-ს სრულად ჰიბრიდული ავტომობილების ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ენერგიის ორივე წყარო მუშაობს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ნაწილობრივ ჰიბრიდულ ავტომობილებში, ელექტროძრავა გამოიყენება შიდა წვის ძრავის მხარდასაჭერად, აჩქარების ან უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს – ავტომობილს არ შეუძლია მხოლოდ ელექტროძრავით მუშაობა. Toyota-ს სრულ ან თვითდამუხტვად ჰიბრიდებში, 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობისას, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სრულად ელექტრული მართვით, ასეთი შემთხვევების თითქმის 50%-ში. ხოლო უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებისას, ან ავტობანზე გასწრებისას, სიმძლავრის საჭირო ბიძგის უზრუნველსაყოფად ბენზინისა და ელექტრონული ძრავები ერთად მუშაობენ.

კვლავ გაქვთ შეკითხვები, ნაწილობრივ და სრულ ჰიბრიდებს შორის განსხვავებასთან დაკავშირებით? ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს, ჰიბრიდებთან დაკავშირებულ სხვა პოპულარულ შეკითხვებზე ან შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ჰიბრიდი ჩვენს სამოდელო ხაზში.

თქვენი ,,Cookie ფაილების" პარამეტრები

,,ტოიოტას" ვებ-გვერდები იყენებს Cookie ფაილებს თქვენთვის უსაფრთხო გამოცდილების მონიჭების, მუშაობის გაუმჯობესების, ყველა საიტის ფუნქციონირების და შინაარსის პერსონალიზების მიზნით.

ჩვენი Cookie პოლიტიკის მიღებით თანხმდებით, უფლება მოგვცეთ, შევაგროვოთ ინფორმაცია ტოიოტას ვებ-გვერდზე. შეიტყვეთ მეტი ან შეცვალეთ თქვენი პრიორიტეტები ჩვენს Cookie ფაილების პარამეტრების გვერდზე.