ტოიოტას სამუხრუჭო ხუნდები და დისკები

უსაფრთხო გადაადგილებისათვის

სამუხრუჭო სისტემის გამართული მუშაობა თქვენი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაძლებლობა იმისა, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში შეანელოთ და უსაფრთხოდ გააჩეროთ ავტომობილი, დამოკიდებულია თქვენი ავტომობილის მუხრუჭებზე.

როგორ მუშაობს სამუხრუჭო სისტემა?

როდესაც ფეხს აჭერთ მუხრუჭის სატერფულს, სამუხრუჭო სითხე წნევით აწვება მუშა ცილინდრს, რომელიც აწვება ხუნდებს სამუხრუჭო დისკის ორივე მხრიდან. წარმოქმნილი ხახუნი ანელებს ავტომობილის მოძრაობას და საბოლოოდ მის გაჩერებას განაპირობებს.

დროთა განმავლობაში სამუხრუჭო ხუნდები და დისკები ცვდება და შეცვლას საჭიროებს, რადგან გაცვეთილი მუხრუჭებით ავტომობილის მართვა ძალიან საშიშია. არსებობს მუხრუჭების ცვეთის რამდენიმე ნიშანი, რაც უნდა იცოდეთ. აი, რას უნდა დააკვირდეთ:

  • დამუხრუჭების დროს ავტომობილის გეზიდან გადასვლა შესაძლოა სამუხრუჭო ხუნდების არათანაბარ ცვეთაზე მიუთითებდეს
  • წრიპინის და ხრიალის ხმები
  • გაჩერების სიმძლავრის შემცირება
  • სამუხრუჭო დისკები, რომელთა სისქე დასაშვებ მინიმუმზე ნაკლებია, აუცილებლად უნდა გამოიცვალოს
/
/

თქვენს ავტომობილზე ტოიოტას ორიგინალი ხუნდების და დისკების დაყენება გზაზე გადაადგილებისას სულიერ სიმშვიდეს განიჭებთ

  • ტოიოტას ყველა ორიგინალი სამუხრუჭო ხუნდი დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალისგან და შექმნილია მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • მუხრუჭები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს, წრიპინის ან ხრიალის ხმას არ გამოსცემს. ტოიოტას გამართული სამუხრუჭო სისტემა არის ჩუმი
  • ტოიოტას ყველა მოდელისთვის არსებობს სპეციალურად მისთვის შექმნილი ხუნდები და დისკები, რომელიც ზუსტად ერგება მას.
  • ისინი შექმნილია ტოიოტას ავტომობილების სიღრმისეული ცოდნის გამოყენებით, რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვფლობთ
  • მისაღები ფასი

უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია სამუხრუჭო ხუნდების და დისკების რეგულარული შემოწმება ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში.