განსაკუთრებული მახასიათებლები სტანდარტულ კომპლექტაციაში
გაიცანით Toyota LC300: ქროსოვერის მძლავრი შესახედაობის დიზაინი, გაერთიანებული საუკეთესო სრულამძრავიან სისტემასთან.
-
დიზაინი
მისი გამოკვეთილი პროპორციებისა და გამბედავი ფორმების წყალობით, Land Cruiser 300 ყველას ყურადღებას იპყრობს. მის ელეგანტურ და დროის მიღმა არსებულ სილუეტში, რომელიც შთაგონებულია ლეგენდარული წინამორბედებით, მკაფიოდ აისახება Land Cruiser-ის გენეტიკური კოდი. ქალაქში, გზატკეცილზე თუ უგზოობაზეც კი, Land Cruiser 300 ყოველთვის გამოიყურება თავდაჯერებულად და დახვეწილად.
-
უგზოობაში მოძრაობის შესაძლებლობით
Land Cruiser არის შეუდარებელი ყველგანმავალის სტანდარტი. სრულამძრავიან ავტომობილებს შორის ის გამოირჩევა გამავლობითა და უმაღლესი მართვის ხარისხით, ხოლო მისი დახვეწილი და გამორჩეული დიზაინთ, მარტივად იპყრობს ყურადღებას. ძლიერ, დაბალანსებულ ვიზუალთან და თავდაჯერებულ მართვის სტილთან ერთად, Land Cruiser 300 ღირსეულად აგრძელებს ბრენდის ლეგენდარულ მემკვიდრეობას და რჩება თავისი კლასის ღირსეულ ლიდერად
-
გზებზე მოძრაობის შესაძლებლობით
დიზაინის, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკულობის დახვეწილი შერწყმა — Land Cruiser 300 კომპრომისებს არ აღიარებს. მისი დამახასიათებელი LED ფარები და მონოლითური რადიატორის გრილი ხაზს უსვამს მის თავდაჯერებულობას.
-
უსაფრთხოება
უსაფრთხოების მხრივ Land Cruiser 300 კიდევ უფრო დახვეწილია. მისი გამძლე კონსტრუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები უზრუნველყოფს მყუდრო და დაცულ მართვას ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ხოლო მეორე თაობის Toyota Safety Sense დამატებით ზრდის უსაფრთხოებისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას.
-
პრაქტიკულობა
Land Cruiser 300-ის კომფორტით მეორე რიგში მჯდომი მგზავრებიც აუცილებლად ისიამოვნებენ, სადაც ერგონომიული სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით არის აღჭურვილი. ოთხ ზონიანი კლიმატ-კონტროლი კი ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს იდეალურ გარემოს.
-
კომფორტი
ინტერიერის ყოველი ელემენტი შექმნილია კომფორტის, მოხერხებულობისა და გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი დეტალები, როგორიცაა კარის პანელზე მარტივად მისაწვდომი ჩამრთველები, ტელეფონის უსადენო დამტენის პლატფორმა და მოცულობითი ჭიქის დამჭერები, თითოეულ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
Read timed out
POST https://dxp-webcarconfig.toyota-europe.com/v1/grade-selector/ge/ka?modelId=92aa73e0-411e-4633-a620-9784ffbfcd2b
-
3.3ლ დიზელი
ძრავა3.3ლ დიზელისიმძლავრე (ც.ძ.)306საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)8.9CO2 (გ/100კმ)233აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)7.9ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი10 სიჩქარიანი ავტომატიკა -
3.5ლ ბენზინი
ძრავა3.5ლ ბენზინისიმძლავრე (ც.ძ.)415საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)12.2CO2 (გ/100კმ)281აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)6.8ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი10 სიჩქარიანი ავტომატიკა -
4.0ლ ბენზინი
ძრავა4.0ლ ბენზინისიმძლავრე (ც.ძ.)275საწვავის მოხმარება (ლ/100კმ)12.4CO2 (გ/100კმ)281აჩქარება წმ (0-100 კმ/სთ)8.0ამძრავი თვლებიმუდმივი სრულამძრავიანი სისტემა 4WDგადაცემათა კოლოფი6 სიჩქარიანი ავტომატიკა