1. New Cars
  2. Practicality

შექმნილი ცხოვრების გასამარტივებლად

იდეალურია ყოველდღიური სარგებლობისთვის

Corolla Cross გთავაზობთ საიმედო და გამძლე ოჯახურ ავტომობილს ქროსოვერის დიზაინით. სრული კომფორტისთვის Corolla Cross-ის სალონი უზრუნველყოფილია დამატებითი სივრცით, ხოლო ფართო საბარგულში ბარგი უფრო ადვილად თავსდება.
  • დამატებული სივრცე 60/40 პროპორციით დასაკეცი უკანა სავარძლების წყალობით მაშინვე თავისუფლდება ადგილი ჩემოდნებისთვის, ველოსიპედებისა და ყველა იმ ნივთისთვის, რაც მგზავრობისას თან მიგაქვთ.
  • მარტივად ხელმისაწვდომი უკანა კარების ფართოდ გაღება შესაძლებლობას იძლევა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაღლილი მგზავრები მარტივად გადმოიყვანოთ ავტომობილიდან.
  • სივრცე ყველაფრისთვის ავტომობილის მოსახერხებელი სიმაღლე და საბარგულის ტევადი სივრცე ყველაფრისთვის საკმარისი იქნება - ბავშვების სავარჯიშოდ წასაყვანად თუ საყვარელ ადამიანებთან შაბათ-კვირის გასატარებლად მოგზაურობის დაგეგმვისას.

გაიხალისეთ დღე

დიდი პანორამული სახურავი სალონს სინათლით ავსებს და მეტი სივრცის შეგრძნებას აჩენს. Corolla Cross-ის თბილი ინტერიერი ყველას ისე აგრძნობინებს თავს, როგორც საკუთარ სახლში.

 

მოთავსდით უკან და დაისვენეთ

განიერი უკანა სავარძლები ფეხისთვის დიდი სივრცითა და კომფორტული თავსადებებით ყველა მგზავრს - მიუხედავად  აღნაგობისა, სასიამოვნო მგზავრობას ჰპირდება. იდეალურია შორეული მგზავრობისთვის.

მთელი ოჯახის ბედნიერებისთვის

Corolla Cross კომფორტულია თითოეული მგზავრისთვის - მიუხედავად აღნაგობისა. მისი მიმზიდველი და კომფორტული ინტერიერი  ფართო სივრცით, ყველასთვის სასიამოვნო იქნება. ისევე როგორც ფეხებისა და თავისთვის საკმარისი სივრცე, დასაკეცი მკლავის დასადებები და უკანა სავარძლების ვენტილაცია ირგვლივ სრულ კომფორტს ქმნის, ხოლო მგზავრს აქვს საკმარისი ადგილი ფილმების, ვიდეოთამაშებისა და ბევრი სხვა რამისთვის.